You are on page 1of 9

XII თავი __ დანაშაულის ამსრულებლობა და

დანაშაულში თანამონაწილეობა,დანაშაულის
შემხებლობა.

დანაშაულში თანამონაწილეობის ცნება.


სსკ-ში დანაშაულში თანამონაწილეობა ამსრულებლის ცნების დადგენით
იწყება,ეს აიხსნება იმით,რომ არსებობს დანაშაულში თანამონაწილეობის ე.წ
რთული ფორმა, ე.ი თანამონაწილეობა როლების განაწილებით ანუ ვიწრო აზრით.
ამ შემთხვევაშ დანაშაულში თანამონაწილეებად ითვლებიან: ორგანიზატორი,
წამქეზებელი,დამხმარე.
დანაშაულში უშუალო ამსრულებელი, ანუ ის,ვინც დანაშაულის შემადგენლობას
უშუალოდ, საკუთრი გიენებითა და ხელებით ახორციელებს,დანაშაულში
თანამონაწილედ არ ითვლება. ანუ იგი არც ორგანოზატორია,არც წამქეზებელი და
არც დამხმარე, ამ თვალსაზრისით იგი თანამონაწილედ არ შეიძლება ჩაითვალოს .
თანაამსრულებელი დანაშაულში თანამონაწილეა.
ანუ დანაშაულში თანამონაწილეებად ამ ცნების ვიწრო გაგებით ითვლებიან:
ორგანიზატორი, წამქეზებელი და დამხმარე. ამიტომაა სსსკ-ით ამსრულებლის
ცნება ცალკე გათვალისწინებული.
დანაშაულის უშუალო ამსრულებელი განსხვავდება ინდივიდუალური
ამსრულებლიგან, რომელსაც დანაშაულში თანამონაწილეობასთან არანაირი
კავშირი არ აქვს.
ამსრულებლობის სახეები (უშუალო,თანაამსრულებლობა და შუალობითი).
დანაშაული შეიძლება ჩადენილ იქნას არა მარტო ერთპიროვნულად მოქმედი
პირის მიერ, არამედ დანაშაულში თანამონაწილეობის ფორმითაც, ორი ან მეტი
პირის გაერთიანებული ძალებით.
რაიმე მიზნის,ფსიქიკური განწყობის ერთიანობის გარეშე დანაშაულში
თანამონაწილეობა შეუძლებელია. გარეგანი, შემთხვევითი კავშირის ნიადაგზე
დანაშაულში თანამონაწილეობა იშვიათია.
დანაშაულის შემადგენლობა დანაშაულის პირველი ელემენტია,მეორე
ელემენტია ქმედების მარლთწინააღმდეგობა,ხოლო მესამე ელემენტს ბრალი
წარმოადგენს.
დანაშაულის შემადგენლობის განხორციელება ჯერ კიდევ არ უდრის დანაშაულის
ჩადენას,რადგან დანაშაულის შემადგენლობის ნიშნების დადგენით შემდეგ
დადგენილი უნდა იქნას ქმედების მარლთწინააღმდეგობა და სუბიექტის ბრალი.
მარტივი მკვლელობა- ხორციელდება ერთ შემთხვევაში ეჭვინაობის
ნიადაგზე,ხოლო მეორეში შურისძიებით, მესამეში- სისხლის აღებით,მეოთხეში-
ჩხუბის ნიადაგზე.
მკვლელობის მაკვალიფიცირებელი შემადგენლობები_ ორი ან მეტი პირის
მკვლელობა, ანგარებით ან შეკვეთით, ხულიგნური ქვენაგრძნობით....ანუ
ხორციელდება არა მკვლელობა საზოგადოდ, არამედ მკვლელობის რომელიმე
კონკრეტული შემადგენლობა(მაგ: ხულიგნურ ქვენაგრძნობით მკვლელობა ).
ცხადია შესაძლებელია ერთდროულად რამდენიმე შემადგენლობის
განხორციელებაც, მაგ: მკვლელობა ანგარებით ან შეკვეთით,ჩადენილი
ჯგუფურად.
დანაშაულის შემადგენლობა_სისხლის სამართლის კერძო ნაწილით
გათვალისწინებული ქმედების ობიექტური და სუბიექტური ნიშნების
ერთიანობა,რომელიც ამ ქმედების მარლთწინააღმდეგობის საფუძველია.
დანაშაულის შემადგენლობის ობიექტურ მხარეში იგულისხმება მედება,ანუ
მოქმედება/უმოქმედობა, დანაშალებრივი შედეგი, მიზეზობრივი კავშირი
ქმედებასა და შედეეგს შორის,დანაშაულის შემადგენლობის განხორციელების
დრო,ადგილი,ხერხი,საშუალება,ვითარება.
თანამონამონაწილეობა უმოქმედობის გზით_მშობლები სპეციალურად არ
კვებავენ ახალშობილს, რათა იგი შიმშილით დაიღუპოს.ადგილი აქვს:
მკვლელობას თანაამსრულებლობის ფორმით, უმოქმედობის გზით.
თანამონაწილეობას როლების განაწილებით,მისი უმოქმედობის გზით
განხორციელება შეუძლებელია,ისევე როგორც შეუძლებელია წამქეზებელი
აქტიური წამქეზებლური საქმიანობის გარეშე.
დანაშაულში თანამონაწილეობა შესაძლებელია როგორც ე.წ ფორმალურ ,ისე
მატერიალურ შემადგენლობებშიც,აგრეთვე საფრთხის შემქმნელ დელიქტებში.
მეტად თავისებურია დანაშაულში თანამონაწილეობისას ქმედებასა და შედეგს
შორის მიზეზობრივი კავშირის საკითხიც. ამ მხრივ განსაკუთრებულია
თანამონაწილეობა ვიწრო აზრით ანუ როლების განაწილებით.
ე.წ ტოლფასოვნების თეორია მიუღებელია,რადგან დანაშაულებრივი შედეგი
უშუალო ამსრულებლის ნახელავია. ცხადია მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და
შედეგს შორის ამ შემთხვევაში განსხვავებულია თანამონაწილეებისა და
ამსრულებლის განსხვავებული როლების შესაბამისად. ამიტომაა,რომ პირობათა
ე.წ ტოლფასოვნების თეორია მიუღებელია,რადგან ამ თეორიის ლოგიკით
ობიექტურ სფეროში ორგანიზატორის მოქმედება მიზეზობრიობის თვალსაზრისით
არაფრით განსხვავდება დამხმარის მოქმედებისაგან.
უმართლობა არის ქმედების შემადგენლობისა და მარლთწინააღმდეგობის
ერთიანობა. სისხლის სამართლის კერძო ნაწილში გათვალისწინებული
დანაშაულის შემადგენლობა ქმედების მარლთწინააღმდეგობასთან კავშირში
ქმნის სისხლისამართლებრივ უმართლობას,რომელიც განსხვავებულია
თითოეული დანაშაულის შესაბამისად. ამიტომაა,რომ არსებობს ქურდობის ,
ყაჩაღობის, მკვლელობის და ა.შ უმართლობები... უმართლობა დანაშაულში
თანამონაწილეთა პასუხისმგებლობის ობიექტური საფუძველია,რადგან
უმართლობის ცნება ბრალს არ შეიცავს.
გამორიცხული არ არის შემთხვევა,როცა ქმედების მოტივების მიხედვით ერთ
თანამონაწილეს შეერაცხოს მარტივი მკველობა,ხოლო მეორეს_ მკვლელობა
დამამძიმებელ გარემოებებში(ანგარებ, როცა ეს მოტივი სხვა
თანამონაწილისათვის ან ამსრულებლისთვის ცნობილი არ იყო). მაგრამ ამ
შემთხვევაში მკვლელობის ტიპური უმართლობა მაინც არსებობს და,მაშასადამე ,
არსებობს თანამონაწილეთა პასუხისმგებლობის ობიექტური საფუძველი.
როლების განაწილებით თანამონაწილეობის შემთხვევაში დანაშაულებრივ
შედეგთან მიზეზობრივი კავშირი გაშუალებულია ამსრულებლის
მოქმედებით,რომელიც პირდაპირ კავშირშია დამდგარ დანაშაულებრივ
შედეგთან.
ჯგუფურ მოქმედებაში კი არსებობს პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი, მაშინ
როდესაც შუალობითი ამსრულებლობის შემთხვევაში შედეგი გაშუალებულია
იარაღად გამოყენებული ან შეცდომაში განგებ შეყვანილი პირის მოქმედებით .
დროში სისხლის სამართლის კანონის მოქმედების პრინციპი, რომლის თანახმად
ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა განისაზღვრება კანონით,რომელიც
მოქმედებდა მისი ჩადენის დროს. დანაშაულის ჩადენის დრო კი ისაა,როცა
მოქმედებდა ამსრულებელი ან თანამონაწილე ანდა უნდა ემოქმედა მას.
დანაშაულის შემადგენლობის სუბიექტურ მხარეში იგულისხმება,უპირველეს
ყოვლისა, სუბიექტის ქცევის მოტივი და მიზანი. მოტივი არის გადაწყვეტილების
ფსიქოლოგიური საფუძველი. მიზანი არის სწრაფვა შედეგისაკენ.
შეუძლებელია დანაშაულში თანამონაწილეობა,თუ სუბიექტებს სხვადასხვა
მიზანი ამოძრავებთ. მაგ: ერთს ამოძრავებს შურისძიების მოტივი,მეორეს სახ
ეკონომიკის ძირის გამოთხრის მიზანი,ერთიანი უმართლობა და
თანამონაწილეობა შეუძლებელია.
სუბიექტური მხრივ,ამრიგად, დანაშაულში თანამონაწილეებს ამოძრავებთ მიზნის
ერთიანობა.
შესაძლებელია დანაშაულში თანამონაწილეობა უკვე დაწყებულ
დანაშაულებრივ ქმედებაში შემოერთებით, ამ დანაშაულის დამთავრებამდე.
დანაშაულში თანამონაწილეობის პრობლემატიკაში ,,შეთანხმების თეორია“
კრიტიკის საგანი არაერთგზის გამხდარა. აუცილებელი არ არის,რომ დანაშაულში
ყველა თანამონაწილე ერთმანეთს იცნობდეს: თანამონაწილეობისათვის
საკმარისია თუ ამსრულებელმა იცის,რომ იგი მარტო არ მოქმედებს.
სსსკ დანაშაულში გაუფრთხილებლობით თანამონაწილეობას გამორიცხავს ,ეს
სწორია რადგან გაუფრთხილებლობით თანამონაწილეობა შეუძლებელია.
თანამონაწილეობა შესაძლებელია მხოლოდ განზრახ დანაშაულში,ანუ
დანაშაულში თანამონაწილეები მათ შორის ამსრულებელი მოქმედებენ
განზრახ,როგორც წესი, იგულისხმება პირდაპიირ განზრახვა.
თანამონაწილენი მოქმედებენ ევენტუალური განზრახვით, ამსრულებელი
პირდაპირით, რადგან თანამონაწილენი შეგენბულად უშვებენ ამსრულებლის
მიერ უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენის შესაძ₾ებელობას. ამრიგად,
დანაშაულში თანამონაწილეობა შესაძლებელია,როგორც წესი, პირდაპირი
განზრახვით, მაგრამ არ არის გამორიცხული ევენტუალური განზრახვითაც ,როცა
თანამონაწილენი შეგნებულად უშვებენ ამსრულებლის მიერ უფრო მძიმე
დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობას.

დანაშაულში თანამონაწილეობის ბუნება.


ცნობილია ამასთან დაკავშირებით ორი პრინციპი: თანამონაწილეთა
დამოუკიდებელი პასუხისმგებლობის პრინციპი, და აქცესორობის პრინციპი.
თანაონაწილეთა დამოუკიდებელი პასუხისმგებლობის თეორიის მიხედვით,
დანაშაულში თანაონაწილე პასუხს აგებს საკუთარი ქმედებისა და საკუთარი
ბრალისათვის იმის მიუხედავად, თუ რა ქმედება ჩაიდინა ამსრულებელმა.
აქცესორული ლათინური ტერმინია და ,,მიერთებითს’’ ,,დამატებითს’’,
,,დამოკიდებულს’’ ნიშნავს, ამ შემთხვევაში იგულისხმება,რომ დანაშაულში
თანამონაწილის მოქმედებას ამსრულებლის მოქმედებისაგან დამოუკიდბელი
მნიშვნელობა არ აქვს,რადგან თანამონაწილეთა ქმედების კვალიფიკაცია
ამსრულებლის მიერ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციაზეა დამოკიდებული.
არსებობს აქცესორულობის რამდენიმე სახე: ლოგიკური აქცესორულობა,რომლის
თანახმად, არ არსებობს დანაშაულში თანამონაწილეობა ამსრულებლის ფიგურის
გარეშე, ამსრულებელი ღერძია,რომლის ირგვლივ თავს იყრიან თანამონაწილენი.
არსებობს ჰიპერაქცესორული თეორიაც, ე.ი უკიდურესი აქცესორულობა,რომელიც
თანამონაწილეთა პასუხისმგებლობის ინდივიდუალიზაციის პრინციპს მართლაც
საფრთხეში აყენებს.
თანამონაწილეობის აქცესორულ ხასიათზე მეტყველებს უშედეგო წაქეზებისა და
უშედეგო დახმარების შემთხვევები,როცა ნავარაუდევი უშუალო ამსრულებელი
თავის თავზე არ იღებს წამქეზებლის ან დამხმარის ზემოქმედებას. ასევე
შუალობითი ამსრულებლობა, რადგან ამ დროს დანაშაულის ჩასადენად
გამოყენებული პირი დანაშაულის იარაღია. ეს არ შეიძლება ჩაითვალოს
თანამონაწილედ,იგივე ითქმის იმ პირზეც,რომელიც განგებ შეცდომაში შეიყვანეს
რადგან ჯერ ერთი გაუფრთხილებლობით თანამონაწილეობა შეუძლებელია,
მეორეც, შუალობით ამსრულებლის მოქმედება(შეცდომაში შეყვანა) განზრახია .

დანაშაულში თანამონაწილეობის ფორმები.


დანაშაულში თანამონაწილეობა ფართო აზრით არის ორი ან მეტი პირის
დანაშაულებრივი კავშირი, რომელიც ერთიანი სისხლისამართლებრივი
უმართლობის განხორციელებით გამოიხატება.
დანაშაულში თანამონაწილეობა ვიწრო მნიშვნელობით ანუ როლების
განაწილებით თანამონაწილეობის ერთ-ერთი ფორმაა, როგორც
თანამონაწილეთა და ამსრულებლის დანაშაულებრივი კავშირის წესის ობიექტური
და სუბიექტური ნიშნის ერთიანობა.
დანაშაულში თანამონაწილეობა ფართო მნიშვნელობით,ობიექტური კავშირის
წესის მიხედვით, სამი ფორმით ვლინდება: რთული თანამონაწილეობა ანუ
თანამონაწილეობა როლების განაწილებით, მარტივი თანამონაწილეობა ანუ
თანაამსრულებლობა,ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი. რამდენადაც
დანაშაულში თანამონაწილეობა თანამონაწილეთა შორის სუბიექტური კავშირის
გარეშე შეუძლებელია, ამდენად თანაამსრულებლობა,თავის მხრივ, შეიძლება
დავყოთ ორ ფორმად: წინასწარი შეთანხმების გარეშე და წინასწარი
შეთანხმებით,მაშასადამე არსებობს დანაშაულში თანამონაწილეობის ხუთი
ფორმა.

დანაშაულის ამსრულებლობა.
ამსრულებელია ის,ვინც უშუალოდ ჩაიდინა დანაშაული ან სხვასთან ერთად
უშუალოდ მონაწილეობდა მის ჩდენაში,აგრეთვე ის,ვინც დანაშაული ჩაიდინა სხვა
ისეთი პირის მეშვეობით,რომელსაც ამ კოდექსის მიხედვით
ასაკის,შეურაცხადობის ან სხვა გარემოების გამო არ დაეკისრება
სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა. საუბარია სამი სახის ამსრულებელზე :
ესაა დანაშაულის უშუალო ამსრულებელი,თანაამსრულებელი და შუალობითი
ამსრულებელი.
არსებობს დანაშაულის
ერთპიროვნული,ინდივიდუალური,ამსრულებელი,რომელსაც დანაშაულში
თანამონაწილეობასთან კავშირი არ აქვს.
არსებობს თანამონაწილისა და ამსრულებლის ფუნქციათა გამიჯვნის სუბიექტური
თეორიაც, ე.წ ინტერესის ცნებაზე აგებული კონცეფცია,რომლის თანახმად, ამ
გამიჯვნის საფუძველია დანაშაულებრივი შედეგით დაინტერესება,მაგრამ
არაა გამორიცხული,რომ შედეგით ყველაზე მეტად დაინტერესებული დამხმარე
აღმოჩნდეს. გარდა ამისა, სუბიექტური თეორია უძლურია დაასაბუთოს საკუთარი
ხელით ჩადენილი დელიქტისთვის სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა.
მაგ: ქრთამის ამღები მოხელე ან მასთან გათანაბრებული პირია ,ხოლო ქრთამით
განპირობებული ქმედების შედეგით ქრთამის მიმცემია დაინტერესებული და მაშინ
ქრთამის მიმცემი ამ დანაშაულის ამსრულებლად უნდა მოგვევლინოს ,რაც სწორი
არ არის.

დანაშაულის თანააამსრულებლობა.
ნიშნავს ორი ან მეტი პირის მიერ სისხლისამართლებრივი უმართლობის
მთლიანად ან ნაწილობრივ უშუალოდ,მეტი თუ ნაკლები აქტივობით
განხორციელებას. ამ დროს თანაამსრუელებელთა ნორმები წინასწარ არ არის
განაწილებული,მაგრამ აქტივობა მაინც განსხვავებულია..
მაგ: ერთი პირი ხელებს უკავებს მსხვერპლს, მეორე ოქროს სამაჯურს ხსნის
მაჯიდან, მესამე ჯიბიდან აცლის საფულეს.. სახეზეა ძარცვის
თანაამსრულებლობა...
თანაამსრულებლობა ხდება წინასწარი შეთანხმებით და წინასწარი შეთანხმების
გარეშეც,მაგ,როცა ინდივიდუალურად იწყებს ამსრულებელი შემადგენლობის
განხორციელებას და შეუერთდებიან შემთხვევით შესწრებული პირები..
დანაშაულში თანაამსრულებლობა შესაძლებელია დენად დანაშაულში,მაგ:არაა
გამორიცხული თავიოსუფლების აღკვეთის ადგილიდან პატიმრობიდან გაქცევა
ჯგუფურად.
შესაძლებელია იგი განგრძობად დანაშაულშიც,თუნდაც ერთიანი მიზნისა და
განზრახვის განსახორციელებლად უკანასკნელი აქტის
თანაამსრულებლობით,თუმცა პასუხისმგებლობის დადგენისას მხედველობაში
უნდა იქნას მიღებული ის ფაქტი,რომ თანაამსრულებელს წინარე აქტები
მონაწილეობა არ მიუღია.
თავისებურება ახასიათებს შენადგენი დანაშაულის თანაამსრულებლობას. მაგ:
შესაძლებელია შემთხვევა,როდესაც ყაჩაღური თავდასხმა ერთმა პირმა
განახორციელა,ხოლო ამ თავდასხმის შემდეგ დანაშაულს შემთხვევით
შემოსწრებულმა პირმა დაზარალებულს საფულე წაართვა. ამ უკანასკნელის
ქმედება დაკვალიფიცირდება ძარცვად და არა ყაჩაღობად,მაგრამ სხვისი ნივთის
მარლთსაწინააღმდეგოდ დაუფლების მიზანი მაინც თანაამსრულებლობის
ფორმითაა განხორციელებული.
დანაშაულის თანაამსრულებლობას შეიძლება ადგილი ჰქონდეს ორაქტიან
დანაშაულშიც. მაგ: ადამინით ვაჭრობა ნიშნავს ამ უკანასკნელის ყიდვა-
გაყიდვას,ხოლო ეს შესაძლებლობა არა მარტო ინდივიდუალურად, არამედ
ორგანიზებული ჯგუფის მიერაც.
დანაშაულის თანაამსრულებლობა,როგორც წესი, აქტიური მოქმედებით
ხორციელდება, მაგრამ არაა გამორიცხული შერეული უმოქმედობის შემთხვევაში.
მცირეწლოვნის მკვლელობა შესაძლებელია აქტიური მოქმედებით,მაგრამ
შესაძლებელია მშობლების უმოქმედობითაც,როდესაც ისინი შეგნებულად არ
კვებავენ ბავშვს,რათა იგი შიმშილისგან დაიღუპოს.
თანაამსრულებლობა გამორიცხულია წმინდა უმოქმედობის
დელიქტებში,რომელთა ჩადენა პირს პირადად შეუძლია. მაგ: სამხედრო
ვალდებულის მიერ სასწავლო ან სამხედრო შეკრებისგან თავის არიდება
ხორციელდება პირადი უმოქმედობით და მისი თანაამსრულებლობა
შეუძლებელია.
დანაშაულის თანაამსრულებლობა შესაძლებელია მხოლოდ პირდაპირი
განზრახვით,მაგრამ შესაძლებელია განსხვავება შემადგენლობის ცალკეული
ელემენტის შეგნების მხრივ. მაგ: არაა გამორიცხული,რომ ერთს შეგნებული
ჰქონდეს ორსულობა ქალისა,რომელსაც სიცოცხლეს უსპობენ, ხოლო მეორეს ეს
ფაქტი შეგნებული არ ჰქონდეს. ამ შემთხვევაში მკვლელობის უმართლობა მაინც
განხორციელებულია.
მაგ: ერთი პირი მოქმედებს სახელმწიფოს ეკონომიკური საფუძვლების ძირის
გამოთხრის მიზნით,ხოლო მეორე პირადი შურისძიებით, ობიექტური მხრივ ორივე
ასრულებს დანაშაულს აფეთქებით ან ცეცხლის წაკიდებით ან სხვა საშიში
საშუალებით. ამ შემთხვევაში თანაამსრულებლობა შეუძლებელია,რადგან
პირველი პირის ქმედება კვალიფიცირდება,როგორც საბოტაჟი,მაშინ როდესაც
მეორეს ქმედება კვალიფიცირდება როგორც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება ან
განადგურება.

დანაშაულის შუალობითი ამსრულებლობა.


დანაშაული შესაძლოა ჩადენილ იქნეს სხვა ისეთი პირის მეშვეობით,რომელსაც
ასაკის,შეურაცხადობის ან სხვა გარემოების გამო არ დაეკისრება სისხლ
პასუხისმგებლობა.
პირი,რომელიც თავისი დანაშაულებრივი მიზნის მისაღწევად მცირეწლოვანს ან
სულიერად დაავადებულს იყენებს, მოქმედებს განზრახ და,მაშასადამე ,
დანაშაულის შუალობითიი ამსრულებელია, რადგან ამ შემთხვევაში დანაშაულის
შემადგენლობის ობიექტური მხარე იარაღად გამოყენებული პირის მოქმედების
მეშვეობით ხორციელდება.
რაც შეეხება შეზღუდულ შერაცხადობას,სსკ-ის მიხედვით, არ გამოირიცხება
შეზღუდული შერაცხადოსბის მქონე პირის ბრალი. თუ შეზღუდული შერაცხადობის
არასრულწლოვანი თავისუფლდება სისხლისამართლებრივი
პასუხისმგებლობისგან,ხოლო ამ კატეგორიის სრულწლოვანი შეიძლება
გათავისუფლდეს მისთვის სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღნისძიების
გამოყენების პირობით.
შესაძლებელია სხვა პირის განზრახ შეყვანა მისატევებელ/მიუტევებელ
შეცდომაში.
მაგ: პირი იმაში დარწმუნებით,რომ ბუჩქებში ადამიანია, მეორე პირს აძლევს
წინადადებას, ესროლოს დათვს, ხოლო შეცდომაში შეყვანილი პირი,
წინადახედულობის ნორმის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ, სიცოცხლეს უსპობს
ადამიანს ე.ი მოქმედებს გაუფრთხილებლობით. სახეზეარ გვაქვს დანშაულში
თანამონაწილეობა, სახეზეა დანაშაულის შუალობითი ამსრულებლობა, რადგან
გაუფრთხილებელ დანაშაულში თანამონაწილეობა შეუძლებელია, ისევე როგორც
შეუძლებელია დანაშაულში გაუფრთხილებელი თანამონაწილეობა.
გამორიცხული არ არის შეცდომა იმ პირის მხრივაც, ვისაც ჰგონია,რომ
დანაშაულის ჩასადენად იყენებს შეურაცხად პირს, მაშინ როცა ეს უკანასკნელი
შერაცხადია. ამ დროს სახეზეა შუალობითი ამსრულებლობის მცდელობა.
შუალობითი ამსრულებლობაა,როცა უფროსი გასცემს წინასწარ შეცნობით
დანაშაულებრივ ბრძანებას,ხოლო ხელქვეითს ეს შეგნებული არ აქვს და არც
შეიზლება შეგნებული ჰქონდეს, ან ხელქვეითი მოქმდებს დაუდევრად ან უფროსი
მას იყენებს უკიდურესი აუცილებლობის ვითარებაში.
შუალობითი ამსრულებლობაა,როცა აუცილებელი მოგერიების პრვოცირებას აქვს
ადგილი და ვითომ მომგერიებელს აწვდიან იარაღს,რომელსაც ფაქტობრივად
იყენებენ კიდეც.პათოლოგიური სიმთვრალის იარაღად გამოყენებისასაც არ არის
გამორიცხული შუალობითი ამსრულებლობა.
შუალობით ამსრულებლობა შესაძლებელია მაშინ,როცა საქმე ეხება საკუთარი
ხელით ჩასადენ დელიქტს( დახმარების აღმოუჩენლობა), წმინდა უმოქმედობის
დელიქტს,როცა სუბიექტმა მოვალეობა პირადად უნდა
შეასრულოს( გადასახადისაგან თავის არიდება). წმინდა მოქმედების
დელიქტებს( დეზერტირობა), სპეციალური სუბიექტის შემთხვევაში,რადგან
არასპეციალურ პირს არ შეუძლია სამოხელეო, სამხედრო ან სხვა ნაალოგიური
დანაშაულის ჩადენა.
თუ წამქეზებელი სპეციალური სუბიექტია,ხოლო წაქეზებული_ არასპეციალური,
მაშნ პირველი შუალობითი ამსრულებელია, ხოლო მეორე _
თანამონაწილე,როგორც დანაშაულის ფიზიკური ამსრულებელი.
ამრიგად,შუალობითი ამსრულებლობა დანაშაულში თანამონაწილეობის ფორმას
არ წარმოადგენს. შუალობითი ამსრულებელი ერთპიროვნულად მოქმედი
პირია,მაგრამ იმ პირობით,რომ იგი, თავისი დანაშაულებრივი მიზნის
მისაღწევად,იყენებს იარაღად შეურაცხადობას, მიუტევებლ შეცდომას ან
პათოლოგიურ სიმთვრალეს და ამ გზით ასრულებს სსკ-ით გათვალისწ
დანაშაულის შემადგენლობას.
ცხადია არ არის გამორიცხული შუალობითი თანაამსრულებლობაც,როცა ორი ან
მეტი პირი განზრახ იყენებს შერაცხად პირს ან შერაცხადი პირის შეცდომას და ამ
გზით აღწევს დანაშაულებრივი მიზნის განხორციელებას,ამგრამ ეს მიანც არ
ცვლის შუალობითი ამსრულებლობის ბუნებას.

You might also like