You are on page 1of 3

პლატონი - სახელმწიფო

პირველი მნიშვნელოვანი ფრაგმენტი - დიალოგი სოკრატესა და პოლემარქეს მამის - კეფალეს.

პოლიმარქეს მამა, კეფალე დაბერდა, მოტეხილია და გამოთქვამს აზრებს სიბერის შესახებ. იგი
საუბრობს იმ მოხუცებზე, რომლებიც მისტირიან სიჭაბუკეს და თავად ეხრობა სოფოკლეს აზრს.
პოეტ სოფოკლესთვის ერთხელ უკითხავთ, სასიყვარულო განცხრომაზე რას იტყვიო, მას კი მიუგია,
რომ ისე ბედნიერად გამოექცა, როგორც გამოურბიან გამძვინვარებულ და სასტიკ მრბძანებელს.
აქედან პოლიმარქეს მამა ასკვნის, რომ ბერიკაცების დრტვინვის მიზეზი სიბერე კიარა ადამიანური
ბუნებაა. თავდაჭერილი კაცისთვის სიბერე არც ისე ძნელი ასატანია, უწესოს და აღვირახსნილს კი
სიბერის გაძლებაც უჭირს და სიჭაბუკისაც. სოკრატესთან დიალოგში კეფალე აღნიშნავს, რომ
სიღარებიეში თვით თვინიერ კაცსაც კი უბედურებად მიაჩნია სიბერე, ხოლო უკეთურს სიმდიდრეც
ვერ შუმსუბუქებს სიბერის ტვირთს. [ ესეიგი, თვინიერი კაცისთვის სიბერე სასიამოვნოა,
ავარდნილისთვის არა, მაგრამ ამ კანონზომიერებას ანგრევს სიღარიბე - ამაში თვინიერიც და
მითუმეტეს ავარდნილიც უბედურია ].

სოკრატე თვლის, რომ ის ვისაც არ მოუხვეჭავს ავლადიდება, არც ეტრფის მას, მან კი ვინც საკუთარი
შრომით მოიპოვა ორმაგად უყვარს, როგორც მამას შვილი. ასეთ ხალხთან ურთიეღთობა კი ძნელია,
არაფერი მოსწონთ სიმდიდრის გარდა.

კეფალე ფიქრობს, რომ მოხუცებულობაში ყველა ადამიანს ფიქრები აეშლება, გადახედავს თავის
ცხოვრებას და თუ ბევრი უსამართლობა უქმნია, მომავლის შიში ექნება და თუ პირიქით -
უსამართლობაში წილი არ უდევს, იმედით განისჭვალება. სოკრატეს კითხვაზე, რაში შეიძლება
წაადგეს კაცს სიმდიდრე, კეფალე პასუხობს, რომ ეს ღმერთისთვის მსხვერპლშეწირვა და კაცისთვის
შემწეობაა.

კეფალეს აზრით სამართლიანობა განისაზღვრება სიმართლის თქმითა და იმის უკანვე დაბრუნებით,


რაც მიგიღია.

ამას სოკრატე აქარწყლებს ჭკუაზე შემცდარი ადამიანის მაგალითით, რომელსაც არ უნდა


დაუბრუნო კუთვნილი ხმალი.

სოკრატე და პოლიმარქე განიხილავენ სამართლიანობას. ისინი სიმონიდეს სიტყვებზე მსჯელობენ


„სამართლიანობა მოითხოვს, თვითეულს მივაგოთ მისი კუთვნილი“. მსჯელობის შემდეგ კი მიდიან
აზრამდე, რომ ეს პოეტური ნაქვამი გულისხმობს იმას, რომ სამარტლიანობა თვითოეულისთვის მისი
კუთვნილის - მართებულის მიგებას ნიშნავს. მაგალითად, მეგობრისთვის - სიკეთის, მტრისთვის კი -
ბოროტების. მოსაუბრეებს უჩნდებათ კითხვა, სად შეიძლება ადამიანმა ყველაზე ნათლად
აღარსრულოს სამართალი? და პოლიმარქე ამბობს - ომში. „სადაც საშუალება იქნება პირველთა
მხარდამხარ იბრძოლოს მეორეთა წინააღმდეგ“.

მშვიდობის დროს სამართლიანობა ურთიერთობების შესაძენადაა საჭირო პოლიმარქეს აზრით.

მეგობარი ისაა, ვინც არამარტო ღირსეული გვგონია, არამედ მართლა ღირსეულია, ხოლო ვინც
მარტოოდენ ღირსეული გვეჩვენება, ის ნამდვილ კი არა, მოჩვენებით მეგობრად უნდა მიგვაჩნდეს.
იგივე ითქმის ჩვენს მტრებზედაც.
სოკრატე და პოლიმარქე მსჯელობით ამტკიცებენ, რომ სიმონიდეს სიტყვები, უფრო სწორად,
დეფინიცია სამართიანობისა არასწორია. თუ ვინმე ამტკიცებს, რომ სამართლიანობა ისაა, რომ
თვითოეულს მისი კუთვნილი მოაგოო, ხოლო თავის მტკიცებაში იმ აზრსა დებს, რომ სამართლიანი
კაცი მტრებს უნდა ვნებდეს, მეგობრებს კი რგებდეს, - შეუძლებელია ბრძენკაცად მიგვაჩნდეს იგი,
რადგანაც მისი მტკიცება მცდარია; ჩვენ ხომ გავრკვიეთ, რომ სამართლიანი კაცი არავის არასდროს
ვნებს - სოკრატე .

ამ მსჯელობის გამოყვანა :

რადგან, მხედარი მხედრობით მხედრობას მხედარს ვერ გადააჩვევს არც სამართლიან კაცს შეუძლია
სამართლიანობით უსამართლო გახადოს მოყვასი.

რადგან, რაღაცის დასველების უნარი მშრალს კიარა, მის საპირისპიროს შესწევს, რაღაცის გათბობის
უნარი ცივს კიარა, ცივის საპირისპიროს, ამგვარად არც სამართლიან კაცს არ უნდა შეეძლოს რომ
ვინმეს ავნოს, არამედ პირიქით!

სოკრატესა და პოლემარქეს მსჯელობას მოთმინებით უსმენდა თრასიმაქე, რომელსაც აევსო ეს


მოთმინების ფიალა და უბღავლა სოკრატეს, რომ ნათლად და გარკვევით ჩამოეყალიბებინა რა იყო
სამართლიანი და მოშვებოდა უსასრულო შეკითხვებს.

განრისხებულმა თრასიმაქემ რა არ ეძახა სოკრატეს და ბოლოს უთხრა, მე გასწავლი რა არის


სამართიანობა, მარა მაგისთვის ქირა უნდა გადამიხადოო, ნუ ამაზე სხვები იტყვიან ცოდნის ქირას
ჩვენ გადავიხდით ოღონდ განმარტეო, სოკრატეც მშვიდად შეხედავს და თრასიმაქე იტყვის :
„სამართლიანობა სხვა არა არის რა, თუ არა ის, რაც ხელსაყრელია ყველაზე ძლიერისათვის“.

თრასიმაქე საუბარს აგრძელებს იმით, რომ სახელმწიფოს მოწყობის სხვადასხვვა ფორმები არსებობს
: ტირანია, დემოკრატია, არისტოკრატია. ყველა სახელმწიფოში ძალა მის ხელთაა, ვინც
ხელისუფლების სათავეში დგას. ყველას მისთვის ხელსაყრელი კანონები აქვს. კანონების
გამოქვეყნების შემდეგ კი აცხადებენ, რომ ქვეშევრდომთათვის სამარტლიანია ის, რაც ხელსაყრელია
ხელისუფლებისთვის. შესაბამისად, ყველა ქვეყანაში სამართლიანად ერთი და იგივე რამაა მიჩნეული,
ამას სახელმწიფო ადგენს, რაც მისთვის ხელსაყრელია.

ამას სოკრატე აუბამს მსჯელობას, თან შიგადაშიგ დაითანხმებს თრასიმაქეს, რომ ხელისუფლება
ხანდახან ცდება და ისეთ კანონებს იმუშავებს, რაც საზიანოა ქვეყნისთვისაც და ხალხისთვისაც და
მაშასადამე სამართლიანი არ უნდა იყოს ხალხის მიერ შესრულება იმ კანონებისა რაც შეცდომით
შექმნილი და საზიანოა, ეს არახელსაყრელიც გამოდის ხელისუფლისთვის.

ამდენად, სოკრატე ეუბნება, რომ ხელისუფალი (ექიმი, მესაჭე - თავიანთ საქმეებში ამგვარად
იქცევიან) იმას კი არ განიხილავს ანდა აწესებს, რაც თვით მისთვისვეა ხელსაყრელი, არამედ იმას,
რაც ხელსაყრელია მისი ქვეშევრდომისა თუ ხელქვეითისთვის, ვისი გულისთვისაც იღწვის.

თრასიმაქე აყალიბებს აზრს, რომ უსამართლობა ძალიან ძლიერია, როგორც ადამიანებს შორის
ურთიერთობის დროს, ისე ადამიანსა და სახელმწიფოს ურთიერთობის დროს. მისი დასვკნა კი არის
შემდეგი : „სამართლიანობა არის ის, რაც ხელსაყრელია უძლიერესისთვის, უსამართლობა კი
თავისავადაა სასარგებლო და ხელსაყრელი“.

სოკრატე მას უპირისპირდება და უმტკიცებს, რომ თუ ხელისუფალი ნამდვილი ხელისუფალია, ის


ხალხზე ზრუნავს, ისევე , როგორც ნამდვილი მეცხვარე ცხვარზე. ეს იმიტომ, რომ მმართველობა ვერ
უზრუნველყოფს საკუთრივ მმართველის სარგებლობას. მმართველის სარგებლობა გასამრჯელოა,
რასაც ხალხი უხდის და არა მისი გადაწყვეტილებები. სწორედ ამიტომაა, რომ ნებაყოფლობით და
უსაზღაუროდ არავინ მოისურვებს მმართველობას.

თრასიმაქეს უსამართლობა სიბრძნედ და სიქველედ მიაჩნია, სამართლიანობა კი მათს


საპირისპიროდ.

მას სოკრატე უმტკიცებს და თან ითანხმებს, რომ ღირსეული და ბრძენი კაცი არ ეცდება აღემატოს
თავისსავე მსგავსს, არამედ მხოლოდ იმას, ვინც მას არა ჰგავს. უმეცარი და უღირსი კაცი კი ეცდება
თავის მსგავსსაც აღემატოს და იმასაც, ვინც მას უპირისპირდება.

ასევე სოკრატე დაითახნმებს, რომ უსამართლობა თუ ხალხში გაჩნდება და ხალხს მოედება , ისინი
ერთანეთს შეიძულებენ და დაიღუპებიან, ორ კაცშიც ასე მოხდება. სამართლიანობა კი მათ მომავალს
უძღვნის.

ბოლოს , სოკრატე მოიყვანს მაგალითებს, რომ ყველაფერს აქვს თავისი ღირსება, ანუ ის რაშიც იგი
კარგია - თვალი მხედველობაში , ყური სმენაში. შესაბამისად ყველაფერს აქვს ღირსება და ასეთი
ღირსება სულისა არის სამართლიანობა. შესაამისად ის ადამიანი ვისაც ეს ღირსება სულისა ექნეაბა
უფრო ბედნიერად იცხოვრებს, მას კი ვისაც ნაკლიაქვს , ის უბედური იქნება.

ბოლოს სოკრატე აღნიშნავს, რომ სამართლიანობის დეფინიციის განმარტებიდან თრასიმაქემ იმაზე


გადაატანინა საუბარი სიქველეა თუ არა იგი და ამიტომ ძირითადი სამსჯელო საკითხი გამოეცალა.

რომ შევაჯამოთ, სოკრატემ ყველა დაამარცხა დიალოგში, საკმაოდ ლაკონურად, მოკლე


შეკითხვებით და ყველა მოკამათე მიიყვანა მათი აზრის საპირისპირომდე. დასკვნა კი ის დადო, რომ
სამართლიანობა სიბრძნე და სიქველეა. სამართლიან კაცს არ უნდა შეეძლოს ვინმეს ავნოს და
ხელისუფლებისთვის ხელსაყრელი მანდამაინც სამართალი არ არის.

შესწორება//

პოლემარქე = ჩხუბის თავი, სიტყვასიტყვით [ ფიზიკური აქტივობა ახასიათებს]

ყველა თავისი პროფესიით განსჯის სამართალს

კეფალე ვაჭარი - ვაჭრულად აღიქვამს

პოლემარქე ეთანხმება სიმონიდეს - ჯარისკაცი

თრასიმაქე - სოფისტი

პოლიმარქესთან - არეტე. სამყაროს გაუარესება არ უნდა შეეძლოს სამართლიან ადამიანს

You might also like