You are on page 1of 3

1 მსოფლიო ომი 1914-16წწ

პირველი მსოფლიო ომი (1914 წ. 28 ივლისი - 1918წ. 11 ნოემბერი) ევროპის


კონტინენტზე გაჩაღდა, მაგრამ მალე მან მიიღო მსოფლიო ხასიათი. ომის
დასაწყისისათვის მასში მონაწილეობდა ევროპის 8 სახელმწიფო, ხოლო ომის ბოლო
ეტაპზე მასში უკვე 33 სახელმწიფო მონაწილეობდა. ომის მიზეზი ბალკანური საკითხი
გახდა. ეს იყო ავსტრია-უნგრეთის ტახტის მემკვიდრის ჰერცოგ ფრანც-ფერდინანდის
მკვლელობა სარაევოში 1914 წლის 28 ივნისს. ავსტრია-უნგრეთის მთავრობამ 28 ივნისს
ბოსნიაში სარაევოს საზღვართან ახლოს დანიშნა დიდი სამხედრო მანევრები. ტახტის
მემკვიდრე ფრანც-ფერდინანდი სარაევოში სამხედრო მანევრებზე დასასწრებად
ჩამოვიდა. სერბმა პატრიოტმა ჯგუფის ,,ახალგაზრდა ბოსნიის“ წევრმა 19 წლის
გავრილო პრინციპმა სასიკვდილოდ დაჭრა ავსტრია-უნგრეთის ტახტის მემკვიდრე
ფრანც ფერდინანდი და მისი მეუღლე. ავსტრია-უნგრეთმა სარაევოს მკვლელობაში
ბრალი სერბეთის მთავრობას დასდო. გერმანიის მხარდაჭერით დაიმედებულმა
ავსტრია-უნგრეთმა 23 ივლისს სერბეთს წარუდგინა ულტიმატუმი, რომლის მიღება
სერბეთისათვის ეროვნულ სუვერენიტეტზე უარის თქმას მოასწავებდა . ულტიმატუმის
ვადა 48 საათი იყო. რუსეთმა ამჯერად სერბეთს მტკიცე დახმარება აღუთქვა .
საფრანგეთმა რუსეთს მხარი დაუჭირა. 28 ივლისს ავსტრია-უნგრეთმა სერბეთს ომი
გამოუცხადა. 30 ივლისს რუსეთმა საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. 1 აგვისტოს
გერმანიამ ომი გამოუცხადა რუსეთს, ხოლო 3 აგვისტოს - საფრანგეთს. 4-5 აგვისტოს
ომში ინგლისიც ჩაება. ასე დაიწყო პირველი მსოფლიო ომი.

პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე საკმაოდ დიდი ხნით ადრე მხარეებმა დაიწყეს
მზადება ომისათვის. ალფრედ ფონ შლიფენი, შესაძლებლად თვლიდა ომს ორ
ფრონტზე. გადამწყვეტი მოქმედება უნდა გამართულიყო დასავლეთ ფრონტზე . გეგმის
მიხედვით საფრანგეთი დაახლოებით 6 კვირაში უნდა განადგურებულიყო. ამის შემდეგ
გერმანიას არმიები სწრაფად უნდა გადაესროლა აღმოსავლეთისაკენ და აქ ავსტრია -
უნგრეთის ჯარებთან ერთად უნდა მოეხდინა რუსეთის სრული განადგურება. ომი სამ
თვეში უნდა დასრულებულიყო.

ომის გამოცხადების დროს ევროპაში შეიქმნა სამი ძირითადი ფრონტი : დასავლეთის ,


აღმოსავლეთის და ბალკანეთის. დასავლეთის ფრონტზე გერმანია დაუპირისპირდა
საფრანგეთის, ინგლისისა და ბელგიის ძალებს. ფრონტი ჩრდილოეთის ზღვიდან
შვეიცარიამდე იყო გადაჭიმული. აღმოსავლეთის, ანუ რუსეთისათვის დასავლეთი
ფრონტი ორ - ჩრდილო-დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ ფრონტად იყოფოდა .
რუსეთის არმიას ხელმძღვანელობდა გენერალი რენენკამპფი და სამსონოვი ,
გერმანიის არმიას ჯერ ფონ პრიტვიცი, ხოლო შემდეგ - ჰინდენბურგი და
ლუდენდორფი. რუსეთისაგან სამხრეთ-დასავლეთით ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
რუსეთი და ავსტრია-უნგრეთი. დუნაისა და სავის გასწვრივ შეიქმნა ბალკანეთის
ფრონტი. აქ სერბეთის არმია დაუპირისპირდა ავსტრიაუნგრეთის არმიას . საომარი
ოპერაციები დაიწყო 4 აგვისტოს. გერმანიის ჯარებმა დაარღვიეს ბელგიის
ნეიტრალიტეტი. ბელგიაში შეჭრამდე 2 აგვისტოს გერმანელებმა ჯარები შეიყვანეს
პატარა ლუქსემბურგში. 12 დღის დაცვის შემდეგ მათ დათმეს ლიეჟი. 21 აგვისტოს
გერმანელებმა ბრძოლით აიღეს ბრიუსელი. ამავე დღეს ბელგია-საფრანგეთის
საზღვარზე ერთმანეთს შეეჩეხნენ გერმანიისა და საფრანგეთ-ინგლისის ძალები .
დაიწყო ბრძოლა მდინარეებს - შელდასა და მოზელს შორის, რომელიც ,,სასაზღვრო
ომის“ სახელით არის ცნობილი და იგი დამთავრდა 25 აგვისტოს ფრანგებისა და
ინგლისელების უკან დახევით. სექტემბრის დასაწყისში საფრანგეთის ველებზე
პარიზსა და ვერდენს შორის დაიწყო ბრძოლები. 4 სექტემბერს ღამით გერმანელები
მიადგნენ პარიზის ახლოს მდინარე მარნას. დაიწყო ე.წ. ,,ბრძოლა მარნაზე“. 10
სექტემბერს მოლტკემ უკან დაიხია მდინარე ენის მიმართულებით . მარცხით
დამთავრდა ე.წ. ,,ზღვისკენ სრბოლა“. ოპერაციას ხელმძღვანელობდა გერმანელი
სარდალი ფალკენჰაინი. იგი ცდილობდა ხელთ ეგდო ბელგიისა და საფრანგეთის
სანაპირო. ამით იმედოვნებდა ერთმანეთისაგან მოეწყვიტა საფრანგეთი და ინგლისი .
ბრძოლა 3 თვეს გაგრძელდა. გერმანელებმა დასახულ მიზანს ვერ მიაღწიეს .

რუსთა აგვისტო-სექტემბრის შეტევა აღმოსავლეთ პრუსიაზე სასტიკი მარცხით


დამთავრდა. 18 აგვისტოს გენერალ ბრუსილოვის მეთაურობით რუსეთის მერვე არმიამ
დიდი შეტევა წამოიწყო. რუსებმა დაიკავეს ლვოვი. სექტემბრისათვის რუსეთის ხელთ
იყო ბუკოვინა და აღმოსავლეთი გალიცია. რუსეთის მიერ ბლოკირებული იქნა
მნიშვნელოვანი ციხე-სიმაგრე პერემიშლი. სექტემბრის დამლევს გერმანიისა და
ავსტრია-უნგრეთის ჯარები შეტევაზე გადავიდნენ. დაიწყო ე.წ. ,,ვარშავა-
ივანგოროდის“ ოპერაცია. ეს ბრძოლა რუსეთის არმიის წარმატებით აღინიშნა .
ავსტრია-სერბეთის ფრონტზე 12 აგვისტოს ავსტრია-უნგრეთმა დაიწყო შეტევა.
სექტემბერში კი ავსტრიამ ახალი შეტევის შედეგად ბელგრადი ჩაიგდო ხელში .
დეკემბერში ანტანტის დახმარების შემდეგ სერბეთმა შეძლო ავსტრიის ჯარები
უკუგდება.

შორეულ აღმოსავლეთში გერმანული სამფლობელოების ხელში ჩაგდების მიზნით


იაპონიამ 23 აგვისტოს ომი გამოუცხადა გერმანიას. 2 აგვისტოს გერმანიასა და
თურქეთს შორის დაიდო ხელშეკრულება კავშირის შესახებ. ხელშეკრულების
თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ჩაერეოდა ავსტრია-სერბეთის კონფლიქტში და
გერმანია გამოვიდოდა ავსტრია-უნგრეთის მხარეზე, თურქეთს ომი უნდა
გამოეცხადებინა რუსეთისათვის. გერმანელები თურქეთს პირდებოდნენ არდაგანს ,
ყარსს და ბათუმს. 26 სექტემბერს თურქეთმა ანტანტის სავაჭრო გემებისათვის დახურა
სრუტეები. 29 ოქტომბერს თურქულ-გერმანული ფლოტი თავს დაესხა შავ ზღვაში
რუსეთის გემებს. დაბომბილი იქნა ოდესა, სევასტოპოლი, თეოდოსია, ნოვოროსიისკი ,
ქერჩი. 2 ნოემბერს თურქეთს ომი გამოუცხადა რუსეთმა, 5 ნოემბერს - ინგლისმა , 6
ნოემბერს - საფრანგეთმა. რუსეთ-თურქეთის მთავარი ფრონტი კავკასიაში გაიშალა . 9-
24 დეკემბერს სარაყამიშის ცნობილ ბრძოლებში თურქთა არმია სასტიკად დამარცხდა .

ანტანტის ქვეყნები წარმატებით იბრძოდნენ კოლონიებშიც. ინგლისელებმა ,


ავსტრალიელებმა, ხელთ იგდეს ახალი გვინეის გერმანული ნაწილი და სამოას
კუნძულები. ინგლის-საფრანგეთის ჯარებმა აფრიკაში ხელთ იგდეს ტოგო და
კამერუნი. 1914 წელს მოხდა რამდენიმე საზღვაო ბრძოლა. გერმანიის ესკადრამ
ადმირალ შპრეს სარდლობით 1914 წლის 1 ნოემბერს კორონელთან ინგლისის
ესკადრის წინააღმდეგ ბრძოლაში წარმატებას მიაღწია. მაგრამ 8 დეკემბერს
ინგლისელებმა ფოლკლენდის კუნძულებთან ადმირალ შპრეს ესკადრა განადგურეს .
ჩრდილოეთის ზღვაში მნიშვნელოვანი ოპერაცია ჩატარდა 28 აგვისტოს. ინგლისელთა
ესკადრა თავს დაესხა გერმანიის ფლოტს ჰელჰოლანდის ყურეში. 1915 წლის მარტში
ჩაძირული იქნა ჩილეს ნაპირებთან გერმანული კრეისერი ,,დრეზდენი “. ამის შემდეგ
გერმანელები გადავიდნენ წყალქვეშა ომზე.

1915 წლის 22 აპრილს გერმანიამ დაარღვია მომწამვლელი ნივთიერების აკრძალვის


საერთაშორისო კონვენცია და მტრის წინააღმდეგ გამოიყენა მომწამვლელი
ნივთიერება - ქლორის გაზი. გაზი გამოყენებული იქნა ბელგიაში, იპრის არხთან. 2
მაისს გორლიცასთან გერმანელებმა გაარღვიეს რუსეთის ფრონტი და დაიწყეს
შეტევის განხორციელება - დაეცა პერემიშლი, ლვოვი, რუსეთის სიმაგრეები : კოვნო ,
ოსოვეცი, ბრესტ-ლიტოვსკი, გროდნო, ვილნო. გერმანელებმა დაიკავეს რუსეთის
პოლონეთი, ლიტვა, ბალტიისპირეთის პროვინციებისა და ვოლინის ნაწილი , მაგრამ
გერმანიამ მიზანს ვერ მიაღწია - რუსეთი ომიდან ვერ გამოიყვანა. 1915 წლის კამპანიის
ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა ინგლისელების მიერ ჩატარებულმა ე .წ .
დარდანელის ოპერაციამ, რომელიც მიზნად ისახავდა თურქეთის ომიდან გამოყვანას .
მათ გადასხეს დესანტი ჰალიპოლის ნახევარკუნძულზე. ამ ოპერაციას
ხელმძღვანელობდა უინსტონ ჩერჩილი. ოპერაციამ უშედეგოდ ჩაიარა . 1915 წლის
თებერვლიდან გერმანელებმა წამოიწყეს ფართო მასშტაბის წყალქვეშა ომი . ასეთი
ბრძოლის მიზანი იყო ინგლისელთა ეკონომიკური იზოლაცია. 1915 წლის მაისში
გერმანელებმა ჩაძირეს დიდი სამგზავრო ხომალდი ,,ლუიზიანა“. ამ აქტის შემდეგ
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უმკაცრესი პროტესტი განაცხადა . 1915 წელს
მეომარი ქვეყნების რიგებს ორი სახელმწიფო - იტალია და ბულგარეთი შეემატა .
იტალია ანტანტას შეუერთდა, ხოლო ბულგარეთი - გერმანიის ბლოკს. 1915 წლის 26
აპრილს ლონდონში დადებული იქნა ფარული შეთანხმება ინგლის-საფრანგეთ -
რუსეთ-იტალიას შორის. 23 მაისს იტალიამ ომი გამოუცხადა ავსტრია-უნგრეთს, ხოლო
1916 წლის 28 აგვისტოს მან ომი გერმანიასაც გამოუცხადა.

1915 წლის 3 სექტემბერს დაიდო თურქეთ-ბულგარეთის ხელშეკრულება. 6 სექტემბერს


გაფორმდა გერმანიის, ავსტრია-უნგრეთის, თურქეთისა და ბულგარეთის ოთხთა
კავშირი. 1915 წლის 14 ოქტომბერს ბულგარეთი თავს დაესხა სერბეთს. 1916 წელს
ორივე ბანაკმა სცადა გადამწყვეტი შეტევების საშუალებით დაესრულებინა ომი . ამ
სტრატეგიის განხორციელება გერმანიამ დაიწყო შეტევით საფრანგეთის ციხე -სიმაგრე
ვერდენზე. ვერდენის ოპერაცია 10 თვეს გაგრძელდა. ვერდენის დაცვას
ხელმძღვანელობდა გენერალი პეტენი. 1916 წლის 15 მაისს ავსტრია-უნგრეთმა დაიწყო
შეტევა იტალიის არმიის წინააღმდეგ ტიროლში. მდინარე იზონცოზე იტალიელთა
ფრონტი გაირღვა. 4 ივნისს რუსეთის არმიამ თავის სამხრეთ-დასავლეთის ფრონტზე
დიდი შეტევა წამოიწყო. შეტევას ხელმძღვანელობდა გენერალი ბრუსილოვი.
ბრუსილოვის შეტევის უშუალო შედეგი იყო: ვერდენზე გერმანელთა შეტევის შეჩერება ,
იტალიელთა კონტრშეტევა 16 ივნისს, ინგლის-საფრანგეთის შეტევა მდინარე სომაზე. 6
დეკემბერს გერმანელებმა ბუქურეშტი აიღეს. კავკასიის ფრონტზე 1916 წლის 16
თებერვალს რუსეთში ჯარებმა დაიკავეს თურქეთის მნიშვნელოვანი სიმაგრე არზრუმი ,
18 აპრილს კი აღებული იქნა ტრაპიზონი. 1916 წლის 31 მაისს და 1 ივნისს ჩრდილოეთის
ზღვაში, იუტლანდიის ნაპირებთან სკაგერაკის სრუტესთან გაიმართა პირველი
მსოფლიო ომის ისტორიაში ყველაზე დიდი საზღვაო ბრძოლა. 1916 წლის 12
დეკემბერს გერმანიამ თავისი მოკავშირეების სახელით მიმართა მოწინააღმდეგე
მხარეს დაეწყო საზავო მოლაპარაკება. ანტანტამ უარყო ეს წინადადება.

You might also like