You are on page 1of 1

საანალიზო მონაკვეთიდან მკაფიოდ იკვეთება თემურ ბარამიძის მხატვრული სახე .

ნოდარ დუმბაძე რომანში „მზიანი ღამე“ იმ ეპოქას აღწერს, რომელშიც საბჭოთა


ხელისუფლება ყველანაირ განსხვავებულ აზრს რეპრესიებით ებრძოდა . სტალინურმა
რეჟიმმა არაერთ ბავშვს წაართვა მშობელი და, შესაბამისად, ლაღი ბავშვობა . თემოც ერთ -
ერთი მათგანია. დასაწყისშივე იკვეთება მთავარი პერსონაჟის ემოციურობა : „ტანში
ჟრუანტელმა დამიარა, მუხლები მომეკვეთა.“ როგორც ჩანს, თემო მიხვდა, რომ წინ რაღაც
სრულიად უჩვეულო ელოდა. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად გასული 12 წლისა, თემოს
ახსოვდა ქალი, რომელმაც 8 წლის ასაკში ღამის ოთხ საათზე გააღვიძა და პირჯვარი
გადასახა. ცალსახაა, რომ თემური, მიუხედავად იმისა, რომ სცნობს დედას, სრულიად
გაუცხოვებულია მასთან და ეს ფაქტი ძალიან აშინებს. საბჭოთა კავშირმა წაართვა მას
ყველაზე მნიშვნელოვანი, დედასთან ურთიერთობა, რამაც უდიდესი დაღი დაასვა მის
ფსიქიკას, იმდენად, რომ მისთვის ძალიან ახლობელ ადამიანს მხოლოდ „ქალბატონოთი“
მიმართა. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად რთული ბავშვობისა, თემოს გული სავსეა
სიყვარულითა და თანაგრძნობით. ცალსახაა, რომ ძალიან უნდა დედასთან ურთიერთობა და
ცდილობს, რომ ებრძოლოს გაუცხოებას. ეპიზოდის ბოლოს თემურმა შეძლო და ქალს,
რომელიც 12 წელი თვალით არ ენახა, დედა დაუძახა, რაც, ვფიქრობ, იმაზე მეტყველებს, რომ
მასში ჯერ კიდევ იყო 8 წლის ბავშვი დარჩენილი, რომელსაც სასტიკმა საბჭოურმა რეჟიმმა
დედა წაართვა.

ნოდარ დუმბაძე თავისი რომანით საბჭოთა ხელისუფლების სისასტიკეს ამხელს;


ტირანულ რეჟიმს, რომელიც დედა-შვილის ურთიერთობასაც ასვამს დაღს. ნაწარმოებში
მკაფიოდ არის გამოხატული იმ ეპოქის თავისებურებები, რომელშიც თავად ავტორი
ცხოვრობდა. ორი მამაკაციც, რომლებმაც თემოს დედა წაიყვანეს, საბჭოთა საქართველოსა
და აქ მცხოვრები ქართველების ანარეკლია: ერთნი, რომლებმაც მატერიალური
კეთილდღეობისთვის გაყიდეს საკუთარი ღირსება და მეორენი, რომლებმაც შიშის გამო
დაუხარეს ტირანულ რეჟიმს თავი. მიუხედავად ამ ყველაფრისა , ვფიქრობ , ყველაზე
მნიშვნელოვანი, რის ჩვენებაც დუმბაძეს სურდა ისაა, რომ დედობრივ სიყვარულს
სტალინური რეჟიმი ვერ მოერია. საბჭოთა ხელისუფლებამ ვერ შეძლო ადამიანური
ურთიერთობებისა და ღირებულებების ჩაკვლა და ვერ გახადა მოსახლეობა უფრო ადვილად
სამართავი. ვფიქრობ, საანალიზო მონაკვეთში აღწერილი გარემოება იმაზეც მეტყველებს ,
რომ რიგითი ქართველები გვერდში ედგნენ ერთმანეთს ძნელბედობის ჟამს. სწორედ ამიტომ
გვიჩვენებს ავტორი მეზობლების თანადგომასა და ვატმანისა და თემურის ურთიერთობას.

„მზიანი ღამე“ ერთ-ერთი გამორჩეული რომანია ნოდარ დუმბაძის შემოქმედებიდან. 1967


წელს გამოცემულ ნაწარმოებში აღწერილია ტირანული რეჟიმი და გავლენა , რომელსაც ის
ახდენდა საბჭოთა კავშირის მოსახლეობაზე. რომანში გადმოცემული მოვლენების სიმძიმის
მიუხედავად, ნაწარმოები დუმბაძის იუმორითაა გაჟღენთილი, რაც კითხვის პროცესს უფრო
სასიამოვნოსა და მსუბუქს ხდის. ავტორის თხრობის სტილი საოცრად ექსპრესიული და
ჰუმანიზმით გაჯერებულია. ასევე, აღსანიშნავია მხატვრული ხერხების სიჭარბეც . თემური
დედაზე ამბობს: „მოჩვენებასავით უახლოვდებოდა ჩემს საწოლს“ ‒ ამ შედარებით ავტორი
შვილის გაუცხოებასა და ამ ფაქტის გამო შიშს უსვამს ხაზს; ეპითეტით : „უბედურები “ ‒ დუმბაძე
დედა-შვილს მოიხსენიებს, რითაც მათ შინაგან მდგომარეობას გამოხატავს; აღსანიშნავია ,
რომ მწერალი ირონიის ხერხს იყენებს და ასე წარმოაჩენს ვეტმანისა და თემურის
ურთიერთობას: „ჯიგარო, დეპუტატი კი ხარ, მაგრამ ბილეთის აღება არ დაგავიწყდეს .“
ვფიქრობ, სრულიად დამსახურებულად მოიპოვა ნოდარ დუმბაძემ აღიარება : მისი
ნაწარმოებების ნათელი ოპტიმიზმი, განუმეორებელი იუმორის გრძნობა და თხრობის
ლირიზმი მკითხველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს.

You might also like