You are on page 1of 2

ე. წ. ნიურნბერგის პროცესის (გერმ. Nürnberger Prozesse, ინგლ.

Nuremberg
trials, ფრანგ. Procès de Nuremberg) ფარგლებში, საერთაშორისო
სამხედრო ტრიბუნალის მიერ ქალაქ ნიურნბერგში (გერმანია)
გასამართლდნენ II მსოფლიო ომში გერმანელი ომის მთავარი
დამნაშავეები. სამართალში მიცემული იყო ჰიტლერისეული გერმანიის
24 ხელმძღვანელი (პოლიტიკოსები, სამხედრო პირები, ნაციონალ-
სოციალიზმის მომხრეები). 12 მათგანს მიესაჯა სიკვდილით დასჯა, 7-ს
თავისუფლების აღკვეთა და 3 გამართლდა. ნიურნბერგის პროცესი
მიმდინარეობდა 1945 წლის 20 ნოემბრიდან 1946 წლის 1 ოქტომბრამდე.
ტრიბუნალის განაჩენით განსასჯელები ცნობილ იქნენ დამნაშავეებად
თავდასხმითი ომის, მასიური მკვლელობების, მოსახლეობის
წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების დაგეგმვაში, მომზადებაში,
დაწყებასა და განხორციელებაში, აგრეთვე, გამანადგურებელი
საკონცენტრაციო ბანაკების შექმნაში. ბრალდება მოიცავდა არსებითად
ოთხ საკითხს:
• შეთქმულების მოწყობა (გერმანიის გარდაქმნა ტოტალიტარულ
დიქტატურად);
• დანაშაული მშვიდობის წინააღმდეგ;
• ომის დანაშაული;
• დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ (ძირითადად, ჰოლოკოსტი).
ტრიბუნალმა ასევე დანაშაულებრივ ორგანიზაციად ცნო ნაციონალ-
სოციალისტური პარტიის დამცველი რაზმები: საკონცენტრაციო
ბანაკების მმართველი ორგანიზაცია, უშიშროების სამსახური (SD),
საიდუმლო სახელმწიფო პოლიცია (Gestapo) და ნაცისტური პარტიის
შემადგენლობა.
ნიურნბერგის პროცესის საერთაშორისო მნიშვნელობა ისაა, რომ
პირველად განხორციელდა სახელმწიფოს ხელმძღვანელ პირთა
სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უმძიმესი საერთაშორისო
დანაშაულის ჩადენისათვის.
1946 წლის 11 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ანსამბლეამ
დაადასტურა საერთაშორისო სამართლის პრინციპები, რომლებიც
აღიარებულია ნიურნბერგის ტრიბუნალის წესდებით და ასახულია მის
განაჩენში.
საინტერესოა, რომ დანაშაულები, რომელთა განხორციელებაში
სამხედრო ტრიბუნალმა გერმანელი ომის მთავარ დამნაშავეებს ბრალი
დასდო, ამ დანაშაულების ჩადენის დროს მოქმედი საერთაშორისო
სამართლით აღიარებული იყო (სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობის მექანიზმების კონკრეტიზაციის გარეშე), თუმცა
შიდასახელმწიფოებრივი გერმანული კანონმდებლობით არ იყო
გათვალისწინებული და შესაბამისად, არც დანაშაულად მიიჩნეოდა
გერმანული კანონმდებლობის მიხედვით. ამ ფაქტორის გამო
ნიურნბერგის პროცესი მოგვიანებით კრიტიკის საგნად იქცა შემდეგი
სამართლებრივი პირინციპის უგულვებველყოფის მიზეზით: nullum crimen,
nulla poena sine lege – „არავითარი დანაშაული, არავითარი სასჯელი
კანონის გარეშე“.
საერთაშორისო სისხლის სამართლის თანამედროვე სპეციალისტების
სრული უმრავლესობა უარყოფს ნიურნბერგის პროცესის ფარგლებში
ზემოაღნიშნული სამართლებრივი პრინციპის უგულვებელყოფის ფაქტს
შემდეგი არგუმენტაციით: პრინციპი nullum crimen, nulla poena sine lege
მიემართება თითოეულ ინდივიდს, სამოქალაქო საზოგადოების
თოთოეულ ნაწილს, როგორც ასეთი და ამ კონტექსტში, ემსახურება
სამართლებრივი უსაფრთხოების იდეას. იგივე პრინციპი არ მოქმედებს
სახელმწიფო ხელისუფლების სათავეში მყოფი პირების მიმართ,
რომლებიც სჩადიან საერთაშორისო სისხლის სამართლის დანაშაულს/-
ებს.

კითხვა: განასხვავეთ ერთმანეთისაგან ლეგალურობისა და


ლეგიტიმურობის ცნებები. აგრეთვე, აღწერეთ თქვენეული ხედვა, თუ
როგორ უნდა გადაწყდეს კონფლიქტი მოქმედ კანონმდებლობასა და
სამართლიანობას შორის იმ შემთხვევაში, თუკი მოქმედი კანონმდებლობა
გაუსაძლისად უსამართლოა და ხელყოფს ადამიანის ძირითად უფლებებს
(მაგ. ადამიანის ღირსებას, სიცოცხლის უფლებას, გამოხატვის
თავისუფლებას და ა.შ.).

You might also like