You are on page 1of 15

პროპედევტიკა

1. ავადმყოფის კლინიკური გამოკვლევის ზოგადი დახასიათება


ყველა ავადმყოფი ექიმთან კონტაქტის დროს გადის საექიმო გამოკვლევას. ის სქემატურად იყოფა
სუბიექტურ და ობიექტურ გამოკვლევად.
სუბიექტური გამოკვლევა - Examen subjectivum - მიმდინარეობს ავადმყოფის გამოკითხვის გზით(თუ
ავადმყოფთან კონტაქტი ვერ ხერხდება, ახლობლების გამოკითხვით). ის შედგება:
1. ავადმყოფის ჩივილების შესწავლა;
2. ავადმყოფის ანამნეზი - Anamnesis morbi;
3. ავადმყოფის ცხოვრების ანამნეზი - Anamnesis vitae;
4. ორგანიზმის მთავარი ფუნქციების მდგომარეობის შესწავლა - Status functionalis;
სუბიექტურ გამოკვლევას აწარმოებენ ერთი გეგმით, მეთოდურად. გამოკვლევის პროცესში მისაღები
ინფორმაციის თანმიმდევრობა შეიძლება შევცვალოთ(რადგან გამოკვლევას საუბრის ხასიათი აქვს),
მაგრამ არც ერთი ნაწილი არ უნდა გამოვტოვოთ.
ობიექტური გამოკვლევისას - Examen objectivum - ექიმი ინფორმაციას იღებს ავადმყოფის დახედვა-
დათვალიერების, შეხების, პერკურსიის, მოსმენის, ინსტრუმენტული, ლაბორატორიული და
ფუნქციური გამოკვლევის გზით. ამ გამოკვლევისას ექიმი თანმიმდევრობით იკვლევს სასუნთქ, გულ-
სისხლძარღვთა, საჭმლის მომნელებელ, შარდის გამომყოფ, ენდოკრინულ, სისხლისა და ნერვულ
სისტემებს.
გამოკვლევის მეთოდი იყოფა ძირითად და დამატებით გამოკვლევის მეთოდად. ძირითადია:
გამოკითხვა, ინსპექცია, პალპაცია, აუსკულტაცია. მათი გამოყენება ავადმყოფის გასინჯვისათვის ყველა
შემთხვევაში აუცილებელია. მხოლოდ ამის შემდეგ საზღვრავს ექიმი, დამატებითი
გამოკვლევის(ინსტრუმენტული, ლაბორატორიული, ფუნქციური) რომელი მეთოდი გამოიყენოს
კონკრეტულად ამ ავადმყოფის გამოკვლევისთვის.
ჩვეულებრივ, ავადმყოფის გასინჯვისას ფრთხილი მიდგომაა საჭირო. თბილი სიტყვა, ემპათია,
გულისხმიერება, თანაგრძნობა, გულშემატკივრობა, სათნოება კურნავს ავადმყოფს, უხეშად ნათქვამმა
და დაუფიქრებელმა სიტყვამ შეიძლება გამოიწვიოს იატროგენული დაავადება. დიდი მნიშვნელობა
აქვს თვით ექიმის გარეგნობას, ტანსაცმლის სიფაქიზეს. ექიმი მუდამ უნდა ამხნევებდეს,
გამოჯანსაღების იმედს აძლევს ავადმყოფს. ეს ყველაფერი ავადმყოფს უქმნის რწმენას და
გამოჯანსაღების იმედს. ექიმი ვალდებულია შეინახოს პირადი და ინტიმური საიდუმლოება, რომელიც
ავადმყოფმა გააცნო მას.
ჩვეულებრივ, სუბიექტური და ობიექტური გამოკვლევის შემდეგ ექიმი სვამს წინასწარ დიაგნოზს,
ადგენს ინსტრუმენტული, ლაბორატორიული და ფუნქციური გამოკვლევების გეგმას და იწყებს
ავადმყოფის მკურნალობას. ამის შემდეგ ექიმი აკვირდება ავადმყოფის ყოველდღიურ მიმდინარეობას.
გამოკვლევების დასრულების შემდეგ ექიმი სვამს საბოლოო დიაგნოზს. ყველა შემთხვევაში
საბოლოოდ(გამოჯანმრთელება, სიკვდილი) ექიმი ავადმყოფის არსებით მდგომარეობაზე მსჯელობის
შედეგად ამომწურავ წერილობით განმარტებას იძლევა ეპიკრიზის სახით.
2. ავადმყოფის ისტორია, როგორც იურიდიული დოკუმენტი
სქემა
საექიმო გამოკვლევის ყველა მონაცემი ექიმს თავისი ხელით შეაქვს ავადმყოფის ისტორიაში. ის
ძირითადი სამედიცინო დოკუმენტია. ავადმყოფის ისტორია იურიდიული დოკუმენტიცაა. ის
მთავარი საბუთია ექიმსა და ავადმყოფის ან საზოგადოებას შორის კონფლიქტის დროს. ისტორიის
რომელიმე ნაწილის ხელმეორედ დაწერა დაუშვებელია. მასში ყოველგვარი გადასწორება დამატებითი
შენიშვნის სახით უნდა განხორციელდეს. ისტორიის სქემა შემდეგი ნაწილებისგან შედგება:
 საპასპორტო ნაწილი - Praefatio
 სუბიექტური გამოკვლევა - Examen subjectivum
 ობიექტური გამოკვლევა - Examen objectivum
 წინასწარი დიაგნოზი - Diagnosis praemedatationis
 მკურნალობა - Therapia
 დაავადების მიმდინარეობა - Cursus morbi
 ეპიკრიზი - Epicrysis
 საბოლოო დიაგნოზი - Diagnosis definitivus
ავადმყოფის ისტორია
PRAEFATIO
 ავადმყოფის გვარი, სახელი, მამის სახელი;
 ასაკი, სქესი, ეროვნება;
 განათლება, პროფესია, ოჯახური მდგომარეობა;
 საცხოვრებელი ადგილი, მისამართი;
 ვის მიერ არის გამოგზავნილი ან მოყვანილი ავადმყოფი;
 კლინიკაში შემოსვლის თარიღი;
EXAMEN SUBJECTIVUM
ავადმყოფის ჩივილები:
Anamnesis morbi:
 დაავადების დაწყების დრო(თარიღი), რას უკავშირებს დაავადების დაწყებას;
 დაავადების პირველი ნიშნები, დაავადების განვითარება და მიმდინარეობა;
 ჩატარებული გამოკვლევები და მათი შედეგები;
 ჩატარებული მკურნალობა, მკურნალობის ეფექტი;
 ჰოსპიტალიზაციის უშუალო მიზეზი(მოტივი);
Anamnesis vitae:
 ავადმყოფის ცხოვრების პირობები(ბინა, ჩაცმა-დახურვა);
 შრომის პირობები(რა ასაკში დაიწყო მუშაობა, რა პროფესიით, რა პროფესიები შეიცვალა,
უკანასკნელი პროფესია და მისი სან-ჰიგიენური პირობები);
 ავადმყოფის მავნე ჩვევები და მიდრეკილებანი(ალკოჰოლი, თამბაქო, ნარკომანია, ექსცესები);
 გადატანილი დაავადებები, ტრამვები, ოპერაციები(ბავშვობასა და მოზრდილ ასაკში);
 ალერგიული რეაქციები და იდიოსინკრაზია(ორგანიზმის ავადმყოფური მგრძნობიარობა
ზოგიერთი საკვები პროდუქტისადმი ან სამკურნალო ნივთიერებისადმი);
 ავადმყოფის მშობლების, დებისა და ძმების ჯანმრთელობის მდგომარეობა, მემკვიდრეობა
მშობლების ხაზით, ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობა;
 მდედრობითი სქესის ავადმყოფებისთვის - მენსტრუაციის დაწყების ასაკი, ციკლის
თავისებურება, ორსულობა და მისი გამოსავალი, მენსტრუაციის შეწყვეტის ასაკი და
კლიმაქტერული პერიოდის მიმდინარეობა;
Status functionalis:
 ავადმყოფის თვითგრძნობა, გუნება-განწყობილება, შრომის უნარი, საერთო სისუსტე, წონაში
დაკლება, თავის ტკივილები, თავბრუ, ძილი, ოფლიანობა, ცხელება, გემო, ყნოსვა, სმენა,
მხედველობა;
 ხველა, მისი ხასიათი და სიხშირე, ნახველის ხასიათი და რაოდენობა დღე-ღამეში;
 ტკივილი გულმკერდში(ჭვალი) და მისი კავშირი სუნთქვასთან, ქოშინი და მისი ხასიათი,
აღმოცენების დრო და კავშირი ფიზიკურ დატვირთვასთან;
 გულის ფრიალი და სხვა უსიამოვნო შეგრძნებები გულის არეში, მისი ლოკალიზაცია, ხასიათი,
ირადიაცია და კავშირი ფიზიკურ დაძაბვასთან, გულის წასვლა;
 ჭამის მადა, გემო პირში, წყურვილი, პირის სიმშრალე ან გაძლიერებული ნერწყვდენა, კბილების,
ენისა და ყელის ტკივილი, ყლაპვის მდგომარეობა, გულძმარვა, ბოყინი, გულისრევა, პირღებინება,
მისი დრო და პირნაღები მასის ხასიათი, სისხლიანი ღებინება;
 ტკივილი ან სიმძიმის შეგრძნება გულის კოვზთან, მუცლის ბერვა, ტკივილი მუცელში, მისი
ლოკალიზაცია, ხასიათი, ირადიაცია, კავშირი საკვების მიღებასთან, დეფეკაციასთან;
 დეფეკაციის სიხშირე, ტკივილი ან დაუკმაყოფილებლობის გრძნობა დეფეკაციისას, უკანა ტანის
ქავილი, განავლის ხასიათი(კონსისტენცია, ფერი, ფორმა, ლორწო, სისხლი, ჩირქი, ჭიები ან მათი
სეგმენტები), სისხლდენა უკანა ტანიდან;
 შარდზე გასვლის სიხშირე და შარდის რაოდენობა(ერთჯერადი, დღე-ღამის), ტკივილი ან წვა
მოშარდვისას, შარდის ხასიათი, შარდის ნალექის რაოდენობა და ხასიათი;
 ტკივილი სხეულში, კიდურებსა და სახსრებში;
EXAMEN OBJECTIVUM
ზოგადი ნაწილი:
 ავადმყოფის სიმაღლე, ტანის აგებულება, კვებიერება, კონსტიტუციური ტიპი;
 ავადმყოფის მდებარეობა, სახის გამომეტყველება, თვალების მდგომარეობა, ცნობიერება;
 კანის ფერი, სიმშრალე, ელასტიკურობა, ტურგორი, გამონაყარი, სისხლჩაქცევები, თმიანობა,
კანქვეშა ვენები, ნაწიბურები, ნაწოლები;
 ხილული ლორწოვანი გარსების მდგომარეობა;
 კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი, მისი განვითარების ხარისხი, შეშუპება, მიქსედემა, კანქვეშა
ემფიზემა, კანქვეშა ლიმფური კვანძი და ფარისებრი ჯირკვლის მდგომარეობა;
 კუნთოვანი ქსოვილის მდგომარეობა - განვითარება, ატროფია, შესიება, მტკივნეულობა;
 ძვლების მდგომარეობა და ხილული ცვლილებები;
 სახსრების მდგომარეობა - სიწითლე, შესიება, დეფორმაცია, მოძრაობის შეზღუდვა, ხრაშუნი;
 სხეულის ტემპერატურა;
სუნთქვის სისტემა:
 გულმკერდის ფორმა, სიმეტრიულობა, ორივე ნახევრის სუნთქვაში მონაწილეობის სითანაბრე,
სუნთქვის სიხშირე და სიღრმე, სუნთქვის რიტმი და მისი დარღვევის ფორმა, ქოშინი და მისი ტიპი;
 პალპაცია - რეზისტენტობა, მტკივნეული ადგილები, გულმკერდის ბგერითი რხევა;
 პერკურსია - ფილტვების ტოპოგრაფიული პერკურსია და ქვემო კიდეთა შლა, ფილტვების
შედარებითი პერკურსია;
 აუსკულტაცია - ძირითადი სუნთქვითი ხმიანობა და დამატებითი ხმიანობები, ბრონქოფონია;
გულ-სისხლძარღვთა სისტემა:
 გულის არის დათვალიერება, გულის კუზი, მწვერვალის საძგერი, ეპიგასტრული პულსაცია;
 პალპაცია - მწვერვალის საძგერის პალპაცია, „კატის კრუტუნი“;
 პერკურსია - გულის შედარებითი მოყრუებისა და აბსოლუტური ყრუ ხმის საზღვრები,
მაგისტრალური სისხლძარღვების საპროექციო არის პერკურსია;
 აუსკულტაცია - გულის ტონები და მათი ცვლილებები, დამატებითი ტონები, სამწევრა რიტმი,
ქანქარისებური რიტმი, ემბრიოკარდია, შუილები, პერიკარდიუმის ხახუნის ხმიანობა;

პერიფერიული სისხლძარღვების დათვალიერება:


 ვენებისა და არტერიების მდგომარეობა, პულსამეტრული ფენომენები:
o „კაროტიდების ცეკვა“ – საძილე არტერიების გამოხატული პულსაცია(აღინიშნება აორტის
სარქვლის უკმარისობის დროს);
o მიუსეს სიმპტომი - თავის რხევა გულის რიტმთან სინქრონულად(ნიშანია აორტის სარქვლის
უკმარისობისა და განპირობებულია თავის არტერიის სისხლავსების მკვეთრი ცვლილებით);
o კვინკეს ფენომენი - კვინკეს შეშუპება(იგივე ანგიოედემა), ორგანიზმიის მწვავე ალერგიული
რეაქციაა სხვადასხვა სახის ალერგენის ან ორგანიზმში მიმდინარე სხვა დაავადების მიმართ;
 არტერიების პალპაცია და მათი კედლის მდგომარეობა, არტერიული პულსი და მისი თვისებები;
 სისხლძარღვების აუსკულტაცია:
o ბზრიალას შუილი;
o ტრაუბეს ორმაგი ტონი - გაორმაგებული ტონი, რომელიც მოისმინება მსხვილი არტერიის
გაჭყლეტისას(ნიშანია აორტის სარქვლის უკმარისობისა, განპირობებული სისხლის
რეგურგიტაციით გულის მარცხენა პარკუჭში დისტოლის ფაზაში);
o დიუროზიე-ვინოგრადოვის(ან ვინოგრადოვ-დიუროზიეს) ორმაგი შუილი - სისტოლური და
დიასტოლური სისხლძარღვოვანი შუილების შერწყმა, რომელიც ვლინდება სტეტოსკოპის
დაჭერისას საძილე არტერიის საპროექციო არეზე(აღინიშნება აორტის უკმარისობის დროს);
 არტერიული სისხლის წნევა;

საჭმლის მომნელებელი & მუცლის ღრუს ორგანოები:


 პირის ღრუ - ენის, კბილების, სასის, ნუშურების მდგომარეობა;
 მუცელი - მუცლის ფორმა და მისი ცვლილებები მდებარეობის შეცვლასთან დაკავშირებით,
მუცლის მონაწილეობა სუნთქვაში, მუცლის ასიმეტრიულობა და გამობერილი ადგილები, ვენური
კოლატერალები და ნაწიბურები მუცლის წინა კედელზე, კუჭისა და ნაწლავების თვალით ხილული
მოძრაობები(პერისტალტიკა, ანტიპერისტალტიკა);
 მუცლის პალპაცია - ზერელე პალპაცია, გამჭოლი პალპაცია, ღრმა მცოცავი მეთოდური პალპაცია,
მტკივნეული წერტილები;
o გლენარის სიმპტომი - ნაწლავებისა და სხვა ორგანოების დაწევა;
o ბლუმბერგის სიმპტომი - ტკივილის მკვეთრი გაძლიერება მუცელში, რომელიც წარმოიქმნება
მასზე პალპაციისას ხელის სწრაფი აწევის დროს(ე.ი. წნევის მოხსნისას), წარმოადგენს
პერიტონიტის ერთ-ერთ ნიშანს;
 ღვიძლის, ელენთის, ნაღვლის ბუშტის პალპაცია;
o კერის სიმპტომი - მტკივნეულობა ნაღვლის ბუშტის პროექციაში ზეწოლისას
შესუნთქვისას(ქოლეცისტიტის ნიშანი);
o მერფის სიმპტომი - ტკივილის მკვეთრად გაძლიერება ნაღვლის ბუშტის პალპაციისას
ჩასუნთქვის დროს ან სუნთქვის შეჩერება ღვიძლის კიდის ქვევით თითების მსუბუქი
ზეწოლისას, რაც იწვევს ტკივილს ღრმად ჩასუნთქვის დროს(წარმოადგენს მწვავე
ქოლეცისტიტის კლასიკურ ნიშანს);
o კურვ(უ)აზიეს სიმპტომი - იგივე პანკრეასულ-ბილიარული სინდრომი, ახასიათებს პანკრეასის
კიბოს ნიშნების(ტკივილი ეპიგასტრიუმში, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა და სხვა) შეუღლება
სანაღვლე გზების სადინართა ზეწოლასთან, სიყვითლე, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის
გადიდება ე.ი. ნაღვლის ბუშტის ზომების მნიშვნელოვნად გადიდება მექანიკური სიყვითლის
არსებობის ფონზე;
o ბიძგისებური პალპაცია;
o „მცურავი ყინულის“ სიმპტომი;
 მუცლის პერკურსია:
o კუჭისა და ნაწლავების პერკურსია;
o ღვიძლისა და ელენთის პერკუტორული საზღვრები;
o მენდელის სიმპტომი;
o ორტნერის სიმპტომი - ტკივილი ნაღვლის ბუშტის არეში ნეკნის რკალზე მარჯვნიდან
პერკუსიის დროს(აღინიშნება ქოლეცისტიტისა და პერიქოლეცისტიტის დროს);
o ასციტის პერკუტორული გამოვლინება - ასციტი(მუცლის წყალმანკი), მუცლის ღრუში სითხის
დაგროვება;
o ფლუქტუაციის ფენომენი;
 მუცლის აუსკულტაცია - პერისტალტიკური ხმიანობები, პერიტონეუმის ხახუნის ხმიანობა;
შარდის გამომყოფი სისტემა:
 თირკმლებისა და შარდის ბუშტის საპროექციო არეების დათვალიერება - გამობერილობა,
შეწითლება;
 თირკმლების პალპაცია, შარდსაწვეთების წერტილების გამჭოლი პალპაცია, შარდის ბუშტის არის
პალპაცია;
 პასტერნაცკის სიმპტომი - წელის არეში დარტყმისას ადგილობრივი მტკივნეულობა(თირკმელში
კენჭების არსებობის, პიელიტის, პარანეფრიტის, თირკმლის ტუბერკულოზის დროს);
ნერვული სისტემა:
 ავადმყოფის მეხსიერება, მეტყველება;
 მოძრაობათა კოორდინაცია, სიარული;
 გუგების მდგომარეობა და რეაქცია სინათლეზე, თვალის რქოვანას რეფლექსი;
 დერმოგრაფიზმი(კანის სისხლძარღვთა სპაზმური ხასიათის რეაქცია, რომლის შედეგადაც კანზე
ჩნდება თეთრი ზოლები), სითბოსა და სიცივის შეგრძნება, შეხების შეგრძნება;

წინასწარი დიაგნოზი:
კლინიკური გამოკვლევის გეგმა:
მკურნალობა:
დაავადების ყოველდღიური მსვლელობა-მიმდინარეობა:
ეპიკრიზი
ეპიკრიზი უნდა შეიცავდეს:
1. ავადმყოფის მოკლე დახასიათება - ასაკი, სქესი, კონსტიტუცია, მემკვიდრეობა და ა.შ.
2. დაავადების ზუსტი დიაგნოზი;
3. ეტიოლოგია და პათოგენეზი;
4. ჩატარებული მკურნალობა და მისი ეფექტურობა;
5. პროგნოზი;
ეპიკრიზი არ უნდა იყოს ავადმყოფის ისტორიის მოკლე რეფერაცი. იგი უნდა გამოხატავდეს ექიმის
მოსაზრებას და დასკვნას ისტორიიდან გამომდინარე.
ეპიკრიზი, ასევე, იწერება ავადმყოფის სხვა განყოფილებაში გადაყვანისას და ყოველ 10 დღეში
განყოფილებაში მკურნალობისას.
საბოლოო დიაგნოზი
საბოლოო დიაგნოზის დაწერისას უნდა გამოიყოს:
1. ძირითადი დაავადება - დაავადება, რომლის გამოც ავადმყოფი ექიმთან მივიდა ან დაავადება,
რომელსაც უშუალოდ/რაიმე გართულების გზით სიკვდილი მოსდევს;
2. ძირითადი დაავადების გართულება - ძირითად დაავადებასთან პათოგენეზურად დაკავშირებული
დაავადება;
3. თანდაყოლი დაავადება - დაავადება, რომელიც ძირითად დაავადებასთან დაკავშირებული არ
არის, მაგრამ მასთან ერთად დადგინდა.
ზოგადი დათვალიერება
ზოგადი დათვალიერება გვიქმნის წარმოადგენას სქესის, ასაკის, ტანადობის, საწოლში მდებარეობის,
სახის გამომეტყველების, ცნობიერების, სიარულის, მოძრაობათა ხასიათის, კონსტიტუციისა და სხვათა
შესახებ. ახალი ინსტრუმენტული და ლაბორატორიული გამოკვლევების მიუხედავად, ეს მეთოდი
თავის მნიშვნელობას მაინც ინარჩუნებს, რადგან მისი გამოყენებით შეიძლება პირველი შეხედვით
დაისვას სწორი დიაგნოზი(აკრომეგალია, თირეოტოქსიკოზი...).
სქესი
სქესის დადგენა ყოველგვარი სიძნელის გარეშე ხდება, გამონაკლისს წარმოადგენს
ჰერმოფროდიტიზმი - სქესობრივი განვითარების თანდაყოლილი დარღვევა, რომლის დროსაც
გარეგან სასქესო ორგანოებს ქალისა და მამაკაცის ნიშნები აქვს.
ზოგიერთი შინაგანი ორგანოს დაავადების გავრცელება დამახასიათებელია რომელიმე სქესისთვის:
 ქალებში - უფრო ხშირად აღინიშნება ნაღვლის ბუშტის ანთება, ნაღვლკენჭოვანი დაავადება,
ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერ- და ჰიპოფუნქცია, ისერია. მენსტრუალური ციკლის დასაწყისში ან
კლიმაქსის პერიოდში ეცვლებათ ნერვული და ნივთიერებათა ცვლის ფუნქციები, უფრო კარგად
იტანენ სისხლდენას.
 მამაკაცებში - ყველაზე ხშირად აღინიშნება ფილტვების ქრონიკული დაავადებები, კუჭისა და 12-
გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, ღვიძლის ციროზი, სტენოკარდია, მიოკარდიუმის
ინფარქტი.
ასაკი
განირჩევა ბავშვთა, მოზარდთა, ახალგაზრდა, საშუალო, ხანდაზმული, მოხუცი & დღეგრძელი ასაკი.
ასაკი დგინდება კანის, თმის, კბილების, თვალების მდგომარეობის მიხედვით. ასაკის მატებასთან
ერთად თმები ჭაღარავდება, კბილები ცვივა, ჩნდება ნაოჭები შუბლზე, ქუთუთოებზე, ცხვირტუჩზე,
კისერსა და ლოყებზე. კანი კარგავს ელასტიკურობას, შრება.
ხშირად ნამდვილი(მეტრიკული) & ბიოლოგიური ასაკი არ ემთხვევა ერთმანეთს. გვხვდება მუდმივად
ახალგაზრდულად შენახული პირები, რომელთა ასაკის დადგენა დახედვით გაძნელებულია. მეორე
მხრივ, არსებობენ თავის ასაკთან შედარებით დაბერებული პირები. ჩვენთვის მნიშვნელობა აქვს
ბიოლოგიურ ასაკს. სხვადასხვა ასაკისთვის არსებობს უფრო მეტად გავრცელებული დაავადებები:
 ბავშვთა & მოზარდთა ასაკში - გავრცელებულია ინფექციური დაავადებები(წითელა, ქუნთრუშა,
ჩუტყვავილა...), ეპილეფსია, ძვალ-სახსართა ტუბერკულოზი, მენინგიტი, ენცეფალიტი.
 ახალგაზრდებში - გავრცელებულია რევმატიზმი, ფილტვების ტუბერკულოზი, მწვავე პნევმონია.
 ხანდაზმულ ასაკში - გვხვდება ავთვისებიანი სიმსივნეები, ათეროსკლეროზი, არტერიული
ჰიპერტენზია, მიოკარდიუმის ინფარქტი.
ავადმყოფის მდებარეობა საწოლში
ავადმყოფის მდგომარეობა საწოლში შეიძლება იყოს:
 აქტიური - ამ დროს ავადმყოფი თავისუფლად მოძრაობს პალატაში, ლოგინში იცვლის გვერდს,
დგება, წვება... შეუძლია მოემსახუროს საკუთარ თავს.
 პასიური - ამ დროს ავადმყოფი მძიმეა, დამოუკიდებლად არ შეუძლია შეიცვალოს მდებარეობა
ლოგინში, არ შეუძლია მოემსახუროს საკუთარ თავს.
 იძულებითი - ამ დროს ავადმყოფი იღებს ისეთ მდებარეობას, რომლითაც ცდილობს შეიმსუბუქოს
თავისი მდგომარეობა(ტკივილი, ქოშინი...). ხანდახან ავადმყოფის იძულებითი მდებარეობა
იმდენად დამახასიათებელია, რომ დახედვით შეიძლება დიაგნოზის დასმა. იძულებითი
მდებარეობა შეიძლება იყოს მწოლიარე, მჯდომარე & ფეხზე მდგომი.
1. ბრონქული ასთმის შეტევისას - გაძნელებულია ამოსუნთქვა, ავადმყოფი დგას ან ზის, ხელები
დაყრდნობილი აქვს ფანჯრის რაფაზე, სკამის კიდეზე, საწოლზე ან მუხლებზე. ამით ხდება მხრის
სარტყლის ფიქსაცია, რის შედეგადაც სუნთქვის პროცესში დამატებით ჩაერთვება კისრის, ზურგისა
& გულმკერდის კუნთები, ავადმყოფს უმსუბუქდება ამოსუნთქვა.
2. კარდიალური ასთმისას - აღინიშნება ორთოპნოე(ჰაერის უკმარისობა ჰორიზონტალურ
მდგომარეობაში, რაც აიძულებს ავადმყოფს წამოჯდეს ქვევით ჩამოშვებული ფეხებით), ავადმყოფი
ზის საწოლზე, ფეხები ჩამოშვებული აქვს, სისხლი დეპონირდება ქვემო კიდურებში. ამ დროს
მცირდება სისხლის ნაკადის დინება გულის მარჯვენა ნაწილებისკენ, მცირდება წნევა მცირე წრეში.
3. პლევრის ფურცლების ანთებისას(მშრალი პლევრიტი, პნევმონია) - ავადმყოფი წევს დაავადებულ
მხარეზე ან ზის და ხელები მიჭერილი აქვს მტკივნეულ ადგილას. ასეთი მდგომარეობა ამცირებს
პლევრის მონაწილეობას სუნთქვით მოძრაობებში, მცირდება ტკივილის ინტენსივობა.
4. ფილტვების ცალმხრივი დაავადებისას(პნევმონია, ფილტვების აბსცესი, ბრონქოექტაზიური
დაავადება) - ავადმყოფი წვება დაავადებულ მხარეს, რადგან ეს მდებარეობა აუმჯობესებს
ჯანმრთელი ფილტვის სუნთქვის ექსკურსიას, ამცირებს ნახველის გამოყოფას, მცირდება
შემაწუხებელი ხველა.
5. კუჭ-ნაწლავის პათოლოგიისას(კუჭისა & 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება,
პანკრეატიტი, პანკრეასის კიბო, პერიდუოდენიტი) - ავადმყოფი ზის წელში მოხრილი, ხელებით ან
ბალიშით აწვება მტკივნეულ ადგილს.
6. აპენდიციტისა & პერიტონიტის დროს - ავადმყოფი წევს ზურგზე, ფეხები მოხრილი აქვს, სუნთქავს
ზერელედ.
7. დიაფრაგმული პლევრიტისა & ხერხემლის ტუბერკულოზის დროს - ავადმყოფი წევს მუცელზე.
8. სტენოკარდიული შეტევისას - მოსიარულე ავადმყოფი ჩერდება გაშეშებულ მდგომარეობაში.
9. პროსტატის ჰიპერტროფიისას - ავადმყოფი ცდილობს უფრო ხშირად იდგეს, რადგან მჯდომარე
მდგომარეობაში ავადმყოფს უჩნდება შარდზე გასვლის მოთხოვნილება.
10. ტეტანუსური კრუნჩხვისას - ავადმყოფი ირკალება ხერხემალში, საწოლს ეყრდნობა კეფითა და
ქუსლებით - „ცისარტყელისებრი“ მდებარეობა.
11. პერიკარდიუმში სითხის დაგროვებისას & შუასაყრის სიმსივნის დროს - ავადმყოფი იღებს
„ძროხისებური წოლის“ მდებარეობას ლოგინში, მუხლებზე დაჩოქილია და დაყრდნობილია
იდაყვებზე.
12. მენინგიტის დროს - ავადმყოფი წევს გვერდზე, თავი გადაგდებული აქვს უკან, კიდურები
მოხრილია მუცლისკენ - ჩახმახისებური მდებარეობა.
13. თირკმლის კოლიკისა & მაღალი ტემპერატურის დროს - ავადმყოფი საწოლში მოუსვენრადაა,
ხშირად იცვლის მდებარეობას.
14. თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის, თავის ქალას ტრამვისა & მუცლის ტიფის დროს -
ავადმყოფი მოუსვენრადაა, თითები მუდმივად მოძრაობაშია(ისწორებს პერანგის საყელოს,
თითქოს ბუმბულს კრეფს, იჭერს ბუზებს, უაზროდ კეცავს და შლის საბანს). ავადმყოფის ასეთი
მდგომარეობა ცუდ პროგნოზულ ნიშანზე მეტყველებს.

ამრიგად, ავადმყოფის მდებარეობის შეფასება მეტყველებს დაავადების სიმძიმეზე, გვეხმარება


დიფერენციალურ დიაგნოსტიკაში.
სახის გამომეტყველება

სახის გამომეტყველება დამოკიდებულია არა მხოლოდ ავადმყოფის გუნება-განწყობაზე, არამედ


დამახასიათებელია რიგი დაავადებისთვის. გაწამებული სახე მეტყველებს ძლიერ, აუტანელ
ტკივილზე. განირჩევა შემდეგი დამახასიათებელი სახეები:

ჰიპოკრატეს სახე - Facies Hyppocratica

მკვდრისებრი - მკრთალი ფერის სახე, ჩაცვენილი ლოყები და თვალები,


წასვეტიანებული ცხვირი, ცივი ოფლის წვეთები შუბლზე.

ასეთი სახე აღინიშნება პერიტონიტის, კუჭისა & 12-გოჯა ნაწლავის წყლულის


პერფორაციის, სისხლის დენის, კოლაფსის დროს.

სახე ცხელების დროს - Facies Febris

ჰიპერემიული(სისხლმოწოლილი) კანი, გაბრწყინებული თვალები, ავადმყოფი


აღგზნებულია.

ნეფროზული სახე - Facies Nephritica

 თირკმლის დაავადების შეშუპებითი ფორმისას - შეშუპებული ზედა & ქვედა


ქუთუთოები, ფერმკრთალი სახე.
 თირკმლის უკმარისობისას მცირედ შეშუპებული,
- მოყვითალო-
ფერმკრთალი ელფერის სახე, მძინარე გამომეტყველება.

მიტრალური სახე - Facies Mitralis

ციანოზური ტუჩები, მოლურჯო-მოწითალო ლოყები(მიტრალური პეპელა).

ასეთი სახე გვხვდება დეკომპენსირებული მიტრალური მანკის დროს.


კორვიზარის სახე ან Facies cardiaca

შეშუპებული სახე, მოყვითალო-ფერმკრთალი კანი, ციანოზური ტუჩები,


ცხვირის ნესტოები, ყურები, ცრემლიანი თვალები, ნამძინარევი გამოხედვა, ღია
პირი, ჰაერს „თევზივით იჭერს’’.

დამახასიათებელია გულის უკმარისობისთვის.

ბაზედოვის სახე - Facies Basedovica

შეშინებული სახე, გაფართოებული თვალების ნაპრალი, გადმოკარკლული


თვალები(ეგზოფტალმი), მბრწყინავი თვალები.

დამახასიათებელია ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციის დროს.

მიქსედემური სახე - Facies Mixoedemica

მრგვალი, შეშუპებული და ფერმკრთალი სახე, გასქელებული ცხვირი და ტუჩები.


სახეზე არ შეიმჩნევა ნაოჭები, თითის დაჭერით ჩარღრმავება არ ჩნდება(მუცინის
ჩალაგების გამო), ჩაცვენილი თვალები(ენდოფტალმი), უაზრო გამომეტყველება.

დამახასიათებელია ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქციის დროს.

აკრომეგალიური სახე - Facies Acromegalica

წამოწეული ქვედა ყბის კბილები, გადიდებული ცხვირი, ენა და ყურები,


წამოწეული ყვრიმალისა და წარბზემო რკალები, გაფართოებული ხელის მტევანი
და ტერფი, გასქელებული თითები(განსაკუთრებით ბოლო ფალანგებში).

დამახასიათებელია ზრდის ჰიპოფიზური ჰორმონის ჭარბი პროდუქციის


შედეგად განვითარებული აკრომეგალიის დროს.
სახე ფილტვის ტუბერკულოზის დროს სახე მწვავე პნევმონიის დროს
Facies tuberculosa / hectica Facies pneumonica
გატანჯული სახე,
გაწითლებული ლოყები გაწითლებული ცალი
ფერმკრთალი სახის ლოყა(დაავადებულ მხარეს),
ფონზე, ჰერპესული გამონაყარი
ფართოდ გადიდებული ტუჩებზე ან ცხვირზე,
და ანთებული თვალები, მთრთოლვარე ცხვირის
მშრალი ტუჩები. ნესტოები,
ზერელე სუნთქვა.

ემფიზემის დროს სისტემური წითელი მგლურას დროს

გაძნელებული სუნთქვა, ერითემაზორული გამონაყარი


შებერილი გულმკერდი, ცხვირის ზურგსა და ლოყებზე
მხრებში ჩაფლული თავი, (პეპლის ნიშანი)
მოგვიანებით ციანოზი.

ჰირსუტიზმის დროს სისტემური სკლეროდერმის დროს

ტესტოსტერონის ნიღბისებური,
სიჭარბის გამო ქალებში ამიმიური(მიმიკამოშლილი)
სახეზე ჭარბთმიანობა სახე,
აღინიშნება; წვრილ-წვრილი ნაოჭები პირის
ირგვლივ.

“პარკინსონის ნიღაბი“ - Facies Parkinsonica/oleosa სახე ტეტანუსის დროს - Facies tetanica/risus sardonicus

ამიმიური სახე, შუბლზე მწუხარების


გამომხატველი ნაოჭები,
დამახასიათებელია პირზე ღიმილი -
პარკინსონის სარდონიკული სიცილი.
დაავადებისთვის.

„ცვილის თოჯინას“ სახე სახის კუნთების ასიმეტრია


ოდნავ შეშუპებული სახე;
ძალიან ფერმკრთალი, თავის ტვინის სისხლის
მოყვითალო ელფერის, მიმოქცევის მოშლის ან სახის
გამჭირვალე კანი; ნერვის ანთების შედეგად.
დამახასიათებელია ადისონ-
ბირმერის ანემიისთვის.
ცნობიერება
ცნობიერება თავის ტვინის ქერქის ერთ-ერთი ფუნქციაა. ცნობიერების დონე განისაზღვრება
ავადმყოფის გარემო გამღიზიანებლებზე რეაგირების დონით. ცნობიერების დათრგუნვის ხარისხებია:
1.დაბინდვა, დახშულობა(OBNUBILATIO) - ავადმყოფი თითქოს გაბრუებულია, თავის მდგომარეობას
გულგრილად ეკიდება, კითხვაზე პასუხობს ნელა, მაგრამ ადეკვატურად.
2.ძილიანობა(SOMNOLENTIO) - ავადმყოფი ძილად არის მივარდნილი, კონტაქტში შემოდის, თვალებს
აღებს, გიყურებთ, შეკითხვაზე პასუხობს და ისევ იძინებს.
3.გაბრუება(STUPOR)- ღრმა ძილშია პაციენტი, აღებს თვალებს, გიყურებთ, გონება აქვს დაბინდული,
შეკითხვაზე პასუხობს ნელა და უაზროდ, გარემოსადმი ინტერესი დაქვეითებული აქვს.
4.გაშტერება (SOPOR) - პაციენტი არ რეაგირებს გარემო ზემოქმედებაზე. იღვიძებს მხოლოდ ტკივილის
მიყენებისას, აქვს უაზრო გამოხედვა, კითხვაზე არ პასუხობს, რეფლექსები შენარჩუნებული აქვს.
5.კომა(COMA) - ცნობიერების სრული დათრგუნვა. ამ დროს ყველა რეფლექსი გამქრალია,
შენარჩუნებულია მხოლოდ სუნთქვისა და სისხლის მიმოქცევის ფუნქცია. კომის დროს ავადმყოფის
გამოკვლევისას ყურადღება უნდა მივაქციოთ და შევაფასოთ ჰემოდინამიკური მაჩვენებლები,
სასუნთქი გზების მდგომარეობა და სუნთქვის ფუნქცია. აუცილებელია დავადგინოთ, რითია
გამოწვეული კომა - მეტაბოლური თუ ორგანული ცვლილებებით. საჭიროა გავარკვიოთ
ახლობლებისგან, როგორ დაიწყო ცნობიერების დაკარგვა, რამდენი ხანია ავადმყოფი კომაში, ჰქონია
თუ არა ადრე აღნიშნული ეპიზოდი და აწუხებდა თუ არა ავადმყოფს რაიმე სომატური ან ფსიქიკური
დაავადება.
კომა შეიძლება განვითარდეს შაქრიანი დიაბეტის, თირკმლებისა და ღვიძლის დაავადებების, თავის
ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლის, თავის ტვინის შერყევის, ოპიუმის, სხვა მედიკამენტების,
ალკოჰოლით მოწამვლისას, მალარიის, მენინგიტის, ეპილეფსიისა და სხვა დაავადებების დროს. ის
განიხილება როგორც ძალიან მძიმე დაავადების სიმპტომი.
ურემიული კომა
ვითარდება თირკმლების უკმარისობისას ტერმინალურ სტადიაში ანემიის, ჰიპერკალიემიის,
აციდოზის ფონზე. სახე ფერმკრთალი და ოდნავ შეშუპებულია. პირიდან ამოსდის ამონიაკის სუნი.
გუგები შევიწროებულია. სუნთქვა თავიდან ხმაურიანი და ღრმაა, შემდგომში გადადის ჩეინ-სტოქსის
სუნთქვაში(პერიოდული სუნთქვის ერთ-ერთი სახე: ზედაპირული და იშვიათი სუნთქვითი
მოძრაობები, რომელიც თანდათანობით ხშირდება და ღრმავდება და მაქსიმუმს აღწევს 5 – 7
ჩასუნთქვის შემდეგ, შემდეგში კი კვლავ სუსტდება და იშვიათდება, დგება სუნთქვის ხანმოკლე
შეჩერება – აპნოე, რის შემდეგაც ციკლი მეორდება), პულსი დაჭიმულია.
ღვიძლისმიერი კომა
ვითარდება ღვიძლის მძიმე დაზიანებისას. სახე მოყვითალო ფერისაა, პირიდან ამოსდის
„ღვიძლისეული“(მოტკბო) სუნი(გამოიყოფა მეთილმერკაპტონი). აღინიშნება კუსმაულის
სუნთქვა(პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება გაიშვიათებული სუნთქვის
ციკლებით, ღრმა ხმაურიანი ჩასუნთქვითა და გაძლიერებული ამოსუნთქვით). ღვიძლი მცირდება
ზომაში, გუგები ფართოა, პულსი - ხშირი.
დიაბეტური(კეტოაციდური) კომა
ვითარდება შაქრიანი დიაბეტის დროს. აღინიშნება კანის სიმშრალე, სხეულის ტემპერატურის დაცემა,
კუნთების ჰიპოტონია, თვალის გუგები რბილია(თითის დაჭერისას ჩნდება ჩაღრმავებები), აღინიშნება
ღრმა, ხმაურიანი, კუსმაულის ტიპის სუნთქვა. პულსი ხშირია. ავადმყოფს პირიდან ამოსდის
აცეტონის სუნი.
ჰიპოგლიკემიური კომა
ვითარდება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ავადმყოფებში ინსულინის ჰიპერდოზირებისას ან
ნახშირწყლების არასაკმარისი მოხმარებისას. კანი ძლიერ ნამიანია, პულსი - გახშირებული, თვალის
კაკლები - მაგარი.
თავის ტვინის ტრამვისას
სახე მკრთალია, გუგები - ასიმეტრიული, სუნთქვა - იშვიათი და არარეგულარული. პულსი
გახშირებულია, შემდეგში იშვიათდება.
ალკოჰოლური კომა
პირიდან ამოსდის ალკოჰოლის სუნი, სახე ციანოზურია, სუნთქვა - ზედაპირული, ხმაურიანი. გუგები
გაფართოებულია, პულსი გახშირებულია, სისხლის არტერიული წნევა - დაბალი.
თავის ტვინში სისხლჩაქცევისას - აპოპლექსიური კომა
სახე წითელია, სუნთქვა - შენელებული, ღრმა და ხმაურიანი, პულსი - სავსე & გაიშვიათებული.
ეპილეფსიური კომა
სახე გალურჯებულია, ავადმყოფს ენა მოკვნეტილი აქვს, აღინიშნება კლონური და ტონური
კრუნჩხვები. პულსი გახშირებული, გუგები - გაფართოებული, სუნთქვა - ხმაურიანი. აღინიშნება
უნებლიე შარდვა და დეფეკაცია.

ხშირად მთელი რიგი დაავადებების დროს - კრუპოზული პნევმონია, მოწამვლა ალკოჰოლით,


ატროპინით, მორფინით, ტიფი... - ადგილი აქვს ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნებას და
აღინიშნება ჰალუცინაციები, ბოდვები. შესაძლებელია ფსიქიკური დაავადებების დროს ავადმყოფს
გამოხატული აპათია ჰქონდეს.
ზოგჯერ ადამიანი წამიერად ჰკარგავს გონებას და ძირს ეცემა. ის მალე მოდის გონს. ასეთ
მდგომარეობას - გულისწასვლა -Syncope - ეწოდება. მისი განვითარება დაკავშირებულია თავის ტვინის
ანემიასთან(ძლიერი ნერვული განცდები, სისხლის დაკარგვა...).
სიარული

სიარული ადამიანის ჯანმრთელობას, გუნება-განწყობას, ტემპერამენტს ასახავს. ჯანმრთელი ადამიანი


გამართულად დადის, თანაბარი ნაბიჯებით. პროფესიის თავისებურება გავლენას ახდენს სიარულზე:
 სამხედროები - „მხედრული შემართებით“, მხრებში გასწორებული, წინ აწეული თავით დადიან;
 ბალერინები - ფეხის წვერებზე, მუხლებში მოხრილი, გარეთ მიმართული ფეხის ტერფებით დადიან;
სიარული თავისებურია სხვადასხვა პათოლოგიის დროსაც:
1. სახსრების დაზიანებისას - ავადმყოფს უჭირს სიარული, კოჭლობს, ზოგავს დაავადებულ სახსარს;
2. რადიკულიტისას - ავადმყოფს უჭირს სიარული, კოჭლობს(როგორც სახსრების დაზიანებისას);
3. ქვედა კიდურების არტერიების პათოლოგიისას(ენდარტერიტი) - აღინიშნება „ხანგამოშვებითი
კოჭლობა“;
4. ოსტეომალაციისას(ძვლების დარბილება) - აღინიშნება „იხვისებური“ სიარული, ავადმყოფი დადის
პატარა ნაბიჯებით, ფეხებს მიაჩოჩებს, საგრძნობლად იხრება გადადგმული ფეხის მიმართულებით
& წინისკენ;
5. ზურგის ტვინის ტაბესისას(განლება, ატროფია) - ავადმყოფი ფეხს სწრაფად ისვრის წინ, ქუსლს
არტყამს მიწაზე, აღინიშნება „ატაქსიური“ სიარული;
6. თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლისას(ცალმხრივი დამბლა) - ავადმყოფი მიათრევს ფეხს,
ფეხით რკალს აკეთებს(თითქოს ცელავს), იმავე მხარეს ხელი მჭიდროდ მიკრულია სხეულთან და
მოხრილია იდაყვში, აღინიშნება „სპასტიკურ-პარეზული“ სიარული.
7. თავის ტვინის შუბლის არის, ნათხემის დაზიანებისას & მრავლობითი სკლეროზისას - ავადმყოფი
დადის ბარბაცით, სხეულის გადაქანებისას აჩქარებს ნაბიჯებს, აღინიშნება „გადაქანებითი“
სიარული. ამ დროს ავადმყოფს არ შეუძლია ტერფებმიდგმული და თვალებდახუჭული დგომა,
შეიძლება დაეცეს - რომბერგის ნიშანი(ფეხისგულების ანესთეზია, კუნთოვანი მგრძნობელობის
მოშლა, ატაქცია).
8. ფილტვის ემფიზემისა & მუცელში სითხის დაგროვებისას - ავადმყოფი დადის „ამაყად“, გულმკერდი
& მუცელი გამოწეულია წინ.
9. პარკინსონის დაავადებისას - ავადმყოფი დახრილია წინ, უკანკალებს თავი და სხეული, მოძრაობს
ბიძგებით და სწრაფად.
კონსტიტუცია
კონსტიტუცია ორგანიზმის ბიოლოგიურ-ფუნქციურ თავისებურებათა ჯამს წარმოადგენს. იგი
ძირითადად განპირობებულია მემკვიდრეობით, მაგრამ მისი ფორმირება შეიძლება იცვლებოდეს
ცხოვრების წესის, გარემოსა & სოციალური ფაქტორების გამო. შემუშავებულია კონსტიტუციის მრავალი
კლასიფიკაცია. სიგოს კლასიფიკაციის მიხედვით, ადამიანის 4 კონსტიტუციური ტიპი გამოიყოფა:
რესპირაციული, დიგესტიური, ცერებრული, მუსკულარული. თუმცა ძირითადად ჩერნორუცკის
კლასიფიკაციას იყენებენ, რომელიც ადამიანის 3 კონსტიტუციურ ტიპს გამოყოფს:
 ნორმოსთენიური ტიპი - ხასიათდება სწორი აღნაგობით, სხეულის ნაწილების პროპორციული
შეფარდებით, კარგად განვითარებული მუსკულატურით, ნორმალური კონფიგურაციის
გულმკერდით, ეპიგასტრული კუთხე უახლოვდება მართ კუთხეს;
 ასთენიური ტიპი - სხეულის გრძივი ზომები სჭარბობს განივ ზომებს, კიდურები გრძელი & თხელია,
კუნთები სუსტადაა განვითარებული, თავი გაგრძელებულია, კისერი გრძელი & თხელია, მხრები
ვიწროა, ბეჭები დაცილებულია გულმკერდის ყაფაზს, თავად გულმკერდი წაგრძელებული, ვიწრო და
თხელია, ნეკნები განლაგებულია ირიბად, ნეკნთაშუა არეები გაფართოებულია, ეპიგასტრული კუთხე
მახვილია(900-ზე ნაკლები).
 ასთენიური ტიპის ადამიანებს ახასიათებთ მცირე ზომის გული, რომელიც მოთავსებულია
ვერტიკალურად(წვეთოვანი გული), დაბლა მდგომი დიაფრაგმა, კუჭის სეკრეტორული &
მოტორული ფუნქციის დაქვეითება, ფარისებრი ჯირკვლისა & ჰიპოფიზის ჰიპერტროფია, სისხლში
ჰემოგლობინის, გლუკოზის, ქოლესტერინის დაბალი დონე, გაძლიერებული ნივთიერებათა ცვლა,
ხშირად აქვთ ჰიპოტონია, კუჭისა & 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება,
თირეოტოქსიკოზი, ნევროზი, ტუბერკულოზი.
 ჰიპერსთენიური ტიპი - სხეულის განივი ზომები სჭარბობს გრძივ ზომებს. ჰიპერსთენიკები საშუალო
ან საშუალოზე დაბალი სიმაღლის არიან, კუნთები კარგად აქვთ განვითარებული.
დამახასიათებელია მრგვალი ფორმის თავი, ჰორიზონტალურად განლაგებული ნეკნები, ვიწრო
ნეკნთაშუა არეები, ეპიგასტრული კუთხე კი ბლაგვია(900-ზე მეტი).
 ჰიპერსთენიური ტიპის ადამიანებს ახასიათებთ შედარებით დიდი ზომის გული, რომელიც
მოთავსებულია ჰორიზონტალურად(მწოლიარე გული), გადიდებული აორტა, მაღლა მდგომი
დიაფრაგმა, სიმსუქნისადმი მიდრეკილება, სისხლში ჰემოგლობინის, გლუკოზის, ქოლესტერინის
მომატებული დონე, შენელებული ნივთიერებათა ცვლა, ხშირად აქვთ არტერიული ჰიპერტენზია,
გულის იშემიური დაავადება, შაქრიანი დიაბეტი, სახსრების პათოლოგია,
კონკრემენტები(გაუხსნელი მარილის კენჭები) სანაღვლე & შარდის გამომყოფ სისტემაში.

You might also like