You are on page 1of 4

პლატონის სახელმწიფო, მეორე წიგნი

მეორე წიგნში სოკრატესთან საუბარს იწყებს გლავკონი. \

გლავკონი ჩამოთვლის სიკეთის სამ სახეობას : როცა კეთება გსიამოვნებს მხოლოდ, როცა კეთებაც
გსიამოვნებს და შედეგიც, როცა კეთება არ გსიამოვნებს, მაგრამ შედეგი გსიამოვნებს. და ეკითხება
სოკრატეს, რომელია მისი აზრით სამართლიანობა. სოკრატეს აზრით, ყველაზე მშვენიერი
თავისთავად საამოა და თავისი შედეგებითაც სასურველია ყოველი ჩვენგანისათვის, ვინც მიელტვის
ბედნიერებას.

გლავკონი მიიჩნევს რომ სამართლიანობა ისაა, რისი კეთებაც არ გსიამოვნებს, მაგრამ შედეგი
მოგწონს. - სამართლიანობის ყველა მიმდევარი იძულებით იქცევა, თითქოს ის აუცილებლობა იყოს
და არა სიკეთე.

გლავკონი თითქოსდა სასოწარკვეთით ეუბნება სოკრატეს, რომ სწყურია გაიგოს სამართლიანობის


არსი და მისი უპირატესობა უსამართლობაზედ, ამიტომ სოკრატესთვის განზრახ შეაქებს
უსამართლობას , რომ ამ უკანასკენლმა გაუქარწყლოს ეჭვები.

გლავკონის არგუმენტები.

რა არის სამართლიანობა და საიდან იღებს დასაბამს : უსამართლობის ჩადენა კარგია, მისი ატანა -
ცუდი; ამასთან, უსამართლობის ატანა უფრო ცუდია, ვიდრე მისი ჩადენაა კარგი. ამიტომ
ადამიანებმა გემო გაუგეს და დადეს ორმხრივი ხელშეკრულება, კოდექსები, რომ უსამართლოდ არ
მოექცეოდნენ ერთმანეთს. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ვისაც უსამართლობის ჩადენის უნარი
შესწევს, აზრადაც არ მოუვა ხელშეკრულების დადება იმის თაობაზე, რომ დაუშვებელია
უსამართლობის ჩადენა ან მისი ატანა. სამართლიანობის მიმდევრები მხოლოდ მისდა უნებურად
მისდევენ მას, რადგან უსამართლობის ჩადენის ძალა არ აქვს.

გლავკონი საკუთარ აზრს შესანიშნავად აქანდაკებს გიგესის ბეჭდის ამბით. ეს ბეჭედი უჩინარს
ხდიდა ადამიანს და ჰიპოთეტური დაშვებით, გინდ სამართლიან კაცს ეკეთოს, გინდ უსამართლოს,
გაჭრილი ვაჭლებივით ემგვანებიან ერთმანეთს და ზუსტად ერთნაირ საქმეებს ჩაიდენენო.

ამის მერე გლავკონი დაუშვებს, რომ შეუპირპისპიროს ერთმანეთს ყველაზე უსამართლო და ყველაზე
სამართლიანი კაცი. თავადვე ახასიათებს მათ - ყველაზე უსამართლო გამორჩეული იქნება დიდი
ოსტატობით, არასდროს გამოჩნდება რომ უსამართლოა, სულ სამართლიანი კაცის სახელი ექნება და
ყველაფერს მიითვისებს, სამართლიანი კაცი კი პირიქით - მას უსამართლოსაც დაუძახებენ და ბევრ
ავს ეტყვიან , მაგრამ ბოლომდე სამართლიანი იქნება. და აი მაშინ, ამბობს გლავკონი, როცა ერთი
უსამართლობის, მეორე კი სამართლიანობის უკიდურესს ზღვარს მიაღწევენ, ვკითხოთ , რომელია
უფრო ბედნიერი!

აქვე გლავკონი, როგორც ამ მსეჯობისთვის საჭიროდ უსამართლოთა გამამართლებელი, დასძენს,


რომ უსამართლო კაცი უფრო ბედნიერი იქნება, ის ყველა ქალს დაისაკუთრებს, მეფე გახდება,
ღმერთსაც მეტ მსხვერპლს შესწირავს და ასე რომ, უსამართლო კაცი, მოკვდავსაც და უკვდავსაც
უფრო მეტად ეყვარება.

როცა გლავკონი საუბარს მორჩება მისი ძმა ადიმანტე იტყვის, რომ დასამატებელი აქვს. მისი აზრით,
ღმერთები მეტ სიკეთეს მართალ ხალხს აღუთქვამენ. ის კიარა, მათ შთამომავალთაც კი! ამიტომაა,
რომ როდესაც მამა შვილს ზრდის , ურჩევს რომ სამართლიანი იყოს და ყველა, ვინც მოყვასს რჩევას
აძლევს სამართლიანობისკენ უთითებს.

ადიმანტე მიიჩნევს, რომ კეთილდღეობისთვის ცალსახაა რაც უნდა აკეთო - უნდა იყო უსამართლო
და კარგად შენიღბო ეს უსამართლობა ისე, რომ ხალხში სამართლიანობად ჩანდეს. ამისათვის კი
ბევრი უნდა იშრომო და დახვეწო. მაგრამ რა ხდება მაშინ თუ ღმერთები მართლაც არსებობენ და
ჩვენ გვიყურებენ? მისი აზრით, ზოგი პოეტი მიიჩნევს, რომ ჯერ უსამართლობა უნდა აკეთო, ქონება
დააგროვო და მერე ამ ქონების შეწირვით მოიგო ღმერთის გული. ანუ, ღმერთები თუ არსებობენ
მაინც უსამართლობა უნდა ვაკეთოთ და მერე გულმხურვალე ლოცვითა და მსხვერპლშეწირვით
გამოვისყიდოთო.

გლავკონმა და ადიმანტემ ერთი სიტყვით ჩამოაყალიბეს, რომ ჭეშმარიტი სამართლიანობა არის


უაზრობა, ყველაზე კარგი და ბედნიერებისკენ მიმსწრაფი არის იდეალური უსამართლობა, როცა
ხალხიც ფიქრობს , რომ სამართლიანი ხარ, ღმერთსაც აკმაყოფილებ ლოცვითა და
მსხერპლშეწირვით და შენც ყველაფერს ეუფლები ამქვეყნად. მართალია არც გლავკონსა და არც
ადიმანტეს არ უნდოდათ ამის აღიარება, მაგრამ იმისათვის, რომ სოკრატეს შემდგომ ცხადად
უარეყო მათი არგუმენტები, ეს პოზიცია გაამყარეს. ახლა კი ადიმანტემ მოსთხოვა სოკრატეს, რომ
მისი სიბრძნით, გონივრულად და ცალსახათ გაემინჯნა ერთმანეთისგან სამართალი და
უსამართლობა, შეექო სამარტალი და აღემატებინა უსამართლობაზედ, ოღონდ არ გაერია
სამართლიანობაში ისეთი სამართლიანობა, რომელიც სინამდვილეში უსამართლობაა.

მოკლედ ჯერი სოკრატეზე მიდგა.

სოკრატემ ჯერ თავმდაბლობა დაიწყო, მერე თქვა რამდენადაც შევძლებ გეტყვითო, მერე ბეცს
შეადარა თავისი თავი, რომელიც ვერ არჩევს შორს დაწერილ ასოებს, თუმცაღა იხსენებს უფრო
დიდს, აქამდე ნანახს და იმის მიხედვით შიფრავს. ასე ამ შედარებით, თავად ჯერ სახელწმიფოში
არსებულ სამართლიანობაზე ისაურებდა, როგორც უფრო დიდზე და ამის შემდეგ შეეხებოდა
ადამიანის სულიერებას.

სახელმწიფოს მაშინ ეძლევა დასაბამი, როცა არცერთ ადამიანს აღარ შეუძლია დაიკმაყოფილოს
თავისი თავი, რამდენადაც ბევრი რამ სჭირდება. სახელმწიფო ასეთი ათასობით კაცის
თანაცხოვრებაა. თითოეული მათგანი რაღაცას იღებს და რაღაცას გასცემს, რადგან თვლიან, რომ ეს
უმჯობესია მათთვის. მაშ რა არის სახელმწიფოს საფუძველი ? - საზრდოსა და საარსებო
საშუალებათა მოპოვება, საკუთარი ჭერი გეფაროს, საკუთარი ტანსაცმელი გქონდეს და ასე შემდეგ.
ადამიანები ამ სახელმწიფოში სპეციალიზდებიან, ანუ მიწის მუშა ყველა სხვისთვის ხნავს მიწას და
არა მხოლოდ თავისთვის. ყველა იმას აკეთებს, რაც უკეთ ეხერხება.

ასევე, ვერ მოძებნი ისეთ სახელმწიფოს, რომ შემოტანა არ სჭირდებოდეს. სახელმწიფომ უნდა
აწარმოოს არა მარტო ის, რაც საჭიროა მისი მოქალაქეებისთვის, არამედ ისიც ,რაც სხვებს
სჭირდება. შესაბამისად, მას დასჭირდება უამრავი ხელობისა და სპეციფიკის ადამიანი, ვაჭარი,
ქორვაჭარი, მუშა, ფული და ასე შემდეგ. ასე რომ ასე შექმნა სოკრატემ სახელმწიფოს მოდელი.

ახლა განიხილავს ამნაირად დახელოვნებულ ადამიანთა ცხოვრების წესს... ის ჯანსაღ სახელმწიფოზე


საუბრობს, თუმცაღა მოსაუბრეები შეაწყვეტინებენ და უბიძგებენ, ისეთ სახელმწიფოზე ისაუბროს,
რომელსაც „ ციებ-ცხელება“ შეჰყრია, მეტი ტკბილეული და გასართობი სჭირდება... სოკრატე ასეთ
სახელწმიფოსაც აღწერს და მერე ამბობს, რომ მას არ ეყოფა საკუთარი მიწა, მოუნდება, რომ
მეზობლის მიწა მიიტაცოს, თუ კი მეზობელს , ამის ანალოგიურად მომხვეჭელური ცხოვრება
აურჩევია , ისიც ეცდება მიიტაცოს ამისი მიწა. ასე რომ მივდივართ ომის მდგომარეობამდე. ომი კი
თავისთავად უბედურებაა. თუმცა მაინც, ამ ომისთვის ვინ იქნება საჭირო? - ლაშქარი. როგორ უნდა
დაკომპლექტეს ლაშქარი ? კარგი მეომრებით.

კეთილშობილი ჭაბუკი, რომელიც დამცავად გამოდგება, უნდა იყოს ჯიშიანი ლეკვივით - ორივეს
უტყუარი ალღო უნდა ქონდეს, სწრაფი უნდა იყოს და კარგი ძალის პატრონი რომ მალევე შეამჩნიონ
მტრის სიახლოვე, წამოეწიონ და სძლიონ. ამასთან, ჭაბუკს უნდა ჰქონდეს სიფიცხე. ანუ, მეომარი
უნდა იყოს ფიცხი მტრის მიმართ და ლმობიერი მოყვასის მიმართ. რადგან ეს ორი
ურთიერთგამომრიცხავი ცნებაა (ლმობიერება და სიფიცხე) გამოდის, რომ ჭეშმარტი მცველს ვერ
ვიპოვით. მერე დაფიქრდა სოკრატე და თქვა, უი ვიპოვითო, ძაღლი ხომ პატრონთან ლმობიერია ,
უცხოსთან ფიცხიო. ეს კაი, მაშ კიდე რა უნდა ჰქონდესო კარგ მცველსო ? სიბრძნეს უნდა
მიელტვოდესო. ამაზეც ძაღლს ადარებს, რომელიც უაზროდ არავის დაუყეფს. ამგვარად,
სახელმწიფოს უზადო მცველისვის ნიშნეული იქნება სიფიცხე, სისწრაფე და ძალა, ასევე სულიერი
სრულყოფილებაც.

ახლა აგრძელებენ საუბარს, როგორ უნდა აღიზარდოს მცველი. მიაკვლევენ ასეთს : სხეულისათვის
გიმნასტიკურ აღზრდას, სულისათვის კი- მუსიკურს. მუსიკური წინ უნდა უსწრებდეს გიმნასტიკურს.
მუსიკა ორგვარია - ჭეშმარიტი და ყალბი, ბავშვს ყალბით უნდა დავაწყებინოთ. უნდა მოვუყვეთ
თქმულებები, მხოლოდ კარგი. ბავშვი სულიერად უნდა გამოვწვრთნათ. უნდა ჩავაგონოთ, რომ
მოქალაქეები არასდროს აშლიან ერთიმეორეს, სასახელო საქმეებს უნდა ვუყვებოდეთ. ამ ასაკში
მიღებული შთაბეჭდილებანი უცვლელად და წარუშლელად აღიბეჭდებიან მის სულში, ამიტომ არ
უნდა ჩავაგონოთ ომი და მტრობა .

რანაირიცაა ღმერთი, იმნაირი უნდა იყოს გამოყვანილი პოეზიაში.. ღმერთი კეთილია თავისთავად და
ასევე უნდა იყოს წარმოდგენილი. ის რაც მავნე არ არის , შეუძლებელია ვინმეს ვნებდეს. ის რაც
არავის ვნებს, არანაირ ბოროტებას არ ჩადის. ის რაც არანაირ ბოორტებას არ ჩადის, არ არის
ბოროტების მიზეზი. სიკეთე საასრგებლოა და კეთილი საქმის მიზეზიც. მაშასადამე რაკიღა ღმერთი
კეთილია, ის ყველაფრის მიზეზი კი არ არის, როგორც ჰგონია ბევრ ჩვენგანს, არამედ მხოლოდ
მციერდის მიზეზია კაცთათვის. სიკეთის მიზეზად მხოლოდ ღმერთი უნდა მიგვაჩნდეს. ღმერთი
მხოლოდ სიმართლისა და სიკეთის მოქმედია.

სახელმწიფოს პირველი კანონი - ეძღვნება ღმერთებს და არის ნიმუში - ღმერთი ყველაფრის მიზეზი
კი არ არის, არამედ მხოლოდ სიკეთისა და ეს უნდა ვამტკიცოთ პოეზიაში.

ღმერთი სრულყოფილია და არასდროს იცვლის სახეს. რადგან სრულყოფილებიდან არსად არ გინდა


წასვლა.

ნამდვილი სიცრუე სხვა არა არის რა, თუ არა შემცდარი კაცის სულში ღრმად ფესვგადგმული
უმეცრება, რადგანაც სიტყვით გამოხატული სიცრუე მხოლოდ მის ერთგვარ მიბაძვად, მის
ანარეკლად გვევლინება, ეს კი აღარ იქნება წმინდა და შეურევნელი სიცრუე.

ნამდვილი სიცრუე საძულველია ღმერთისთვისაც და კაცისთვისაც.

კაცს ზოგი სიცრუე აცრუებინებს, კეთილი სიცრუეები, რომ მაგალითად გიჟს ლაგამი ამოსდონ,
მაგრამ ღმერთს ვერაფერი აცრუებინებს.
ამდენად, ღმერთი რაღაც მარტივია და მართალი, როგორც სიტყვით, ისე საქმითაც; არც თვითონ
იცვლება და არც სხვებს აცთუნებს სიცრუით, არც სიტყვებით და არც მოჩვენებით, არც ცხადში და
არც სიზმარში.

პოეზიას ეს ნიმუში უნდა დაედოს საფუძვლად, ამან უნდა აღზარდოს ჭაბუკი ღირსეულ მცველად.

ამ კანონებს დაეთანხმა ყველა.

//

პლატონი გამოიყვანს იმას, რომ მტერი რეალურად არ არსებობს, ისევე როგორც უსამართლობა.

საბოლოო ჯამში რასაც უნდა ებრძოლო ადამიანი არის შეცდომა, ეს კი განპირობებულია არ


ცოდნით.

პლატონიზმში ის რაც მტერია და რაც უნდა დაძლიო არის არცოდნა.

პლატონისთვის სიქველე ანუ არეტე არის ცოდნა. ის რაც არეტეს უპირსპირდება - მანკიერება,
ბიწიერება, არის არ ცოდნა.

ერთადერთი რეალური მტერი არცოდნაა.

You might also like