You are on page 1of 2

„ფსიქე“ - სული, „ლოგო“ - მოძღვრება. (მეცნიერება).

ებინგჰაუსი - „ფსიქოლოგიას ხანმოკლე ისტორია, მაგრამ ხანგრძლივი წარსული აქვს“.


1. ძველმა ცივილიზაციებმა მოიგონეს იდუმალი ძალით დაჯილდოებული ღმერთები
და ქალღმერთები.
- რასაც მოკვდავი განიცდის და სულიერ სამყაროდ იწოდება, დამოკიდებულია ღმერთების
ხასიათზე.
- ფსიქიკა - ობიექტური სინამდვილის ასახვა.
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
1 – ფსიქოლოგიის I ეტაპი დაიწყო ანტიკური პერიოდიდან.
- პირველი ფსიქოლოგიური ნაშრომი - არისტოტელეს ტრაქტატი „პერიფსიქე“ (სულის
შესახებ).
- გადმოგვცემს საკუთარ მოძღვრებას და აგრეთვე პლატონის შეხედულებებს.
(ა) - პლატონი ფიქრობდა, რომ დამოუკიდებლად, ობიექტურად არსებობს იდეათა უხილავი
სამყარო, სული მიეკუთვნება ამ სინამდვილეს და ხასიათდება მარადიული არსებობით.
დროებით უკავშირდება სხეულს, სიკვდილის შემდეგ კი უბრუნდება იდეათა სამყაროს.
(ბ) - არისტოტლე თვლიდა, რომ სული სხეულის არსია, ანუ ის, რაც სხეულს ცოცხლად ხდის.
სხეული და სული ერთმანეთისგან განცალკევებულად ვერ იარსებებენ, ისინი უნდა ქმნიდნენ
ერთ მთლიანს.

2 - მე-17 საუკუნიდან დაიწყო საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწრაფი


განვითარება.
- მეცნიერებიდან განიდევნა სულის ცნება და დაიწყო რეალური ფსიქიკური სინამდვილის,
ემპირიულად მოცემული ცნობიერების შინაარსებისა და განცდათა შესწავლა - ცნობილია,
როგორც ემპირიული ფსიქოლოგია.

3 - ემპირიული ფსიქოლოგიის წარმომადგენლები თვლიდნენ, რომ ცნობიერების


პროცესები უშუალოდ ეძლევა თვით სუბიექტს .
- ამ მიზნით, ფრანგმა ფილოსოფოსმა დეკარტმა - შემოიტანა ინტროსპექციის ანუ
თვითდაკვირვების მეთოდი „შიგნით ცქერა“.
- ამ ეტაპის ნაკლოვანებად ითვლებოდა პიროვნების აღქმა, როგორც ფსიქიკური
პროცესების პასიური მატარებლისა.

4 - ბიჰევიორიზმი - (მე-20 სს-ს დასაწყისიდან) - წარმოადგენს ამერიკული


პრაგმატული ფსიქოლოგიის ერთ-ერთ მიმართულებას, რომელიც ფსიქიკას
განიხილავს მხოლოდ როგორც ქცევითი გამოვლინებების, რეაქციების
ერთობლიობას გარე ზემოქმედებაზე - სტიმულირებაზე.

5 - კოგნიტური ფსიქოლოგია (60-იანი წლებიდან) - შეისწავლის შემეცნებით


პროცესებს - შეგრძნება, აღქმა, ყურადღება, მეხსიერება, წარმოსახვა, მეტყველება და
აზროვნება. ასევე მისი შესწავლის სფეროა ინტელექტი და ხელოვნური ინტელექტი.
- კოგნიტური ფსიქოლოგია შემეცნების პროცესს განიხილავს როგორც ინფორმაციის
გადამუშავების თანმიმდევრულ ეტაპებს, სადაც თითოეულ ეტაპს თავისი უნიკალური
ფუნქცია აქვს.
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ფსიქიკური პროცესების 3 ძირითადი კლასი
1. შემეცნებითი - შეგრძნება, აღქმა, ყურადღება, მეხსიერება და აზროვნება.
2. გრძნობები ანუ ემოციები - ადამიანის შინაგანი მდგომარეობა.
3. ნებელობით (ვოლუტატური) - ფსიქიკური პროცესები, რომლებიც ახორციელებენ
ადამიანის აქტიურ ზემოქმედებას ობიექტურ გარე სინამდვილეზე.
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ფსიქოლოგია ცდილობს სულიერი მოვლენები განიხილოს მათ მატერიალურ,
ნერვულ საფუძვლებთან მიმართებაში - რისი გათვალისწინებითაც წარმოიშვა და
განვითარდა ისეთი დარგები, როგორიცაა ფსიქოფიზიოლოგია,
ნეიროფსიქოლოგია და სხვა.

You might also like