Professional Documents
Culture Documents
გარეგანი ეფექტები2
გარეგანი ეფექტები2
ეფექტები
გარეგანი ეფექტები
გარეგანი ეფექტები გულისხომობს ერთი პიროვნების ქმედების გავლენას მეორე
პიროვნების ეკონომიკურ მდგომარებაზე. თუ ეს გავლენა მეორე პიროვნებისთვის
წამგებიანია ასეთ გარეგან ეფექტს უარყოფითი გარეგანი ეფექტი ეწოდება ხოლო თუ
მომგებიანია-დადებითი გარეგანი ეფექტი. გარეგანი ეფექტების არსებობისას საზოგადოებას
ინტერესები ბაზართან მიმართებით სცილდება ბაზარზე მოქმედ მყიდველთა და
გამყიდველთა კეთილდღეონის პრობლემებს და იმ ადამინების ეკონომიკურ
მდგომარეობაზეც ვრცელდება რომლებზეც ეს გარეგანი ეფექტები მოქმედებს იმის გამო რომ
მყიდველები და გამყიდველები მოთხოვნის თუ მიწოდების შესახებ გადაწყვეტილებების
მიღებისას უგულვებელყოფენ თავიანთი ქმედებების გარეგან ეფექტებს ბაზრის
წონასწორობა გარეგანი ეფექტების არსებობისას არაეფექტიანია ესე იგი ეს წონასწორობა ვერ
ახერხებს საზოგადოების მთლიანი სარგებლობის მაქსიმი-ზაციას.
გარეგანი ეფექტები
გარეგანი ეფექტები არსებობს ორი სახის დადებითი და
უარყოფითი გარეგანი ეფექტები
უარყოფითი გარეგანი ეფექტები
მაგალითად, გარემოს დაბინძურება დიოქსინით უარყოფითი გარეგანი ეფექტია. მხოლოდ
საკუთარი ინტერესებით შემოფარგლული ქაღალდის მწარმოებელი ფირმები არ
ითვალისწინებენ მათ მიერ გარემოს დაბინძურების სრულ დანახარჯებს და, აქედან გამომ-
დინარე, გარემოს აბინძურებენ და ასე გაგრძელდება, თუკი მთავრობა მათ ამაში ხელს არ
შეუშლის. არსებობს მრავალი სახის საბაზრო ჩავარდნა და ასევე მრავალნაირი საპასუხო პოლი-
ტიკა. მოვიყვანთ ზოგიერთ მაგალითს: ავტომობილების გამონაბოლქვი უარყოფითი გარეგანი
ეფექტია, ვინაიდან წარმოქმნის მავნე აირებს, რითაც ადამიანები სუნთქავენ. ამ გარეგანი
ეფექტის შედეგად მძღო- ლები ატმოსფეროს მეტისმეტად აბინძურებენ. ფედერალური მთავრობა
ამ პრობლემის გადაჭრას იმით ცდილობს, რომ აწესებს დაბინძურების სტანდარტს
მანქანებისთვის და, ამას გარდა, აწესებს გადასახადს ბენზინზე, რათა ადამიანებმა ნაკლებად
იმგზავრონ ავტომობილით.
უარყოფითი გარეგანი ეფე ქ ტები