You are on page 1of 2

ალავერდობა - გურამ რჩეულიშვილი

მწერლისა და შემოქმედების მიმოხილვა


1 - რჩეულიშვილის მოთხრობები გამოირჩევა საოცარი ენერგიით, სიცოცხლის დიდი სიყვარულით, ეს
გადადის მკითხველზეც და აღივსება ამ გრძნობით, სამყაროსა თუ ადამიანების მიმართ.
2 - მის მოთხრობებში არის პერსონაჟები, რომელთა გულშიც არის ბრძოლა ვნებებისა თუ სურვილების, მაგრამ
უმრავლეს შემთხვევაში, ისინი გამოდიან გამარჯვებულნი და არიან ამაღლებულნი.
3 - მისი გარდაცვალება ასოცირდება გმირობასთან. გურამი ისვენებდა ზაფხულობით გაგრაში, სწორად ამ
პერიოდში, ერთ-ერთ დღეს, შეამჩნია, რომ ზღვაში იხრჩობოდა უცხო ქვეყნის მოქალაქე მანდილოსანი და
სცადა მისი გადარჩენა, შევიდა ზღვაში, მაგრამ იგი ჩაითრია მორევმა, რაც გახდა გარდაცვალების მიზეზი.

პ.ს. - ალავერდი წარმოჩნდება მოთხრობაში, როგორც ღვთისგან ნაბოძები დიდებული საჩუქარი ადამიანებისათვის

ტექსტის მიმოხილვა იდეურად


1 - მთავარ გმირს არ შეუძლია შეგუება ყოველდღიურ ერთფეროვნებასთან, იმდენად დიდი ენერგიით არის
სავსე შინაგანად, შემოქმედებითი ენერგიით, რომ მას სურს გათავისუფლდეს ამ ერთფეროვნებისგან,
შეიტანოს მასში მღელვარება და ადამიანიც ყოველთვის ასე იყოს მოწოდებული, რომ ვერ შეეგუოს
ვერანაირად უმოქმედობას.

2 - ადამიანი მუდმივად უნდა ცდილობდეს რაღაცის შექმნას, ერთფეროვანი ყოფიდან ამოვარდნას, უნდა
მიისწრაფოდეს ჰარმონიულობისაკენ, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავთან, ბუნებასთან,
საზოგადოებასთან და ა.შ.
მაშინ ის სრულყოფილად შეძლებს შეიმეცნოს ღვთისგან შექმნილი სამყაროს მრავალფეროვნება.

უშუალოდ ტექსტის განხილვა


პირველი აბზაცები - მწერალი გვიქმნის სევდიან განწყობას, რათა შემდეგ ამაღლებული შინაგანი განწყობა,
უფრო მკვეთრად წარმოჩნდეს.

1 - „ამ წელს მთელი გაზაფხული იწვიმა; წვიმდა მთელი ზაფხულიც, ხალხი დადიოდა საწვიმრებსა და მსუბუქ
პალტოებში, ყველა ამინდის გამოსვლას შემოდგომისთვის ელოდა, მაგრამ სექტემბერში უფრო მოუმატა
სუსხმა, მხოლოდ საქართველოში პირველად ჩამოსულები დადიოდნენ თეთრ პერანგებში თმებჩამოშლილი,
გალუმპულები და თავს ირწმუნებდნენ, რომ აქ გაცილებით კარგი ამინდია, ვიდრე ჩრდილოეთში“
ა ) ეს ხაზს უსვამს, რომ მწერლის აზრით, საქართველო არის გამორჩეული ქვეყანა და გამორჩეული ხალხი ცხოვრობს
აქ. ქართველისთვის, საკუთარი ქვეყანა არის განსაკუთრებული და სამშობლოს სიყვარულითაა გაჟღენთილი
მოთხრობაც.
- სიყვარულის მიზეზები - საოცარი ბუნება, ხალხი.

2 - მთავარი გმირი ალავერდობისთვის ჩადის თელავში, რათა დაესწროს ამ დღესასწაულს, მიიღოს ახალი
ენერგია და კარგად იცის, რომ ამ დღეს წარმოჩნდებოდა ხალხის ერთიანობა, დიდი რწმენა ღვთისა.

3 - აღწერს ბუნებას, მის სილამაზეს, ჰარმონიულობას და აღტაცებულია.


აღწერს მზის ჩასვლას, ღამის პეიჟაზს, რომელსაც ახლავს თავისი ფერადოვნება და გვიხატავს საოცარ
სურათს.
ა) „ იდგა მთლიანი სიბნელე და წყვდიადში მოჩანდა სადღაც უსასრულო სიღრმიდან მომავალი უმანძილო მინდორი , ის
კი არ მოჩანდა, არამედ ინტუიციით ხედავდა მას ადამიანის თვალი და გრძნობდა მის არსებობას კახელი კაცის სხეული “

4 - გმირის გული ივსება საოცარი სიამაყით, რაც აღძრა ქართველობამ, ის არის ყოველივე ბუნებისა და
შემოგარენის ნაწილი.
ა) „ საიდანღაც მოვარდნილმა სიამაყემ აავსო ბურჯის თავზე მჯდომის გული, ის, დისჰარმონიისაგან გამოწვეული
სევდის მაგივრად, გრძნობდა ახალ, იმავე ადამიანური ძალის შეგნებულ მორევას , რომელიც გამოყოფს მას ამ
წყვდიადიდან, მუდმივი შრიალიდან“.

5 - ყურადღებას იქცევს ის, რომ მთავარი გმირი ესწრება ალავერდობას, მაგრამ მის გულში სიხარულის
ნაცვლად იბადება წუხილი. ის ხედავს არა დღესასწაულს, არამედ უბრალოდ ღრეობას, ამ ყველაფრის
აღწერას კი ეთმობა მოთხრობის დიდი ნაწილი.
ა) ადამიანები არიან შეკრებილნი, მაგრამ მათ შორის არ არის ერთიანი სულისკვეთება, ისინი არ არიან აღტაცებულნი
და ამაღლებულნი, რწმენის უფრო მეტად შესაგრძნობად.
ბ) „გამხმარი მედოლე _ დოლი ხელიდან უვარდება, განაგრძობენ ღამენათევები სმას, ყოველგვარი ხალისის ან
ყურადღების გარეშე მოსული მოცეკვავეებისადმი, ცეკვავენ დახლიდარ-შოფრები, სოფლის `სტილნები ~ თავისთვის “ და
ა.შ.
გ) „წინანდელმა რელიგიულმა დღესასწაულებმა დაკარგეს თავიანთი პირვანდელი მნიშვნელობა და ახლა იქცნენ
ლოთების, უსაქმურების ხანმოკლე შფოთისა და დროსტარების ადგილებად“

- ეს ყოველივე უპირისპირდებოდა იმ ჰარმონიულობას, რომლის შეგრძნებაც ჰქონდა ბუნებაში.

6 - გმირის სულში იბადება პროტესტის განცდა, სურს ეს ერთფეროვნება გაარღვიოს და შეიტანოს დისონანსი
ამ ყოველივეში.
ა) მოიპარავს ერთ-ერთ ცხენს, მოახტება, გაიყვანს ჭალებში და იქედან შემოვარდება , დაარღვევს ერთფეროვნებას .
- „გიგანტური თეთრი გემივით იზრდება მის წინ ულამაზესი და უდიდესი ტაძართა შორის ალავერდი და მიდის მისკენ
საბედისწეროდ, როგორც ზღვაში მოულოდნელად ბურუსიდან გამოსულ მარტოხელა მენავეზე ხომალდი“, გმირი
ერთგვარ ექსტაზში იმყოფება, მიიპყრობს ყველას ყურადღებას.
ბ) „ - უუუუჰ, – იჩუტება მის ქვეშ ცხენი, რომელსაც გაბერილ ფილტვებში გაუყარა ლეკმა ხანჯალი“ .
- მას შემდეგ, რაც გურამი ჩაურბენს ცხენით პატრონს ახლოს, ცხენს გაუყრიან ხანჯალს, ხოლო გურამი გაიქცა
ტაძრისკენ.
გ) „უცებ მის თვალებში იჭრება კახეთის მიწიდან ატყორცნილი მზის სხივების თვალისმომჭრელი სიკაშკაშე – პატარა
სარკმელთან ავარდნილი“ - სინათლის სვეტი ჩაიჭრება კიბეებზე და გაანათებს ყოველივეს, ქვემოდან ამოსულ ლეკს კი
ეჩვენება „ალავერდის ღმერთისგან გამოგზავნილი თვითონ გიორგი, თეთრ რაშზე მჯდომი, მოსდევს უკან “, რის
შემდეგაც კი შეშინებულნი ჩარბიან უკან.

დ) იშლება ორი სურათი : ერთი მხრივ, გურამი დაჰყურებს ხალხს, გაშლილ სივრცეებს, მეორეს მხრივ -
ხალხის მზერა გურამისკენ, რომლის სახეც მიემსგავსება სიმბოლურად მაცხოვარს, იესოს, რომელიც ასე
ცდილობდა ხალხის ყურადღება და დაეყენებინა ისინი სწორ გზაზე.
ე) გმირი თითქოს იტვირთავს მისიას და გამოეცხადება ადამიანიანებს იმისთვის, რომ გამოაფხიზლოს ისინი
და ამოიყვანოს ცხოვრებისეული ჭაობიდან, სადაც ხალხია ჩაფლული.

7) გურამი მიზნის მიღწევის შემდეგ, თითქოს ენერგისგან იცლება და ხვდება ჭეშმარიტებას.


- „ვნების სიმძაფრე შენებაშია და არა აშენებულით ტკბობაში“ . გურამი შეიგრძნობს, რომ ხალხია შემოქმედი
ალავერდისა და კიდევ უამრავი ტაძრისა, რომლებიც აშენებულა.

ფიქრობს, რომ თვითონაც არის შემოქმედი და რაც მან გააკეთა, იყო იმისთვის, რომ შეეგრძნო ეს საოცარი რამ -
მთავარი სიხარული მოაქვს შენებას და არა აშენებულით ტკბობას.

You might also like