You are on page 1of 53

არჩევითი კურსი ბაკალავრიატში : კონფლიქტი, გენდერი და მშვიდობის მშენებლობა

ლექცია 1. 21 სექტემბერი

. კონფლიქტის ბუნება და მისი მართვა

სამეცნიერო ლიტერატურაში კონფლიქტი არაერთმნიშვნელოვნად განიხილება. კონფლიქტი


შეიძლება გამოვლინდეს დისკუსიის, დავის, აზრთა სხვადასხვაობის, ბჭობის და სხვათა
ფორმით. ჩამოთვლილი ფორმები ასახავს განსხვავებულ მდგომარეობებს, რაც მათ
კონფლიქტურ ბუნებაზე მიუთითებს.

ლათანურად – conflictus – სიტყვასიტყვით შეჯახებას ნიშნავს. ლათინური წარმოშობის სხვა


ენებიც ამ სიტყვაში – შეჯახებას, ბრძოლას, დავას გულიხსმობენ, მაგ. Conflict - ინგლისურში,
conflit – ფრანგულში, konflict – გერმანულში, конфликт – რუსულში და აშ. ქართულ ენაშიც
არსებობს შესატყვისები - დავა, შეჯახება, შეხლა-შემოხლა, ჩხუბი, ბრძოლა, დაპორისპირება,
ძალადობა, დაძაბულობა, შეუთანხმებლობა და სხვ. ამიტომ სწორი იქნება კონფლიქტის ცნება
გამოვიყენოთ, როგორც ზოგადი ტერმინი, რომელშიც მისი გამოვლენის სხვადასხვა სახე
იჩენს თავს.

ყოველდღიურ აზროვნებაში სიტყვა კონფლიქტი - უარყოფითი მნიშვნელობით აღიქმება.


ასეთი დატვირთვით ის ყოველთვის წინააღმდეგობაა, დაპირისპირებაა და ასოცირდება
ძალადობასთან. ზოგ შემთხვევაში, კონფლიქტს ძალადობის შემცვლელ ცნებადაც იყენებენ.
სწორედ აქედან გამომდინარე ადამიანები კონფლიქტს დესტრუქციულ ძალად აღიქვამენ და
შესაბამისად, აუცილებლობად მიაჩნიათ მისი გადაჭრა, სრულიად მოგვარება ან მისგან
გაქცევა. ამავე დროს კონფლიქტის არსებობის მეორე მხარეც არსებობს, რომელსაც
პოზიტიური დატვირთვა გააჩნია. კონფლიქტის ფუნქცია შეიძლება ორი სახით.
წარმოვიდგინოთ, ერთი. დესტრუქციული (უარყოფითად აღქმული) და მეორე
კონსტრუქციული (პოზიტიურად აღქმული).

კონფლიქტი ფუნქციური თვალსაზრისით საპირისპირო მიმართულებებს ასახავს. როდესაც


მხარეები (ადამიანები, ჯგუფები და ა.შ.) დაპირისპირებულები არიან, მაშინ ისინი
მიისწრაფიან საკუთარი მიზნის დაუყოვნებლივ მიღწევისაკენ, მაგრამ რა შედეგი ექნება ასეთ
დაპირისპირებას წინასწარ ძნელი განსასაზღვრია. მხარეთათვის მიღებული შედეგი
შესაძლოა დადებითი ან უარყოფითი ხასიათის იყოს. სწორედ აქ იჩენს თავს კონფლიქტის
ორი ფუნქცია ანუ ის შეიძლება პოზიტიურ ან ნეგატიურ ელფერს ატარებდეს, ამას
კონფლიქტის კონსტრუქციულ და დესტრუქციულ ფუნქციას უწოდებენ.

კონფლიქტის კონსტრუქციული ან დესტრუქციული ფუნქცია შესაბამისი კონკრეტული


ნიშნებით ხასიათდება, დაპირისპირებისას, ერთი მხარე შეიძლება დადებიტად აფასებდეს
კონფლიქტს, ხოლო მეორე უარყოფითად. ასეთ მემთხვევაში სუბიექტურ აღქმას აქვს
ადგილი, ანუ საქმე გვაქვს სუბიექტურ რეალობებთან. კონსტრუქციული და დესტრუქციული
კონფლიქტის არსებობისას მნიშვნელოვანია ასევე დროითი ფაქტორი, რადგან ერთი და იგივე
კონფლიქტი სხვადასხვა პერიოდში განსხვავებულ ფუნქციას იძენს. თუ ზოგადი
კრიტერიუმებით განვიხილავთ კონფლიქტს, ის შეიძლება ეხებოდეს სოციალურ სისტემას
მთლიანობაში, მაგრამ აქაც იჩენს თავს კონფლიქტის კონსტრუქციული და დესტრუქციული
ფუნქცია.

პირველ რიგში განვიხილოთ კონფლიქტის დესტრუქციული (უარყოფითი, ნეგატიური)


ფუნქცია. დესტრუქციული კონფლიქტი სოციალური სისტემების სხვადასხვა დონეზე იჩენს
თავს - სადაც კონფლიქტი კავშირშია ძალადობრივ მეთოდებთან. ასეთ შემთხვევეაში
მსხვერპლი და მატერიალური ზიანი უფრო დიდია. ამ დროს სოციალურ სისტემაში
დესტაბილიზაციაა და კონფლიქტი აფერხებს სისტემის განვითარებას (ეკონომიკურს,
პოლიტიკურს, მორალურს და სხვ.). საზოგადოებაში გაუცხოებაა და თავს იჩენს აშკარა
განხეთქილება. იქმნება უარყოფითი ემოციური ფონი, რომელიც საერთო აპათიაში,
პესიმისტურ განწყობილებებში, ანომიაში გამოიხატება. ხშირია შემთხვევა, როდესაც
კონფლიქტის დესტრუქციული გზით წარმართვა მეორდება, ფართოვდება და მოიცავს
სოციალური სისტემის უფრო ფართო არეალს.

კონფლიქტის კონსტრუქციული ფუნქცია იმაში გამოიხატება, რომ აქ შესაძლოა


დაფიქსირებული წინააღმდეგობები და პრობლემები მხარეთა მიერ გაცნობიერდეს, შემდეგ
კი მოახდინონ კონფლიქტის ესკალაციის დონის დადგენა და იმ გზებზე ფიქრი დაიწყონ,
რომლითაც შეიძლება მოგვარდეს არსებული წინააღმდეგობა, ასეთ შემთხვევაში კონფლიქტი
ავლენს ინფორმაციას, სადაც აისახება დაპირისპირებულ მხარეთა ინტერესები,
მოთხოვნილებები. ორიენტაცია აღებულია წინააღმდეგობის დაძლევაზე და თავიდანვე არის
დადგენილი მისი მოგვარების გზები. კონფლიქტის კონსტრუქციული გზით წარმართვა ხელს
უწყობს სოციალური დაძაბულობის მოხსნას (ამისათვის გამოიყენება სხვადასხვა მეთოდები,
მაგალითად, კონფლიქტის ტრანსფორმაცია). დიდია ალბათობა იმისა, რომ მოცემულ
ორიენტაციით კონფლიქტმა ინტეგრაციული, გამაერთიანებელი ფუნქცია შეასრულოს. აქ
თავს იჩენს თანამშრომლობითი ტენდენციები (გუნდში, ჯგუფში, თემში), მხარეებს შორის
შეჭიდულობა მატულობს, რისთვისაც მხარეები საკუთარ რესურსებს იყენებენ. კონფლიქტის
კონსტრუქციული ფუნქცია ხელს უწყობს სოციალური სისტემის სტაბილიზაციას,
კონფლიქტში ჩართული მხარეები იძენენ გამოცდილებას და გეგმავენ მომავალ
თანამშრომლობით დამოკიდებულებებს. ამიტომაც, პირველ რიგში საჭიროა, რომ მხარეებმა
დიდი ენერგიის მობილიზაცია მოახდინონ, რათა გადაჭრან ძირითადი პრობლემები,
გაანალიზონ რთული სიტუაცია და შეიმუშაონ კონფლიქტის მოგვარების ახალი და
განსხვავებული მეთოდები. კონფლიქტის კონსტრუქციული ფუნქცია სოციალური სისტემის
და მისი ქვესისტემების ძალთა თანაფარდობას ავლენს. ყოველივე ეს გულისხმობს ახლებურ
დამოკიდებულებებს, ახალი ნორმების, წესების ჩამოყალიბებას.

კონსტრუქციული მიდგომა კონფლიქტს განიხილავს როგორც მრავალგანზომილებიან


სოციალურ ფენომენს, რაც ადამიანის არსებობას ახასიათებს, რომლის ცვლილება და
განვითარება ხანგრძლივი პროცესია. აქედან გამომდინარე, კონფლიქტის განხილვა შეიძლება,
როგორც ყოველდღიური პროცესის, რომელიც კონსტრუქციული გზით წარმართვას
მოითხოვს. აქედან გამომდინარე კონფლიქტი განიმარტება, როგორც მხარეთა შორის
წარმოშობილი დავა, რომლის დროსაც ძირითადად ვერ თანხმდებიან რესურსების
განაწილებაზე და საკუთარ ქცევას ამგვარი არაშესატყვისი წარმოდგენებით წარმართავენ.

შეუთავსებლობის შემთხვევაში თავს იჩენს კონფლიქტის მიზეზები, რომელიც სხვადასხვა


თეორიულ ბაზაზე დაყრდნობით შეიძლება განვიხილოთ:

1. საზოგადოებაში არსებობს ორგანიზაციები, რომლებიც კონფლიქტის პირობა და


მიზეზია. აქ ყურადღება ექცევა გამომწვევ ძალას. ამ მიდგომის ფარგლებში ზოგადად
იკვლევენ, თუ საიდან და რა მიზეზებით წარმოიშვა ეს კონფლიქტი.

2. მეორე მიდგომა ეხება ფაქტების კონსტატირებას და მასზე დაყრდნობით მიზეზების


გამოყოფას. აქ ყურადღება ექცევა ადამიანების ქცევას, მაგ., აგრესიის გამოვლენას და სხვ. ამ
მიდგომის წარმომადგენლები ძირითადად ეყრდნობიან ფსიქოანალიტიკურ თეორიებს.

3. მესამე მიდგომა ეყრდნობა მოთხოვნილებათა თეორიებს, სადაც ძირითადად


ყურადღება გამახვილებულია კონფლიქტის წარმოშობის ისეთ მიზეზებზე, როგორიცაა
პოზიციები, ინტერესები, მოთხოვნები. კონფლიქტის წარმოშობის მიზეზების განხილვისას
ჩვენ ძირითადად დავეყრდნობით მესამე მიდგომას.

კონფლიქტის წყარო ხშირად რაიმე ამბავი ან მოვლენაა, რაც ხელს უწყობს მის განვითარებას,
თუმცა არ არის აუცილებელი, რომ მხოლოდ ეს მოვლენა იყოს კონფლიქტის მიზეზი. მიზეზი
ასახავს კანონზომიერ კავშირს მოვლენებს შორის მოვლენა, რომელიც კონფლიქტს უდევს
საფუძვლად შესაძლოა ცრუ საბაბს ეყრდნობოდეს, ძირითადი მიზეზი კი სხვა იყოს.

ინტერესებში განსვლა, არის კონფლიქტის მიზეზის საფუძველი. ესა თუ ის მოვლენა


მხოლოდ მაშინ ხდება კონფლიქტის მიზეზი, როცა ის მზარეთა მოთხოვნილებას ასახავს.
ასეთ მოვლენასთან გვაქვს საქმე, როცა რაიმეს დეფიციტია. მოთხოვნილების გაცნობიერება
ინტერესს წარმოშობს, მაგრამ ყველა ინტერესი არ არის კონფლიქტის მიზეზი. მეორე მხრივ
არსებობს კონფლიქტის წარმოშობის ობიექტური ფაქტორები. ის სხვადასხვა სახისაა,
მაგალითად, რესურსები ძალაუფლება, თანამდებობა, სტატუსი, სიკეთე და სხვ.

კონფლიქტს თავისი შემადგენელი ატრიბუტები გააჩნია. ის შეიძლება დაიყოს კონფლიქტის


ობიექტად, კონფლიქტში მონაწილე მხარეებად და გარემოდ.

1. კონფლიქტის ობიექტი შეიძლება იყოს ის ფასეულობა, რომლის ნიადაგზეც ხდება


ინტერესების შეჯახება. ობიექტი შეიძლება იყოს მატერიალური ან სულიერი, ღირებულება
და სხვ. ობიექტი ყოველთვის მხარეთა ინტერესებთანაა კავშირში, ამიტომაცაა, რომ
კონფლიქტის ობიექტი ყოველთვის შეზღუდულია.

2. კონფლიქტის მხარეებში იგულისხმება ის მონაწილეები, რომლებიც თავიანთი


მიზნების, ინტერესების და აზრების განსახორციელებლად მოქმედებენ. მონაწილეების
რაოდენობას განსაზღვრავს ის, თუ რა დონეზეა ურთიერთობები - ჯგუფში, თემში,
ორგანიზაციებში, საზოგადოებებში და სხვ. მონაწილე მონაწილე შეიძლება იყოს
კონფლიქტის ინიციატორი, ორგანიზატორი, მხარდამჭერი, გამაშუალებელი, წამქეზებელი
და სხვა.

3. კონფლიქტი თავისი მიმდინარეობით საჭიროებენ გარემოს. გარემო შეიძლება იყოს


ლოკალური სივრცე ან ვრცელი ტერიტორია. გარემოს კატეგორიზაცია ,,მინი” და ,,მაკრო”
მახასიათებლებით შემოიფარგლება: გარემო შედგება ფიზიკური, სოციალური და
ფსიქოლოგიური სივრცეებისაგან.

ამგვარად, კონფლიქტი შეიძლება განიმარტოს, როგორც დაპირისპირებულ მხარეთა შორის


ინტერესების განხილვით წარმოშობილი უთანხმოება და შეჯახება, რომელიც მიმდინარეობს
დროით და სივრცით განზომილებებში, სხვადასხვა ქცევითი სტრატეგიების და ტაქტიკების
გამოყენებით, რომლის დროსაც დაპირისპირების ხარჯზე მხარეები ცდილობენ
დაიკმაყოფილონ საკუთარი მოთხოვნილებები.

ლექცია 2. 28 სექტემბერი ; კონფლიქტის ტიპები

კონფლიქტების შესწავლის სფეროში ძირითადად ხუთი ტიპის კონფლიქტს გამოყოფენ:

1. ინფორმაციული კონფლიქტი;

2. ინსტიტუციონალური კონფლიქტი;

3. ღირებულებათა კონფლიქტი;

4. ურთიერთმიმართების კონფლიქტი;

5. ინტერესთა კონფლიქტი.

1. ინფორმაციული კონფლიქტი - კონფლიქტის ეს ტიპი დაკავშირებულია ინფორმაციის


არსებობის სიმცირესთან ან სიჭარბესთან. ასეთ შემთხვევაში მხარეთა შორის გაუგებრობის და
დავის მიზეზი ინფორმაციის ხარისხი და რაოდენობაა. ხარისხობრივად შესაძლოა
ინფორმაცია სრულყოფილი ან ნაწილობრივ სრულყოფილი იყოს, მასში არაა შეტყობინების
თანმიმდევრულობა დაცული ან ძირითადი დებულებებია გამოტოვებული. რაოდენობრივს
რაც შეეხება - ასეთ შემთხვევაში ინფორმაცია ან შემჭიდროებულია ან ფართედაა
წარმოდგენილი. აქედან, ინფორმაციის დამახინჯება კონფლიქტის წყარო ხდება. ამ სახით
ინფორმაციის დამახინჯება ან მრუდე სარკეში წარმოდგენა მოდავე ერთ-ერთ მხარეს
მისაღებად მიაჩნია, ხოლო მეორესთვის კი მიუღებელია. ამ პროცეს ციკლური ბუნება აქვს და
ურთიერთმიუღებლობითაა განპირობებული. დროში გახანგძლივება კი მხარეთა შორის
დავის, გაუგებრობის და კონფლიქტის ესკალაციის მაღალი ინტენსივობის საფუძველიცაა.
ინფორმაციის სიჭარბე ხშირ შემხვევაში კონფლიქტის ინტენსივობას უწყობს ხელს.
დაპირისპირებისას მოდავე მხარეთაგან ერთ-ერთმა შესაძლოა ინფორმაციის სიჭარბე
მოქმედების ტაქტიკადაც გამოიყენოს. დავის შემთხვევაში ვლინდება, რომ მხარეებს
სხვადასხვა საინფორმაციო წყაროები გააჩნიათ. საინფორმაციო წყარო თავის მხრივ
განსაზღვრავს მხარეთა აღქმებს და შეხედულებებს. ინფორმაციის დაზუსტება ცვლის
მხარეთა შეხედულებებს. ინფორმაცია ასევე შეიძლება დამახინჯდეს მათი მოპოვების ან
გადაცემის დროს, როდესაც არასწორი კოდირება ხდება. ინფორმაციული კონფლიქტის
მოგვარება იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როდესაც მხარეები საჯაროდ გადმოსცემენ
ხელმისაწვდომ ინფორმაციას და მათ ადეკვატურად შეფასებენ.

ინფორმაციული წყაროს გამოვლენა შესაძლებელია:

• უნებლიე დეზინფორმაციით;

• რაოდენობრივად ან ხარისხობრივად საკითხების გადმოცემით;

• ფაქტებისა და მათი მნიშვნელობის გაუფასურებით;

• ჭორების გავრცელებით;

• ფაქტებისა და მოვლენების არასრული და არაზუსტი გადმოცემით;

• ინფორმაციის არასრული სახით საჯარო გამოხატვით;

• ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციის გადმოცემით;

• ადრეული ან დაგვიანებით ინფორმაციის გადმოცემით;

• მასობრივი კომუნიკაციის საშუალებებით არასწორი, დამახინჯებული(ან არასწორად


თარგმნილი) ინფორმაციის გადაცემით;

• არასანდო ექსპერტების, ცრუ მოწმეების საშუალებით გადაცემული ინფორმაციით;

• სხვადასხვა ენობრივი საშუალებებით ან ინტერპრეტაციით გადაცემული ინფორმაცია;

• გაუგებარი ტერმინებით ან საალბათო გამოთქმებით გადაცემული შეტყობინებებით;

• კანონიერების, წესების, დადგენილებების, ნორმატივების დამახინჯებულად ან


განსხვავებული ინტერპრეტაციის მიწოდებით;

• სტერეოტიპების, წინასწარი განწყობების, შეცვლილი შეხედულებების გადაცემით.

2. ინსტიტუციონალური კონფლიქტები - ამ ტიპის კონფლიქტები ძირითადად


ოფიციალურად მიღებულ კანონებთან, წესებთან, ნორმასთანაა კავშირში. იმ შემთხვევაში თუ
არ ირღვევა ამ ტიპის კონფლიქტები, მაშინ არსებული სიტუაცია სტაბილურია და
კანონიერებაა დაცული. მათი დარღვევის შემთხვევაში მატულობს კონფლიქტის
ინტენსივობა, იძაბება სიტუაცია და გახანგრძლივების შემთხვვაში შესაძლოა უმართავიც
გახდეს. მხარეებს შორის კომუნიკაცია დამახინჯებულია, არ უსმენენ ერთმანეთს და მხოლოდ
საკუთარი პოზიციის სიმართლეზე აპელირებენ. მათი გადაჭრა დიდ რესურს საჭიროებს:
მატერიალურს, ფიზიკურს, ინტელექტუალურს და სხვა. დამცავი მექანიზმის კანონების,
წესების, ნორმატივების დახვეწა და რეალობასთან შესატყვისობა. ამ ტიპის კონფლიქტები
გარე ფაქტორებითაა განსაზღვრული, რომლის დაცვა/არდაცვა განსაზღვრავს სიტუაციას.
კონფლიქტის მოგვარება იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ სხვადასხვა სტრუქტურულ
ერთეულებს შორის შეთანხმებები არ ირღვევა. კონფლიქტის დარეგულირებაში სიტუაციური
პრობლემების საჯარო განხილვა და დებატები გვეხმარება.

ამ ტიპის კონფლიქტები დაკავშირებულია;

• ძალაუფლებასთნ და ხელისუფლების სისტემასთან;

• კანონიერ ხელისუფლებასთან;

• სხვადასხვა სოციალურ ნორმასთნ და სტანდარტებთან;

• კანონიერ ხელისუფლებასთან;

• რესურსების განაწილების სისტემასთან;

• უსაფრთხოების სისტემასთან;

• კონტრაქტებთან, ხელშეკრულებებთან, შეთანხმებებთან, მემორანდუმებთან;

• სტატუსთან, როლთან;

• ადამიანის უფლებებთან;

• გენდერულ უფლებებთან;

• საკუთრების სამართლებრივ სისტემასთან;

• გეოგრაფიულ მდებარეობასთან;

• იძულებით ან ნებაყოფლობით იზოლაციასთან;

• გარე სამყაროსთან ღიაობასთან;

• მართლმსაჯულების სისტემასთან;

• რელიგიასთან;

• ტრადიციებთან;

• მიღებულ და დამკვიდრებულ „თამაშის წესებთან“;

• ტექნიკურ ნორმატივებთან (ფიქსირებულ დროსთან, დღეებთან, საზომებთან და ა.შ.);

• ეკონომიკურ სფეროსთან (მაგ, ბიუჯეტი, საგარეო ვაჭრობა, გადასახადები და ა.შ.);

• მიღებულ და აღიარებულ დღესასწაულებთან;


• ინფორმაციულ ველთან (კავშირგაბმულობა, მედია და სხვა ტექნიკურ
საშუალებებთან);

• ცოდნის გადაცემის სისტემასთან.

3. ღირებულებათა კონფლიქტი - ამ შემთხვევასი კონფლიქტები უკავშირდება


ღირებულებათა ორიენტირებას. ღირებულება წარმოადგენს ავტონომიურ საზომს, რომლის
საშუალებით მოვლენების მიმართ გარკვეული სახის დამოკიდებულებები ვლინდება.
ღირებულებათა სისტემას შესაძლოა იერარქიული სახე ქონდეს, სადაც რომელიმე მათგანი
მეტად მნიშვნელოვანია ვიდრე სხვა. ღირებულებათა სისტემა სიმტკიცით გამოირჩევა და
უმეტეს შემთხვევაში განსაზღვრავს პიროვნების ან ჯგუფის ქცევას. დაპირისპირებული
მხარეები კონფლიქტში ვერბალურად, წერილობრივ ან ქმედებით გამოხატავენ მათ მიერ
მიღებულ და გაზიარებულ ღირებულებებს, რომელიც აბსოლუტური მსჯელობებით
გამოიხატება, რომელთანაც არდათანხმება ამორალურ, უსამართლო ანდა უღირს ქცევად
აღიქმება. ასეთ შემთხვევაში ორი ურთიერთსაპირისპირო ღირებულება ჩნდება, რომელთა
წინააღმდეგობამ შესაძლოა მხარეებს შორის უკიდურესობამდე დაძაბოს სიტუაცია.
მაგალითად, „თვისუფლება-წესრიგი“, „კონტროლი-ლოიალობა“, „მორალური-ამორალური“,
„სამართლიანობა-უსამართლობა“ და ა.შ. ასეთი სახის კონფლიქტის დარეგულირება მხარეთა
მხრიდან დიდ ძალისხმევას მოითხოვს, რაც ხშირად წარუმატებლად მთავრდება. ისეთი
ღირებულებები, როგორიცაა „თვისუფლრბა“, „დამოუკიდებლობა“, „თანასწორობა“,
„შემწყნარებლობა“ და სხვა საპირისპირო ღირებულებასთან მიმართებაში სესაძლოა მტრულ
წინააღმდეგობასაც შეუწყოს ხელი. ამგვარად, ამ სიტუაციაში კომპრომისების მიღწევა
ძალზედ ძნელია.

მათი გამოვლენის სფეროებია:

• რწმენისა და ქმედების პიროვნული სისტემები (წინასწარი განწყობა, უპირატესობა,


პრიორიტეტი);

• რწმენისა და ქმედების ჯგუფური სისტემები (წინასწარი განწყობა, უპირატესობა,


პრიორიტეტი);

• საზოგადოებაში გავრცელებული რწმენები და ქმედებები;

• საერთო ნორმეტიული ღირებულებები;

• ცალკეული ინსტიტუტებისათვის, ორგანიზაციებისათვის ან პროფესიებისათვის


დამახასიათებელი იდეოლოგიური, მეთოდური და ქმედების საშუალებები;

• რელიგიური, პოლიტიკური, კულტურული ღირებულებები (ადგილობრივი,


რეგიონული, გლობალური);
• ტრადიციულად არსებული დარწმუნების სისტემები და მათ მიმარტ მოლოდინები
(შეხედულებები - სიკეთესა და ბოროტებაზე, კარგზე და ცუდზე, სამართლიანობა და
უსამარტლობაზე და სხვა);

• განსხვავებული ღირებულებების აღქმა და მათ მიმართ დამოკიდებულება;

• სიტუაციის ეთიკური ასპექტები.

4. ურთიერთდამოკიდებულებითი კონფლიქტები - ამ ტიპის კონფლიქტი გულისხმობს


ურთიერთობის ცნების ფართოდ განხილვას, როდესაც ის უკავშირდება კონფლიქტს.
ურთიერთობა ეხება ყველა სახის კავშირებს გარკვეულ პირებთან, ჯგუფებთან, თემთან,
სხვადასხვა სახის ინსტიტუტებთან, ორგანიზაციებთან. რაც შეეხება დამოკიდებულებებს ის
აპრიორი გულისხმობს შეფასების სისტემას - დადებითია თუ უარყოფითი, მისაღებია თუ არა
და ა.შ. ურთიერთდეამოკიდებულებითი ტიპის კონფლიქტი ორთავე მიმართებას
გულისხმობს. კონფლიქტის შემთხვევაში ძირითადად ურთიერთდამოკიდებულების
უარყოფით მხარეზეა საუბარი. ურთიერთდამოკიდებულებითი კონფლიქტები ძირითადად
ემოციურ ხასიათს ატარებს. აქედან გამომდინარე მათი მოგვარება პირველ რიგში ემოციების
რეგულაციას საჭიროებს. აქვე გასათვალისწინებელია, რომ დარეგულირება კოგნიტური
სქემების შეცვლასაც გულისხმობს. შესაძლოა ურთიერთობის ნაკლებობამაც გამოიწვიოს
კონფლიქტი, რომლის დროსაც აშკარაა ურთიერთდამოკიდებულებით დაუკმაოფილება.

ამ ტიპის კონფლიქტებისას შემდეგი მახასიათებლები გამოიყოფა:

• ურთიერთობის საფუძველი და არსი (სურვილი, დამოუკიდებლობა,


დამოკიდებულება, რაიმეს მოპოვება);

• ურთიერთობის მნიშვნელობა და მასთან დაკავშირებული მოლოგინები;

• მხარეთა ურთიერთდამოკიდებულების ხანგრძლივობა და მისი მნიშვნელობა;

• მხარეთა წვლილი და ძალთა ბალანსი ამ ურთიერთდამოკიდებულებაში;

• მხარეთა შორის ურთიერთდამოკიდებულებებში შესატყვისობა (ქცევა,


ღირებულებები, პირადი მიზნები, საზოგადოებრივი და სახელმწიფოს მიზნები);

• ურთიერთდამოკიდებულებების ისტორია და მათი წვლილი ამ სახის მიმარტებებში


(მატერიალური, პროცედურული, სულიერი და სხვა);

• მხარეთა შორის ურთიერთობაში ნდობის დონე, ავტორიტეტი, ნეგატიური აღქმა;

• ღირებულებების გავლენა ურთიერთდამოკიდებულებაზე (რელიგიური,


პოლიტიკური, სამართლებრივი, საზოგადოებრივი);

• ურთიერთ დამოკიდებულების ფორმები: უშუალო, დამრღვევი, შეუსრულებელი და


სხვა);

• ურთიერთდამოკიდებულების და იდენტობის შესაბამისობა;


• განსხვავებები (განათლება, სტატუსუ, გამოცდილება და სხვა).

5. ინტერსეთა კონფლიქტი - ინტერესთა კონფლიქტი ძირითადად დაკავშირებულია


მოთხოვნილებებთან და ქცევასთან. მოთხოვნილებებში რეალური ან მოჩვენებითი
შეუსატყვისობა წარმოშობს კონკურენციას, რომლის შედეგი უმეტესად ნეგატიურია.
ინტერესები უკავშირდება მატერიალურ, ფსიქოლოგიურ და პროცედურულ
მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. მხარეებს შორის ასეთი ინტერესების თანაფარდობა
ხელს უწყობს კონფლიქტის დარეგულეირებას. იმ შემთხვევაში თუ დისბალანსია
დაპირისპირება მარალი ალბათობითაა მოსალოდნელი. ინტერესთა კონფლიქტი ვლინდება
ქცევაში, იმ სახის მოქმედებაში, როცა იგნორირებულია მეორე მხარის მოთხოვნილება.

ამ ტიპის კონფლიქტებისას შემდეგი მახასიათებლები გამოიყოფა:

• როდესაც საფრთხე ემუქრება პირად უსაფრთხოებას (ფიზიკური, ფინანსური,


სოციალური, პოლიტიკური და სხვა);

• როდესაც აშკარაა უსამართლობა, მიკერძოება, ცალმხრივობა;

• როდესაც იმატებს ძალადობა,შიში, ექსპლოატაცია;

• როდესაც არ მარტლდება დადებითი მოლოდინები, ჩნდება აგრესიული და


უპასუხისმგებლო ქმედებები;

• როდესაც ირღვევა დანაპირები, მოთხოვნები არის უაზრო, გადაჭარბებული,


ზედაპირული;

• როდესაც ინტერესები წარსული კონფლიქტის შედეგია და მოცემული სიტუაციაში


მიუღებელია;

• ინტერესები ეხება მხოლოდ ღირსებას ან ღირებულებებს.

ჩვენს მიერ განხილული ხუთი ტიპის კონფლიქტი შესაძლოა გამოვლინდეს მხოლოდ


რომელიმე ერთი, წყვილში ან თავი იჩინოს ყველამ ერთად. ტიპების სხვადასხვა
კომბინაციები კავშირშია განსხვავებული სახის სიტუაციებთან. რაც უფრო რთულია
კონფლიქტი, მით უფრო მეტ ტიპს მოიცავს ის. ტიპების გამოსავლენად აუცილებლად უნდა
გავითვალისწინოთ მათი მახასიათებლები, სფეროები და სხვა. ზოგიერთი ტიპის კონფლიქტი
ძნელი მოსაგვარებელია იმ შემთხვევაში თუ კონფლიქტის ინტენსივობა მაღალია.
მაგალითად, ღირებულებითი კონფლიქტის დროს. დარეგულირება უნდა განხორციელდეს
კონფლიქტის ტიპიდან გამომდინარე. კონფლიქტის დარეგულირებისას პირველ რიგში
ყურადღება უნდა მიექცეს თუ რა ტიპის კონფლიქტთან გვაქვს საქმე.

აქვე შესაძლოა არსებობდეს კონფლიქტის გამოყოფის სხვა კრიტერიუმებიც. კრიტერიუმები


შესაძლოა დროით, სივრცით და შინაარსობლივ სფერის განეკუთვნებოდეს.
1. კონფლიქტში მონაწილე მხარეთა რაოდენობის მიხედვით - შეიძლება განვასხვავოთ
მხარეთა ჩართულობის მიხედვით, რომელის ვლინდება პიროვნებათშორის, ჯგუფური,
ორგანიზაციული და მასობრივი კონფლიქტებში. მხარეთა შორის წინააღმდეგობის,
დაპირისპირების ინტენსივობა მატულობს, რაც უფრო მეტი რაოდენობაა ჩართული ამ
პროცესში.

2. კონფლიქტის ხანგრძლივობის მიხედვით - შეიძლება განვასხვავოთ ხანმოკლე,


ხანგრძლივი და გაჭიანურებული კონფლიქტები. ხანმოკლე კონფლიქტი დროის მცირე
მონაკვეთს გულისხმობს (სავარაუდოთ რამდენიომე საათი); ხანგრძლივი კონფლიქტები
შესაძლოა თვეებიც კი გაგრძელდეს. რაც შეეხება გაჭიანურებულ კონფლიქტებს ის შესაძლოა
წლებსაც მოიცავდეს. მათი მოგვარება შესაძლოა მოლაპარაკების ან მესამე მიუკერძოებელი
მხარის ჩარევით. მიუთითებენ ასევე მოუგვარებელ კონფლიქტებზე, რომელიც ციკლური
სახისაა და შესაძლოა საუკუნეებიც გაგრძელდეს. ასეთ შემთხვევაში კონფლიქტი სხვადასხვა
სახით იჩენს თავს.

3. კონფლიქტის ინტენსივობის მიხედვით - კონფლიქტი შეიძლება იყოს მაღალი,


საშუალო და დაბალი ინტენსივობის. ინტენსივობა დამოკიდებულია მოქმედების სახეებთან,
მაგალითად, დავისას დამალ ინტენსივობას ვხვდებით, ხოლო მაღალინტენსიური
ძირითადად ფიქიკური დაპირისპირებით მთავრდება.

4. კონფლიქტის შინაარსობლივი სფეროების მიხედვით - ამ სახის კონფლიქტი შეიძლება


გამოვყოთ იმ სფეროებში, რომელშიც ვხვდებით დაპირისპირებებს. კონფლიქტის სუბიექტი
ერთვება დაპირისპირებაში და მათი კლასიფიცირება შესაძლებელია მოქმედების სფეროების
მიხედვით. მაგალითად, ტერიტორიული, რელიგიური, ეთნიკური, სამხედრო,
სამართლებრივი და ა.შ.

მესამე ლექცია. 5 ნოემბერი

მოლაპარაკება

მოლაპარაკების წარმართვა შესაძლოა მშვიდობიანი გზით თვით კონფლიქტის შემთხვევაშიც.


მშვიდობიანი მოლაპარაკებები ბუნებრივია წყნარ, სტაბილურ სიტუაციაში,
თანამშრომლობის პირობაში მიმდინარეობს. რაც შეეხება კონფლიქტის დროს გამართულ
მოლაპარაკებას, ბუნებრივია სიტუაცია რთულია. ამ პროცესს თავისი სპეციფიკა გააჩნია.

მოლაპარაკების წარმართვა ყოველთვის ხდება პირისპირ, რაც გულისხმობს, რომ არის ორი
მხარე და მესამე მხარე მთ სადავო საკითხის გადაჭრაში არ ერევა. ასეთი მოლაპარაკების
განმარტებები სხვადასხვაა: ი. ზარტმანი მოლაპარაკებას განმარტავს, როგორც პროცესს,
სადაც მოქიშპე მხარეები გარკვეული მეთოდებით მიდიან შეთანხმებამდე. დ. პრუიტი და პ.
კარნევალე მოლაპარაკებაში გულისხმობენ დისკუსიას ორ ან მეტ მხარეს შორის, მიმართულს
არაშესატყვისი მიზნების და ინტერესების დასაძლევად. მოლაპარაკებას რეგულარულ
ფუნქციას მიაწერენ. ჰ. როისის აზრით, მოლაპარაკება განისაზღერბა, როგორც
განსხვავებული და გადამწყვეტი ინტერესები. ამ პროცესში აზრთა, გაცვლა-გამოცვლას აქეს
ადგილი და მხარეები ცდილობენ საკითხის გადაწყვეტამდე მივიდნენ.

არსებობს მოლაპარაკების სხვადასხვა კლასიფიკაციები, მონაწილეთა მიზნების,


მიმართებების და სხვა მახასიათებლების მიხედვით; მაგალითად, მოლაპარაკება მიღწეული
შეთანხმების გაგრძელებაზე (დროებით ომის შეწყვეტის შესახებ); მოლაპარაკება
ნორმალიზაციაზე; მოლაპარაკება გადანაწილებაზე (მხარეები იცვლიან პოზიციებს);
მოლაპარაკება ახალ პირობებზე(ცვლილებების შეთავაზება საკუთარი მოგებისათვის); ახალი
პირობების დასამკვიდრებლად (ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბება); მოლაპარაკება სხვა
შედეგების მისაღწევად (მშვიდობიანი დემონსტრაცია, ყურადღების მიქცევა და სხვა).

მოლაპარაკების სტრუქტურა

მოლაპარაკებებს თავისი სტრუქტურა გააჩნია, რომელშიც გამოიყოფა ფაზები.

ჯ. როჯოტი7 მოლაპარაკების სამ ფაზას გამოყოფს (Rojot, 1991):

1. დაგეგმვა (მოქმედების დაწყება, ინფორმაციის შეგროვება და მათი შეფასება, გეგმის


შემუშავება და შეხვედრის მომზადება);

2. მოლაპარაკების უშუალო პროცესი (შედგება სამი ეტაპისაგან: დასაწყისი, საშუალო და


საბოლოო სტადია);

3. მოლაპარაკების შემდგომი პერიოდი.

მოლაპარაკების ფუნქცია

მოლაპარაკების ფუნქციები, განსახილველი და სადავო საკითხების გადაჭრას კომპლექსურად


განსაზღვრავენ. მოლაპარაკების ძირითადი ფუნქციებია:

1. გადაწყვეტილების მიღების ფუნქცია - მოლაპარაკება შიდა პოლიტიკურ და საგარეო


პოლიტიკური ამოცანების გადაწყვეტას ემსახურება, რაღაც ორთავე მხარეს აინტერესებს
მოცემული პრობლემა და მიმართულია ერთობლივი ძალისხმევით პრობლემის
მოგვარებისაკენ. ეს ფუნქცია სხვადასხვა სახით იჩენს თავს: ერთობლივი პროექტების
განხორციელება, საქმიანი გარემოს შექმნა. ძირითადად გამოიყენება შეიარაღებულ
შეტაკებამდე. გამოიყენება მაშინ, როცა სურთ დროის მოგება, რათა გაუთანაბრდნენ
ოპონენტს.
2. ინცორმაციული ფუნქცია – ამ დროს ხორციელდება შეხედულებების გაცვლა
გადაყწვეტილების მიღების გარეშე. ეს ფუნქცია თითქმის ყველა მოლაპარაკებას გააჩნია,
განსაკუთრებით მოლაპარაკების დასაწყისში, ინფორმაციის გადაცემით პოზიციები აშკარა
ხდება და მხარეები ეძებენ პრობლემის გადაჭრის გზებს. შესაძლოა მოხდეს ცრუ
ინფორმაციის გადაცემა მეორე მხარის შცდომაში შეყვანის მიზნით.

3. კომუნიკაციური – აჟცენტი მხარდაჭერაზე და მნიშვნელოვანი კავშირების მიღწევაზე


კეთდება, ახალი ურთიერთობების წარსამართავად.

4. რეგულირების ფუნქცია – გამოყენება, როდესაც არსებობს. შეთანხმებები და


მოლაპარაკება მიმდინარეობს ადრე მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების თაობაზე,
რათა ხელშეკრულების რეალიზება მოხდეს.

5. კონტროლირების ფუნქცია – ახლოსაა რეგულირების ფუნქციასთან, სადაც


მონაწილეთა ქმედებების კონტროლირება ხდება. მაგალითისათვის კონტროლი საჭიროა
ისეთ შემთხვევაში, როცა დარღვეულია შეთანხმებით მიღწეული ხელშეკრულებ.

6. კოორდინაციის ფუნქცია - ეხება მრავალმხრივ მოლაპარაკებას, სადაც ქვეყნების


წარმომადგენლები ახდენენ ერთობლივი გადაწყვეტილების კოორდინციას.

7. პროპაგანდისტული ფუნქცია – ამ ფუნქციით მხარეები საზოგადოებრივ აზრზე


ზემოქმედების მიზნით, საკუთარი პოზიციების და რწმენების დემონსტრირებას ახდენენ.
მხარეთაა მიზანია ფართო მასებს გააცნონ საკუთარი პოზიციები, გაიმართლონ თავი,
პრეტენზიები წაუყენონ მეორე მხარეს, ოპონენტს ბრალი დასდონ, მიიქციონ მომხრეთა
ყურადღება და სხვა. ამისათვის მოლაპარაკების შემდეგ აწყობენ კონფერენციებს ბრიფინგებს
და სხვა შეხვედრებს.

8. მშვიდობის მიღწევის ფუნქცია – მოლაპარაკება მიმართულია საკითხის


მშვიდობიანად გადაჭრისაკენ, რომელშიც ორივე მხარე აქტიურად მონაწილეობს.

9. დესტრუქციული ფუნქცია – მოლაპარაკების პროცესში რომელიმე მხარე საკუთარ


მიზნებზე ფიქრობს და მეორე მხარეს პირადი ინტერესების დასაკმაყოფილებლად ჩიხში
აყენებს, ავიწროებს ან იძულებულს ხდის, რომ დაეთანხმოს. ასეთ შემთხვევაში ან აგრესიას ან
მანიპულაციას აქვს ადგილი.

მოლაპარაკება შეიძლება ორი ან მეტი ფუნქიის გამოხატვით მიმდინარეობდეს.

მოლაპარაკების სახეები

მოლაპარაკების სხვადასხვა სახე არსბობს, რომლებიც შეიძლება ორმხრივი ან მრავალმხრივი


ურთიერთობებით მიმდინარეობდეს. ორმხრივ მოლაპარაკებაში ორი მონაწილე ან ორი
ჯგუფი ერთვება, ისინი ერთმანეთს წარუდგენენ წინადადებებს, რომელზედაც იმართება
დისკუსია. აქ შეიძლება არსებობდეს კონტრწინადადებები. ტ. კოლოსი მოლაპარაკებების
სახეებს მოქმედების მიხედვით ყოფს. არსებობს ჰორიზონტალური მოლაპარაკება, სადაც
მხარეები იყენებენ სხვადასხვა აქტივობებს და ცდილობენ მივიდნენ გარკევულ
გადაწყვეტილებამდე. ჰორიზონტალური მოლაპარაკება, ასევე გულისხმობს პოზიციურ
ვაჭრობას.

ასეთი სახის მოლაპარაკების დროს მხარეები შეიძლება იყენებდნენ სხვადასხვა ტაქტიკებს ან


საუბრობდნენ შესაბამის ინტერესებზე. გუნდის წევრებს ყოველთვის გააჩნიათ მიზნები,
სტრატეგიები, ტაქტიკა. ეფექტური მოლაპარაკებისათვის საჭიროა, რომ გუნდს ჰქონდეს
შინაგანი თანხმობის მაღალი დონე. ამისათვის, მთავარია კონსენსუსის მიღწევა თვით
გუნდში. გუნდებში შესაძლოა იყვნენ სტაბილური და არასტაბილური წევრები. სტაბილური
წევრები მიმართული არიან პრობლების რეგულირებისაკენ, ხოლო არასტაბილური წევრები
ძაბავენ სიტუაციას და საკუთარ ნებას გამოხატავენ. გუნდში მონაწილეობს მესამ წევრი,
რომელიც ლიდერია. ეს წევრი პასუხისმგებელიი მოლაპარაკების პროცესის წარმართვაზე.

უმეტესად მოლაპარაკება პორიზონტალურია, სადაც მხარეებს შორის მიმდინარეობს


დიალოგი გამოხატავენ აზრებს. თუ მხარეებს შორის კოოპერაციული სტრატეგიებია და
მოლაპარაკება თანამშრომლობისკენ არის მიმართული, მაშინ ის კონსტრუქციული სახისაა.
საკითხები რაციონალური მიდგგოით განიხილება მოლაპარაკების მაგიდის, ირგელივ და
შეთანხმებისათვის ეძებენ გზებს. ჩნდება პრობლების გადაჭრის ალტერნატივები და ასეთი
ფართო არჩევანის პირობებში ხელსაყრელი, გადაწყვეტილების მიღებაა მოსალოდნელი. ასეთ
შემთხვევაში ძირითადად მოლაპარაკებას ლიდერები წარმართავენ, რომლებიც საკუთარი
მხარის ინტერესებს იცავენ, თანამშრომლობაზე ორიენტაცია მხარეებს საშუალებას აძლევს
მოლაპარაკების შემდეგ კვლავ გააგრძელონ ურთიერთობები. თუ მათ მ იერ მოლაპარაკების
მაგიდასთან განხილული საკითხები აღემატება საკუთარ გუნდში განხილულ საკითხებს,
მაშინ გუნდის წევრების მოქმედებებს (სტაბილურს და არასტაბილურს) გუნდის ლიდერი
არეგულირებს და წარმართავს კონსენსუსის საფუძველზე. იმ შემთხვევაში თუ პოზიციური
ვაჭრობაა და ლიდერი იყენებს სხვადასხვა ტაქტიკებს, შესაძლოა სტაბილიზატორების და
დესტაბილიზატორების საჭიროების მიხედვით გამოყენება, მაგალითად, ერთ-ერთი ხერხია
„კარგი პოლიციელი და ცუდი პოლიციელი”, რომელიც პოზიციების, შემცირებისათვის ან
გაზრდისათვის გამოიყენება.

ვერტიკალური მოლაპარაკება ეწოდება გუნდის წევრებს შორის გამართულ მოლაპარაკებას,


სადაც ლიდერი გამოდის მომლაპარაკებლის როლში საკუთარი გუნდის წევრებთან.
ბუნებრივია ვერტიკალური მოლაპარაკება ნიშნავს სხვა გუნდის წევრებთან ურთიერთობის
პროცესის წარმართვისათვის წინასწარ დაგეგმვას. ასეთ შემთხვევაში წინასწარ თანხმდებიან,
ვინ რა უნდა თქვას მოლაპარაკების მაგიდასთან, რომელ ხაკითხებს მიაქციონ ყურადღება.
ვერტიკალური მოლაპარაკება არის ჰორიზონტალური მოლაპარაკების წინმსწრები ან
მიმდინარეობს მოლაპარაკებებს შორის.

მოლაპარაკება გუნდის შიგნით (ინტერნალური მოლაპარაკება) ეფექტური მოლაპარაკების


ძირითადი პირობაა. ამ პროცესით გუნდში წევრთა ვერტიკალური მიმართებებიც
ხორციელდება. აქ გუნდი ირჩევს თუ რა საკითხი განიხილონ, რა ტაქტიკა ან სტრატეგია
აირჩიონ, როგორ იმოქმედონ გუნდურად და სხვა.
ინტერნალური მოლაპარაკება მიმდინარეობს გუნდის წევრებს შორის ხანგრძლივი პერიოდის
განმავლობაში. წინასწარი სამუშაოების შესრულების შემდეგ. ასეთი სახის მოლაპარაკება
ინტერესების აღრიცხვას და განსაზღვრას უზრუნველყოფს. ყოველ წევრს აქვს თავისი
შეხედულებები, მოტივები, აზრები, პრიორიტეტები და სხვა. ამიტომაც საჭიროა გუნდის
წევრებს შორის კონსენსუსის იღწევა და იმ შინაგანი წინააღმდეგობების დაძლევა, რაც
გუნდის მუშობაში პირველ ეტაპზე არსებობს. კონსენსუსის შემუშავება გუნდის წევრებში,
თანასწორობის და ჩართულობის გრძნობას აღძრავს და შიდა გუნდურ ერთიანობას
უზრუნველყოფს. შინაგანი წინააღმდეგობის დასაძლევად არსებობს ფორმალური და
არაფორმალური გზები, რაც სადავო საკითხების ბუნებაზეა დამოკიდებული. გინდის შიგნით
წინააღმდეგობა ისე უნდა გადაწყდეს, რომ საბოლოოდ ნამდვილი ერთსულოვნება
არსებობდეს, რომელსაც გუნდის წევრები მხარს დაუჭერენ. და მოლაპარაკების დაწყებიდან
დასრულებაბდე შეინარჩუნებენ, თუ კი გუნდის წევრებს, შორის უთანხმოება მაინც
არსებობს, ეს აუცილებლად უმნიშვნელო უნდა იყოს და არ უნდა იმოქმედოს საერთო
პოზიციაზე. კონსენსუსის მიღწევის პროცესს ლიდერი წარმართავს.

შინაგანი მოლაპარაკების დამთავრების შემდეგ ხდება შეთანხმება ხელმძღვანელობასთან


რომელიც პოზიციების, შეხედულებების და წინადადებების გაცნობის შემდეგ, უფლებას
აძლევს მოლაარაკების პროცესი დასახული მიზნით წარმართონ, ასეთი მოლაპარაკებები
ხელმძღვანელობასთან შეიძლება იყოს ოფიციალური და არაოფიციალური, ასეთი სახის
მოლაპარაკება გუნდის წევრების მხრიდან იურიდიულ, მორალურ და ორგანიზაციულ
საკითხებზე პასუხისმგებლობის აღებას გულისხმობს.

არსებობს მოლაპარაკების სახე, რომელსაც „ჩრდილოვან მოლაპარაკებას“ ან „ჩრდილოვან


მოლაპარაკებებს” უწოდებენ. ასეთ შემთხვევაში გუნდის წევრები ან ხელმძღვანელობა
ერთმანეთს არა მოლაპარაკების მაგიდასთან, არამედ პრივატულად ხვდებიან, რათა მიაღწიონ
კომპრომისებს. ხშირად ახეთ პროცესს „მაგიდის ქვევით”' მოლაპარაკებასაც უწოდებენ, რაც
პოზიტიურად მთავრდება, მაგრამ წანდახან ნეგატიურ სახეს იღებს ავტორიტეტების
შეხვედრის გამო. ასეთი პრივატული მოლაპარაკება გულისხმობს პირადი ინტერესების
დაკმაყოფილებას, რაც გარიგებას წააგავს.

არასანქცინირებული მოლაპარაკების ერთ-ერთი სახეა – შეთანხმებითი მოლაპარაკება. ასეთი


შეთანხმება მართალია მოლაპარაკების მაგიდასთან მიმდინარეობს, მაგრამ მას, წინ უძღვის
კონფიდენციალური შეხვედრები, სადაც მხარეების ხელმძღვანელობა სადავო საკითხებზე
წინასწარ თანხმდება, ხოლო შემდგომ მოლაპარაკების პროცესი ფორმალურად ტარდება, მზა
პაკეტების წარდგენით, რომლის შემდეგი წინასწარვეა ცნობილი. ასეთ შემთხვევაში მხარეები
ურთიერთხელსაყლელ გადაწყვეტილებებს იღებენ და ხელშეკრულებებს ხელმოწერათ
ადასტურებენ. უმეტესად ასეთ მოლაპარაკებებზე მონაწილეობენ ის ლიდერები, რომლებიც,
ჩართული იყვნენ კონფლიქტში. ასეთ პროცესს უწოდებენ „მაგიდის გვერდით”
მოლაპარაკებებს.

მრავალმხრივ მოლაპარაკებებში შეიძლება მონაწილეობდეს სამი, ოთხი ან მეტი მხარე.


მაგალითად, თუ სამი მხარეა ჩართული შესაძლოა მიაღწიონ ან ვერ მიაღწიონ შეთანხმებას,
რადგან შესაძლოა მხარეებს შორის გარკვეული კოალიციების ჩამოყალიბება მოხდეს.
კოალიციებში არათანაბარმა წილმა შესაძლოა მხარეებს შორის შეთანხმება ჩაშალოს.

ოთხი მხარის არსებობისას, მოლაპარაკება უფრო კონსტრუქციულად მიმდინარეობს, რადგან


ასეთ შემთხვევაში გაზრდილია კოალიციებში მონაწილეთა რაოდენობა: აქ ძალთა ბალანსის
გათვალისწინება ხდება და მხარეები ცდილობენ შეთანხმების მიღწევას.

სრული კონსენსუხის მისაღწევად უმეტესად გამოიყენება მრავალმხრივი მოლაპარაკებები,


სადაც თითქმის ყველა მონაწილის ინტერესები კმაყოფილდება. ასეთი სახის მოლაპარაკებას
უწოდებენ „მრგვალ მაგიდას”, სადაც მონაწილეები თანაბარ პოზიციაში იმყოფებიან.

სანქციონირებული მოლაპარაკებები მიმდინარეობს სხვადასხვა დონეზე. ასეთი სახის


მოლაპარაკებებს გაფართოებული მაგიდის ირგვლივ მოლაპარაკებებს უწოდებენ. თავიდან
მოლაპარაკება ქვეკომისიებში ხორციელდება, როდესაც ერთ-ერთი გუნდის წევრები სხვა
გუნდის მონაწილეებს წინასწარ ხვდებიან, რათა კონფლიქტის მოგვარების მიზნით
განიხილონ საკითხები და ერთობლივად შეიმუშაონ რეკომენდაციები. ასეთი სახის
რეკომენდაციებით ხელმძღვანელობენ ჰორიზონტალურ, ვერტიკალურ, ორმხრივ ან
მრავალმხრივ მოლაპარაკებებზე. მხარეებს შორის უმაღლეს დონეზე მოლაპარაკება
მიმდინარეობს ლიდერებს (პრეზიდენტები, პრემიერ - მინისტრები) შორის, რომლებიც
იღებენ კარდინალურ გადაწყვეტილებებს და ხელს აწერენ ხელშეკრულებებს.

მოლაპარაკების სტილი

მოლაპარაკების ზოგადკულტურული სტილი კონფლიქტის ბუნებიდან გამომდინარეობს. რ.


ფიშერი და ვ. იური გამოყოფენ სამი სახის სტილს: მსუბუქი, მკაცრი (უხეში) და პრიციპული.
სტილი მსუბუქია იმ შემთხვევაში, როცა ერთი მონაწილე. გაურბის კონფლიქტს, შეთანხმების
მიღწევის სურვილით და ამის გამო მიდის დათმობაზე. უმეტესად ეს მხარე დაჩაგრულად და
გაბრაზებულად გრძნობა თავს. მკაცრი (უხეში) სტილია, როდესაც ურთი მხარე განიხილავს
მოლაპარაკებას, როგორც შეჯიბრს. ამ მხარის პოზიცია მყარია და იგი სასურველ აღწევს,
მაგრამ საპასუხოდ ხანდახან უხეშ ერთიერთდამოკიდებულებას აწყდება ოპონენტისგან.

პრინციპული სტილის გამოყენებისას ორივე მხარე პრობლემის გადაჭრაზეა


ორიენტირებული. ისინი საქმის არსს განიხილავენ და არ ვაჭრობენ იმის თაობა თუ რა უნდა
გააკეთონ. ეს კი ნიშნავს, მოგება ნახონ იქ, სადაც მათი ინტერესები არ ემთხვევა. ასეთ
შემთხვევაში არ იყენებენ მოპარაკების სხვადასხვა ხერხებს და ტაქტიკებს. ამ
კლასიფიკაციაზე დაყრდნობით ა. ვ. გ. გოტშალკი აყალიბებს მოლაპარაკების ოთხ სტილს. 1.
უხეში, 2. თბილი, 3. მიკუთვნებითი და 4. გამანაწილებელი. (Gottschalk,2010)

1. უხეში სტილი ძირითადად ხასიათდება ძალისმიერი ღონისძიებებით,


აგრესიულებით, ძალაზე ორიენტირებით.
2. თბილი სტილი ხასიათდება მხარდაჭერით, გაგებით, თანამშრომლობით,
ადამიანებზე დაყრდნობით.

3. მიკუთვნებითი სტილი ხასიათდება კონსერვატულობით, შედეგზე ორიენტაციით.

4. გამანაწილებელი სტილი ხასიათდება მოქნილობით, კომპრომისებით,


ინტეგრაციულობით, პასუხებზე ორიენტაციით.

“ოთხივე სტილს პოზიციური და ნეგატიური მხარეც გააჩნია. ბუნებრივია ეს


დამოკიდებულია თვით მომლპარაკებელზე, თუ რა განყყოვით ხელმძღვანელობს. ამგვარად,
სტილი შეირჩევა იმის მიხედვით, თუ რა სიტუაციაშია მომლაპარაკებელი. უმეტესად
მიიჩნევენ, რომ სიტუაცია ამგვარი მოლაპარაკებების დროს კონფლიქტურია. პირველი
სტილი შეესატყვისება შეჯიბრს, კონკურნციას; მეორე – თანამშრომლობას; მესამე – შეგუებას
და მეოთხე – კომპრომისს. ამ სტადიებს სხვადასხვა ტაქტიკებიც შეესატყვისება. პირველ
შემთხვევაში იყენებენ მანიპულაციურ ტაქტიკებს, თანამშრომლობისას პირითადად
შემრიგებლურ პოზიციებს გამოხატავენ. პრინციპული მოლაპარაკება, შეგუებითი სტილი,
შერიგებაზე და ადაპტირებაზეა მიმართული. კომპრომისული სტილი ორმხრივ
დათმობებზეა ორიენტირებული.

მეოთხე ლექცია 12 ნოემბერი

მოლაპარაკების ტექნიკა

პოზიტიური ვაჭრობის დროს გამოყენებული მოლაპარაკების ძირითადი ტექნიკები


განსხვავებულია. გამოყენებული ხერხები ხშირად აგრესიული, მანიპულირებადი,
იძულებითია. ჯ. ნირენბერგი ამ ტაქტიკებს ყოფს ორ მხარედ: ერთ მხარეს შეესატყვისება
კითხვა „როდის“(დაკავშირებულია მოქმედების დროსთან და შედეგიანია დინამიურ
სიტუაციაში), ხოლო მეორეს „როგორ და სად“ დაკავშირებულია მოლაპარაკების პროცესში
გამოყენებულ მეთოდთან, სადაც ორი ან მეტი სტრატეგია შეიძლება იყოს გამოყენებული. რ.
ფიშერი და. უ. იური ტაქტიკებს წინასწარ მოტყუებად, ფსიქოლოგიურ ომად და პოზიციურ
ზეწოლად გამოყოფენ. ჩვენ ამგვარი კლასიფიკაციით არ ვიხელმძღვანელებთ, რადგან
ჩვენთვის მნიშენელოვანია თვით ტაქტიკები. ბუნებრივია, კონფლიქტებს ასეთი ტაქტიკები
თან ახლავს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მოლაპარაკება მიმდინარეობს პოზიციური
ვაჭრობის სახით. შევეხოთ მოლაპარაკების ტაქტიკებს, რომლებსაც სახელები პირობითად
აქვს მინიჭებული. (Ниренберг, 1997)

გამძლეობა – ამ ტაქტიკით ხდება მოლაპარაკების პროცესის ხელოვნურად შეჩერება,


როდესიც ისეთ კითხვაზე, რომელზეც სწრაფად შეიძლება პასუხის გაცემა, დუმილით
პასუხობენ. აქ მხარე იყენებს მოთმინების სტრატეგიას. ამგვარი პასუხები საკითხის
გააზრების და მასზე ფიქრის საშუალებას იძლევა, ეს ტაქტიკა ასევე გულისხმობს დროულად
გაჩერებას ე. ი, მომლაპარაკებელმა უნდა იცოდეს როდის უნდა გაჩერდეს. ამ ტაქტიკას
“დუმილს” და „დალოდებას”უწოდიბენ. ასეთ შემთხვევაში ერთი მხარე მხოლოდ უსმენს
მეორეს, რათა მიიღოს ინფორმაცია და მასზე დაყრდნობით იმოქმედოს. ასეთი ტაქტიკით
პარტნიორი მოლაპარაკებაში პირველი იძლევა ინფორმაციას. პროცესი შესაძლოა დროშიც
გაჭიანურდეს. ხშირად გამოიყენება მრავალმხრივი მოლაპარაკების დროს. ამ სტრატეგიის
გამომყენებელი მხარე მოლაპარაკებას საკუთარი სცენარით წარმართავს.

სიურპრიზი – ამ ტაქტიკით მომლაპარაკებელი დროის გასვლის შემდეგ (მოლაპარაკების


შუაში) ცვლის მოლაპარკების მთავარ ღერძს. ასეთი შემობრუნება სწრაფად და დრამატული
ფორმით ვითარდება, ხშირად მას აუცილებელი ხასიათიც აქვს. შესაძლოა ახალი
მომლაპარაკებელი წარმოადგინონ ან სიტყვა მისცენ გუნდის სხვა წევრს. ძირითადად ახალ
ინფორმაციას ან მნიშვნელოვან წინადადებას სთავაზობენ, რომელიც კარდინლურად
განსხვავდება საწყისი წინადადებისგან. ამ მეთოდს აქვს ნაკლი, შესაძლოა მეორე მხარემ არ
მიიღოს ცვლილება და ჩაშალოს მოლაპარაკება.

მომხდარი ფაქტი - სარისკო ტაქტიკის სახეს მიეკუთვნება, მაგრამ ხშირად გამოიყენება. ამ


დროს ერთი მხარე ცდილობს მიაღწიოს თავის მიზანს. მეორე მხარის მიმართ
წინააღმდეგობაშია და აკვირდება თუ როგორ მოიქცევა ის. საშიშია იმ მხრივ თუ მიზანსვე რ
მაღწევს რაც შეიძლება სავალალოდ დამთავრდეს. მაგალითად, ერთმა მხარემ გაუგზავნა
ხელლშეკრულება მეორე მხარეს. ეს უკანასკნელი არ ეთანხმება ბევრ პუნქტს, ამოშლის ამ
პუნქტებს ხელშეკრულებიდან, ხელს მოაწერს (პირველ მხარეს ხელი აქვს მოწერილი)
უგზავნის უკან პირველ მხარეს. ასეთი ქმედებით ოპონენტი, მომხდარი ფაქტის წინაშეა.
თუმცა მისი ქცევა სხვადასხვა სახით შეიძლება წარიმართოს. შეიძლება დაარღვიოს
ხელშეკრულებს და მოლაპარაკება განაახლოს ან უმეტეს შემთხვევაში დაეთანხმოს.

მიმართულების შეცვლა – ამ ტაქტიკის გამოყენება ახალ ალტერნატიულ გადაწყვეტაზე


ფიქრის საშუალებას იძლევა. ფიქრის შემთხვევაში პოზიციის სრული შეცვლა ხდება და
მოლაპარაკების საპირისპირო, მიმართულებით წარმართვა. ეს ტაქტიკა ასევე გამოიყენება იმ
შემთხვევაში, როდესაც ოპონენტი ორ ვარიანტს სთავაზობს შეორე მხარეს. მეორე მხარე
ხელსაყრელ ვარიანტს ირჩევს, ხოლო სხვას იგნორირებს. ამ ტაქტიკას გაიჩნია საპირისპირო
ქმედებაც, სადაც ერთი მხარე უგზავნის მეორეს ორი სახის შეტყობანებას და აიძულებს უფრო
ნაკლებ მისაღებს დაეთანხმოს. მხარე პირველ რიგში აგზავნის ჯერ ნაკლებად მისალებ
მოთხოვნილებას, ხოლო შემდეგ უფრო მკაცრ მოთხოვნებს. ბუნებრივია, ოპონენტი იღებს
პირველ ვარიანტს, თუმცა ისიც არ არის საერთო ჯამში ხელსაყრელი.

ცრუ მანევრი - ტაქტიკა გულისხმობს მოჩვენებით მოქმედებას, რათა ოპონენტის ყურადღება


მათი მთავარი მიზნიდან იქნეს გადატანილი. ცრუ წარმოდგენების შესაქმნელად მხარე იყენეს
ისეთ ფანდს, რომლითაც ოპონენტს აჯერებს, რომ ფლობს დიდ ინფორმაციას, ვიდრე
რეალურდ აქვს. ფანდის გამომყენებელი მხარე მნიშვნელობას ანიჭებს ამ ინფორმაციას. ამ
ტაქტიკას უწოდებენ მოლაპარაკებით გამბიტს - gambit ფრანგულად კვანტის გამოდებას
ნიშნავს, ჭადრაკში კი ხარისხობრივი უპირატესობის მოპოვებისთვის და შემდეგ აქტიური
პოზიციის დაკავებისთვის მსხვერპლის გაღებას ნიშნავს.
შეზღუდვები - არსებობს ამ ტაქტიკის სხვადასხვა გამოვლინება, ძირითადად კი
შეზღუდვების, აკრძალვების სახით. მაგალითად, ერთი მხარე შეუზღუდავს ოპონენტს
ვადებს, უნიშნავს დროს, მაგრამ შეიძლება თვითონ არ იცავდეს და არ მისდიოს ამ წესებს.
ოპონენტის დასარწმუნებლად ყურადღებას ფაქტებზე ამახვილებენ, რომლის შესრულება
მნიშვნელოვანია. ამ ტაქტიკას კარგად იყენებენ საპარლამენტო დებატებში და დავის დროს.
იყენებენ მაშინაც, როცა სურთ ოპონენტის სიმტკიცე განსაზღვრონ.

თანამონაწილეობა – ამ ტაქტიკით ერთი მხარე ცდილობს მეორე მხარის მხარდაჭერის


მოპოვებას საკუთარი ინტერესების მისაღწევად. მხარე აქ სხვისი საშუალებით მოქმედებს,
საკუთარი წარმატების მიღწევას უზრუნველყოფს• იმ შემთხვევაში თუ მოლაპარაკება ჩიხში
შევიდა მხარეები თანხმდებიან, რომ ორთავემ თავისი მხარდამჭერები ჩართონ
მოლაპარაკებაში. ჩართული მხარეები ცალკე განიხილავენ საკითხს და ცდილობენ მხარეებს
შორის წინააღმდეგობის დაძლევას და მათ მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებას.

„სალამი” – ამ ტაქტიკის სახელწოდება შემოიტანა უნგრეთის კომუნისტური პარტიის


გენერალურმა მდივანმა მ. რაკოშიმ. ის თავის გუნდის წევრებს შემდეგ ინსტრუქციებს
აძლევდა – „თუ გსურთ, რომ რაიმეს ფლობდეთ, რომელსაც სხვა აკონტროლებს აუცილებელი
არ არის მთლიანად აიღოთ ის. საჭიროა ჯერ მცირე ნაჭერი მოსჭრათ ძეხვს. ,,სალამის”
პატრონი ამას ვერ შეამჩნევს, მაგრამ თუ შეამჩნევს დიდ ყურადღებას არ მიაქცევს. შემდეგ
მეორე ნაჭერი მოსჭერით და ა. შ. ბოლოსათვის მთელი ძეხვი თქვენს ხელში აღმოჩნდება”.
ტაქტიკა ,,ნაჭერ-ნაჭერ ” თანდათანობით, პატარა ნაწილების მიღებით აღწევთ მთელის ხელში
ჩაგდებას. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კომუნისტები ფართოდ იყენებდნენ ამ მეთოდს.
ოპონენტს მცირე ინფორმაცია მიეწოდება საკითხის შესახებ. ეს ტაქტიკა აგრეთვე ეხება
დათმობებს, რომლებიც მცირე სახით, თანდათან მიმდინარეობს. აქვე არის დაშვება, რომ
მეორე მხარე ყოველთვის ნაწილ-ნაწილ თმობს მაქსიმუმს.

ერთობა – ამ ტაქტიკას იყენებდნენ ამერიკის დიპლომატიური წრეები მეორე მსოფლიო ომის


შემდეგ, რომლებიც პარტნიორობას თავაზობდნენ სხვა ქვეყნებს. ახდენდნენ გაერთიანებას,
რასაც ჯაჭვური რეაქცია მოსდევს, ქვეყნები ბაძავენ ერთმანეთს და ერთიანდებიან
გარკვეული პინციპით. მოლაპარაკება ასეთ დროს მშვიდობიანად მიმდინარეობს.

სტილის შეცვლა - ამგვარი ტაქტიკა გამოიყენება ბევრ შემთხვევაში, როცა მოლაპარაკების


ქვემოტივებს ხვდება მეორე მხარე. ასეთ შემთხვევაში საჭიროა მოლაპარაკების სტილის
შეცვლა და ახალი სტრატეგიებით მოქმედება. ეს ტაქტიკა გამოიყენება იმ შემთხვევაშიც თუ
მეორე მხარე ვერ წვდება საკითხის არსს.

გამიჯვნა - ეს ტაქტიკა „ერთობის“ საპირისპიროა. აქცენტი პრობლემის, რომელიმე საკითხის


მიუღებლობაზე კეთდება. მოლაპარაკებებში ამ ტაქტიკის გამოყენება სწრაფად იქცევს ფართო
მასების ყურადღებას. აქ საკუთარ პრინციპებს ექცევა ყურადღება, რაც დოგმატურად
აღიქმება. შესაძლოა გამიჯვნის გამომყენებელმა უარყოფითი რეპუტაცია დაიმსახუროს.
მოლაპარაკების პროცესში შესაძლოა გამიჯვნამ უნებურად იჩინოს თავი, როცა მხარეები
სრულიად რადიკალურ ინიციატივას წამოაყენებენ.
„განზე გადგომა“ - ამ ტაქტიკით მხარე მოლაპარაკებისას ისე იქცევა, ისეთი სახით მოქმედებს,
რომ ოპონენტი კვლავ ცდილობს, მასთან მოლაპარაკებას დაუბრუნდეს. ამგვარი მოქმედება
შეიძლება აისახოს დათმობებში, გარანტიების მიცემაში, რომელსაც ოპონენტი ხელიდან არ
უშვებს და უპირატებობას იღებს მოლაპარაკების პროცესის მსვლელობისას.

გზაჯვარედინი - ტაქტიკა ახლოსაა სამხედრო ტაქტიკასთან, როდესაც იცავენ რაიმე


ტერიტორიას და მოწინააღმდეგეს ესვრიან. მოლაპარაკების დროს შემოაქვსთ რამდენიმე
საკითხი განხილვისთვის. შემდეგ ერთი მხარე თმობს, რომელიმე საკითხში და მეორე მხარეც
იძულებულია მიიღოს ეს დათმობა. ამ პროცესს დიდი დრო არ სჭირდება, რადგან მეორე
მახარე პირველისგან მოელის მთავარ საკითხში დათმობას. აქცენტი კეთდება ახვა
საკითხებზე და მოლაპარაკების მთავარი საკითხი გვერდზე რჩება. ამგვარად
მეორეხარისხოვანი საკითხის განხილვა ფარავს ძირითადი საკითხის განხილვას.

შემოვლა - ამ ტაქტიკის ძირითადი არსი იმაშია, რომ ერთ-ერთმა მხარემ შეძლოს რაც
შეიძლება მეტი სფერო მოიცვას საკითხთან დაკავშირებით, რადგან შესაძლებლობა ქონდეს
სადაც საჭირო იქნება ან რამდენიმე სფეროში ერთად იმოქმედოს. შემოვლის ტაქტიკა
გამოიყენება იმ მიზნით, რომ ოპონენტმა არ შეიტყოს ერთი მხარის სუსტი წერტილები.

უმაღლესი ავტორიტეტის შექმნა – მოლაპარაკების დროს მხარეები იყენებენ სხვადასხვა


ავტორიტეტებს, რომელთა აზრს დიდ ყურადღებას აქცევენ. მეორე მხარემ არ უნდა მიიღოს ამ
ავტორიტეტის აზრი.

ულტიმატუმი - ამ ტაქტიკას იყენებენ უმეტებად ტერორისტები, როდესაც აყავთ მძევლები და


მეორე მხარეს უყენებენ მოთხოვნებს ულტიმატუმის სახით, მაგალითად: მათი მომხრეები
ციხიდან გაანთავისუფლონ. ამ პირობების დაკმაყოფილების შემდევ აგრძელებენ
მოლაპარაკებას.

უკიდურესი ვადა - ეს ტაქტიკა გამოიყენება როდესაც სწრაფად სურთ მიიღონ


გადაწყვეტილება და იმოქმედონ. ერთ-ერთი მხარე მეორეს ასეთ მდგომარეობაში აყენებს.

ზემოქმედება - ამ ტაქტიკით ზემოქმედებას ახდენენ ოპონენტზე დამუქრების, ზეწოლის,


ბლეფის საშუალებით. მთავარი მიზანია მეორე მხარეზე ზემოქმედებას მიაღწიონ და
დაითანხმონ სასურველ გადაწყვეტილებაზე. აქ ხშირას ფსიქოლოგიურ ხერხებს და მასობრივ
საინფორმაციო საშუალებებს იყენებენ. ბლეფის გამოყენება ერთი მხრიდან მიზმის
მისაღწევად ხდება, რაც თვით მას უქმნის საფრთხეს, რადგან გამოაშკარავების შემთხვევაში
მოსალოდნელია უკუეფექტი ანუ მხარემ უნდა შეასრულოს დაპირება. დამუქრებამ შეიძლება
ჩაშალოს ან ჩიხში შეიყვანოს მოლაპარაკება. დამუქრება არის ძალია დემონსტრირება
რომელიც სხვადასხვა ფორმით იჩენს თავს: შანტაჟი, გამოძალვა და სხვა, რაც მოლაპარაკებაში
სარისკო ქმედებას წარმოადგენს. მას გააჩნია სახეები - დამუქრება-საჩუქარი; დამუქრება-
შეშინება; არაგანზრახვითი დამუქრება და ა.შ. დამუქრების გამოყებნება გარკვეულ
დასაბუთებასაც უნდა ეყრდნობოდეს.

დროული მოქმედება - მოლაპარაკება მიმდინარეობს იქამდე სანამ მათი შედეგი


სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მხარეები დროში ჩატევას ცდილობენ.
განსაკუთრებული სიჩქარე – როდესაც არსებობს არჩევანი, საჭიროა ერთი გადაწყვეტილება
იქნეს მიღებული. ამიტომ უმეტესად საჭიროა სიჩქარის ატმოსფეროს შექმნა
მოლაპარაკებებზე.

შეზღუდული წინადადებები – ამ ტაქტიკით ხდება შესაძლებლობების შეზღუდვა


ვალდებულებების აღებით. ასეთ შემთხვევაში მხარე დარწმუნებული უნდა იყოს
წინადადებების შესრულებაში.

მნიშვნელოვანი წინადადებები – ამ ტაქტიკას იმ შემთხვევაში იყენებენ, როცა ოპონენტი ვერ


წყვეტს საკითხს. მოლაპარაკება გარკვეული დროით გადაიდება და ოპონენტს სთავაზობენ
მნიშვნელოვან წინადადებას და ბიძგს აძლევენ რათა გადაწყვეტი შესრულება უზრუნველყონ.

ინფორმაციის გაყინვა – ინფორმაციის გაყინვამ შეიძლება ერთ-ერთი მხარის პოზიცია


გააძლიეროს. თავიდან ერთი მხარე შემოთავაზებულ პოზიციას არ უარყოფს, მაგრამ დროთა
განმავლობაში სხვა მხარის ჩარევით შეიძლება ისევ განხილვის საკითხი გახდეს.

მოთხოვნების შეთავაზება – ტაქტიკა გამოიყენება მაშინ, როცა ოპონენტი ეთანხმება


შეთავაზებულ წინადადებებს, ხოლო მეორე მხარე კიდევ ახალ და ახალ წინადადებებს
წამოაყენებს.

ორმხრივი ახსნა – ეს ტაქტიკა გულისხმობს საბოლოო დიკუმენტში ისეთი წინადადების


ჩადებას, რომელიც ორმხრივად შეიძლება აიხსნას. ასეთი ორაზროვანი დებულება მომავალში
მხარემ შეიძლება ისე განმარტოს, როგორც მის ინტერესებს შესაბამება. გამოდის, რომ
ფორმალურად ხელშეკრულებას არ არღვევს. მოლაპარაკების დროს ტექსტზე ძირეული
მუშაობაა საჭირო.

ბოლო წუთის წინადადების შეთავაზება - ამ ტაქტიკას აღგილი აქვს იმ შემთხვევაში. როცა


მოლაპარაკება დასასრულს უახლოვდება, ნათელია, რომ ის წარმატებით სრულდება, მაგრამ
ამ დროს ერთი მხარე ახალ მოთხოვნებს წამოაყენებს. ეს ტაქტიკა გათვლილია იმაზე, რომ
ოპონენტი ამ ახალ წინადადებებს ხელს მოაწერს და დათმობებზე წავა, რადგან მოლაპარაკება
თითქმის დამთავრებულია. მართალია რისკი იმისა, რომ ხელშეკრულება არ იქნება
მიღებული შეთავაზებული ახალი პირობით ძალზედ დიდია. ეს ტაქტიკა მოქმედებს
წინადადების მიმცემი მხარის რეპუტაციის შელახვის ხარჯზე, მაგრამ ეს მხარე უშვებს,
ოპონენტის დათმობაზე წასვლის ალბათობას.

მოთხოვნილების გაფართოება - ეს ტაქტიკა გულისხმობს პირველადი მოთხოვნების


მნიშვნელოვნად გაფართოებული ფორმით შეთავაზებას. ამ პროცესში ვაჭრობა
მიმდინარეობს, სადაც ერთი მხარე ითხოვს არარეალურად ბევრს. ამ მხარემ იცის, რომ
ოპონენტი არ მიიღებს ამ მოთხოვნებს. ვაჭრობა პირველი წინადადებიდან იწყება. შემდეგ
პოულობენ შუალედურ გადაწყვეტას.

წინასწარი განცხადება - მხარეები წინასწარ აკეთებენ განცხადებას, მასობრივი კომუნიკაციის


საშუალებით, რაც განსაზღვრავს მათ შემდეგ ქმედებებს, მოლაპარაკების ხასიათს, მის
ძირითად ორიენტაციებს.
პაკეტირება - ტაქტიკა გამოიყენება მოლაპარაკების ყველა დონეზე, მაგრამ თავისი სპეციფიკა
გააჩნია. პირველ რიგში მხარეთა წინადადებები იკრიბება (საკითხი კომპლექსურად
განიხილება) და კვლავ პაკეტის სახით მიეწოდება მხარეებს. შემდეგ მასში ნაკლებად მისაღებ
წინადადებებს შეარჩევენ. დისკუსიებზე დაყრდნობით თანმიმდევრულად განიხილავენ და
იღებენ მთელ პაკეტს.

პრობლემის განაწილება - ტაქტიკა გამოიყენება იმ შემთხვევაში, როცა დაგროვილია მრავალი


საკითხი. მხარეები ასეთ დროს არ ცდილობენ მილიანიდ გადაჭრან საკითხები, არამედ
კომპონენტებს გამოყოფენ. ცალკეულ კომპონენტში აღწევენ შეთანხმებას. ეს პროცესი
ხანგრძლივად მიმდინარეობს.

ბლოკირება - ამ ტაქტიკით მრავალმხრივი მოლაპარაკებები ხასიათდება. აქ იღებენ


შეთანხმებებს საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ რომელიმე მხარეს შეუძლია ბლოკირება
გაუკეთოს საკითხს. ხშირად მხარეები ვეტოს უფლებით სარგებლობენ. შეთანხმება მიიღწევა
თუ არსებობს ალტერნატიული ვარიანტები.

დაინტერესების ჩვენება - ამ ტაქტიკას მოლაპარაკების დასაწყისში იყენებენ, როცა მხარეს


სურს ოპონენტს დაანახოს, რომ ის ამ მოლაპარაკებით და საკითხის გადაწყვეტით არის
დაინტერესებული. ამისათვის მიმართავს სხვადასხვა სახის ტაქტიკებსაც, რათა იმოქმედოს
შეთნხმების მიღწევისაკენ. ასეთ პროცესს თან ახლავს მნიშვნელოვანი ძლისხმევა
დაინტერესების გამოსავლენად.

მიზნის დაფიქსირება - ეს არის ძველი საარტილერიო ხერხი, როდესაც მოწინააღმდეგის


ადგილსამყოფელის აღმოსაჩენად ჯერ ესვრიან პირველ ჭურვს შესაძლო ობიექტს, მერე კი
ობიექტიდან დაშორებით. შემდეგ ამ მხარეებს ყოფენ შუაში და ბომბავენ გამოყოფილ
ცენტრალურ ადგილს. ასევე ხდება მოლაპარაკებისას, მოსინჯავენ შესაძლო ვარიანტებს და
გებულობენ თუ რა პოზიცია უკავია მეორე მხარეს.

განხილული ხერხების გამოყენება შესაძლოა ცალკ-ცალკე და კომბინირებულად. არსებობს


ზემოქმედების სხვა ხერხები. ტაქტიკები ბუნებრივია მოლაპარაკების მხოლოს ვაჭრობით
სტილის ასახვას ანუ მათ პოზიციების გასამტკიცებლად იყენებენ.

ტაქტიკები ძირითადად გამოიყენება პოზიციური ვაჭრობისას, როცა მკაცრ, უხეშ სტილს


მიმართავენ. მხარეთა შორის ვაჭრობისას ურთიერთგაცვლა მიმდინარეობს, ხორციელდება
დათმობები: დათმობა ნიშნავს მოწინააღმდეგის დაპირისპირების გადალახვას, რათა შემდეგ
იმას მიაღწიო რაც გსურს. ვაჭრობითი სტილი უშვებს, რომ ოპონენტი ნებაყოფლობით
დათანხმდება დათმობებზე: ამგვარი ვაჭრობით მიიღწევა ადამიანებს შორის სპეციფიკური
ურთიერთობები. კონფლიქტების დროს მიმდინარე მოლაპარაკებებში ფართოდ გამოიყინება
სავაჭრო სტილი. ვაჭრობა ასევე გამოიყენება თანამშრომლობაზე მიმართულ მოლაპარაკების
დროსაც, როცა ძნელდება რომელიმე საკითხზე შეთანხმების მიღწევა და საჭირო ხდება
რომელიმე საკითხში და საჭიროა გარკვეულ კომპრომისებზე წასვლა.

მოლაპარაკებაში ვაჭრობის გამოყენება საბაზრო ურთიერთობების ელემენტებს გულისხმობს,


როცა სადავო საკითხი ფასებთან არის დაკავშირებული, მხარეებს სურთ მაქსიმალური მოგება
მიიღონ. რადგანაც მხარეები მოლაპარაკებაზე იმყოფებიან, მათი სურვილია, რომ შეთანხმებას
მიაღწიონ, სადაც შესაძლოა უფრო ნაკლებ ფასზეც შეთანხმდნენ, ვიდრე ეს საწყის პოზიციაზე
იყო გაცხადებული. სწორედ ამას ეწოდება პოზიციური ვაჭრობა.

პოზიციურ ვაჭრობას თავისი თანმიმდევრობა გააჩნია. პირველ რიგში საჭიროა გაირკვეს თუ


რა მოთხოვნილებები აქვს მხარეს, რომლისათვისაც იმართება მოლაპარაკა. ამ
მოთხოვნილებებიდან გამოყოფენ ძირითადს და ნაკლებმნიშვნელოვანს. აქვე დიდ
მნიშვნელობას იძენს სიტუაციის შესწავლა სადაც მოლაპარაკება წარიმართება. აქ სიტუაცია
ფართო გაგებითაა გასათვალისწინებელი და არა კონკრეტულ რეგიონის ან ადგილის
მაგალითზე. ამის შემდეგ საჭიროა რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის მოპოვება ოპონენტზე,
მათ მოთხოვნილებებზე.

ვაჭრობა მოლაპარაკებაში შეიძლება უხეში, მკაცრი ან რბილი მეთოდებით წარიმართოს. იმ


შემთხვევაში, როცა მხარე ირჩევს მკაცრ სტილს, ბუნებრივია მეორე მხარე წინააღმდეგობას
უწევს და გარიგება დაბალ ფასზე ჩერდება, რაც ურთიერთობის გაუარესებას იწვევს. რაც
შეეხება რბილ სტილს, ამ შემთხვევაში ურთიერთობები შენარჩუნებულია და შესაძლებელია
გარიგებაში ფასიც მაღალი იყოს. ვაჭრობის სტილს მხარეები უმეტესად მაშინ მიმართავენ,
როცა ძალაუფლებაში უპირატესობა არცერთს არ აქვს. ასეთ შემთხვევაში ოპონენტის
დარწმუნებას ენიჭება მნიშვნელობა. უპირატესობას ის იღებს ვისაც მეტად დამარწმუნებელი
არგუმენტები გააჩნია ასეთ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს ინფორმაციის ფლობას, როგორც
ოპონენტის გეგმებს, განწყობილებებს, განზრახვებსა და შესაძლებლობებს.

როცა არსებობს გარკვეული პოზიციები, მხარეები საკუთარ თავს გარკვეულ ჩრჩოში აყენებენ.
რ. ფიშერი და უ. იური თვლიან, რომ პოზიციური ვაჭრობა მოლაპარაკების პროცესს უშლის
ხელს.

იმ შემთხვევაში, როცა მოლაპარაკებაში ბევრი მხარეა ჩართული პოზიციურივაჭრობა


ძლიერდება და მისი ნაკლოვანება აშკარად იჩენს თავს. ასეთ შემთხვევაში ბუნებრივია
ყალიბდება კოალიციები მხარეებს შორის, რომლებსაც საერთო ინტერესები გააჩნიათ და
მოლაპარაკება კოალიციებს შორის უფრო გაადვილებულია, მაგრამ ხშირად მიღწეული
შეთანხმების განხორციელება რთულდება. (Фишер, Юри, 1995).

პოზოზიციური ვაჭრობის დროს ძირითადად ნულჯამოვანი თამაშის წესებს იყენებენ. ამ


მიდგომამ შეიძლება დესტრუქციულად წარმართოს მოლაპარაკება. ასეთ შემთხვევაში
ყველაზე კარგი გამოსავალია კომპრომისული შეთანხმება. პოზიტიური ვაჭრობის „მსუბუქი“
მიდგომა გულისხმობს, რომ მოლაპარაკებაზე დიდ მოგებას იღებენ ურთიერთ დათმობებით.
ურთიერთდათმობის პრინციპი ყოველთვის არ გამოიყენება, მაგალითად, თუ მოვლენები
სწრაფად ვითარდება, თუ ის შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადადის და სხვ. ჩ. ოსგუდმა
შეიმუშავა მეთოდი, რომელსაც ეწოდება „დაძაბულობის შემცირების თანმიმდევრული და
ურთიერთ ინიციატივები“. (GRIT)ავტორი მიიჩნევდა, რომ კონფლიქტის მონაწილე ერთმა
მხარემ ცალმხრივად უნდა წამოაყენოს და განახორციელოს ინიციატივები, რათა შეამციროს
დაძაბულობა და უნდა მოელოდეს, რომ მეორე მონაწილეც ასე მოიქცევა, ინიციატორი
რისკზე მიდის, რადგან შეიძლება მეორე მხარემ არ გასცეს მსგავსი პასუხი. ეს, რომ ასე არ
მოხდეს მიმართავენ გარანტიებს (მაგალითად, მიმართავენ მესამე მხარეს, რომელიც გარანტის
როლში გამოდის). შესაძლოა შეთავაზებულ ინიციატივაზე პასუხი არსებობდეს, მაგრამ არა
ისეთი რომელსაც ერთი მხარე მოელის. ამ მეთოდით შესაძლებელია დეესკალაციის
პროცესის ხელშეწყობა. პირველ რიგში საჭიროა დაძაბულობის შემცირება ან ძლადობრივი
ქმედების შეწყვეტა. საჭიროა გარკვეული სახის სტაბილური სიტუაციის შექმნა, რადგან
შემდეგ მოხდეს ძირითადი სადავო საკითხის განხილვა. საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა
თუნდაც დროებით, პირველი ნაბიჯია ამ მიმართულებით. საჭიროა სიტუაციის შეფასება და
თუ ეს ცალმხრივი მოქმედებით ხდება, ნიშნავს, რომ მეორე მხარეც შეწყვეტს მოქმედებებს.
შემდეგ საჭიროა მხარეებს შორის დიალოგის გაბმა და მოლაპარაკებისათვი მზადება.
ამისათვის საჭიროა მხარეების სტიმულირება. ცალმხრივი გადაწყვეტილების რეალიზაცია
უნდა გადაიზარდოს ერთობლივ გადაწყვეტილებებში. ყოველივე ეს ორმხრივი
კომუნიკაციის არსებობას გულისხმობს. მხარეები აქ ცვლიან ინფორმაციას, აზრებს და
განიხილავენ კონფლიქტის დარეგულირების პერსპექტივებს. თუ პროცესები
კონსტრუქციულად წარიმართა მხარეები მოლაპარაკებას იწყებენ. მოლაპარაკების შედეგების
შესრულება კონფლიქტის მოგვარებას იწვევს, სადაც მხარეებს პასუხისმგებლობა აქვთ
აღებული ხელშეკრულების ყველა პუნქტზე. (Osgood,1962).

მოლაპარაკების მეორე მხარე ეხება თანამშრომლობას, სადაც მხარეები ერთობლივად


ცდილობენ მიაღწიონ შედეგს. ამ მეთოდს რ. ფიშერმა და უ. იურიმ12 უწოდეს პრინციპული
მოლაპარაკება ანუ მოლაპარაკება არსობრივად. ხშირად ასეთი პროცესი გართულებულია.
ავტორები პრინციპული მოლაპარაკების ძირითად წესებს გამოყოფენ, რომელიც ოთხ
ძირითად პრინციპს ეყრდნობა:

1. ადამიანები: უნდა მოხდეს მოლაპარაკების მონაწილეთადა საგნის (პრობლემის)


განსხვავება;

2. ინტერესები: ყურადღება უნდა მიექცეს ინტერესებს და არა პოზიციებს;

3. ვარიანტები: ურთიერთხელაყრელი ვარიანტები უნდა შემუშავდეს;

4. კრიტერიუმები:შედეგი ობიექტურ კრიტერიუმებს უნდა ეყრდნობოდეს.

კონლიქტების მოგვარდება მშვიდობიანი გზით ანუ პრინციბული მოლაპარაკების


საფუძველზე, მხარეთა შორის თანამშრომლობის პრინციპზე წარმართვას ნიშნავს. ასეთი
სახის მოლაპარაკებებს საფუძვლად უდევს პირველ რიგში ის მიზეზი, რომ მხარეები
გრძნობენ ურთიერთგანადგურების საფრთხეს. განადგურების საფრთხე შეიძლება ისეთი
ძლიერი იყოს, რომ მხარეები უარყოფენ ძალის გამოყენებას ან გარკვეული სახის იარაღის
გამოყენებას. არსებობს სხვა მიზეზიც, რომლის გამოც მოლაპარაკება კონსტრუქტული გზით
მიმდინარეობს. ურთიერთ შეზღუდვები ცალმხრივ ქმედებებში – მხარეები გარკვეულ
შეზღუდვებს უყენებენ ერთმანეთს, რომელიც სრულ განადგურებას არ გულისხმობს, არამედ
ეკონომიკურ და პოლიტიკურ სფეროში ზიანის მიყენებით გამოიხატება. ამიტომაც
მოლაპარაკებისას მხარეებმა უნდა შეძლონ სადაო საკითხის გადაწყვეტა. ამ შემთხვევაში
მხარეები ბოლომდე მაინც არ არიან დარწმუნებული შეასრულებს თუ არა ხელშეკრულებას.
ყოველივე ეს კი მხარეებს უბიძგებს ერთმანეთს მკაცრი შეზღუდვები დაუწესონ.
ასიმეტრიული ძალების დაპირისპირებისას პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია, თუ
გამოვიყენებთ შესატყვის მეთოდებს. ერთობლივი მოქმედებები ანუ მოლაპარაკებების
დაწყება მაშინაა მოსალოდნელი, როცა მხარეები დარწმუნდებიან იმაში, რომ მათ უკვე აღარ
აქვთ უკეთესი ალტერნატივა• განსხვავება მხარეებს შორის შეიძლება დაიფაროს, როცა
არსებობს მოლაპარაკების შედეგების საუკეთესო ალტერნატივები (BATNA) საუკეთესო
ალტერნატივას ყურადღება ექცევა, რადგან არსებობს მოლაპარაკების შედეგების
ალტერნატივაც (ATNA). და ის შეიძლება რამდენიმეც იყოს. ალტერნატივები ძირფესვიანად
მუშავდება მოლაპარაკების პროცესის პარალელურად, ამიტომაც საჭიროა მათ შორის
ყველაზე საუკეთესო აირჩეს. ის შეიძლება ნაკლებად მომგებიანი იყოს ფასის მიხედვით,
მაგრამ მისაღები ზოგადად. მოლაპარაკების შედეგების საუკეთესო ალტერნატივას აქვს
უპირატესობა იმ მხრივ, რომ საკითხის შემოქმედებითად გადაწყვეტა შეუძლია, აქ
ინტერესები სრულადაა გათვალისწინებული. მოლაპარაკების დროს საჭიროა ნელ-ნელა
ჩამოყალიბდეს საუკეთესო ალტერნატივები, რაც შემდგომ გადაწყვეტილების საფუძველი
გახდება. საუკეთესო ალტერნატივების ჩამოყალიბება ხდება:

1. იმ შემთხვევისათვის თუ შეთანხმება არ იქნება მიღწეული მოქმედების გეგმის


განიხილვის გზით;

2. იმედისმომცემი გზების და მათი პრაქტიკული განხორციელების საშუალებების


ჩამოყალიბების გზით;

3. არა საუკეთესო ვარიანტად მიჩნეული, არამედ საცდელი ვარიანტის შერჩევის გზით.

მოლაპარაკების პროცესში მნიშვნელობა აქვს ცნობილია თუ არა ოპოზიციური მხარის


საუკეთესო ალტერნატივები. შესაძლოა მხარეთა ალტერნატივები ემთხვეოდეს ერთმანეთს,
რაც მოლაპარაკების ეფექტურად წარმართვას ხელს შეუწყობს.

ჩვენს მიერ განხილული ორი მიდგომა პოზიციური ვაჭრობა და პრინციპული


მოლაპარაკებები შეიძლება განვიხილოთ, როგორც ალტერნატიული ვარიანტები. თუ
რომელია უმჯობესი ამაზე მეცნიერებში დავაა, რადგან ტრადიციულად მოლაპარაკებებში
უმეტესად პოზიციურ ვაჭრობას იყენებენ.

მოლაპარაკების ფაზები

მოლაპარაკებები შეიძლება განვასხვავოთ მონაწილეთა რაოდენობის მიხედვით; გამოყოფენ


ინდივიდუალურ და ჯგუფურ მოლაპარაკებებს. პოლიტიკურ ცხოვრებაში უმეტესად
ჯგუფურ მოლაპარაკებებთან გვაქვს საქმე. მსგავსადვეა სხვასხვა სამთავრობო და
არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის მოლაპარაკებისას, მაგრამ ხშირად მათი
წარმომადგენლები პირისპირ წარმართავენ მოლაპარაკებას. ბუნებრივია ყოველი
მოლაპარაკება თავის საფეხურებს, ფაზებს შეიცავს და გარკვეული თანმიმდევრობით
ხორციელდება. ჩვენ ჯგუფის მოლაპარაკების ფაზებს შევეხებით. ამგვარი პროცესი სამი
ფაზისგან შედგება: 1. მოსამზადებელი ფაზა; 2. მოლაპარაკების ფაზა; 3. მოლაპარაკების
შემდეგი ფაზები.

I. მოსამზადებელი ფაზა – მოსამზადებელი პერიოდი ხანგრძლივი პროცესია, სადაც გუნდის


მომზადება, პოზიციების, ინტერესების ჩამოყალიბება, საკითხის განხილვა და წინასწარი
მოლაპარაკება მიმდინარეობს. პირველ რიგში მხარეები განიხილავენ საკითხს - საერთოს
საჭიროა თუ არა კონფლიქტის მოგვარებისათვის მოლაპარაკების, როგორც დარეგულირების
საშუალების გამოყენება? თუ დავა სხვა საშუალებებით შეიძლება მოგვარდეს? თუ
გადაწყდება მოლაპარაკების საშუალებების გამოყენება, მაშინ საჭიროა ის რეგულარულ
პროცესად იქცეს.

რ. ფიშერი და დ. ერტელი მიიჩნევენ, რომ ეფექტური შედეგების მისაღწევად


მოლაპარაკებისათვის მზადება შემდეგი ეტაპების დაცვით უნდა მიმდინარეობდეს:

1. ინტერესების გამოყოფა - პირველ რიგში ყურადღება მიექცეს იმ მოთხოვნებს, რომლის


დაკმაყოფილება საჭიროა მოლაპარაკების გზით. ამისათვის საჭიროა ინტერესების განსა
ზღვრა და პრიორიტეტების მინიჭება;

2. შეთავაზება (ოფციები) – შნიშვნელოვანია, რომ მხარემ შეთანხმებისთვის სხვადასხა


ვარიანტები წარმოადგინოს, ანუ რაც უფრო მეტი ოფციები იქნება მოლაპარაკების მაგიდაზე
წარმოდგენილი, მით უფრო მეტია ალბათობა, რომ მხარე თავის ინტერესებს
დაიკმაყოფილებს;

3. ალტერნატივები – საჭიროა გამოიყოს ალტერნატივები, რომელთა შერჩევა მხარეების


მიერ მოხდება. საბოლოო შედეგი ალტერნატივებიდან შეირჩევა;

4. ლეგიტიმურობა – ურთიერთობაში მხარეებმა საჭიროა გამოიყენონ დაკანონებული


სტანდარტები, რომლითაც დაარწმუნებენ სხვა ადამიანს, რომ მას სამართლიანად და
კანონიერად ექცევიან;

5. კომუნიკაცია – მხარეებს შორის ორმხრივი კავშირი უნდა არსებობდეს. ღია


ურთიერთობებისას თავიდანვე უნდა იქნეს განხილული რა სურთ და რას მოელიან
ერთმანეთისაგან;

6. ურთიერთადმოკიდებულება - მოლაპარაკების დაწყებამდე საჭიროა ადამიანის


ფაქტორის გათვალისწინება, რადგან მხარეებმა შეძლონ ურთიერთობების გაუმჯობესება (აქ
ყურადღება ექცევა ემოციებს, განწყობილებებს და სხვა);

7. ვალდებულება – მნიშვნელრვანია მხარეებმა საკუთარ თავზე აიღონ ვალდებულებები


და შეთანხმების შემთხვევაში შეასრულონ დანაპირები.

მოსამზადებელი პერიოდის ეტაპების თანმიმდევრულაგანხორციელება მოლაპარაკებების


„მაგიდასთან“ წარმატების მიღწევის ძირითადი პირობაა. მოსამზადებელი პერიოდი ხშირად
აყოვნებს მოლაპარაკებებს, რაც შეიძლება თვეები ან წლებიც გაგრძელდეს, ეს არ ნიშნავს, რომ
ყურადღება მხოლოდ მოსამზადებელ პერიოდზე უნდა გამახვილდეს და ეს მხარისათვის
თვითმიზანი გახდეს. მუშაობა პარალელურად სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით
მიმდინარეობს; მაგალითად, საერთო ინტერესების სფეროს დადგენა ხდება, სწავლობენ
ისტორიულ წყაროებს, ორგანიზაციულ საკითხებს და პოზიციებს აგვარებენ, აფიქსირებენ
ინტერესებს (საკუთარს და ოპონენტის), პარტნიორებთან სამუშაო ურთიერთობებს ამყარებენ
და სხვ.

მოლაპარაკებაში ჩართული მხარე შეკრებს გუნდს, რომელსაც ეყოლება ლიდერი და მას


უშუალოდ დაევალება მოლაპარაკების წაყვანა. გუნდის შექმნა მნიშვნელოვანია, რომლის
წევრებს შორის უნდა არსებობდეს ურთიერთგაგება და საკითხის ღრმა ცოდნით უნდა
გამოირჩეოდნენ.

გუნდის წევრებს შორის ნაწილდება როლები და ყოველი მათგანი იღებს დავალებას.


გუნდური მუშაობის შედეგი კონფიდენციალურია, რადგან ის გადაწყვეტილებას ეხება.
დელეგაცია არ უნდა იყოს დიდი. გუნდურ მუშაობაში ყველა წევრი უნდა იყოს ჩართული და
ორთავე სქესის წარმომადგენლებისაგან უნდა შედგებოდეს. გუნდშივე ხორციელდება
მოლაპარაკების შინაარსობრივ მხარეზე შეთანხმება. პირველ რიგში ახდენენ პრობლემის
ანალიზს და სიტუაციის დიაგნოსტირებას, გამოყოფენ ინტერესებს. ხდება კონცეფციის ანუ
საერთო მიდგომის ჩამოყალიბება, რომელიც მოლაპარაკების პროცესის ღერძს წარმოადგენს.

გუნდური მუშაობისას ანუ შიდაგუნდური მოლაპარაკებისას, მომზადების პერიოდში


სხვადასხვა ხერხები და საშუალებები გამოიყენება. მაგალითად, თავყრილობები, სადაც
გუნდის წევრები თავიანთ აზრს აფიქსირებენ, ნაწილდება ვალდებულებები, მუშავდება
გუნდის მუშაობის გეგმა, პროცედურები და ა. შ. საქმიანი და იმიტაციური თამაშების
გამოყენება გუნდის წევრებს განუმტკიცებს მოლაპარაკების წარმართვისათვის ეფექტურ
უნარ-ჩვევებს, ხდება მოლაპარაკების პროცესის გათამაშება, რათა რეალურ მოლაპარაკებაზე
გაუადვილდეთ მუშაობა.

პრობლემის გადაჭრის პროცესი თ. გორდონის15 აზრით შეიცავს ექვს საფეხურს:

1. პრობლემის განსაზღვრა;

2. ალტერნატივების გამოვლენა;

3. ალტერნატივების შეფასება;

4. გადაწყვეტილების მიღება;

5. გადაწყვეტილების შესრულება;

6. გადაწყვეტილების შესრულების მონიტორინგი.

პრობლემის გადაჭრის პროცესს მომლაპარაკებელი თანმიმდევრულად უნდა მიყვებოდეს.


შესაძლოა შიდაჯგუფურ შეხვედრებში გუნდის წევრებმა მოიწვიონ სპეციალისტები,
რომელიც ხელს შეუწყობს პრობლემის გადაჭრის პროცესს. (Gordon,1977)

მოსამზადებელ პერიოდშივე მიმდინარეობს „მოლაპარაკება მოლაპარაკების“ შესახებ. აქ უკვე


გუნდის წევრები მეორე მხარეს სთავაზობენ: მოლაპარაკების ჩატარების ადგილს, დროს,
დღის წესრიგს, მოლაპარაკების სახელწოდებას, და განსაზღვრავენ მის დონეს. პირველ რიგში,
ხდება დროზე შეთანხმება, რომლითაც ასევე დგინდება თუ რამდენად დაინტრესებულია
მხარე მოლაპარაკებაში. შემდეგ თანხმდებიან ადგილზე – სად უნდა ჩატარდეს საკუთარ
ტესტებზე, ოპონენტთან თუ ნეიტრალურ ან უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე. ხშირად არის, რომ
მხარეები ხან საკუთარ, ხან ოპონენტის ტერიტორიაზე აწყობენ შეხვედრებს. დაძაბულობის
შემთხვევაში ან საომარი მოქმედებების დროის ნეიტრალურ ან შუამავლის ტერიტორიას
არჩევენ. ტერიტორიის არჩევისას მოქმედებს ფსიქოლოგიური მომენტებით, მაგალითად,
საკუთარ ტერიტორიაზე დარწმუნებულად მოქმედებენ, აკონტროლებენ უკეთ სიტუაციას.
მაგრამ უცხო ტერიტორიასაც შეიძლება ქონდეს უპირატესობები: ყურადღება მხოლოდ
მოლაპარაკებას ექცევა; საორგანიზაციო საკითხებზე პარტნიორს ეკისრება პასუხისმგებლობა
და სხვ.

შეთანხმება ხდება ასევე ტერიტორიის მოწყობაზე, ოთახების განლაგებაზე, ავეჯის


მოთავსებაზე და ადგილების განაწილებაზე.

დღის წესრიგი ასევე წინასწარ უნდა იქნეს შეთანხმებული (რა შევა მასში, რა
თანმიმდევრობის, როგორია რეგლამენტი და ა. შ.) რადგან თვით მოლაპარაკების დაწყებისას
ამაზე დრო არ დაიხარჯოს. ხშირად ირჩევენ თავისუფალ დღის წესრიგს, რომლითაც დიდი
ხნის დისკუსიების შეწყვეტა ხერხდება. ხანდახან დავა ეხება ასევე მოლაპარაკების
სახელწოდებას, მაგ: ქართველებსა და აფხაზეთს შორის მოლაპარაკებას აფხაზეთის მხარე
უწოდებს ქვეყნებს შორის მოლაპარაკებას, რაც საქართველოს მხარისათვის მიუღებელია.
ასეთ შემთხვევაში საჭიროა სახელწოდება აღებულ იქნას თვით მოლაპარაკების საგნიდან.
მნიშვნელოვანია თავიდანვე განისაზღვროს მოლაპარაკების დონეც - უმაღლესი, მაღალი,
ლიდერების, წარმომადგენლების თუ სხვა.

II. უშუალოდ მოლაპარაკების ფაზა - მოსამზადებელ პროცესს აუცილებლად მიყვება თვით


მოლაპარაკების ფაზა, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ჰორიზონტალურ მოლაპარაკებასთან,
სადაც მხარეები უშუალო ურთიერთობაში მოდიან ერთმანეთთან. ამ ფაზას თავისი
სტრუქტურა გააჩნია, სადაც ურთიერთობების დაზუსტება, პოზიციების და ინტერესების
დაფიქსირება ხდება; შემდეგ დისკუსიები იმართება სადაო საკითხთან დაკავშირებით.
საბოლოო შეთანხმების მიღებამდე და ხელშეკრულების გაფორმებამდე მხარეები იყენებენ
პრობლემის გადაჭრის მეთოდებს, წარმოადგენენ ალტერნატიულ გადაწყვეტილებებს,
ასახელებენ არგუმენტებს, ხშირად იმართება ვაჭრობა, ადგენენ ძირითად პარამეტრებს და
ბოლოს ამზადებენ საბოლოო შეთანხმების ვარიანტს. ამ ვარიანტის დახვეწა ხდება და ის არის
ხელშეკრულების საფუძველი. ხელშეკრულების დადება უკვე რიტუალიზაციას მოითხოვს,
განსაკუთრებით კი უმაღლეს დონეზე მოლაპარაკებისას. ხელმოწერილი ხელშეკრულება
(შეთანხმება, მემორანდუმი და სხვ.) იურიდიულ ძალას იძენს, ხშირად მოლაპარაკება
ხელშეკრულების დადებით არ მთავრდება, რაც საკითხის (პრობლემის) შემდეგ დამუშავებას
გულისხმობს.

III. მოლაპარაკების შემდგომი ფაზა – იმ შემთხვევაში თუ მოლაპარაკება შეთანხმებით


დასრულდა, მხარეთა შორის დაიდო ხელშეკრულება და მხარეებმა ვალდებულება აიღეს მის
შესრულებაზე, შემდეგ მათ მიერ ამ შეთანხმების განხორციელება უნდა მოხდეს. ბუნებრივია
ამ პროცესს სჭირდება მონიტორინგი. მონიტორინგს ორთავე მხარე ახორციელებს. როდესაც
მხარეები ვერ აღწევენ შეთანხმებას ერთი მხრივ ისინი შეიძლება კვლავ დაუბრუნდნენ
განსახილველ საკითხს, ახალი ინფორმაციით, შეხედულებებით, წინადადებებით, ან
დაშორდნენ ერთმანეთს და ისევ დაძაბულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ. მოლაპარაკების შემდეგ
კონფლიქტის ესკალაცია ანუ არშემდგარი მოლაპარაკება მხარეებს განცალკევებულად
ტოვებს და იწვევს ემოციურ დაძაბულობას. მცირდება ურთიერთობები, ატმოსფერო იძაბება,
ჩნდება ახალი პრობლემები, გრძელდება შეჯახება და სხვა. ასეთ შემთხვევაში საჭიროა ახალი
გზების გამონახვა, მაგ: მესამე მხარის ჩარევა.

მოლაპარაკების წარმართვა კონსენსუსის მიღწევისათვის არაკონფრონტაციულ მიდგომას


გულისხმობს. კონსესუსის მიღწევა მოლაპარაკების ყველა დონეზეა საჭირო, დაწყებული
ჰორიზონტალური მოლაპარაკებიდან დამთავრებული შიდაგუნდურით. კონსენსუსის
მიღწევა ეს არის პრობლემის გადაჭრა თანამშრომლობის საფუძველზე. კონსენსური მიღწევა
მრავალმხრივი კონფლიქტის შემთხვევაში, სადაც მხარეები ერთად მუშაობენ სადავო
საკითხზე. ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღება კონსენსუსის საფუძველზე ხდება.
კონსენსუსი არის დემოკრატიის ძირითადი პრინციპი, რომელიც ხელს უწყობს
დაძაბულობის, დაპირისპირების, განხეთქილების შემცირებას საზოგადოებრივი ცხოვრების
ყველა დონეზე. სამოქალაქო თანხმობების მიღწევა ამცირებს კონფლიქტებს. აქედან
გამომდინარე კონსენსუსის მიღწევა ნიშნავს უმეტესი ადამიანის მიერ თანხმობის აღიარებას,
თანაცხოვრების მნიშვნელოვან ასპექტებთან დაკავშირებით. კონსენსუსი ხელს უწყობს
საზოგადოების პოლიტიკურ მართვას, ინტეგრაციას და სტაბილურობას. კონსენსუსის
შედეგად პოლიტიკური მმართველობა ლეგიტიმურად ხორციელდება.

კონსენსუსით მიღებული გადაწყვეტილებები ძალზე მტკიცეა.

მეხუთე ლექცია 19 ოქტომბერი

შუამავლობა, არბიტრაჟი,

მოლაპარაკებას თუ შედეგი არ მოყვება, მაშინ დაპირისპირებული მხარეები


მიმართავენ მესამე მხარეს. მესამე მხარის როლში გამოდის: შუამავალი, არბიტრი,
ფასილიტატორი და სხვა. მესამე მხარე აუცილებლად ნეიტრალური და
მიუკერძოებელი უნდა იყოს. მას უნარი უნდა ჰქონდეს სხვადასხვა პროცედურების
გამოყენებით კონფლიქტის გადაჭრას მიაღწიოს. ხოციალური კონფლიქტების მართვა
უმეტესად მესამე მხარის გამოყენებით მიმდინარეობს.
შუამავლობა არის მესამე მხარის მონაწილეობა კონფლიქტის მოგვარების პროცესში,
რომელიც პრობლემის გადაჭრის ოპტიმალურ გზებს ეძებს, ამავე დროს
მიუკერძოებელი და ნეიტრალური, ხელს უწყობს შუამავლობის პროცესის
წარმართვას, სთავაზობს გადაწყვეტილების მიღების გასაადვილებელ პროცედურებს.

შუამავლობის პროცესი მოლაპარაკების მსგავსად მიმდინარეობს, სადაც პროცესს


თვით შუამავალი წარმართავს. მხარეთა ინტერესები მაქსიმალურადაა
გათვალისწინებული და მხარეები გადაწყვეტილებას თვითონ იღებენ.

შუამავლის ჩართვა კონფლიქტის დროს ხორციელდება მხარეთა ნებასურვილით,


საერთაშორისო ორგანიზაციების (ან ქვეყნების) ინიციატივით (განსაკუთრებული
სტატუსის მინიჭებით) და ასევე შესაძლებელია შუამავლის გამოყენებაზე უარის თქმა.
შუამავლობაზე უარის თქმა ხდება იმ შემთხვევაში, როცა:

არ იცნობენ თვით შუამავლობის პროცესს; კონფლიქტურ სიტუაციაში მხოლოდ


გამარჯვებისკენ მიისწრაფვიან; ემოციები უკიდურესობამდე აქვთ დაძაბული;
სასამართლო გადაწყვეტილების იმედი აქვთ; სხვა მხარე აიძულებს მოიქცეს ამ გზით.

მხარეები მიდიან იმ დასკვნამდე, რომ აუცილებელია კონფლიქტის დროს ან


ბრძოლების შეწყვეტის შემდეგ დავის გადასაწყვეტად მესამე მხარის – შუმავალის
მოწვევა. ამგვარ ქმედებას კონფლიქტში ჩართული მხარეები ახორციელებენ, როცა:

პირისპირ მოლაპარაკებით ვერ აღწევენ სასურველ გადაწყვეტას, საკუთარ


პოზიციებზე რჩებიან და მოლაპარაკება ჩიხშია მოქცეული; ხანგრძლივი
გაჭიანურებული კონფლიქტის დროს; მოლაპარაკების მოწყობაში სირთულეებს
აწყდებიან და ვერ თანხმდებიან მის ჩატარებაზე; როდესაც მხარეებს არ სურთ
პირისპირ შეხვდნენ ერთმანეთს საერთოდ ან მოლაპარაკების საწყის ეტაპზე;
როდესაც სამართლებრივ განხილვებს გაურბიან; იმ შემთხვევაშიც, როდესაც
მოვლენებს სხვადასხვა კრიტერიუმებით აფასებენ; როდესაც ერთმა მხარემ ძლიერი
ზარალი მიაყენა მეორეს; როდესაც მხარეებს სურთ კეთილგანწყობილი
ურთიერთობების შენარჩუნება; როდესაც დროებით შეთანხმდნენ, დაზავდნენ და
სურთ ამაზე დაყრდნობით გააგრძელონ კომუნიკაცია.

შუამვალი კონფლიქტურ სიტუაციაში მაშინ ერევა დამოუკიდებლად, როცა:

არის კონფლიქტის ესკალაციის საშიშროება, ძლიერდება ძლადობა, რაც მთელს


რეგიონზე შეიძლება გავრცელდეს; როცა ერთი მხარე მასიურ ძალადობას იყენებს
(გენოციდი); ასევე იმ შემთხვევაში, როცა მესამე მხარეს თავად არ აწყობს
კონფლიქტის ინტენსიობის ზრდა; როცა კონფლიქტი უარყოფითად მოქმედებს
გარემოზე; როცა მხარეები ვერ ზავდებიან, ვერ იღებენ გადაწყვეტილებას და სხვ.
შუამავლობის სახეები

შუამავლობის სახეებია – ფორმალური და არაფორმალური. ფორმალური


გულისხმობს ოფიციალურს, კანონიერს, სადაც შუამავლობა მიმდინარეობს
იურიდიული ასპექტების გათვალისწინებით. რაც შეეხება არაფორმალურს ის
შეიძლება იყოს არაოფიციალური. არ ჰქონდეს ნორმატული სტატუსი და პრობლემის
გადაჭრისათვის მხარეებმა არაფორმალური ავტორიტეტი (წარგზავნილი,
ორგანიზაციის წარმომადგენელი) გამოიყენონ. ოფიციალური შუამავლები შეიძლება
იყვნენ:

საერთაშორისო ორგანიზაციები (გაერო და სხვა); ცალკეული სახელმწიფოები;


სახელმწიფოს სამართლებრივი ინსტიტუტები; სახელმწიფო კომისიები;
სამართლებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, სხვადასხვა ორგანიზაციების
წარმომადგენლები; არასამთავრობო ორგანიზაციები; პროფესიონალი შუამავლები.

არაოფიციალური შუამავლები შეიძლება იყვნენ:

ცნობილი პიროვნებები (წარსულში პოლიტიკური ან სახელმწიფო მოღვაწეები);


რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენლები (რომის პაპი და სხვ.);
არაფორმალური ლიდერები; უფროსი თაობის წარმომადგენლები (უხუცესები,
აკსაკალები); მეგობრულად განწყობილი პირები, ორგანიზაციები და ქვეყნები.

გაეროს არჩევა შუამავლად, განსაზღვრულია ამ ორგანიზაციის სტატუსით და


კონფლიქტში ჩართულ მხარეებზე პოლიტიკური და მორალური ზემოქმედების
განხორციელების უნარით.

გაეროს წესდებაში გათვალისწინებულია კოლექტიური ღონისძიებები, რომ


მშვიდობას არ დაემუქროს საფრთხე, ქვეყნებმა აგრესია კი არ გამოავლინონ, არამედ
პრობლემა გადაწყვიტონ მშვიდობიანი მოწესრიგების გზით. გაეროს თითქმის ყველა
მძიმე კონფლიქტის მოგვარებაში აქვს შეტანილი წვლილი.

მნიშვნელოვანია რეგიონალური ორგანიზაციების როლიც, რომლებიც უშუალოდ


არიან დაინტერესებული კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრით.

შუამავლობის სტრატეგია

შუამავალი სხვადასხვა სტრატეგიებს იყენებს, რომლებიც საკითხის კონსტრუქციულ


გადაჭრას ემსახურება. სტრატეგიების გამოყენებით გადაწყვეტილების მიღებაში.
დახმარება ისე გამოიყენება, რომ მხარეთა იმიჯი არ შეილახოს. გარეშე შუამავლობის
წარმართვა „სახის შენარჩუნებით“ გულისხმობს, ჰუმანიტარულ სფეროში და არა
სამხედრო ან ეკონომიკურში მხარდაჭერას.

შუამავლის მიერ გამოყენებულ სტრატეგიებში მნიშვნელოვანია მხარეებს შორის


ურთიერთობების უზრუნველყოფა და სამუშაო ატმოსფეროს შექმნა. ამ შემთხვევაში
მნიშვნელოვანია კომუნიკაციის დამყარება, რომელიც მხარეთა დაშორების დროს
ვაკუუმის სახით არსებობდა, ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია, მხარეთა თანხმობა
აუცილებლად უნდა არსებობდეს.

შუამავალი ასევე იყენებს მანიპულირებად სტრატეგიას, რომელიც გულისხმობს


მხარეებს შორის იძულების და ზეწოლის სხვადასხვა ფორმებს. ასეთი სტრატეგია
მიმართულია კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭირისაკენ. შუამავალი ამ დროს
იყენებს სხვადასხვა ხერხებს, მაგალითად, დროით შეზღუდვებს.

არბიტრაჟი

არბიტრაჟი არის დავის გადაჭრის პროცესი, რომელშიც მხარეები პრეტენზიებს


უყენებენ ერთმანეთს და ნეიტრალურ მესამე მხარეს საბოლოო გადაწყვეტილება
გამოაქვს. მხარეების მიმართვა საარბიტრაჟო სამსახურზე ნებაყოფლობით, ორთავე
მხარისთანახმობით ხორციელდება. შესაძლოა ამ პროცესს წინ უძღოდა მოლაპარაკება
ან შუამავლობა, რომელმაც შედეგები არ გამოიღო. საარბიტრაჟო პროცესში
აქტიურობს ნეიტრალური არბიტრი, დაპირისპირებული მონაწილეები კი პასიურები
არიან. არბიტრაჟი ძირითადად საზოგადოებაში არსებული სოციალური
კონფლიქტების მოსაგვარებლად ტარდება.

არბიტრაჟი გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც საჭიროა სწრაფი გადაწყვეტა.


მისიგამოყენება ხერხდება კონფლიქტის ესკალაციის სხვადასხვა დონეზე. არბიტრაჟი
შეიძლება იყოს: ვალდებულებითი (სადაც მხარეთათვის სავალდებულოა
გადაწყვეტის იურიდიული ძალა) და არავალდებულებითი (სადაც არბიტრის არჩევა
ხდება თვით მოდავე მხარეების მიერ).

ვალდებულებითი არბიტრაჟი საკმაოდ ფორმალურია, მაგრამ არა ისე, როგორც


სასამართლო პროცესი. მხარეთა მიერ (წარმომადგენლები, ადვოკატები) ხდება
ნეიტრალუ არბიტრთან საკუთარ არგუმენტებზე დაყრდნობით საკითხის წარდგენა.
არბიტრის როლში უმეტესად გამოდიან იურისტები, მოსამართლეები, კონფლიქტის
მართვის სპეციალისტები. საარბიტრაჟო მოსმენები პროცედურულად განსხვავდება
ერთმანეთისაგან, ზოგი უშვებს მხარეთა შორის ურთიერთქმედებას, ზოგი კი
პროცედურულ ნორმებს ექვემდებარება. არბიტრი ახერხებს მხარეების ჯვარედინ
დაკითხვა და ბოლოს მათ აძლევს გადაწყვეტილების გამოტანამდე საბოლოო
სიტყვის უფლებას. არბიტრი ცდილობს სარჩელის ჭეშმარიტი მხარის გამოვლენას. ამ
მოსმენის შემდგომ არბიტრი აცხადებს გადაწყვეტილებას, რომლის დაცვაც ევალებათ
მხარეებს. ასეთ. შემთხვევაში ბუნებრივია მხარეები თანახმა არიან მესამე მხარემ
მიიღოს გადაწყვეტილება, რაც სავალდებულო იქნება მათთვის, თუმცა შეიძლება ზოგ
შემთხვევაში არ ეთანხმებოდნენ. გადაწყვეტილების შესრულების ალბათობა დიდია
თუ ორთავე მხარე ენდობა არბიტრს.

არავალდებულებითი არბიტრაჟი ძირითადად სარეკომენდაციო გადაწყვეტილებებს


იღებს. ასეთ შემთხვევაში მხარეებს უფლება რჩებათ შეიმუშაონ შეთანხმება. აქ
არბიტრის გადაწყვეტილება არ არის მხარეთათვის სავალდებულო, მაგრამ ისინი
ხშირად მიმართავენ დავის გადასაწყვეტად ამ მეთოდს. მხარეთა დავის დროს, როცა
პოზიციათა შეჯახებაა და გამოსავალი არ ჩანს ეძებენ სამართლიან ადამიანს (ან
ჯგუფს) რომელიც მიუკერძოებული იქნება. მხარეები, აქაც თავიანთ არგუმენტებს
წარუდგენენ, მათ მიერ არჩეულ არბიტრს. ეს პირი, თავის მხრივ ეძებს საუკეთესო,
სამართლიან გადაწყვეტას, რომელსაც რეკომენდაციული ხასიათი ექნება.
გადაწყვეტილება კი რეკომენდაციული ბუნებისაა. მხარეების მიერ გადაწყვეტილების
მიღება კონფლიქტის გადაჭრის საუკეთესო ვარიანტია, სხვა შემთხვევაში კი მისი
ესკალაცია კვლავ გრძელდება.

მიუხედავად იმისა, მიმართავენ თუ არა მხარეები ვალდებულებით თუ


არავალდებულებით არბიტრაჟს, ისინი მაინც იღებენ ვალდებულებას
გადაწყვეტილების შესრულებაზე.

მეექვსე ლექცია - 26 ოქტომბერი

ფასილიტაცია, მედიაცია

ფასილიტაციის პროცესი მოლაპარაკების და შუამავლობის მსგავსი. ის ეხება მხარეთა


შორის დავის გადაწყვეტას, სადაც ძირითადი ყურადღება ინფორმაციის გაცვლასა და
გადაწყვეტილებების ვარიანტის შემუშავებას ექცევა: ამ პროცესის წამყვანი
(ფასილიტატორი) ხელს უწყობს შეხვედრების გამართვას, სადაც მესამე მხარედ
მონაწილეობს, წარმართავს შეკრებას და მიუკერძოებელი პოზიცია უკავია. მხარეები
კონფლიქტის არსებობისას ძირითადად სადავო საკითხზე საუბრობენ, ხოლო
ურთიერთობის პროცესს ყურაღებას არ აქცევენ. მაგალითად, მოლაპარაკებებზე,
ვიეტნამის ომის დასრულთან დაკავშირებით პროცესის გაჭიანურება მოხდა, თუ სად
უნდა ჩატარებულიყო და როგორ განლაგებოდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან.
მოლაპარაკების შედეგის მიღწევამდე ჯერ კიდევ გრძელდებოდა საბრძოლო
ბატალიები ვიეტნამში, რომლის დროს მრავალი ადამიანი დაიხოცა. ასეთი ვითარება
ართულებს სიტუაციას და ახდენს მხარეთა უფრო დიდ პოლარიზაციას. ასეთ
შემთხვევაში საჭიროა პროცედურების შერჩევაში და პროცესის წარმართვაში
დახმარების აღმოჩენა, სადაც მესამე მხარე პროცესის მსვლელობას უზრუნველყოფს
და ხელს შეუწყობს მხარეთაურთიერთობის უკეთ წარმართვას. როდესაც ეს მესამე
მხარე მიუკერძოებულია და მიღებული მხარეთა მიერ, მაშინ კონფლიქტიც
კონსტრუქციულად შეიძლება გადაიჭრას. სწორედ ასეთ პროცესს ეწოდება
ფასილიტაცია, ხოლო მის წამყვანს ფასილიტატორი.

ამგვარი მეთოდი გამოიყენება, როდესაც ღია შეხვედრები, სემინარიები ან მოსმენები


ტარდება; მხარეთა შორის ხდება ინფორმაციის გაცვლა; როდესაც კონფლიქტის
შემთხვევაში სურთ პრობლემის ერთობლივი გადაჭრა; გუნდური მუშაობის დროს;
როდესაც საჭირთა გუნდში მოლაპარაკების წარმართვა; როდესაც საქმე გვაქვს
მრავალმხრივ შეხვედრებთან.

ამ პროცესში ჩვეულებრივ ჩართულია ორი მხარე ან მრავალი მხარის მონაწილეობით


შეიძლება ჩატარდეს, სადაც მხარეთა სტატუსს, ტიტულებს და რეგალიებს ყურადღება
არ ექცევა. ამ პროცესისას მხარეები თანაბარ პოზიციაში იმყოფებიან. ამ
მდგომარეობას ფასილტატორი უწყობს ხელს.

პროცესს წარმართავს ფასილიტატორი, რომელიც უნდა იყოს პროფესიონალი და


მიეხმაროს შეხვედრის მონაწილეებს დღის წესრიგის შემუშავებაში, შესთავაზოს
პროცედურები და წარმართოს შეხვედრა, შეეცადოს, რომ მხარეებს დავის
გადასაწყვეტად დრო არ დაეხარჯოთ პროცედურულ საკითხებზე. ფასილიტატორი
თავის ყოველ ქმედებას ახორციელებს მხარეებთან შეთანხმებით, თავის მხრივ
ფასილიტატორი აკონტროლებს პროცესს, რათა შეხვედრამ არ გადაუხვიოს ძირითად
საკითხს, პრობლემას. შეხვედრის პროცედურული მიმდინარეობის კონტროლი ქმნის
საქმიან ატმოსფეროს, როცა მხარეები სწრაფად, არსობრივად განიხილავენ
პრობლემას. ეს პროცესი სტრუქტურით ასევე წააგავს საქმიან შეხვედრას, მაგრამ აქ
გადაწყვეტილებას მხარეები ერთობლივად იღებენ და არა ფასილიტატორი. მას აქვს
უფლება საჭიროების შემთხვევაში აირჩიოს რომელიმე პროცედურა, შესთავაზოს
შეხვედრის მონაწილეებს და თანხმობის შემთხვევაში გამოიყენოს იგი.
ფასილიტატორი მონაწილეებთან ურთიერთობაში ქმნის ნდობის ატმოსფეროს,
იყენებს კომუნიკაციის ეფექტურ ხერხებს (აქტიურ მოსმენას), ჩართავს ყოველ წევრს
პროცესში და ამით ხელს უწყობს ურთიერთპატივისცემის ატმოსფეროს შექმნას, ქმნის
ფსიქოლოგიურად უსაფრთხო სიტუაციას, რომელიც მხარეთა შორის
თანამშრომლობითი ურთიერთობის წარმართვის საფუძველია. ამ მხრივ პრობლემის
გადაჭრა უფრო გაადვილებულია. ფასილიტატორი ხელს უწყობს:

• შეხვედრის გეგმის შემუშავებას;

• საკითხზე ფოკუსირებას;

• მონაწილეთა შორის კომუნიკაციის ეფექტურ წარმართვას;

• მხარეთა ემოციების გამოხატვის ინტენსიობის შემცირებას;

• პრობლემის კონსტრუქციული ფორმით ჩამოყალიბებას;

• პროცედურების გამოყენებას, რათა ადვილად მოგვარდეს პრობლემები;

• პრობლემის გადაჭრის პროცედურის ეტაპების თანმიმდევრულ


განხორციელებას;

• კონსესუსის მიღწევას.

ფასილიტატორის ნეიტრალურობა იმაში გამოიხატება, რომ მას უფლება არ აქვს


გააკრიტიკოს ან მხარი დაუჭიროს რომელიმე აზრს, გამოამჟღავნოს საკუთარი იდეები
და დაჟინებით მოითხოვოს მათი მიღება. ფასილიტატორს არ შეუძლია ისე მიიღოს
გადაწყვეტილება, რომ არ შეუთანხმოს მონაწილე მხარეებს.

მედიაცია

მედიაცია დასავლეთის რიგ ქვეყნებში კონფლიქტების მოგვარების საკმაოდ ცნობილი


მიმართულებაა. იგი ფართოდ გამოიყენება კონფლიქტების მოსაგვარებლად
ოჯახებში, სკოლებში, საქმიან წრეებში, ასევე საზოგადოებრივი ფორმაციის სხვა
დონეებზე.

ამ შემთხვევაში, ჩვენ ვისაუბრებთ ა.შ.შ.-ში, კერძოდ ისთერნ მენონაით


უნივერსიტეტში დანერგილი მედიაციის ტრადიციებზე, რომლებიც ნაწილობრივ
ბალტიმორის მედიაციის ცენტრის გამოცდილებას ეყრდნობა.

ბალტიმორის მედიაციის ცენტრში დაგროვილ გამოცდილებას შემდეგი ფილოსოფია


უდევს საფუძვლად - კონფლიქტის მიმდინარეობისას მედიაციის საშუალებით
დაპირისპირებულ მხარეებში შეიძლება გამოინახოს ის ჯანსაღი პოტენციალი და
სურვილი, რომელიც ხელს შეუწყობს კონსტრუქციული დიალოგის დაწყებას და
მედიატორის დახმარებით შეთანხმებამდე მისვლას.
ასეთი შედეგის მიღწევა კი არც თუ ისე ძნელია, რადგან საზოგადოების რომელი
ფენაც უნდა იყოს კონფლიქტში ჩართული, მასში შეიძლება გამოინახოს ჯანსაღი ძალა
და ქმედების უნარი, მიმართული დადებითი ცვლილებებისა და განვითარებისაკენ.
საზოგადოების ყველა ფენაში შეიძლება მოიძებნოს ის ჯანსაღი ელემენტი, რომელიც
კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას დაეხმარება მედიატორის
შუამდგომლობით.

სწორედ ეს არის მედიატორის როლი - დაპირისპირებული მხარეების მიყვანა


მოლაპარაკების მაგიდასთან, მოლაპარაკების წარმართვა სპეციალური ტექნიკის
გამოყენებით და მხარეების შეთანხმებამდე მიყვანა შემდეგი საწყისი აუცილებელი
წესების დაცვით, ეს წესებია: კონფიდენციალურობა, მხარეების მიმართ ნეიტრალური
პოზიციის გამოვლენა, არ გასამართლება და საკუთარი აზრის არ გამოთქმა, რჩევების
არ მიცემა.

ეს ყოველივე საკმაოდ ზოგადი აღწერაა იმ რთული პროცესისა, რასაც მედიაცია ჰქვია.


იმისათვის, რომ თვალნათლივ წარმოვიდგინოთ, თუ რა განსხვავებაა ჩვეულებრივ
მოლაპარაკებასა და მედიაციის ტექნიკით გამართულ მოლაპარაკებას შორის,
განვიხილოთ ჩვეულებრივი მოლაპარაკების პროცესი, რომელიც ძალიან ხშირია ჩვენს
რეალობაში და შემდეგ, შევადაროთ იგი მედიაციის საშუალებით წარმართულ
მოლაპარაკებას.

ჩვეულებრივი მოლაპარაკება შემდეგნაირად ვითარდება: მოლაპარაკებისას მხარეები


აფიქსირებენ თაყიანთ მოზიციებს, საუბრობენ მხოლოდ მათზე და ნაკლებად ეხებიან
თავიანთ ინტერესებს, საჭიროებებს და იმ მთავარ პრობლემას, რომელიც
დაუყოვნებლივ გადაწყვეტას საჭიროებს. (სქემა, ნახაზი)

მედიაციის საშუალებით წარმართული მოლაპარაკება კი შემდეგნაირად ვითარდება:


მოლაპარაკებისას მხარეები საუბრობენ თავიანთ საჭიროებებზე, ინტერესებზე,
განიხილავენ პრობლემას და ეძებენ მისი მოგვარების, გადაჭრის გზებს. (სქემა,
ნახაზი)

როგორც ვხედავთ, საკმაოდ დიდი განსხვავებაა ჩვეულებრივი გზით წარმართულ


მოლაპარაკებასა და მედიაციის გამოყენებით გამართულ მოლაპარაკებას შორის.

პირველ შემთხვევაში, მხარეები მხოლოდ პოზიციების დაფიქსირებას ანდომებენ


დროს და არ საუბრობენ თავიანთ საჭიროებებსა და ინტერესებზე, არ მუშაობენ
პრობლემის გადაჭრაზე. ეს ყოველივე კი ლოგიკურად, უშედეგო მოლაპარაკებით
სრულდება, რადგან მხოლოდ პოზიციების დაფიქსირებით შეუძლებელია
პრობლემის გადაწყვეტა.
მეორე, ანუ მედიაციის შემთხვევაში, ჩვენ ვხვდებით მოლაპარაკების იმ სახეობას,
რომელიც მხარეებს აძლევს იმის საშუალებას, რომ ისაუბრონ თავიანთ საჭიროებებზე,
ინტერესებზე და იმუშაონ პრობლემის მოგვარებაზე მედიატორის დახმარებით.

ამ შემთხვევაში ნათელია, რომ მხარეების შეთანხმებამდე მისვლა უფრო ადვილია და


შესაძლებელი, რადგან ისინი მხოლოდ პოზიციებს კი არ აფიქსირებენ, არამედ,
მუშაობენ პრობლემის მოგვარებაზე და ღიად საუბრობენ თავიანთ ინტერესებსა თუ
საჭიროებებზე.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მედიაცია ის ტექნიკაა, რომლის გამოყენებისას


კონფლიქტის მოგვარება მოლაპარაკების შედეგად სავსებით შესაძლებელია. ეს ის
პროცესია, რომლის სწორად წარმართვისას ორი დაპირისპირებული მხარე იწყებს
დიალოგს, გამოთქვამს თავის მოსაზრებებს, ეძებს გზებს პრობლემის გადასაჭრელად
და ბოლოს, კონფლიქტის მოგვარებაზე თავად მუშაობს. შორიდან ყველაფერი ისე
გამოიყურება, რომ მხარეები თვითონ ეძებენ გამოსავალს შექმნილი სიტუაციიდან,
მუშაობენ კონფლიქტის მოგვარებაზე. სინამდვილეში ამ პროცესს კი მედიატორი
უძღვება და სწორედ მისი დამსახურებაა, თუ ყველაფერი ასე გამოიყურება შორიდან.

მედიაცია სთავაზობს დაპირისპირებულ მხარეებს თავადვე გადაწყვიტონ თავიანთი


კონფლიქტი იმის მაგივრად, რომ სხვა ინსტიტუტსა თუ პიროვნებას მისცენ მისი
მოგვარების და მათ მაგიერ გადაწყვეტილების მიღების საშუალება.

მედიაციის საშუალებით დაპირისპირებული მხარეები მიდიან მოლაპარაკების


მაგიდასთან იმისათვის, რომ მოუსმინონ ერთმანეთს. ამასთანავე, ერთმანეთს
გაუზიარონ ის იდეები, რომლებიც პრობლემის მოგვარებას დაეხმარება და თუ
მოისურვებენ, დადონ ხელშეკრულება, რომელიც დაწვრილებით აღწერს მათ
მოთხოვნებსა და საჭიროვებებს.

მედიატორი არ არის მოსამართლე, რომელიც გამოავლენს დამნაშავეს და შემდეგ


უფლებამოსილია, მას განაჩენი გამოუტანოს მედიატორმა მხარეები უნდა გაამხნევოს
მოლაპარაკების პროცესში აქტიური მონაწილეობის მისაღებად და მათ პროცესის
განვითარებისათვის ხელშემწყობი ძალაუფლება გადასცეს. მან უნდა აგრძნობინოს
მხარეებს, რომ სწორედ ისინი არიან მთავარი მონაწილენი პრობლემის მოგვარებაში,
მედიატორი კი დამხმარეა და ორივე მხარეს ხელს უწყობს საუკეთესო გამოსავლის
მოძებნაში. ეს გამოსავალი კი, საბოლოო ჯამში, ორივე მხარისათვის მისაღები და
მომგებიანი უნდა იყოს.

მედიაციაში არ არსებობს წაგება-მოგება ან მართალ-მტყუანი. ეს ისეთი პროცესია


რომელშიც ორივე მხარის საჭიროება და თვალსაზრისია გათვალისწინებული და
საბოლოო ჯამში, მოლაპარაკების შედეგად, ორივე მხარე მოგებული რჩება.
მედიაციის პროცესში ხუთი საფეხურია: 1. პროცესის მშენებლობა; 2. პერსპექტივების
გაზიარება; 3. სიტუაციის ნათელყოფა და მისი გამორკვევა; 4. იდეების განვითარება;
5. გადაწყვეტილების მიღება. ამ საფეხურების განხილვა იმის მიხედვითაც შეიძლება,
თუ კონკრეტულად რა წარმოადგენს მხარეების საჭიროებას და თავად სიტუაცია
როგორ განვითარებას მოითხოვს. ზოგადად კი ეს ეს ყველაფერი ასე გამოიყურება.
(სქემა, ნახაზი)

განვიხილოთ თითოეული საფეხური ცალ-ცალკე.

1. პროცესის მშენებლობა: მედიატორი ორივე მხარეს უხსნის მედიატორის როლს


მოლაპარაკების პროცესში და დაწვრილებით აცნობს პროცესის მიმდინარეობის
წესებს. ამის შედეგად იგი აღწევს ორივე მხარის მიერ პროცესის მსვლელობის წესების
სრულ გაცნობიერებასა და მიღებას. მედიატორი ჯგუფის მუშაობის ნორმებს ადგენს
და იწყებს დღის წესრიგის შემუშავებას ორივე მხარესთან ერთად.

2. პერსპექტივების გაზიარება: ამ დროს მხარეები ჰყვებიან მომხდარი


კონფლიქტის შესახებ, ანუ გადმოსცემენ თავიანთ ხედვას მომხდარ კონფლიქტზე -
ხდება ინფორმაციის გადმოცემა, ვენტილაცია, ანუ მხარეების დაცლა ემოციებისაგან
და ფაქტებისაგან, რაც მათ მომხდარი კონფლიქტის შედეგად დაუგროვდათ.

მედიატორი ორივე მხარეს ეხმარება, რომ აღიარონ ერთიმეორის სინამდვილე,


სუბიექტური რეალობა, მომხდარი კონფლიქტის ხედვა, ამის შემდეგ, მედიატორის
მხრიდან ხდება ახალ ინფორმაციაზე ყურადღების გამახვილება - ხშირად,
თითოეული მხარის მონაყოლში იკვეთება ახალი ინფორმაცია მომხდარი
კონფლიქტის შესახებ, რაც ერთმანეთის მოსმენის შემდეგ იჩენს ხოლმე თავს. ამის
შემდეგ იწყება დისკუსია, რომლის დროსაც ყურადღება მახვილდება ახალ
ინფორმაციაზე და მხარეების მიერ მოყოლილ ფაქტებზე, ანუ მხარეების სუბიექტურ
რეალობებზე, მათ მიერ აღწერილ კონფლიქტზე.

3. სიტუაციის ნათელყოფა, გამორკვევა: ამ დროს მედიატორი ცდილობს


მიღებულ ინფორმაციასა და საკითხებზე მუშაობას, საკითხების ნათელყოფასა და
გამორკვევას, საერთო ინტერესების გამონახვას და მათ მნიშვნელობაზე ხაზგასმით
საუბარს.

4. იდეების განვითარება: ამ საფეხურზე მედიატორი აფიქსირებს მხარეების მიერ


გამოთქმულ აზრებს, შექმნილი კონკრეტული სიტუაციიდან მათ მიერ დასახელებულ
გამოსავალს. იგი ხელს უწყობს მათი იდეების განვითარებას. იწყება შექმნილი
მდგომარეობიდან გამოსავლის ძიება, რაზედაც ორივე მხარე მედიატორის
დახმარებით მუშაობს.
5. გადაწყვეტილების მიღება: ეს საბოლოო საფეხურია, ორივე მხარე იწყებს ფიქრს
კონფლიქტის შედეგად შექმნილი პრობლემის გადაჭრაზე. მედიატორი აფიქსირებს
პრობლემის მოგვარების სხვადასხვა ვარიანტებს, რომლებიც მხარეების მიერაა
მოფიქრებული და დასახელებული. მედიატორი მხარეებთან ერთად ჩამოთვლილ
ვარიანტებში ოპტიმალურს ეძებს და მათთან ერთად ადგენს დაწვრილებით
შეთანხმება - ხელშეკრულებას.

მედიატორმა მოლაპარაკებისას ხელი უნდა შეუწყოს შემდეგს:

1. მან უნდა შექმნას გარემო, რომელშიც მხარეები იგრძნობენ; რომ ისინი თავად არიან
გადაწყვეტილების მიმღებნი, რომ ძალაუფლება მათ ხელშია და თავად უნდა
გადაწყვიტონ, თუ რა გზებით შეიძლება მათი პრობლემის მოგვარება;

2. იგი უნდა დაეხმაროს მხარეებს იმ ბარიერების დანგრევაში, რომლებიც მათ


თავიანთ პრობლემაზე კონცენტრაციაში უშლით ხელს. ამის შემდეგ მხარეები უფრო
ნათლად დაინახავენ და გააანალიზებენ საკუთარ პრობლემას და იფიქრებენ მის
მოგვარებაზე.

3. მედიატორი უნდა დაეხმაროს მხარეებს, რომ მათ კარგად გაიგონ ერთმანეთის


საჭიროებები, ინტერესები და პერსპექტივები. ეს კი მათ მისცემს საშუალებას,
ისაუბრონ პრობლემის როგორც საკუთარ, ასევე მეორე მხარის ხედვაზე და გაიგონ
ოპონენტის პოზიცია.

თუ მივადევნებთ თვალყურს მედიაციის ტექნიკით შემდგარ მოლაპარაკების პროცესს


და ჩვეულებრივ მოლაპარაკებას, რომელიც ასე ხშირია ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენ
აღმოვაჩენთ, რომ ის სტრატეგია, რაც მოლაპარაკებისათვის და პრობლემის
გადაჭრისათვის არის სასარგებლო, სრულად არის გამოყენებული მედიაციაში. ის
სტრატეგიები კი რომლებიც, მოლაპარაკების განვითარებისათვის დამღუპველია და
პრობლემას არ ჭრის და ხელს უშლის შედეგის მიღებას, ძირითადად იმ
მოლაპარაკებებში გამოიყენება, რომლებიც მედიაციის ტექნიკის გარეშე
მიმდინარეობენ.

განვიხილოთ ცხრილი, რომელშიც მოლაპარაკების ორივე პერსპექტივაა


წარმოჩენილი:

1. პრობლემის გადაჭრისათვის სასარგებლო სტრატეგია, რომელიც მედიაციაში


გამოიყენება;

2. პრობლემის გადაჭრისათვის წარუმატებელი სტრატეგია, რომელიც ხშირად


დამახასიათებელია ჩვეულებრივი მოლაპარაკებებისთვის.

(ცხრილი 1. პრობლემის გადაჭრის სტრატეგიების შედარება)


ამ ცხრილიდან ჩანს, რომ მედიაციაში გამოყენებული სტრატეგიები წარმატებული
მოლაპარაკების მეტ ალბათობას იძლევა, ვიდრე ის სტრატეგიები, რომლებიც
ნაკლებად ორიენტირებულნი არიან შედეგზე.

მედიატორის დახმარებით წარმართული პროცესი საშუალებას იძლევა:

ა) მხარეებმა არ წარმართონ მოლაპარაკება მხოლოდ საკუთარი პოზიციების


დასაფიქსირებლად;

ბ) მხარეებმა საერთო პრობლემის გადაწყვეტაზე ერთმანეთის ინტერესებისადა


საჭიროებების გათვალისწინებით იმუშაონ;

გ) მხარეები თავად მივიდნენ შეთანხმებამდე.

ამ პროცესის შედეგი მოგება/მოგებაა, ე.ი. ორივე მხარე მოგებული რჩება. მედიაციის


გზით წარმართული მოლაპარაკებისას გათვალისწინებულია თითოეული მხარის
საჭიროება, ინტერესი. თავად პრობლემა ორივე მხარის მიერ ერთობლივადაა
გადაწყვეტილი და არა მესამე მხარის მიერ, რომელმაც შეიძლება ვერ
გაითვალისწინოს მხარეთათვის მნიშვნელოვანი დეტალები, რასაც შეიძლება
მომავალში კონფლიქტის ესკალაცია მოჰყვეს. მხარეებს საშუალება ეძლევათ,
თითოეული დეტალიც კი შეათანხმონ ერთმანეთთან და მედიატორის საშუალებით
საბოლოო ხელშეკრულებაზე იმუშაონ.

მედიაციის პროცესისას შესანარჩუნებლი ძირითადი დამახასიათებელი ნიშნები


შემდეგია: მედიატორი აბსოლუტურად ნეიტრალური უნდა იყოს მხარეების მიმართ.
მან არ უნდა მისცეს თავს უფლება გაამართლოს ან გაამტყუნოს ერთი ან მეორე მხარე,
განსაჯოს და გაასამართლოს ისინი. მედიატორს არ აქვს უფლება, მხარეებს რჩევა
მისცეს და ამით საკუთარი აზრი დააფიქსიროს, თუნდაც მიაჩნდეს, რომ იცის
გამოსავალი ამ კონკრეტული სიტუაციიდან. მედიატორის ძირითადი დანიშნულებაა,
ხელი შეუწყოს ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის მოლაპარაკებას და თვად მათ
მოაძებნინოს კონკრეტული სიტუაციიდან გამოსავალი, ამუშაოს ჯერ პრობლემის
გადაჭრაზე, ხოლო შემდეგ ხელშეკრულების დადებაზე. ამასთანავე, მედიატორმა
უნდა შექმნას განსაკუთრებული გარემო ნდობის მისაღწევად. ამ პროცესში ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი მოთხოვნაა კონფიდენციალურობა - მედიატორმა არ უნდა
გაახმაუროს მხარეებს შორის მომხდარი კონფლიქტი და საერთოდ მედიაციის
პროცესის მსვლელობის ამბავი.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დღეისათვის მედიაცია კონფლიქტის მშვიდობიანი


გზითმოგვარების ყველაზე ნეიტრალური ფორმაა. მედიაციის შესწავლა და დანერგვა
საშუალებას იძლევა, რომ ჩვენს ცხოვრებაში მომხდარი კონფლიქტები წარმატებული
მოლაპარაკებების გზით მოვაგვაროთ. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ მედიაცია
პოლიციის, სასამართლოს, არაოფიციალური მრჩევლების/მომრიგებლების
ალტერნატივაა. ეს ალტერნატივა კი მართლაც ბრწყინვალე საშუალებაა იმისთვის,
რომ კონფლიქტი გასამართლების, გამტყუნება-გამართლებისა და რჩევების მიცემის
გარეშე მოვაგვაროთ.

მოლაპარაკებებისა და კონფლიქტის მოგვარების ნეიტრალური ტექნიკა - მედიაცია,


მშვიდობის მშენებლობის პროცესის განუყოფელი ნაწილია.

თუ ვსაუბრობთ კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებაზე, ხაზი უნდა გაესვას


მედიაციის როლს, როგორც მოლაპარაკებების ყველაზე ეფექტურ ტექნიკას.

მედიაციის გამოყენება, ისევე მნიშვნელოვანია მშვიდობის მშენებლობისათვის,


როგორცზემოთ აღნიშნული სხვა მრავალი მიმართულება. სწორედ ყველა
კომპონენტის ერთად გათვალისწინებაა აუცილებელი იმ მთლიანი პროცესის
განვითარებისათვის, რასაც ომის შემდგომ ქვეყანაში მშვიდობის მშენებლობა ჰქვია.

მეშვიდე ლექცია 2 ნოემბერი

ქცევითი სტრატეგიები კონფლიქტში

ჯ.რუბინი, დ. პრუიტი და ს.კიმი მიუთითებენ სამი სახის ქცევით სტრატეგიაზე


კონფლიქტში: 1. შეტევა; 2. პრობლემის გადაჭრა; 3, დათმობა. შეტევის სტრატეგია
გულისხმობს კონფლიქტის წარმართვას (ან მოგვარებას) იმმ2ხუთე ლექცია სახით, როდესაც
ერთი მხარე საკუთარი მიზნის მიღწევისათვის მეორე მხარის ინტერესების იგნორირებას
ახდენს. პირველი მხარე იკმაყოფილებს საკუთარ მოთხოვნილებებს და ცდილობს მეორე
მხარე დაარწმუნოს ასეთი ქმედების საჭიროებაში. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება სხვადასხვა
ტაქტიკები: მუქარა, შეშინება, მოქმედების წინასწარ დაგეგმვა და სხვ. პრობლემის გადაჭრის
სტრატეგია გულისხმობს მხარეთა ერთობლივი ძალისხმევით მუშაობას, რათა გამოინახოს
საერთო ინტერესები და მოძებნონ შეთანხმების გზები. ამ დროს ხშირად გამოიყენება
ურთიერთ დათმობები, რათა მხარეებმა საკუთარი ინტერესები დაიკმაყოფილონ ან
მიმართავენ ალტერნატიული გადაწყვეტილების ძიების ხერხებს. დათმობის სტრატეგია
გულისხმობს ერთი მხარის მიერ საკუთარი ინტერესების შეზღუდვას, რათა შეინარჩუნოს
ოპონენტთან ურთიერთობა. ასეთ შემთხვევაში პირველი მხარე ბევრ დათმობებზე მიდის,
ხშირად საკუთარი ინტერესების საზიანოდაც. (Rubin, Pruitt & Kim, 1994)

ქმედების აღსაწერად მნიშვნელოვანი სქემა შეიმუშავა კ. ტომასმა,, რომელშიც გამოყოფილია


ხუთი ქცევითი სტრატეგია კონფლიქტში:

1. განრიდება

2. კონკურენცია

3. თანამშრომლობა

4. შეგუება

5კომპრომისი

ძალზედ მნიშვნელოვანია შეირჩეს ეფექტური სტრატეგია, რადგან არ მოხდეს კონფლიქტის


ესკალაცია და ურთიერთობები წარიმართოს შეთანხმების მიღწევისაკენ. ეს სტრატეგიები
გამოიყენება მოლაპარაკების დროსაც. ხუთივე სტრატეგია ახასიათებს აქტორს. შესაძლოა,
რომელიმემ გამოიყენოს ან არ გამოიყენოს სხვადასხვა სტრატეგია სიტუაციის მიხედვით.
სტრატეგიის არჩევა ძირითადად დამოკიდებულია აქტორის მიერ საკუთარი ინტერესების და
სხვისი ინტერესების დაკმაყოფილება/ დაუკმაყოფილებლობაზე. ერთი სტრატეგიიდან
მეორეზე გადასვლა საკმაოდ რთულია, სქემატურად ხუთივე სტრატეგია შეიძლება
შემდეგნაირად გამოიხატოს: (სქემა)

ნახაზზე ერთი განზომილება ეხება კოოპერირებას ანუ ორიენტაციას ურთიერთობებზე,


რომელშიც შეიძლება გამოვყოთ მაღალი და დაბალი დონეები. აქ არის მზაობა საკუთარი და
სხვისი ინტერესების დაკმაყოფილების, სადაც შენარჩუნებულია ურთიერთობები მხარეებს
შორის. მეორე მხარე კი მიუთითებს ორიენტაციას საკუთარი მიზნებზე, სადაც მხოლოდ
საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილება ხდება. მათ შორის მიმართება შეიძლება
ძირითადად ხუთ სტრატეგიას ასახავდეს. ამგვარად არჩევანს განსაზღვრავს უშუალო
მიზნები და კოოპერაცია. დავახასიათოთ ყოველი სტრატეგია:

1. განრიდების სტრატეგია – ამ სტრატეგიას ასევე ეწოდება პრობლემისგან გაქცევის


სტრატეგია. ამ შემთხვევაში ერთ-ერთი მხარე არც კოოპერაციაზე და არც მიზანზეა
ორიენტირებული. იგი მოქმედებას იქითკენ წარმართავს, რომ კონფლიქტს გაექცეს,
გამოვიდეს კონფლიქტური სიტუაციიდან. ეს პროცესი უმეტესად აღიწერება როგორც
იზოლაცია, აპათიური განწყობილება, თვითგანადგურება. იქმნება შთაბეჭდილება, რომ
მოქმედი გაურბის „სცენას” ან იყენებს „სირაქლემის” პოლიტიკას. ასეთი სტრატეგია მთავარი
არ არის კონფლიქტის მოგვარებაში, მაგრაშ ის გამოიყენება იმ შემთხვევაში, როცა საქმე ეხება
მაღალი დონის ესკალაციას. შესაძლებელია ამ სტრატეგიის გამოყენება იმ შეთხვევაშიც, როცა
არ საჭიროებენ კონფლიქტში ჩაბმას. არის შემთხვევებიც, როცა კონფლიქტის შედეგი
მნიშვნელოვანია მხარისათვის, მაგრამ იმის გამო, რომ ,,სახე არ დაკარგონ” იყენებენ
განრიდების სტრატეგიას. სტრატეგია გამოყენება მაშინაც, როცა დარწშუნებულები არიან,
რომ კონფლიქტს ვერ დასძლევენ, გაუჭირდებათ გადაწყვეტილების მიღება და ამიტომ უკან
იხევენ.

2. კონკურენციის სტრატეგია – ამ სტრატეგიას ასევე უწოდებენ დომინირებულს,


რომელშიც შედის შეჯიბრი, ბრძოლა, თამაში და სხვ. ეს სტრატეგია გულისხმობს, ერთი
მხარის დომინირებას და უმეტეს შემთხვევაში შეორე მხარის განადგურებას. მაგალითად:
ქვეყნებს შორის შეიარაღების ზრდა ამ სახის სტრატეგიის ნათელი მაგალითია. ამ დროს
საკუთარ მიზანს ექცევა ყურადღება და იგნორირებულია ორიენტაცია ურთიერთობებზე.
ერთ-ერთ მხარეს უჩნდება სურვილი, რომ გაიმარჯვოს სხვაზე. ამ სტრატეგიის გამოყენებას
საფუძვლად უდევს პრინციპი „მე უნდა გავიმარჯვო, შენ კი აუცილებლად უნდა დამარცხდე”.
მოგებისათვის გამოიყენება ძლისმიერი მეთოდები და სხვა ნებისმიერი ხერხები. ამ
სტრატეგიის ძირითადი არსი ბრძოლაა, რადგან ძლიერი მხარე ცდილობს შედარებით სუსტი
მხარის დამორჩილებას. ამ სტრატეგიის გამოყენებისას მონაწილეები სწრაფად ცდილობენ
მიზნის მიაღწევას და არ დაეძებენ საკითხის სწორ და სამართლიან გადაწყვეტას. ასეთ დროს
ერთი მხარე გამოდის მოგებული. შეჯიბრის შემთხვევაში ძლიერი მხარე შეიძლება თვითონაც
დაზარალდეს, ოღონდ მიზანს მაინც მიაღწიოს. ასეთი მოქმედება არარაციონალურია და
მოითხოვს დიდ რესურსებს. თამაშის შემთხვევაში, ფიქრობენ მოგებაზე, თუმც არსებობს
საერთო წესები ამგვარი თამაშის, სადაც მთავარია აჯობოს ოპონენტს. ეს სტრატეგია შეიძლება
დამანგრეველი აღმოჩნდეს, რადგან საერთოდ მიღებული თამაშის წესებს არ მისდევენ,
მათთვის მთავარია მეორე მხარე დამარცხდეს, ზიანი მიაყენონ მას. კონკურენციის
სტრატეგიამ შეიძლება ხელი შეუწყოს ისეთ მოქმედებებს, რომელიც დაბალი ინტენსივობის
კონფლიქტის სახით იჩენს თავს. ასევე აუცილებელი არ არის, რომ კონკურენციას ყოველთვის
ძალადობამდე მივყავდეთ.

3. თანამშრომლობითი სტრატეგია – ამ სტრატეგიას ასევე ინტეგრირებულს უწოდებენ.


თანამშრომლობით სტრატეგიაში ყურადღება ექცევა მიზნებს და კოოპერირებას. ამ
სტრაატეგიით მხარეები მოლაპარაკების საფუძველზე გადაწყვეტილებებზე თანხმდებიან,
რომელიც ორთავე მონაწილეს დააკმაყოფილებს. ორიენტაცია მიმართულია ორთავე მხრის
ინტერესების დაკმაყოფილებაზე და ეფექტურად გადაჭრან პრობლემა. ამგვარი მიდგომა
მოითხოვს ხანგრძლივ დროს, რათა მხარეთა ყველა ინტერესის ინტეგრაცია მოხდეს.
დასაშვებია ისეთი ალტერნატიული გადაწყვეტილებები ერთობლივი მოქმედებები, როცა
ყველა მხარე იგებს. მხარეები თანხმდებიან საუკეთესო გადაწყვეტილებაზე.
გადაწყვეტილების მიღებით ოპონენტები შეიძლება პარტნიორები გახდნენ. ამ სტრატეგიის
მთავარი კომპონენტია ის, რომ ყველა მხარე თავისი სურვილით არის ჩართული კონფლიქტის
მოგვარების საქმეში. ხშირად ასეთი კონფლიქტი დებატებს ემსგავსება, გამოყოფენ საერთო
ინტერესებს და ყურადღება ექცევა კონფლიქტის საფუძველს. ასეთი პროცესით
გადაწყვეტილება შესატყვისად ადვილად მისაღებია და მხარეები კონსესუსისაკენ მიდიან.
4. შეგუების სტრატეგია - ამ სტრატეგიას ასევე უწოდებენ დათმობას. ამ შემთხვევაში
მიზანზე ორიენტაცია ნაკლებია, ხოლო ურთიერთობაზე ორიენტაცია მაქსიმუმს აღწევს.
ერთი მხარე კოოპერირების შესანარჩუნებლად თმობს თავის ინტერესებს, რათა შეორე მხარის
კეთილგანწყობა შეინარჩუნოს. დათმობით ურთიერობის შენარჩუნება გამართლებულია იმ
შემთხვევაში, როცა პრობლემაში გაურკვევლობაა, როცა ვერ ხდება გათვლა, როცა
კონფლიქტში დაპირისპირება აშკარაა. შედეგი შეიძლება განუსაზღვრელი იყო და მეორე
მხარემ აღიქვას, ის რომ მის წინაშე „კაპიტულაციას” ახდენენ. ამ სტრატეგიას საფუძვლად
უდევს პრინციპი „შენ რომ მოიგო, შე უნდა წავაგო”. დამთმობი მხარე ცდილობს კეთილი
განწყობა შეინარჩუნოს, რისთვისაც მიმართავს ყველა სახის ხერხს.

5. კომპრომისის სტრატეგია - ეს სტრატეგია გულისხმობს რესურსების 50/50


განაწილებას, სადაც მიზანზე და კოოპერაციაზე ორიენტაცია საშუალო დონით ვლინდება. აქ
ურთიერთდათმობა გარკვეული ხარისხით ხორციელდება, ანუ დავის მიზეზი ორთავე
მხარეზე ერთნაირი დონით იყოფა. ორივე მხარე (ძირითადად ვაჭრობით) ირჩევს
საშუალოპოზიციას, სადაც შეთანხმება უშუალო მოლაპარაკებით მიიღწევა. აქ საკითხის
ოპტიმალურ გადაჭრასთან არ გვაქვს საქმე. ამ სტრატეგიის ძირითადი ფორმულაა „რამე რომ
მივიღოთ, ყოველმა ჩვენგანმა რაღაც უნდა დავთმოთ”, ხშირ შემთხვევაში მხარეები
დაუკმაყოფილებელნი რჩებიან, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დავა განრიდების სრატეგიიდან
კომპრომისისკენ განვითარდება. ასეთ შემთხვევაში არსებობს რისკი, რომ კომპრომისული
სტრატეგია შემდგომ კვლავ კონფლიქტში გადაიზარდოს. ეს იმ დროს როცა ერთი მხარე
უფრო მეტს თმობს და ასიმეტრიულ მიმართებასთან გვაქვს საქმე. კომპრომისული
სტრატეგია ყველაზე მნიშვნელოვანია იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე გვაქვს განრიდების
მდგომარეობასთან, ან ინტენსიურ კონკურენციასთან (შეჯახება, ბრძოლა).

კონფლიქტში სტრატეგიებს თავისი ძირითადი პრინციპები გააჩნიათ, რაც შედეგზეც


აისახება. წარმატებული ქმედება შეიძლება შეფასდეს, როგორც გამარჯვება; მოგება, ხოლო
წარუმატებელი, როგორც წაგება; დამარცხება. ამ შემთხვევაში ქცევის სტრატეგიები თამაშის
თეორიის ფარგლებში განიხილება, რომელიც „მოგება-წაგების“ ტერმინებით გამოიხატება.
ძირითადი პრინციპებია: მოგება-მოგება, მოგება-წაგება, წაგება-მოგება და წაგება-წაგება. აქ
შეიძლება საქმე გვქონდეს ნულჯამოვან ან არანულჯამოვან შედეგთან. ნულჯამოვანია ის
თამაში, სადაც მოგების და წაგების ალგებრული ჯამი ნულის ტოლია. ამ დროს ერთი
მონაწილის მოგება მეორე მონაწილის წაგებას ნიშნავს.

განვიხილოთ კონფლიქტის სტრატეგიების პრინციპები:

1. „მოგება-წაგება” – კონფლიქტში ჩართული ერთი მხარე თვლის, რომ მისი მოგება


მიიღწევა მხოლოდ მეორე მხარის წაგების ხარჯზე. ასეთ შემთხვევაში კონფლიქტი გავს
ბრძოლას. აქ ხდება საკუთარი ინტერესების რეალიზაცია და მეორე მხარის დამარცხება.
ასეთი დონის მხარეები ხშირად ზეწოლას ან ძალადობას მიმართავენ. არის შემთხვევები,
როცა ასეთი მიდგომა კეთილ მიზნებს ემსახურება (მაგ: ბრძოლა ტერორიზმის,
ექსტრემიზმის, ძლიერი აგრესიის წინააღმდეგ). ამ სახის თამაში მოწინააღმდეგის
„განადგურება”, ძლიერ მხარეს შეიძლება საკმაოდ დიდი ფასი დაუჯდეს.
2. „წაგება-მოგება” – კონფლიქტში ერთი მხარე თავიდანვე მიმართულია წაგებისაკენ.
ოპონენტში ძლიერ ძალას ხედავს და წინასწარ იცის, რომ მასთან, შებრძოლება
წარუმატებლად დასრულდება. ხშირად სუსტი მხარე თავის უძლურების შენიღბვას ახდენს.
კონფლიქტში ამ პრინციპით მოქმედება, ძირითადად ერთი მხარის მარცხით მთავრდება. აქ
ხშირად იყენებენ მანიპულაციას, მეორე, ძლიერი მხარის მიმართ, რომელსაც შეიძლება
ფატალური შედეგი მოჰყვეს.

3. „წაგება-წაგება“ - ამ სტრატეგიით ძირითადად კომპრომისული მოქმედებები


ხასიათდება. კონფლიქტის გადაჭრა ორთავე მხარის წაგებაზე წასვლას გულისხმობს, სადაც
სადაც ერთიც თმობს და მეორეც. ხშირად ეს პრინციპი საფუძვლად უდევს რომელიმე მხრის
ისეთ მოქმედებას, როცა მხარე საკუთარი განადგურების ხარჯზეც კი ცდილობს
მოწინააღმდეგის განადგურებას (ასეთი ტაქტიკა არჩეული აქვთ ჩეჩნებს რუსების
წინააღმდეგ). შესაძლოა კონფლიქტში მხარეთა დაშორება მოხდეს, მაგრამ შედეგი
ორივესათვის წამგებიანი იყოს.

4. „მოგება-მოგება” - თუ მხარეები ამ პრინციპით ხელმძღვანელობენ, შესაძლებელი


გახდება კონფლიქტის დაძლევა ისე, რომ ორთავე მხარე მოგებული დარჩეს. ამ დროს
მხარეებს შორის თანამშრომლობაა და ისინი ურთიერთხელსაყრელი გადაწყვეტილების
მიღებას ცდილობენ.

მოცემულ პრინციპებს თუ შევაჯამებთ კონფლიქტში ხუთ ქცევით სტრატეგიასთან შემდეგ


სურათს მივიღებთ (სქემა)

კითხები და დავალებები:

- დაახასიათეთ კონფლიქტის ხუთი სტრატეგია;

- ჩამოთვალეთ, რა ძირითადი პრინციპები უდევს საფუძვლად სტრატეგიებს.

მერვე ლექცია 9 ნოემბერი

ძალაუფლება და კონფლიქტი

ძალაუფლების ცნება კონფლიქტების მოგვარების საკითხში, უდიდეს მნიშენელობას იძენს.


ძალაუფლებას პირითადად შეჯიბრთან, კონკურენციასთან, ძალასთნ აკავშირებენ და
აიგივებენ. არსებობს რწმენა, რომ ძალაუფლება ყოველთვის ნეგატიურ ზემოქმედებას
აღნიშნავს, თუმცა ძლაუფლებას აქვე ასევე სხვა გამოხატვაც, რომელიც საზოგადოების
განვითარებას უწყობს ხელს, სოციალურ ცვლილებებს არეგულირებს. ჯ. ჰოკელი და ვ.
ვილნოთი აღნიშნავდნენ, რომ ძალაუფლება სხვის მიმართ შეიძლება გაგებული იქნეს
შემდეგი სახით.
1. ყველა სახის ურთიერთობაში არსებობს ძლაუფლება;

2. ძალაუფლება არის პოზიტიურიც და ნეგატიურიც;

3. ძალაუფლება არის ადამიანებს შორის ურთიერთობის შედეგი და არა


ინდივიდუალური გამოხატვა;

4. ადამიანები მიისწრაფვიან ძალაუფლების დაბალანსებისკენ;

5. პროდუქტიული ძალთა ბალანსი ძალაუფლების წყაროდან გამომდინარეობს;

6. ძალთა ბალანსი უზრუნველყოფს კონფლიქტების მართვას პროდიქტიული გზით.

ძალაუფლების მრავალი განმარტება არსებობს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ძალაუფლების,


როგორც რესურსის ან წყაროს დახასიათება. ძალაუფლების წყაროების მრავალნაირ
ტიპოლოგიაში მნიშვნელოვანია ჯ. ფრენჩის და ბ. რავენის ტიპოლოგია. ძალაუფლებას
გააჩნია პოტენციური ზემოქმედება, რომელიც ექვს საბაზისო მახასიათებელს ეყრდნობა:

იძულება - ურთი მხარე მეორეს დასჯის ან დაშინების მეთოდით იქვემდებარებს.


არასასურველ ქმხდებაზე ძალაუფლების გამომხატველი მხარე იძულებითი ღონისძიებით
ემუქრება. შესაძლებელია ფიზიკურ ძალასაც მიმართოს.

დაჯილდოვება - მეორე მხარისათვის სასურველი ქმედების განხორციელებისას


ძალაუფლების სუბიექტი მოელის. დაჯილდოებას. აქ ადგილი აქვს წახალისებას.
დაჯილდოების არასწორი ფორმით წარმართვა ხშირ შემთხვევაში კონფლიქტს იწვევს.

ექსპერტი - ძალაუფლების სუბიექტს ძალაუფლების ობიექტი უჯერებს, რადგან პირელს


გააჩნია ცოდნა და გამოცდილება. აქ თავს იჩენს ნდობა, რაც ხელს უწყობს კონფლიქტის
შემცირებას. ექსპერტი ხშირად ავტორიტეტია და მისგან უხეშმა, დამამცირებელმა
დამოკიდებულებამ შეიძლება კონფლიქტის დინამიკას შეუწყოს ხელი.

ინფორმაციული - ეს ზემოქმედება დარწმუნების ხერხების გამიყენებას გულისხმობს.


ინფორმაცია დამარწმუნებელი უნდა იყოს, რაც კოგნიტუს სტუქტურებზე მოქმედებს.
ხშირად ასეთი ზემოქმედება ლეგიტილურ ზემოქმედებას ემთხვევა.

ლეგიტიმური - ასეთ შემთხვევაში ძალაუფლების სუბიექტი ძალაუფლების ობიექტზე


კანონიერად ახდენს ზემოქმედებას. უფლებამოსილების ფარგლებში ურთაერთობისას დავა
არ ღრმავდება, იმ შემთხვევაში თუ ერთი მხარე არღვევს უფლებამოსილებას კონელიქტის
ესკალაცია სწრაფად ვითარდება.

რეფერენტული - აქ ძალაუფლების ობიექტი ძალაუფლების სუბიექტთან იდენტიფიკაციას


ახდენს, მოქმედებს მსგავსად, გამოხატავს მის პოზიციებს. თუ ძლაუფლების სუბიექტი
ნეგატიური ორიენტაციით მოქმედებს, შესაძლოა ნელ-ნელა კონფლიქტსაც ჩაეყაროს
საფუძველი და მათ შორის მტრული დამოკიდებულება გაჩნდეს.

ბ. მაიერი კონფლიქტებში ძალაუფლების წყაროების განსხვავებულ კლასიფიკაციას იძლევა:


1. ფორმალური ავტორიტეტი – ძალზედ ფორმალური პოზიციიდან ხორციელდება
ძალაუფლება (ოფისი, კაბინეტი, ადმინისტრაცია)

2. ექსპერტი ან ინცორმაციაზე დაყრდნობილი ძალაუფლება - ექსპერტი ფლობს იმ


ინფორმაციას, რაც სხვისთვის ხელმიუწვდომელია;

3. გამაერთიანებელი ძალაუფლება - ძალაუფლება ჩნდება სხვებთან თანამშრომლობაში,


ძირითადად იმასთან ვისაც აქვს ძალა (უფროსის მეგობარი, ფავორიტი);

4. რესურსებზე დაყრდნობილი ძალაუფლება - ძალაუფლება აქვს მას, ვისაც რესურბების


კონტროლის საშუალება გააჩნია (ფული, მატერიალური სიმდიდრე და ა.შ);

5. პროცედურული ძალაუფლება – ძალაუფლება გამოიხატება გადაწყვეტილების


მიღების პროცესის გაკონტროლების შესაძლებლობაში, აკონტროლებს გადაწყვეტილების
მიღების პროცესს (სპიკერი, თავმჯდომარე და სხვა);

6. სანქციონირებული ძალაუფლება – ძალაუფლება გამოიხატება შესაძლებლობაში


საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე ზემოქმედება მოახდინოს ან დასაჯოს სხვა;

7. გამოწვევა – ძალაუფლების გამოვლენა ვერბალური ან არავერბალური ფორმით, სხვის


მიმართ დისკომფორტის შექმნაში მდგომარეობს;

8. მტკიცე პოზიციური ძალაუფლება – ასეთ შემთხვევაში ძირითადი მითითებაა სტატუს


ქვოზე, ანუ. ძალაუფლება საკუთარი პოზიციის სიმტკიცეში გამოიხატება;

9. მორალური ძალაუფლება – ძირითადად ეყრდნოპა მორალურ - ზნეობრივ


ღირებულებას ან სხვა წესებს და ფორმებს;

10. პიროვნული ძალაუფლება – ეყრდნობა პიროვნულ ატრიბუტიკას (თვისებებს, უნარებს


და ა. შ).

ბუნებრივია, ძალაუფლებას უნდა ჰქონდეს გარკვეული შედეგი. თუ ძალაუფლების


სუბიექტსა და ობიექტს შორის კაუზალური (მიზეზ-შედეგობრივი) კავშირია, ამ კავშირს,
აუცილებლად ახლავს თან შედეგი, რაც ქმედებაში გამოიხატება. ძალაუფლების თეორიებში
მეცნიერები თვლიან, რომ ძალაუფლება პირველ რიგში არის გარკვეული სახით
ზემოქმედება. მაგ: A ზემოქმედებს B-ზე.

შედეგის მიხედვით ძალაუფლება შეიძლება მიმართული იყოს. „გააკეთო რამე” ან


მიმართული „ვინმეზე”. პირველი უკავშირდება მიღწევას, ხოლო მეორე ზემოქმედებას.

ძალაუფლება „ვინმეზე“ - ნიშნავს სხვის დამორჩილებას. ასეთი მიდომა იწვევს ემოციურ


კონფლიქტს და იძულებას. აქ ძალაუფლების სუბიექტი ეხება სხვის ინტერესებს, ანუ მისი
ნების წინააღმდეგ გამოდის, ეხება სხვის ავტონომიას. ძალაუფლების სუბიექტი მიზანს
აღწევს ირატესობით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ყოველთვის ამ სახით ძალაუფლებით
მიზანი არ მიიღწევა. ასეთ შემთხვევაში ინდივიდი ან ჯგუფი თუ ბევრ მიიღებს, მაშინ
ბუნებრივია სხვა ინდივიდი თუ ჯგუფი ნაკლებს მიიღებს. ძალაუფლება „ვინმეზე“
ძირითადად დუალისტური კონტექსტითაა წარმოდგენილი, მაგალითად: „ჩვენ“ – „თქვენ“,
„დასავლეთი“ - „აღმოსავლეთი” და ა.შ.

ძალაუფლება „გააკეთო რამე (ვინმესთვის)” –თუ ძალაუფლება „ვინმეზე“ მიუთითებს


ძალაუფლების ობიექტზე, ანუ ვისზეც, ხორციელდება ან განხორციელდება, მოქმედება,
“გააკეთო რამე” მიუთითებს სიტუაციაზე და მის დახასიათებას იძლევა, მაშინაც კი, როცა,
შესაძლოა ძალაუფლების ობიექტი იქ სულაც არ არის. ასეთი ძალაუფლების შედეგი
შეიძლება განვიხილოთ, როგორც ინსტრუმენტი: (საშუალება), რომლის მიხედვით
ძალაუფლების სუბიექტი სასურველ შედეგს აღწევს ძალაუფლების ობიექტთან მიმართებაში.
(აქვე აღსანიშნავია, რომ ხშირი შემთხვევაა, როცა ეს პროცესი ემსგავსება „ძალაუფლებას
ვინმეზე“ შედეგს). აქ ძალაუფლების მფლობელის ინდივიდუალური ასპექტი იჩენს თავს.
ძალაუფლება საშუალებას აძლევს ადამიანს აკონტროლის სიტუაცია და მართოს იგი თავის
სასარგებლოდ (ქალთა უფლებები, ახალი კანონების მიღება, საზოგადოების ეკონომიკური და
სოციალური სფეროების მოდერნიზაცია და სხვ).

ძალაუფლება „ვინმეზე”” და ძალუფლება „ვინმესათვის” ხშირად ერთმანეთში ირევა


დაიკარგება ცნებეში ჩადებული აზრი, საჭიროა ამ ცნებების დამოუკიდებლად განხილვა,
რადგან მათი შედეგები კარგად ჩანს კონფლიქტების მოგვარებისას. ბუნებრივია მათი
გამოყენება საჭიროა სხვადასხვა სიტუაციაში. ძალაუფლება '“ვინმესათვის” არ არის, ადამინის
უნარი გაკეთოს ზოგადი რამ, თუ ის უნარის სინონიმად მიიჩნევა, მაშინ ამ ცნებას აზრი
დაეკარგება, რადგან „გააკეთო ვინმესათვის რამე” ძალაუფლების შედეგებს უშუალოდ
აფართოებს.

სამეცნიერო ლიტერატურაში ასევე გამოყოფენ ძალაუფლებას „(ვინმესთან) ერთად“, რაც


ნაშნავს, რომ არსებობს, კოლექტიური ძალა, რომლის მიღწევა შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ
ჯგუფი, ერთად გადაწყვეტს საკითხს. ასეთი გზით უფრო მეტი კეთდება, ვიდრე
ინდივიდუალური გზით და პირადი რესურსებით.

გამოყოფენ ასევე ძალაუფლებას – ,,მასში”, რომელიც თვით ადამიანშია, ინდივიდშია და მის


შინაგან ძლიერებას წარმოადგენს. ადამიანი ასეთ შემთხვევაში წარმოჩნდება, როგორც
საკუთარი თავის მაღიარებელი, მიმღები და პატივისმცებელი. პიროვნების მიერ თავისადმი
ასეთი დამოკიდებულება, განსაკუთრებით თუ ეს საფუძვლიანია, სხვებისათვის ნიმუში,
მაგალითი ხდება. სხვა პიროვნებები იდენტიფიცირებას ახდენენ ნიმუშთან, ერთმანეთის
აღიარების, მიღების და პატივისცემის დონე და ხარისხი მატულობს, რაც თანასწორობის
პრინციპის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ასეთ შემთხვევაში არა პროექციებიდან არამედ
ადამიანების მიმართ, ჰუმანურ დამოკიდებულებასთან გვაქვს საქმე.

კონფლიქტების შემთხვევაში, ძირითადად ვაწყდებით „ძალაუფლებას ვინმეზე”, იგი


გვევლინება წარმმართველ ძალად, მაგრამ კონფლიქტების დარეგულირებისა და
ტრანსფორმაციისათვის მნიშვნელობას იძენს - „ძალაუფლება გააკეთო რამე, ძალაუფლება
ერთად და ძალაუფლება მასში”. ეს მიმართებები ბუნებრივია გაფართოებული სახით უნდა
გამოვიყენოთ. ძალაუფლების შედეგების სხვადასხვა ფორმით გამოყენება კონფლიქტში
ჩართული მხარის (მხარეების) მიმართ დამოკიდებულებას ცვლის.
კითხვები და დავალებები:

_ დაახასიათეთ ძალაუფლების წყაროები განსხვავებული შეხედულელებების მიხედვით;

– დაახასიათეთ ძალაუფლება შედეგის მიღწევის და ზემოქმედების მიხედვით:

– რა განსხვავებაა შედეგზე მიმართულ ძალაუფლების გამოვლინებებს შორის და რა


მიმართებაშია ისინი კონფლიქტთან?

მეცხრე ლექცია - 16 ნოემბერი

კონფლიქტის ესკალაცია და დეესკალაცია

კონფლიქტის ტრანსფორმაცია

კონფლიქტის დინამიკას ორი გამოვლინება აქვს - ესკალაცია და დეესკალაცია. კონფლიქტის


ესკალაცია დინამიკის მაჩვენებელია მათი ინტენსივობა. ესკალაცია თავისი ბუნებით
რეგრესიული ხასიათისაა, რომელიც იწყება გარკვეული ინციდენტით და დიდია ალბათობა,
რომ დასრულდეს შეტაკებით, ბრძოლით. კონფლიქტი თუ დესტრუქციული ბუნებისაა
ესკალაცია სწრაფად აღწევს უმაღლეს სტადიას. ესკალაცია შესაძლოა მტრობის სწრაფიო
ზრდით იყოს განსაზღვრული ან თანმიმდევრული ზრდით ხასიათდებოდეს. ორთავე
შემთხვევაში შესაძლოა დაძაბულობა მწვავე იყოს.

კონფლიქტის ესკალაციის მოდელი მოცემული აქვს ფ.გლაზლს, რომელიც ესკალაციის ცხრა


საფეხურს გამოყოფს და მათ სამ ფაზად ყოფს.

პ ი რ ვ ე ლ ი ფ ა ზ ა:

პირველი საფეხური - პოზიციის განმტკიცება - დაძაბვას აღწევენ პოზიციების გამოხატვით და


შეჯახებით, დროდადრო ურთიერთობებში არის ბზარი, მხარეები დაძაბულები არიან,
მოწინააღმდეგიოს მიომართ ერთიანდებიან, მაგრან ეს აშკარა არაა, ფიქრობენ, რომ ჯერ კიდევ
შეიძლება დაძაბულობის მოხსნა და მოლაპარაკებაში ჩართვა.

მეორე საფეხური - დებატები - ამ საფეხურზე იწყება მხარეთა პოზიციებში პოლარიზაცია,


დებატებში იყენებენ ინტელექტუალურ შესაძლებლობებს, მოვლენები განიხილება „შავ-თეთ“
ფერებში, იყენებებ მკაცრ სიტყვებს და ვერბალურ ზეწოლის ხერხებს იყენებენ, აყალიბებენ
რაფინირებულ პოზიციებს, მეორე მხარეს „ზემოდან’ უყურებენ, იწყება კონკურევცია და
მხარეები ცდილობენ სხვებს დაანახონ საკუთარი პოზიციის უპირატესობა და მათი ქმედების
სამარტლიანობა.

მესამე საფეხური - ქმედება - მხარეები ან რომელიმე მხარე თვლის, რომ საუბარს აზრი
ეკარგება და საჭიროა ქმედებაზე გადასვლა, ირჩევენ ისეთ სტრატეგიას, როდესაც ფაქტები
მომხდარია და მასზე რეაგირებაა საჭირო, მატულობს მეორე მხარის მიმართ უნდპობლობა,
მოლოდინები ნეგატიურია, ფაქტები დამახინჯებულადაა აღქმული და ინტერპრეტირებული,
დაპირისპირებულის როლი ჩამოყალიბებულია, კონკურენციის სტრატეგია წარმართველი
ხდება.

მ ე ო რ ე ფ ა ზ ა:

მეოთხე საფეხური - კოალიციების შექმნა და იმიჯი - ამ საფეხურზე ერთმანეთს მიაწერენ


ნეგატიურ როლებს, სადაც საკუთარი ხატი დადებითადაა შეფასებული, ხოლო სხვისი -
ნეგატიურად. სწორედ ამ ნეგატიურ ხატებს ებრძვის დაპირისპირებული მხარე. ამ
შემთხვევაში მოწინააღმდეგის მიმართ მოქმედებაშია ჩართული ყველა სახის სტერეოტიპები,
დამახინჯებული აღქმები, გავრცელებული ხმები და წინასწარი განწყობები. ამ შენთხვევაში
იქყება მოწინააღმდეგის მომხრეთა გადმობირება. ჩამოყალიბებას იწყებს კოალუციები,
ალიანსები.

მეხუთე საფეხური - სახის დაკარგვა - ამ საფეხირზე ურთიერთობები უფრო იძაბება.


მოწინააღმდეგეზე მითები იქმნება. მათი სახის მიმართ მიზანდასახული პირდაპირი შეტევა
ხორციელდება. ყალიბდება შეხედულება, რომელიც სქემატურად საპირისპირო
ზედსართავებით გამოიხატება - „კარგი-ცუდი“, „წმინდანები- ეშმაკები“ და სხვა. ის ვინც
უარყოფითადაა დასახელებული განდევნის, სიძულვილის ღირსია. ამიტომ ისინი
ყოველთვის იზოლაციაში უნდა ამყოფო. ძირითადი პრინციპია ნეგატიური მოწინააღმდეგის
განადგურება. სხვა, როგორც ნეგატიური თვისებების მატარებელი სახედაკარგული უნდა
არსებობდეს.

მეექვსე საფეხური - დამუქრების სტრატეგიები - ამ საფეხურზე დამუქრების სტრატეგია


ჭარბობს. დამუქრება უკუკავშირსაც გულისხმობს მეორე მხარის მხრიდან. ერთი მხარე
აწესებს სანქციებს, მოთხოვნებს. მუქარა ულტიმატუმების წამოყენებით მთავრდება.

მ ე ს ა მ ე ფ ა ზ ა:

მეშვიდე საფეხური - შეზღუდვები და დამანგრეველი შეტევები - სისტემატიუად იყენებენ


დესტრუქციულ აქტებს და მეორე მხარის მიმართ მკაცრ სანქციებს შეიმუშავებენ. ასეთ
შემთხვევაში მხარეები ერთმანეთის მიმართ დაუნდობლები ხდებიან. ერთმანეთის მიმართ
ხორციელდება გამანადგურებელი დარტყმები.

მერვე საფეხური - მტრული ძალის დეზინტეგრაცია - ამ საფეხურზე მტრის ძალისმიერ


ცენტრებზე შეტევები ხორციელდება. რომელიმე დაპირისპირებული მხარე იქყებს მტრის
სრულ პარალიზებას, მათი მომხრეების წრეში დეზინტეგრაციას. არის ცდები მოახდინონ
მეორე მხარის მომხრეთა იზოლაცია. ყოველივე ეს ხელს უწყობს მოქინააღმდეგი მიერ
შექმნილი სისტემის ჩამოშლას. შემტევი მხარე ხდება შეუვალი და არამართვადი.

მეცხრე საფეხური - სრული განადგურება - ამ საფეხურზე ხდება შეჯახება და ძნელად თუ


დაექვემდებარება დეესკალაციას. სრული კონფრონტაციაა გამოცხადებული. სხვა მხარის
განადგურება შესაძლოა ზოგ შემთხვევაში თვითგანადგურებასაც გულისხმობდეს.
ესკალაციის ამ მოდელში გამოყოფილი ფაზები მიუთითებს კონფლიქტის ინტენსივობის
ზრდაზე. პირველ ფაზაში ინტენსივობა დაბალია და კონფლიქტის დეესკალაცია
ადვილადაამისაღწევი. მეორე ფაზა კონფლიქტის ესკალაციის საშუალო დონეა და ასეთ
შემთხვევაში დეესკალაციისთვის მესამე მიუკერძოებელი მხარის ჩარევაა საჭირო. რაც
შეეხება მესამე ფაზას ამ შემთხვევაში ესკალაციის შემცირება რთულია, რადგან დაძაბულობა
უმაღლეს დონეს აღწევს. დეესკალაცია დიდ ძალისხმევას მოითხოვს ან უხეში ძალის ჩარევას
და დაპირისპირებულ მხარეთა ძალისმიერი მეთოდებით დაშორიშორებას.

ამგვარად, კონფლიქტის დინამიკის მეორე მხარეა დეესკალაცია, რომელიც ინტენსივობის


შეჩერებას ან შემცირებას გულისხმობს. კონფლიქტის ესკალაცია დროში არამდგრადია,
შესაძლოა ქონდეს დასასრული ან კონფლიქტი მხარეთა ძალისხმევით ადრეულ სტადიაზე
შეწყდეს, ეს კი კონფლიქტის დარეგულირებას გულისხმობს.

დეესკალაციის პროცესის საფეხურებია:

1. მხარეები ან რომელიმე ერთი მხარე შეატყობინებს მეორეს თავის მზაობაზე, რომ


მზადაა გარკვეული სახის შეთანხმებაზე;

2. მხარეები წინასწარ მოლაპარაკებებს მართავენ, რომლის ფარგლებში განიხილება


ოფიციალური მოლაპარაკების დღის წესრიგი;

3. მხარეები ერთვებიან პირისპირ მოლაპარაკებაში და აქვთ მცდელობა ორთავე


მხარისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღების;

4. მხარეები უშუალოდ ერთვებიან შეთანხმების მიღწევის პროცესში, რომელიც


სრულდება მიზნის მიღწევით და ორთავე მხარისთვის დამაკმაყოფილებელი
გადაწყვეტილებით. მიღწეული შეთანხმება ფორმდება ხელშეკრულებით.

დ.პრუიტი, ჯ.რუბინი და ს.კიმი კონფლიქტის დეესკალაციის პროცესის შემდეგ სტადიებს


გამოყოფენ:

პირველი - კონფლიქტის შედეგად მხარეებს უყალიბდებათ აზრი, რომ უპირატესობა უკვე


შეუძლებელია და საჭიროა პრობლემის მოგვარებაზე ზრუნვა;

მეორე - ხაზგასმაა მხარეთა პრიორიტეტებზე, რომლითაც შესაძლებელი იქმება სახის


შენარჩუნება ე.ი. კონფლიქტური სიტუაციიდან ისე გამოსვლა, რომ ერთმანეთი არ
ჩათავალონ სუსტად;

მესამე - გამოყენება ხდება კომუნიკაციის ყველა არხის და პირდაპირ კავშირებზე გასვლა;

მეოთხე - საჭიროა მხარეები შეთანხმდნენ საერთი მიზნის მიღწევის გზებზე და გამოავლინონ


გადამკვეთი ინტერესები, რომელიც არსებობს პოზიციების პარალელურად.

ავტორები გამოყოფენ კონფლიქტის დეესკალაციის ხუთ მიზეზს:

1. კონფლიქტის ესკალაცია წყდება იმ შემთხვევაში, როდესაც ერთი მხარე ფლობს


ზეწოლის ბერკეტებს;
2. ერთი მხარე მეორის მიმართ იყენებს ცალმხრივ უპირატესობას, ანუ იყენებს იმ
სიტუაციას, რომელიც მეორე მხარისთვის არახელსაყრელია;

3. ერთი მხარე უთმობე მეორეს;

4. ერთი მხარე განერიდება კონფლიქტს;

5. მხარეთათვის(ან ერთი მხარისთვის) კონფლიქტის სიტუაცია აუტანელი ხდება და


უყალიბდებათ განზრახვა მისი სწრაფად დასრულების. ამას „პიკის წერთილი“ ანუ „მკვდარი
წერტილი“ ეწოდება.

კონფლიქტის ტრანსფორმაცია

კონფლიქტების დარეგულირების სხვადასხვა მეთოდი არსებობს. არის ისეთი სახის


მიდგომები, რომელიც მხოლოდ ძალადობრივი კონფლიქტების შეწყვეტას გულისხმობს.
ასეთ შემთხვევაში გათვალისწინებული არ არის შერიგების ხანგრძლივი პროცესი.
მოსალოდნელია, რომ ამ შემთხვევაში კონფლიქტმა კვლავ იჩინოს თავი.

კონფლიქტის ტრანსფორმაცია თავისი არსით განსხვავდება სხვა მიდგომებისაგან, ძირითადი


არსი იმაში მდგომარეობს,რომ კონფლიქტები ორ მხარეს შორის აღიწეროს როგორც პროცესი,
რომელიც უნდა გადაიზარდოს არაძალადობრივ ქმედებებში. ასეთ შემთხვევებში აქცენტი
მხარეთა საჭიროებებზე კეთდება. ამგვარად კონფლიქტის ტრანსფორმაციის ძირითადი
მიზანია ძალადობრივ და დამანგრეველ კონფლიქტს შეეცვალოს მიმართულება, რათა ის
კონსტრუქციულ ძალად იქცეს. ასეთ პროცესს მივყავართ სოციალურ ცვლილებებამდე,
კონფლიქტის თანდათანობით ჩაქრობამდე ან უკიდურეს შემთხვევაში კონფლიქტის
შეზღუდვამდე და იმ მიზეზების შემცირებამდე, რომელმაც დაძაბულობა გამოიწვია. ამ
პროცესის შედეგად მიღწეული მშვიდობა მოსალოდნელია, რომ მდგრადი იქნება.

კონფლიქტის კონსტრუქციული გზით ტრანსფორმაცია ხანგრძლივი პროცესია,


რომლისთვისაც სხვადასხვა სახის დახმარებები გამოიყენება; მაგალითად სემინარების,
თრენინგების ჩატარება, კონფლიქტში ჩართულ მხარეთა შორის. კონფლიქტის
ტრანსფორმაცია დინამიური და განვითარებადი პროცესია, რაც ფუნდამენტურად ცვლის
ურთიერთობებს, ხოლო ეს ყველაფერი საფუძვლად ედება სტაბილურ მშვიდობას.

არსებობს კონფლიქტის ტრანსფორმაციის სხვადასხვა საშუალებები. ყველაზე ხშირია მესამე


მხარის ჩარევა. საერთოდ, ჩარევა (ინტერვენცია) – რომ კონფლიქტი მშვიდობიან
ურითერთობაში გადაიზარდოს კონფლიქტის დაძაბულობის ყოველ დონეზე ხორციელდება.
მშვიდობიანი, არასამხედრო ჩარევა, რომელიც მიმართულია კონფლიქტების
ტრანსფორმაციისაკენ გულისხმობს სხვადასხვა მიდგომებში იმის გარკვევას, თუ სად რა არის
საჭირო. მაგალითად, ურთიერთობის მოდელის გამოყენება კონფლიქტის მოგვარების
ხორციელდება, როგორც ოფიციალურ, ასევე არაოფიციალურ დონეზე. რაც შეეხება ჩარევას
(ინტერვენცია), ის არა მხოლოდ პროფესიონალების, ფასილიტატორების და სხვა დონეზე
ხდება, არამედ მასში ერევიან საზოგადოების წევრებიც, ჯგუფებიც, ასევე შესაძლოა კერძო
პირებიც ან დაინტერესებული ჯგუფებიც ჩაერიონ.

მნიშვნელოვანია წინასწარი ჩარევა მოხდეს, იქამდე სანამ კონფლიქტი ლატენტურ


სტადიაშია. ასეთ შემთხვევაში შეისწავლება, თუ რა კონფლიქტურ სიტუაციასთან გვაქვს
საქმე, დაისახება გზები კონფლიქტის მოსაგვარებლად. ამ შემთხვევაში აღნიშვნა ხდება იმ
რაიონების, სადაც შესაძლო, პოტენციური კონფლიქტის წყარო ფიქსირდება. შემდეგ, ამ
ადგილებში აწესებენ მონიტორინგს. კონფლიქტი თავიდანვე არაძალობრივად რომ
წარიმართოს, საჭიროა მასში კონფლიქტის საკითხებზე მომუშავე ორგანოები ჩაერიოს. მათი
დავალებით შეაგროვონ ინფორმაცია; შეადარონ იმ მეცნიერული კვლევის შედეგის,
სხვადასხვა მონაცემთა ბაზის, მასობრივი კომუნიკაციის საშულებებით გადმოცემულ
ინფორმაციებს და სხვ. ორგანიზაციები ინფორმაციის ურთიერთგაცვლის შედეგად, თუკი
დაინახავენ, რომ არსებობს კონფლიქტის საშიშროება, აუცილებლად უნდა მიმართონ
პრევენციულ ზომებს. აქვე უნდა ჩართოს საერთაშორისო ორგანიზაციები. ერთობლივი
მუშაობა გულისხმობს, ძირითადი პრობლემებს, ამ პრობლემების ჩარჩოების გამოყოფას. ეს
ყველაფერი საჭიროა იმისათვის, რომ მხარეებმა შემდგომი დიალოგი და მოლაპარაკება
გამართონ. პრევენციულიხომები მისაღებია მთავრობის წარმომადგენლებთან კავშირში,
მიღებულ საშიშ ინფორმაცისთან დაკავშირებით, საჭიროა მოხდეს მათი ლობირება, რათა
კონფლიქტის პროცესში ჩართულ მეორე მხარესთან მოლაპარაკებები აწარმოონ. აღწერილი
პრევენციული ზომები ძალზედ მნიშვნელოვანია, მაგრამ ის შეიძლება იყოს ხანმოკლე, თუ
ყურადღება არ გამახვილდა კონფლიქტის წარმოშობაზე, მის საფუძველზე.

ჩარევის შემთხვევაში ძირითად სამ მოდელს გამოჰყოფენ:

1. „ნაბიჯ - ნაბიჯ" - რომელიც გულისხმობს უნდობლობის ნელ-ნელა შემცირებას,


რწმენისა და ნდობის ატმოსფეროს ეყრება საფუძველი, საუბრობენ შეთანხმებაზე და
ძირითადად ისეთ საკითხებზე თანხმდებიან, რაც ზოგადად წინგადადგმული ნაბიჯი იქნება,
მაგალითად, საერთაშორისო დახმარებებზე, ქიმიური იარაღის გამოყენებისგან თავის
შეკავებაზე და სხვ.

2. „პროცედურული სქემების შემუშავება“ - გულისხმობს პროცესზე ორიენტაციას,


როდესაც კონფლიქტში ჩართული მხარეები დაგეგმავენ, რომ მომავალში აწარმოონ
მოლაპარაკება. ამ პროცესს ხშირად „მოლაპარაკება მოლაპარაკებისათვის“ უწოდებენ.
ძირითადად ეს პროცესები ხანმოკლე ამოცანებს ეხება (მოლაპარაკების დაწყება), მაგრამ ისე
იგეგმება, რომ ხანგრძლივი მიზნების საფუძველი ხდება.

3. „საბოლოო სურათი“ - ამ სტრატეგიით მხარეები აღმოჩნდებიან პირისპირ


პრინციპული საკითხების განსახილველად და გადასაჭრელად. მათ მიერ დაისახება
მომაცლის ფართო მიზნები, რაც ხელს შეუწყობს კონფლიქტის მოგვარებას.

ჩარევას თავისი დონეები გააჩნია. ის შეიძლება განხორციელდეს პიროვნულ, ადგილობრივ,


სათემო, ნაციონალურ, რეგიონალურ, საერთაშორისო და გლობალურ დონეზე. მაგალითად:
მთავრობებს შორის მოლაპარაკებები – გაეროში, მთავრობის დონეზე განხორციელებული
მშვიდობის ხელშეწყობა – ოფიციალური დიპლომატია, მშვიდობის ხელშეწყობის მეორე
დონე – არაოფიციალური დიპლომატია, ანუ სახალხო დიპლომატია, სამოქალაქო მშვიდობის
ხელშეწყობა სამოქალაქო რესურსების გამოყენებით - უხუცესები, პატივსაცემი, გავლენიანი
ადამიანები და სხვა; ეკონომიური მხარდაჭერა მშვიდობის დამკვიდრებაში - დონორი
ორგანიზაციების ჩართვით პრობლემების მოგვარებაში და სხვ.

You might also like