You are on page 1of 2

როგორია საზოგადოების დამოკიდებულება მამხილებელი

ადამიანის მიმართ. ადამიანების უმრავლესობას არ


სიამოვნებს სიმართლის მთქმელი და სამართლიანი
ადამიანები.
მოცემულ საანალიზო მონაკვეთში სწორედ ამ თემაზეა
საუბარი. მოთხრობის მთავარი გმირი ოთარაანთ ქვრივი
ძალიან კეთილი იყო და გული შესტკიოდა ყველა
გაჭირვებულზე. ამ გულის ტკივილის გამო ცდილობდა
ყველას შეძლებისდაგვარად დახმარებოდა და
ცხოვრებისეული ტვირთი შეუმსუბუქებინა მათთვის. ის ძალიან
სამართლიანი და პასუხისმგებლიანია. მისი სიტყვა და საქმე
ართი იყო. სამართლიანობისათვის ყველაფერზე იყო
წამსვლელი „თუ გაჭირდა, რკინის ქალამნებს ჩავიცვამ,
რკინის ჯოხს ავიღებ ხელში და ხელმწიფემდი ვივლიო”.
მიუხედავად ამ ყველაფრისა სოფლის მოსახლეობას
ნეგატიური დამოკიდებულება და შიში აქვს ოთარაანთ
ქვრივის მიმართ. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ოთარაანთ
ქვრივს არ უყვარს მუქთამჭამელი და უსაქმური ადამიანები.
მისი ეს პოზიცია სრულებით გამართლებულია, რადგან
ღმერთმა ადამიანს ყველაფერი მისცა, იმისათვის რომ
ლუკმა-პური იშოვნოს და სხვის ხარჯზე არ იცხოვროს.
ოთარაანთ ქვრივი მხოლოდ იმიტომ ამხილებდა სხვებს
უსაქმურბაში, რომ ისინი გამოსწორებულიყვნენ. ამის გარდა,
ნეგატიურ დამოკიდებულებას იწვევს ოთარაანთ ქვრივის
სამართლიანობა, ის არც სხვისას შეირჩენდა, არც თავისას
შეარჩენდა სხვას.
დღესდღეისობით ეს თემა ძალიან აქტუალურია , თუმცა
დღეს სიტყვა მხილების არსს ბევრი არასწორად გებულობს.
ქართველებს ოდითგანვე გვქონდა ჯიუტი და ურჩი ხასიათი,
სწორედ ამიტომ არ გვიყვარს როდესაც რაღაცას
გვისწორებენ ან მიგვითითებენ, თუნდაც ეს ჩვენს სასიკეთოდ
იყოს. დღესდღეისობით საქართველოში ოჯახური
ძალადობის მაღალი მაჩვენებელია და ხშირად ეს
ყველაფერი ფატალური შედეგებით სრულდება. ეს
ყველაფერი კი იმის გამო, რომ ხმის ამოღებისა და
დამნაშავის მხილების ეშინიათ, რადგან იციან თუ როგორი
დამოკიდებულება ექნება საზოგადოებას.მე პირადად არ
შემიძლია გულგრილი ვიყო ამგვარი საკითხების მიმართ.
დღეს უმეტესობა მხოლოდ საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობს
და მის იქით არაფერი აინტერესებს. სწორედ ამიტომ გონიათ,
რომ თუ მათი საქმე არ არის არ უნდა ჩაერიონ და ამხილონ
დამნაშავე. როგორც გურამიშილი ამბობს: სიავის დაფარვა
ქვეყანას არ მოუხდება. თუ მხილება ემსახურება ადამიანის
კონკრეტული საქციელისა თუ ჩვევის გამოსწორებას, ეს
მხილება ყველა ჩვენგანისთვის მისაღები უნდა იყოს.
საბოლოოდ ვიტყვი, რომ მხილება უნდა იქნას
გამოყენებული სწორად, და ეს ყველაფერი მოხდე ისე, რომ
ყველასთვის მისაღები იყოს.

You might also like