რეზონანსი - ანა მჭედლიშვილი

You might also like

You are on page 1of 11

რეზონანსი

ავტორი: ანა მჭედლიშვილი


1940 წლის 7 ნოემბერს ტაქომა ნაროუზის დაკიდებულ ხიდზე მოძრავი
ავტომობილების მძღოლები უჩვეულო სანახაობის მომსწრენი გახდნენ,
რომელიც, რაღაც მხრივ, არარეალურს ჰგავდა: 855 მ სიგრძის ხიდმა
წთ-ში 36 რხევის სიხშირით დაიწყო რხევა, ამასთან, რხევის ამპლიტუდა
1,5 მეტრს აღწევდა და თანდათან იზრდებოდა. ხიდზე მოძრაობა
შეწყდა, ჩაწყდა ხიდის ცენტრალური სამაგრი, რის შემდეგაც ხიდის
რხევის ამპლიტუდა ისე გაიზარდა, რომ რამდენიმე წუთში ხიდი
ჩაინგრა და სრუტეში ჩავარდა.
ამ დროს არც თუ ისე ძლიერი ქარი ქროდა. რა იყო ხიდის ჩავარდნის
მიზეზი?
ტაქომა ნაროუზის ხიდის ჩანგრევა
ანჟეს ხიდი (საფრანგეთი)
კატასტროფამდე
ანჟეს ხიდი კატასტროფის შემდეგ (1850)
ა ბ გ დ
ჩავატაროთ ცდა და
დავაკვირდეთ, როგორაა
დამოკიდებული ქანქარას რხევის
ამპლიტუდა გარე ძალის
მოქმედების
ორი სადგამი მოვათავსოთ სიხშირეზე
მაგიდაზე და მათ შორის .გავჭიმოთ თოკი.
თოკზე დავკიდოთ 2 ერთმანეთის ტოლი და 2 განსხვავებული სიგრძის
ქანქარა, გამოვიყვანოთ წონასწორობის მდგომარეობიდან ბურთულები
და გავუშვათ ხელი. დავაკვირდეთ დანარჩენი ქანქარების რხევას .
 შევადაროთ ერთმანეთს თითოეული ქანქარის რხევის ამპლიტუდა.
 რომელი საქანი ირხევა (ა) ქანქარის ტოლი ამპლიტუდით?
 ვივარაუდოთ, რატომ ირხევა ეს საქანი (ა) საქნის რხევის ამპლიტუდის
ტოლი ამპლიტუდით?
ა ბ გ დ

ექსპერიმენტის შედეგები

ექსპერიმენტის დაკვირვებისას , (ა) ქანქარა წონასწორობის


გამოსვლის შემდეგ იწყებს თავისუფალ რხევას საკუთარი
სიხშირით. რხევის სიხშირე დამოკიდებულია ქანქარის
ძაფის სიგრძეზე. მისი რხევა საკიდის საშუალებით
გადაეცემა დანარჩენ ქანქარებს და აიძულებს მათ
შეასრულონ რხევა. (ა) ქანქარის საკუთარი რხევის სიხშირეს
ემთხვევა (გ) ქანქარის საკუთარი რხევის სიხშირე, რადგან
მათი სიგრძეები ტოლია. ამიტომ (ა) ქანქარა (გ) ქანქარის
მიმართ დადებით მუშაობას ასრულებს და (გ) ქანქარის
რხევის ამპლიტუდა ასეთი რხევისას (ბ და დ) ქანქარებთან
შედარებით საგრძნობლად მატულობს.
როცა გარე ძალის მოქმედების სიხშირე
ქანქარას საკუთარ სიხშირეს ემთხვევა ,
ქანქარას რხევის ამპლიტუდა მკვეთრად
იზრდება. ამ მოვლენას რეზონანსი
ეწოდება.
რეზონანსის ფიზიკური არსი

 რეზონანსის დროს წარმოიქმნება ხელსაყრელი


პირობები ენერგიის გადასცემად რხევის გამომწვევი
სხეულიდან მერხევ სხეულში.
 რეზონანსის მეშვეობით შესაძლებელია მცირე რხევევბის
გაძლიერება.
რეზონანსი ყოფა-ცხოვრებაში
 დიდი სატვირთო მანქანის გავლისას ფანჯრის მინები ზრიალს იწყებს.
ეს სწორედ რეზონანსის გამო ხდება: მანქანის რხევის სიხშირე
ემთხვევა ფანჯრის მინის რხევის საკუთარ სიხშირეს და მინის რხევის
ამპლიტუდა იზრდება. ზრიალიც ამის შედეგია.
 ნებისმიერი ნაგებობის ფუნდამენტი მერხევი სხეულია, რომელსაც
საკუთარი რხევების სიხშირე ახასიათებს. თუ ფუნდამენტზე რაიმე
დანადგარს დავდგამთ, რომლის ნაწილები პერიოდულად
მოძრაობაში მოდის, მაშინ ეს მოძრაობა ფუნდამენტს გადაეცემა და
მის იძულებით რხევას გამოიწვევს. თუ დანადგარის ან მისი
ნაწილების მოძრაობის სიხშირე ფუნდამენტის საკუთარ სიხშირეს
დაემთხვევა, შესაძლოა, ისე გაიზარდოს ფუნდამენტის რხევის
ამპლიტუდა, რომ ეს უკანასკნელი ჩაინგრეს.
გმადლობთ
ყურადღებისთვის!

You might also like