You are on page 1of 7

ღია კითხვა 1:​ ადამიანისა და შიმპანზეს საერთო წინაპარი (5 ქულა) 

უძველესი ჰომინინების, ​ორორინისა და თ ​ უმაის განამარხებული ფორმების აღმოჩენამდე,


ადამიანის ევოლუციის ხაზზე არსებულ სახეობებში, ყველაზე ძველად ​ლუსი და
ავსტრალოპითეკების გვარი მოიაზრებოდა (4,5 -1 მლნ წელი). ე.წ. მიოცენის პერიოდის
(7-4.4 მლნ წელი) ჰომინინების აღმოჩენამ ეს წარმოდგენა შეცვალა.  
 
ქვემოთ მოცემულ ​დოკუმენტებზე დაყრდნობით (​არგუმენტებით​) ახსენით როგორი ფიზიკური
მახასიათებლების მატარებელი იქნებოდა და რატომ მოვიაზრებთ, ვათარიღებთ ​ადამიანისა
და შიმპანზეს საერთო ჰიპოტეტური წინაპრის არსებობას 7 მლნ წლით.  
დავალება 1:  ​დოკუმენტი 1​-ის გამოყენებით მოკლედ მოხაზეთ ის მთავარი ნიშან-თვისებები,
რომელიც ადამიანის განვითარების ხაზზე მოხვედრისათვის არის აუცილებელი.  
 
 
 
დოკუმენტი 1:​ თანამედროვე ადამიანის და შიმპანზეს ანატომიური მონაცემები, თავის ქალას
პოზიცია ხერხემალთან მიმართებაში: 

 
 
 
 
თანამედროვე ადამიანის თავის ქალა  თანამედროვე შიმპანზეს თავის ქალა
თავის ქალას მოცულობა​ : 1​ 300​ სმ​3 თავის ქალას მოცულობა​ : 4​ 00​ სმ​3  
 
 
 
 
 
 
 
 
 
ქვედა ყბები​ :​ თანამედროვე ადამიანი და თანამედროვე შიმპანზე 
 

 
 
 
 
ბარძაყის ძვალი (ზედხედი)​ :  
 
 

თანამედროვე შიმპანზე

თანამედროვე ადამიანი
 
ბარძაყის ძვლის თავის ჭრილი პროფილში: 
   
 
​თანამედროვე ადამიანი  თანამედროვე შიმპანზე 
   
(ბარძაყის თავის ​ზედა ნაწილი:  (ბარძაყის თავის ზედა ნაწილი: 
ძვლის კედელი ​თხელია​;  ძვლის კედელი ​თანაბრად სქელია​) 
ბარძაყის თავის ​ქვედა ნაწილი:  
ძვლის კედელი ​შედარებით სქელია​) 
 
 
 
 
 
 
დავალება 2: აღწერეთ ქვემოთ
მოცემული ა), ბ) ფოტოები, გამოიყენეთ
გ) ტექსტი და დაახასიათეთ ორორინი. 
 
 
 
დოკუმენტი 2 ა): ორორინის ბარძაყის ძვალი
(შიდა ფასადი) 
 

2 ბ) : ორორინის ბარძაყის თავის ჭრილი 


 

2 გ : ორორინის (6 მლნ წლით დათარიღებული) ძვლის ფრაგმენტების აღწერა. ნამარხი აღმოჩენილი


იქნა პალეონტოლოგების მიერ, ლუკეინოს რეგიონში, კენია. 

„ ... მკლავისა და ბარძაყის ძვლების, ასევე ხელის ფალანგების აგებულება თანამედროვე ადამიანის
მსგავსია და ამავდროულად მიუთითებს ამ ჰომინინის ხეზე ადაპტირებულ ცხოვრებას. ზედა საჭრელი
კბილები დიდი ზომისაა და სქელი. ზედა ეშვი მდედრი შიმპანზეს ეშვის ზომისაა. პრემოლარი სიმიურ
ნიშანს ატარებს, მოლარები პატარა ზომისაა და ემალი თანამედროვე ადამიანის და თანამედროვე
შიმპანზეს მსგავსია“ (​d’apres Senut B. et al., 2001). 

დავალება 3: გაითვალისწინეთ თუმაის თავის ქალას ანატომიური მონაცემები და


დაახისიათეთ ის. 
 

დოკუმენტი 3: თუმაის თავის ქალა 

ეს ნამარხი 2001 წლის ივლისში იქნა აღმოჩენილი ჩადში (ჩონჩხის სხვა ნაწილები აღმოჩენილი არ
არის). 

 
 
 

თავის ქალას ზოგიერთი მახასიათებლები: 

● თავის ტვინის მოცულობა : 350 სმ3 


● პატარა ზომის ეშვები 
● თავის ქალას ხვრელის განლაგება და კისრის კუნთების კვალი ინდივიდის ორფეხზე
გადაადგილებას მიანიშნებს 

დავალება 1:  

დავალება 2: 

დავალება 3: 

დავალება 4 დასკვნა (დავალების მთავარ კითხვაზე პასუხი უნდა ეყრდნობოდეს ზემოთ


მოცემული დოკუმენტების სწორ ანალიზსს და ანთროპოლოგიაში ნასწავლ ფაქტებს) : 

დავალება 2:​ კითხვები ფილმიდან კ​ ანის ფერი​ (ბიოლოგიური ვარიაციები) 


(ტესტების შემთხვევაში „გააბოლდეთ“ სწორი პასუხები. 

სტუდენტმა კლიმატური რუკის გაანალიზებისას დაასკვნა, რომ ტროპიკულ


სარტყელში მყოფი ქვეყნების მოსახლეობას აქვთ მუქი კანის შეფერილობა იმის
გამო, რომ იქ ტემპერატურა ჩრდილოეთ ქვეყნებთან შედარებით მაღალია.
სტუდენტის მსჯელობა: 
 

A. მსჯელობა მართებულია , რადგან მაღალი ტემპერატურა გაზრდის მელანინის


რაოდენობას და კანი გამუქდება 
B. მსჯელობა მართებულია, რადგან ტროპიკული სარტყლის კლიმატურმა
პირობებმა ევოლუციის შედეგად შექმნეს გენი , რომელიც პასუხისმგებელია
ტემპერატურის მატებისას კანის გამუქებაზე.  
C. მსჯელობა არ არის მართებული , რადგან ტემპერატურა კი არ ზრდის მუქი
პიგმენტის რაოდენობას , არამედ ულტრაიისფერული გამოსხივება .  
D. მსჯელობა არ არის მართებული , რადგან ტემპერატურის ზრდა ააქტიურებს
წითელი პიგმენტის სინთეზის რეაქციის სიჩქარის მატებას. 
 
 
 
რისი თქმა შეიძლება მოცემული რუკის გაანალიზებისას , თუ გვაინტერესებს კანის
პიგმენტის -მელანინის განაწილება გეოგრაფიული სარტყლების მიხედვით ? 

 
A. რაც მეტად ვშორდებით ეკვატორს მით მეტად გაიზრდება მელანინის
რაოდენობა ადამიანებში. 
B. ჩრდილოეთის უკიდურეს სარტყლებში მელანინის სინთეზი ორგანიზმში არ
ხდება . 
C. აშშ - ში მცხოვრებ მოსახლეობას პიგმენტ მელანინის რაოდენობა ექნება
შედარებით მეტი ვიდრე მეზობლად მყოფი მექსიკაში მცხოვრებთ 
D. ეკვატორიდან ჩრდილოეთით ან სამხრეთით მოძრაობისას პიგმენტ მელანინის
რაოდენობა უმეტესი ქვეყნების მოსახლეობაში თანდათან იკლებს. 
 
 
ულტრაიისფერი გამოსხივების საკმაოდ მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად,
ავსტრალიის მოსახლეობის უმეტესობას ღია კანის ფერი აქვს . როგორ ახსნით ამ
მოვლენას? 
 
A. ავსტრალიელების ეპიდერმა არ შეიცავს მელანინს 
B. გენი LCR – 1 ის არარსებობით 
C. ავსტრალიელთა ევოლუცია ადამიანთა სხვა პოპულაციებისაგან შედარებით
განსხვავებულ ეკოლოგიურ პირობებში მიმდინარეობდა 
D. ავსტრალიელი თეთრი კანის მქონე მოსახლეობის უმეტესობა ევროპის
კონტინენტიდანაა გადასახლებული  
 
 
თქვენ პედიატრი ხართ. დედამ თქვენთან რახიტიდისადმი მიდრეკილი ბავშვი
მოიყვანა. მოკლედ აღწერეთ მკურნალობა, რომელსაც ბავშვს დაუნიშნავდით და
განმარტეთ რატომ. 

რას იტყოდით ეკვატორული აფრიკაში მაცხოვრებელ ადამიანებში აღმოჩენილ RC1R


გენის მცირე მრავალფეროვნებაზე?  

You might also like