You are on page 1of 6

ალკენები და

მისი თვისებები

.
ალკენი — უჯერი ნახშირწყალბადი, რომელიც ერთ ორმაგ ბმას შეიცავს
ორ ნახშირბადს შორის. ალკენების ზოგადი ფორმულაა
CnH2n. ჰიბრიდიზაციის ტიპია sp². ჰომოლოგიური რიგის პირველი
წარმომადგენელია ეთილენი (C2H4). ალკენებს ახასიათებთ ჩონჩხის,
ორმაგი ბმის მდებარეობის და გეომეტრიული(ცის–ტრანს) იზომერია.
მაგალითად, ბუტენს(C4H8) აქვს ორი იზომერი ბუტენ-1 და იზობუტენი,
ალკენებისთვის დამახასიათებელია ცის და ტრანს იზომერია. ალკენები
შეიცავენ მარტივ C-C ბმებს და ერთ ორმაგ C=C ბმას. ორმაგი ბმიდან
ერთი "სიგმა" ბმაა, ერთი კი "პი "ბმა. ალკენის სავალენტო კუთხე არის
0,139 ნმ, სავალენტო კუთხე -120°

(ეთილენის 3D მოდელი)
ალკენების მიღება
არსებობს ალკენების მიღების სხვადასხვა ხერხი, მაგალითად:
ალკანების დეჰიდრირება — დეჰიდრირება მიმდინარეობს 300℃-ზე კატალიზატორად გამოყენებულა
ქრომის ოქსიდი:
CH_3 - CH_3 -> CH_2=CH_2 + H_2სპირტების დეჰიდრატაია — სპირტების დეჰიდრატაციისას
წყალწამრთმევ საშუალებად გამოიყენება ალუმინის ოქსიდი (Al_2O_3). ალკენის მიღება ხდება
სინჯარაში სპირტის და ოქსიდის გაცხელებით, მაგრამ აუცილებელია ალუმინის ოქსიდი არ ეხებოდეს
სპირტს:
CH_3 - CH_2 - OH -> CH_2=CH_2 + H_2O შიგამოლეკულური დეჰიდრატაციით ალკენის მიღება ასევე
შესაძლებელია კონცენტრირებული გოგირდმჟავას თანაობიასას 170℃-ზე.
ჰალოგენნაწარმის დეჰიდროჰალოგენირება — რეაქცია მიმდინარეობს ფხვიერი კალიუმის ტუტის
თანაობისას
CH_3 - CH_2 - Cl -> CH_2=CH_2 + HCl დიჰალოგენნაწარმების დეჰალოგენირება — რეაქცია
მიმდინარეობს თუთიის ფხვნილის მეშვეობით. აუცილებელია ჰალოგნის ატომები განთავსებულნი
იყვნენ სხვადასხვა ნახშირბად ატომზე.
Cl - CH_2 - CH_2 - Cl + Zn -> ZnCl_2 + CH_2=CH_2
ნომენკლატურა
ეთენი (ეთილენი)-C2H4
პროპენი-C3H6
ბუტენი-C4H8
პენტენი-C5H10
ჰექსენი-C6H12
ჰეპტენი-C7H14
ოქტენი-C8H16
ნონენი-C9H18
დეკენი-C10H20
ქიმიური თვისებები
ალკენებს ახასიათებთ მიერთების რეაქცია:
ჰიდრირება ანუ წყალბადის მიერთება:
CH2=CH2 + H2 → CH3–CH3 ჰიდრატაცია ანუ წყლის მიერთება:
CH2=CH2 + H2O → CH3–CH2OH ჰალოგენირება ანუ ჰალოგენების მიერთება:
CH2=CH2 + Br2 → BrCH2–CH2Br ჰიდროჰალოგენირება ჰალოგენწყალბადმჟავის
მიერთება:
CH3–CH=CH2 + HI → CH3–CHI−CH2–H
მარკოვნიკოვის წესის თანახმად ჰიდროჰალოგენირების დროს წყალბადი
მიუერთდება ნახშირბადატომს, რომელიც უფრო მეტ წყალბადთან არის
დაკავშირებული.
მადლობა
ყურადღებისათვის

პრეზენტაციაზე იმუშავა

ლუკა

You might also like