You are on page 1of 2

ბილეთი 3

გვარი, სახელი ვალიევა სამირა-

ჯგუფი -----------ბ----------------

1. მეგალობლასტური ანემია. პერნიციოზული ანემია

მეგალობლასტური ანემია არის დისერითროპოეზური ანემიის ერთ-ერთი სახე,


რომლისთისაც დამახასიათებელია ჰემოპოეზის დარღვევა.ამ ანემიის დროს
ერითროციტების საშუალო მოცულობა მომატებულია. გამომწვევი მიზეზებიდან ყველაზე
ხშირია ვიტამინ-B12ისა და ფოლიუმის მჟავას უკმარისობა, ზოგჯერ კი სამკურნალო
პრეპარატების მოქმედება დნმ-ის სინთეზს.ვიტამინ ბ12ის უკმარისობის დროს
ვლინდება ნერვოლოგიური ცვლილებები, მაგალითად პირამიდული გზების
შენაცვლებითიდემიელინიაციის კომბინირება.პერნიციოზული ანემია ვითარდება A
ტიპის ატროფიული აუტოიმუნური ქრონიკული გასტრიტის დროს, გასტრექტომიის
შემდეგ. ამ დროს აღინისნება შინაგანი ფაქტორის უკმარისობა ან ანომალურის
სინტეზი.

2. ათეროსკლეროზის ეპიდემიოლოგია და რისკ-ფაქტორები

აშშ-ში 1937 წელს სიკვდილიანობის 14%, 1968 კი 50% სიკვდილიანობის


გამოწვეული იყო გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიით,ძირითადად კი
ათეროსკლეროზით. 1960 წელს  სტაბილური იყო მაჩვენებლები, 1975 წლიდან
კი ამ მაჩვენებლების დაკლება აღინიშნა რაც დღემდე
ნარჩუნდება. ათეროსკლეროზს აქვს პირველი და მეორე რიგის რისკ-ფაქტორები.
პირველი რიგისაა დიეტა , ჰიპერლიპიდემია, შაქრიანი დიაბეტი, თამბაქოს
მოწევა, ჰიპერტენზია, მეორე რიგის კი სიმსუქნე ასაკის მატება, მამრობითი სქესი,
სტრესი, დაბალი ფიზიკური აქტივობა და სხვა.

3. ჰიპერტენზიის პათოგენეზი და მორფოლოგია


ჰიპერტენზია  არის სისხლძარღვებში, ღრუ ორგანოებში ან სხეულის ღრუებში
ჰიდროსტატიური წნევია მომატება. ყველაზე გავრცელებულია ფორმაა
არტერიული ჰიპერტენზია , რომლის მთავარი კლინიკური ნიშანია სისხლის
არტერიული წნევის მომატება. არტერიული ჰიპერტენზია არის გულის
იშემიური დაავადების, თირკმლის უკმარისობის, აორტის განშრევებადი
ანევრიზმის მთავარი რისკ-ფაქტორი. მასობრივი გამოკვლევებით
დადგენილია რომ მსოფლიოს 25 % ავადმყოფობს ჰიპერტენზიით. არსებობს
პირველადი იდიოპათიური ესენციური და მეორადი ჰიპერტენზია. ორივე
შეიძლება იყოს ავთვისებიანი და კეთილთვისებიანი.

4. რა წარმოადგენს აუტოიმუნური ჰემოლიზური ანემიების დამახასიათებელ


მიზეზებს?

აუტოიმუნური ჰემოლიზისის ერთ-ერთი მიზეზია ერითროციტების მემბრანის


ფოსფოლიპიდურ-ცილოვანი სტრუქტურის დეზორგანიზაციაში. ამ დროს,
უჯრედი კარგავს K+, ფოსფორის ნაერთებს, ფერმენტებსდა უჯრედში შედის Na+
Ka+ იონები და წყალი.ირღვევა მეტაბოლიზმი , ამის შედეგად უჯრედში
იზრდება ორგანული ნაერთების კონცენტრაცია, მატულობს ოსმოსური წნევა,
უჯრედში შედის წყალი, ქვეითდება უჯრედის ელასტიურობა და მისი
დეფორმაციის უნარი, ერითროციტი ადვილად ზიანდება ან იშლება. ერთ-ერთი
ძირითადი მიზეზი  კიარის  T- და – B ლიმფოციტების უკმარისობა. ამ
შემთხვევაში ვერ მუხრუჭდება ანტისხეულების და T-კილერების წარმოქმნა
საკუთარი ერითროციტების მიმართ.

5. რა მდგომარეობაა სისხლის მიმოქცევის უკმარისობა?

სისხლის მიმოქცევის უკმარისობა არის ისეთი მდგომარეობა, რომლის დროსაც


გულ-სისხლძარღვთა სისტემა ვერ უზრუნველყოფს ჟანგბადის და მეტაბოლიზმის
სუბსტრატების მიწოდებას ორგანოებში და ქსოვილებში, აგრეთვე
ნახშირორჟანგის და მეტაბოლიტების ტრანსპორტს ქსოვილებიდან.

6. განმარტეთ - რა არის სტენოკარდია?

სტენოკარდია გულის კუნთის ხანმოკლე, შექცევადი იშემიით გამოწვეული კლინიკური


გამოვლინებაა, რომელიც გამოიხატება ტკივილით ან დისკომფორტით გულმკერდის არეში,
მკერდის ძვლის უკან, ირადიაციით ქვედა ყბაში, მხარში, ზურგში, ეპიგასტრიუმში ან ხელში

You might also like