You are on page 1of 2

თავისუფლებას მხოლოდ მაშინ მოიპოვებს ერი, როცა

გააცნობიერებს პრობლემებს და იბრძოლებს მათ


აღმოსაფხვრელად.
ნებისმიერი ადამიანი შეწუხებულია იმ ფაქტით, რომ მისი
ქვეყანა სხვისი გავლენის ქვეშაა მოქცეული და ამით მას
გადაგვარების საფრთხე ემუქრება.
მოცემულ საანალიზო მონაკვეთში სწორედ ამ თემაზეა
საუბარი. ამ ლექსში ,„მშობლიური ეფემერა“,
წარმოჩენილია საქართველოს თავისუფლების
დაკარგვისგან მიღებული ტკივილი. „ვეღარ ვცნობილობ
მშობლიურ ხეებს“.ლექსის ლირიკული გმირი ვეღარ ცნობს
თავის სამშობლოს, რადგან მის წარმოდგენაში
საქართველო ძლიერი, ამაყი და დაუმორჩილებელია.
ახლა კი ხედავს დაბეჩავებულსა და
თავისუფლებადაკარგულს. „ ზამთარს ბილიკი დაუტანია“.
ზამთარში ყოველივე კვდება, ბილიკი კი ხსნის გზაა.
სამშობლოს ვერ ცნობა ტრაგედიაა ყველასთვის და ეს
განცდა, ჩემი აზრით, უმომავლობას, დაღუპვას ნიშნავს.
„დიდი ხანია? - მივმართავ ტყეებს და ტყე გუგუნებს: დიდი
ხანია...“ პოეტის კითხვას ტყე სასოწარკვეთილი პასუხობს.
ამ გაპიროვნებით ნათლად ჩანს, თუ როგორ გაჟღენთილია
ამ სატკივარით ყოველივე. „შეხავსებია კლდეები კლდეებს,
იქ ვიღაც კვნესის, დიდი ხანია.“ ხავსი იმას წარმოაჩენს რომ
ქვეყანა უმოძრაოა. გავიხსენებდი ილიას ჭავჭავაძის
სიტყვებს „ მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის, ჩემო
თერგო, ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი“.
კავკასიონის მთბში პოეტს მოჯაჭვული ამირანი ეგულება.
სწორედ მისი კვნესა გაისმის, რადგან ბედს არ შეგუებია
მისი დაუმორჩილებელი სული. ეს კი, რა თქმა უნდა,
საქართველოს უკვდავი სულია. ხოლო სიტყვები „ მზე ჩავა
ჯერ კი შორსაა ბინდი“ სიმბოლურად მიანიშნებს, რომ
იმედი არის გადარჩენისა. ლექსის ბოლო სტროფში პოეტი
გასძახის კლდეებს, „ამირანია?“ – კვლავ ვკითხავ ტყეებს
და ტყე გუგუნებს: ამირანია!“. ჩემი აზრით, პოეტმა ეს
სიტყვები იმედის ჩასახვისათვის გამოიყენა და დაგვაიმედა
იმით, რომ საქართველოს სული ჯერ არ შეგუებია ბედს და
აუცილებლად გათავისუფლდება.
დღესდღეისობით ეს თემა ძალიან აქტუალურია.
საქართველოში დღესაც უდიდესი პრობლემაა ქვეყნის
აბსოლუტური თავისუფლება. გალაქტიონის ლექსში
არსებული მდგომარეობა პრობლემურია დღევანდელ
საქართელოში. ნაწილობრივ პრობლემა დღევანდელი
მდგომარეობისა ვართ ჩვენ. მთავარია მონდომება და
რწმენა იმისა რომ ჩვენ შეგვიძლია ჩვენი საკუთარი
თავისუფლება მოვიპოვოთ, ნაცვლად ამისა მხოლოდ
მოვთქვამთ და ვწუწუნებთ ჩვენი ბედის უკუღმართობაზე.
გავიხსენებდი „მგზავრის წერილებს“ სადაც ილიას
ნათლად აქვს ასახული თავისუფლების იდეა. ილია
აცნობიერებს რომ ბრძოლით აღსავსე საზოგადოებრივი
ცხოვრება მიმზიდველობასთან ერთად მტანჯველიცაა. და
მაინც ის აკეთებს არჩევანს იმის სასარგებლოდ, რაც
ქვეყნის განვითარებისა და გათავისუფლებისთვის არის
აუცილებელი. ,,მგზავრის წერილებში” თვით საქართველოს
ბუნების სული მოითხოვს ქვეყნის თავისუფლებას.
საბოლოოდ ვიტყვი, რომ ლექსი დაგვაფიქრებს
სამშობლოზე, მის ბედზე, მის აწმყოსა, წარსულსა თუ
მომავალზე.

You might also like