You are on page 1of 3

სოციალური პროექტი

ხელმძღვანელის
ირინა ჭეჟია
სახელი და გვარი
რაიონი სამეგრელო-ზემო სვანეთი

სკოლა სსიპქალაქ ზუგდიდის N2 საჯარო სკოლა


ქალაქი
ზუგდიდი

კლასი V

თემის მონახაზი

თემის დასახელება - ,,ჩვენ და გარემო’’

პროექტის აქტუალურობის დასაბუთება


სამწუხაროდ, ადამიანი საკუთარი დაუდევრობით მუდმივად აბინძურებს გარემოს,რაც აისახება მავნე ზემოქმედებით
წყალზე, ჰაერზე, ბუნებასა და ნიადაგზე. გარემოს აბინძურებს საყოფაცხოვრებო ნაგავიც, რომელიც ჩვენთვის
გამოუსადეგარი ნარჩენებისგან შედგება. ეს კი საფრთხეს უქმნის პირველ რიგში ჩვენს ჯანმრთელობას, რადგან ჩვენი
დაუდევარი საქმიანობით საფრთხეს ვუქმნით, როგორც ცოცხალ, ასევე არაცოცხალ ბუნებას.
ადამიანები ძალიან ხშირად გაცნობიერებულად აბინძურებენ და ზიან ს აყენებენ გარემოს, სახლიდან გამოტანილ ნაგავს
შეუფერებელ ადგილას, ან სულაც ქუჩაში ყრიან. აქ კი შემდეგ საკვების მოსაპოვებლად სხვადასხვა სახის მწერები,
მღრღნელები თუ ფრინველები უხვად იყრიან თავს და ამ მავნე ნივთიერებების საშუალებით უამრავი დაავადების
გავრცელებას უწყობენ ხელს;
იმისთვის, რომ სუფთა და ჯანსაღ გარემოში ვიცხოვროთ, პირველ რიგში აუცილებელია დავიცვათ ის ტერიტორია,
სადაც ვიმყოფებით და არ დავყაროთ ქუჩაში ბოთლები, პარკები, ნარჩენები და სხვა.)

პროექტის მიზანი
 მოსწავლეებს შეუძლიათ გარემოზე ზრუნვის ელემენტარული წესების დაცვა;
 მოსწავლეები გაიაზრებენ გარემოს სისუფთავის აუცილებლობას;
 მოსწავლეები შეაგროვებენ და დაახარისხებენ ინფორმაციას;
 შექმნიან ილუსტრაციებსა და ჩანახატებს;
 განივითარებენ შემოქმედებითი აზროვნების უნარებს;
 მოსწავლეებს შეუძლიათ დამოუკიდებლად მუშაობა და ჯგუფში თანამშრომლობა;
მოსალოდნელი შედეგები

მოსწავლეები შეძლებენ დაიცვან გარემოზე ზრუნვის ელემენტარული წესები და გააცნობიერონ თავიანთი როლი
ჯანსაღი გარემოს შექმნაში.
გამოიმუშავებენ გარემოსდაცვით წესებსა და ქცევებს;
მოსწავლეებმა შექმნეს გარემოსდაცვითი ბუკლეტები,პოსტერები, დარგეს ხეები, ყვავილები, სკოლის მიმდებარე
ტერიტორიაზე მოათავსეს ურნები, საკლასო ოთახი გაალამაზეს თავიანთი სახელობის ქოთნის ყვავილებით,
დაასუფთავეს სკოლის ეზო, შეისწავლეს ლექსები ბუნებაზე, შექმნეს თემატური ილუსტრაციები;
განხორციელების დროის ჩარჩო

3 კვირა(8.10.18-29.10.18)

თემის საფუძვლები

შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები


ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები:
ბ) ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნება და დაცვა;
ამოცანები და განხორციელების გზები
I კვირა
 პრობლემის გაცნობიერების მიზნით მაპროვოცირებელი შეითხვების დასმა;
 გარემოზე ზრუნვის წესების ჩამოყალიბება;
 ინფორმაციის მოძიება და დამუშავება;
 ბუნების დაცვასთან დაკავშირებული ლექსებისა და მოთხრობების შესწავლა;
 საკლასო დისუსია-როგორ ხდება გარემოს დაბინძურება, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მას და რა როლი
აკისრია თითოეულ ჩვენგანს გარემოს დაცვის საქმეში?( 8.10.18-12.10.18).

I I კვირა

 ჯგუფებად დაყოფა და ფუნქციების გადანაწილება;


 თითოეული ჯგუფისთვის პოსტერის დამზადების იდეის შეთავაზება;
 გარემოსდაცვითი მოწოდების ბუკლეტების დამზადება;
 თითოეული ჯგუფისთვის სამუშაოს მიცემა და მის ერთობლივ შესრულებაზე ზრუნვა მშობლებისა და
მასწავლებლების ჩართულობით; (1. ეზოს კონკრეტული მონაკვეთის დასუფთავება; 2. მიწის დამუშავება; 3.
ნერგების მოტანა და ყვავილების დარგვა უფროსების დახმარებით; )
 შესაბამისი სამოსით მოსწავლეთა უზრუნველყოფა (მაისურები ლოზუნგით ,,ჩვენ ვზრუნავთ გარემოზე’’,
ქუდები, ხელთათმანები)
 შესრულებული სამუშაოს ანალიზი; მოსწავლეთა შთაბეჭდილებების ზეპირი და წერილობითი
აღნიშვნა;(15.10.18-19.10.18)

I I I კვირა
 საკლასო გარემოზე ზრუნვა-ქოთნის ყვავილების მოტანა;
 საკლასო გამოფენის მოწყობა გარემოს დაცვასა და ბუნების მშვენიერებაზე;
 მშობლების დახმარებით სკოლის ეზოში ფერადი ურნების დადგმა;
 პროექტის შეჯამება, პრეზენტაცია- მოსწავლეები სკოლის ეზოში გამართავენ პრეზენტაციას, დაარიგებენ
გარემოსდაცვის მოწოდებით ბუკლეტებს, წაიკითხავენ ლექსებსა და საინტერესო ტექსტებს ბუნებასა და მასზე
ზრუნვის აუცილებლობაზე; შეეცდებიან საზოგადოებას დაანახონ გარემოს დაცვის აუცილებლობა;(22.10.18-
29.10.18)

პროექტში მონაწილეთა გამოცდილება


ამ ეტაპზე მოსწავლეები პროგრამული მასალით იცნობენ ნაწარმოებებს ბუნებასა და გარემოზე, ნაწილობრივ აქვთ
ცოდნა სუფთა გარემოს მნიშვნელობისა და აუცილებლობის შესახებ,;
მონიტორინგი და შეფასება

პროექტის მსვლელობის პროცესში მოსწავლეებისგან პერიოდულად ვღებულობ უკუკავშირს, ვაწარმოებ მათზე


დაკვირვების დღიურს. ვაკვირდები მათ ჩართულობასა და სამუშაო პროცესს, ვეხმარები ინფორმაციის ორგანიზებაში,
საჭიროების შემთხვევაში ვაძლევ მიმართულებას და რეკომენდაციებს დაგეგმილი სამუშაოს უკეთ შესასრულებლად;
თითოეული აქტივობის ბოლოს კეთდება აღწერითი კომენტარი და მოსწავლეები აფასებენ ერთმანეთის ნამუშევრებს;
პროექტის დასკვნით ეტაპზე მოსწავლეები გააკეთებენ თვითშეფასებას გაწეული მუშაობის შესახებ; ჯგუფები
გააკეთებენ ურთიერთშეფასებას და გამოხატავენ თავიანთ დამოკიდებულებებსა და შთაბეჭდილებებს; ყველა
აქტივობისას პასუხისმგებელი პირი ვიქნები მე, თანაშემწეებად კი მეყოლება სხვადასხვა მოსწავლე, შესაბამისად ამ
ნაწილშიც მოხერხდება მათი ჩართვა და ფუნქციათა გადანაწუილება, რაც გააადვილებს მონიტორინგისა და შეფასების
პროცესს, შეამცირებს რისკფაქტორებს.

მონაწილეთა ჩართულობა იდეის განვითარებაში


მოსწავლეები თავად გამოთქვამენ ინიციატივებს პროექტის ფარგლებში განსახორცილებელი ღონისძიებების შესახებ.
გამოთქვამენ თავიანთ იდეებსა და მოსაზრებებს, აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა სახის აქტივობებში მათი
შესაძლებლობებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე; მოუწოდებენ მშობლებსა და თანატოლებს იდეის
განსახორცილებლად ჩართულობაში.
მოსწავლეთა მშობლები აქტიურად მონაწილეობდნენ პროექტის ყველა ეტაპზე: ეზოს დასუფთავება, საკლასო ოთახის
მორთვა, საზოგადოების ინფორმირებაში მოსწავლეთათვის დახმარების გაწევა; მათი ჩართულობა მოსწავლეთათვის
მნიშვნელოვანი იყო მეტი მოტივაციისაა და გულმოდგინებისთვის;

პროექტის განხორციელების რისკი და შესაძლო ხარვეზი


პროექტის მსვლელობისას შესაძლოა ხელი შეგვიშალოს ამინდის ცვლილებამ ღია ცის ქვეშ დაგეგმილი აქტივობების
განსახორცილებელად, ან დასჭირდეს იმაზე მეტი დრო, ვიდრეპროექტითაა გათვალისწინებულია

You might also like