You are on page 1of 2

4)ნივთისა და უფლების ნაყოფი

ნივთის ნაყოფი არის ის შემოსავალი, ნამატი ან უპირატესობა


რომელსაც ეს ნივთი იძლევა, ხოლო უფლების ნაყოფი არის
ის შემოსავალი ან უპირატესობა რაც მიიღება ამ უფლების
გამოყენების შედეგად. ნივთისა და უფლების ნაყოფს
წარმოადგენს ასევე ის შემოსავალი და უპირატესობა,
რომელთა მიღებასაც უზრუნველყოფს ეს ნივთი
სამართლებრივი ურთიერთობის მეშვეობით. ნივთზე ან
უფლებაზე უფლებამოსილება შესაძლებელს ხდის მათი
ნაყოფის მიღებას, ამ უფლებამოსილების ვადის და
მოცულობის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არაა
გათვალისწინებული. ნივთის ნაყოფის სახეებია:შემოსავალი,
უპირატესობა, ნამატი.ნივთი შესაძლებელია მესაკუთრემ
გამოიყენოს როგორც პირადი მოხმარების მიზნით, ასევე
გარკვეული სარგებლის მოტანის მიზნით. ნივთისგან
მიღებული შემოსავალია მაგალითად უძრავი ნივთის
გაქირავების შედეგად მიღებული ქირა. უპირატესობაში
შესაძლოა ვიგულისხმოთ ნივთის ნაყოფის საფუძველზე
მოპოვებული უპირატესობა მაგალითად მეიჯარესა და
მოიჯარეს შორის.როცა მიწის დამუშავება აძლევს მოიჯარეს
სხვის საკუთრებაზე მოსავლის მიღების ან მოსავლის
ღირებულების მოთხოვნის უპირატეს უფლებას. რაც შეეხება
ნამატს მასში იგულისხმება მცენარეები როგორც
სამოქალაქო სამართლის ობიექტები. აქ შესაძლებელია
სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე ქირავნობის
შემთხვევაში მაგალითად მიიღოს მსხმოიარე ხისგან ნაყოფი
ან ცხოველისგან მისი ნაშიერი, რაც ბუნებრივი გზით მიღებულ
ნაყოფს-ნამატს წარმოადგენს. ნივთის ნაყოფისგან
განსხვავებით არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეს არ
გააჩნია ნამატი,თუმცა უფლების ან მოთხოვნის საფუძველზე
პირმა შესაძლებელია მიიღოს შემოსავალი ან უპირატესობა.
უფლების საფუძველზე მიღებული შემოსავლებია-საავტორო
უფლების საფუძველზე ჰონორარის მიღების უფლება,
გაცემული სესხის საფუძველზე მიღებული პროცენტი და ა.შ.
რაც შეეხება უპირატესობას იგი პირს შესაძლებელია
წარმოეშვას ხელშეკრულების საფუძველზე. მაგალითად
სახელშეკრულებო შეთანმების საფუძველზე, მესაკუთრის
მიერ ნივთის გასხვისების შემთხვევაში პირს წარმოეშობა
უპირატესი შესყიდვის უფლება ყველა მესამე პირთან
მიმართებაში.მესაკუთრე უფლებამოსილია ნაყოფის მიღების
უფლება გადასცეს სხვას და ეს შესაძლებელია
განხორციელდეს ხელშეკრულების ან კანონის საფუძველზე.
სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მესაკუთრემ
ხელშეკრულების მეორე მხარეს შესაძლოა მიანიჭოს ნივთისა
და უფლების ნაყოფის მიღების შესაძლებლობა.მხარეები
წინასწარ თანხმდებიან ნაყოფის მიღების და მის
განაწილებაზე ასევე ისინი ხელშეკრულებით წინასწარ
საზღვრავენ მისაღები ნაყოფის ოდენობას.

You might also like