You are on page 1of 2

განმარტეთ და განიხილეთ ვალდებულების წარმოშობის

საფუძვლები

ვალდებულების წარმოშობისთვის საჭიროა პირებს შორის ხელშეკრულება, არის


გამონაკლისები როდესაც ხელშეკრულება არ არის საჭირო მაგალითად როცა
ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების და ა.შ.
316-ე მუხლით გათვალისწინებული მოვალეობებით ვალდებულება შეიძლება
ხელშეკრულების მომზადების საფუძველზეც წარმოიშვას.
მოლაპარაკების მონაწილეს შეუძლია მეორე მონაწილეს მოსთხოვოს იმ
ხარჯების ანაზღაურება, რომლებიც მან გასწია ხელშეკრულების დასადებად,
მაგრამ ეს ხელშეკრულება მეორე მონაწილის ბრალეული მოქმედების შედეგად არ
დადებულა.

მაგალითების მიხედვით განასხვავეთ რეალური და


კონსესუალური ხელშეკრულებები
რეალური ხელშეკრულების ერთ-ერთი მაგალითია ჩუქების ხელშეკრულება
რომლის დროსაც მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას
მისი თანხმობით. ჩუქების ხელშეკრულება რეალურია რადგან იგი დადებულად
ითვლება ქონების გადაცემის მომენტიდან.
კონსესუალური ხელშეკრულების მაგალითია გაცვლის ხელშეკრულება რომლის
დროსაც მხარეები ახდენენ ქონებაზე საკუთრების ურთიერთგადაცემას. გაცვლის
ხელშეკრულება კონსესუალურია რადგან იგი დადებულად ითვლება მხარეების
მიერ შეთანხმების მიღწევის მომენტიდან.
განსხვავება ამ ორ ხელშეკრულებას შორის არის მომენტი რომლიდანაც ისინი
დადებულად ითვლებიან, რეალური ხელშეკრულება ითვლება დადებულად
როდესაც ხდება ნივთის გადაცემა ხოლო კონსესუალური ხელშეკრულება
დადებულად ითვლება შეთანხმების მიღწევის მომენტიდან.

მაგალითების მიხედვით განმარტეთ, რა განსხვავებაა


ცალმხრივ და ორმხრივ ხელშეკრულებებს შორის.

ორმხრივი ხელშეკრულების მაგალითია ნასყიდობის ხელშეკრულება რომლის


დროსაც ქონება გადადის ერთი პირის საკუთრებიდან მეორე პირის საკუთრებაში
რაიმეს სანაცვლოდ, ნასყიდობის ხელშეკრულებაში მონაწილე პირების ორივე
მხარეს ერთდროულად აქვთ უფლებაც და ვალდებულებაც ანუ ორივე მხარე არის
კრედიტორიც და მოვალეც.
ცალმხრივი ხელშეკრულების მაგალითია ჩუქების ხელშეკრულება რომლის
დროსაც გამჩუქებელს აქვს მხოლოდ მოვალეობა და მჩუქებელს მხოლოდ
უფლება, ესეიგი მხოლოდ ერთი მხარეა კრედიტორი და მეორე მხარე არის
მოვალე.

You might also like