You are on page 1of 5

შესავალი თანამედროვე აზროვნებაში: ფრიდრიხ აუგუსტ ფონ ჰაიეკი

გიორგი მოკვერაშვილი

საშინაო ნაშრომი

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი

კურსის ხელმძღვანელი: ზურაბ ჭიაბერაშვილი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისი, 2020
იმისთვის რომ კარგად გავიგოთ, რას ემსახურება ჰაიეკის ნაწარმოები ,,გზა
ბატონყმობისკენ“, საჭიროა ვიცოდეთ თუ რომელი ახალი პოლიტიკური კონცეფციის
ფუძემდებელია და რას გულისხმობს ეს მოძღვრება. ჰაიეკი ნეოლიბერალიზმის
დამმაარსებლად ითვლება, რაც გულისხმობს პოლიტიკურ მოძრაობას, რომლის
მიხედვითაც სრუიად დაუშვებელია მთავრობის ჩარევა ადამიანთა ეკონომიკურ
მდგომარეობაში. ის მხოლოდ შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც საჭიროა
ადამიანთა შორის კონკურენციის აღმოფხვრა. ჰაიეკი წერს, რომ არანაირი განსხვავება
არაა ფაშიზმსა და კომუნიზმს შორის. ორივე მათგანს აქვს ერთი ჩანაფიქრი.
სოციალიზმის მთავარი დანიშნულებაა, გააქროს კლასობრივი დაყოფა საზოგადოებაში.
რაც შეეხება ფაშიზმს, იგი ქადაგებს თანასწორობას და ჯანმრთელი ადამიანის
გამრავლებას. შესაბამისად, ადვილია მიხვედრა, რომ ორივე მოძღვრების მიზნები
საერთო და მსგავსია. კომუნიზმი გულისხმობს ყველა ადამიანის ერთ ფენამდე დაყვანას.
ამ დროს აღარ უნდა არსებობდეს მდიდარი და ღარიბი. აქედან პირველმა აღარასდროს
უნდა იბატონოს მეორეზე. ამისი წინა პირობაა სამეწარმეო საქმიანობაში ჩარევა და კერძო
საკუთრების ჩამორთმევა. კომუნისტები ფიქრობენ, რომ ასე წესრიგის დამყარება
შესაძლებელია. ჰაიეკი ამას ეწინააღმდეგება და წერს: ,,ჩვენს თაობას დაავიწყდა, რომ
კერძო საკუთრებაზე დაფუძნებული წეს-წყობილება თავისუფლების ყველაზე
მნიშვნელოვანი გარანტიაა.’’ (ჰაიეკი 2018, 219) თუ დავფიქრდებით, მივხვდებით, რომ ეს
მართლა ასეა. მაშასადამე, კერძო კუთვნილება გულისხმობს ადამიანის პირად
ინტერესებს, რაც პირდაპირ კავშირშია თავისუფლებასთან და ლოგიკურია ის რომ მისი
ჩამორთმევით იზღუდვება ადამიანის თავისუფლება. ასეთ შემთხვევაში საზღვრები
უწესდება პიროვნების ეკონომიკურ საქმიანობას, რაც აფერხებს პროდუქტის დაგროვებას
და იწვევს მის დეფიციტს.

ჩვენ კარგად ვიცით, რომ ადამიანი მაშინაა თავისუფალი, როდესაც შეუძლია


წარმართოს თავისი ცხოვრება ისე, როგორც მას სურს, აკეთოს ის რაც მას უნდა ისე რომ
სხვის თავისუფლებას არ შეეხოს. მაგრამ ეს როგორ მოხდებოდა საბჭოთა კავშირში, სადაც
ადამიანს არ შეეძლო კერძო საკუთრების ქონა. თავისივე ინტერესებიდან გამომდინარე
ადამიანს არ შეეძლო სამეწარმეო საქმიანობა. იგი მხოლოდ მუშაობდა

1
კოლმეურნეობისთვის. საკუთარი პროდუქციის წარმოება და შემდეგ მისი ბაზარზე
გატანა დანაშაულად ითვლებოდა. ესე იგი, ადამიანი საკუთარი ინტერესების გარეშე
ცხოვრობდა. ჰაიეკი წერს, რომ ამერიკის ყველაზე ნაკლებად ანაზღაურებად ადგილას
მომუშავე ადამიანი უფრო თავისუფალია, ვიდრე რუსეთის ან გერმანიის მაღალი დონის
მუშათა კლასის წარმომადგენელი. ეს ხდება იმიტომ, რომ ამერიკაში ნებისმიერ ადამიანს
შეუძლია თავისი ინტერესებიდან გამომდინარე დაიწყოს საქმიანობა, შექმნას რაიმე და
გაიტანოს ბაზარზე გასაყიდად. ამას სულაც არ უშლიან ხელს მდიდარი ფენის
წარმომადგენლები, რაც სრულიად განსხვავდება ბიუროკრატიული საბჭოთა
კავშირისგან. ადვილია იმის მიხვედრა, რომ მაღალჩინოსნები უფრო მეტად ზღუდავენ
თავისუფლებას, ვიდრე მილიონერები. არცერთ მილიონერს არ ჰქონდა ისეთი უფლება
თავის მუშასთან მიმართ, როგორც ბიუროკრატს, რადგან ამ მეორეს შესწევდა ძალა
დაემორჩილებინა თავისი ,,მსახური“ ნებისმიერ ფასად. იმისი ძლიერი არგუმენტი, რომ
ბიუროკრატია ყველაზე მეტად ზღუდავს თავისუფლებას არის ჯონ ლოკის ნააზრევი. იგი
იძახის, რომ ადამიანს აქვს სამი ძირითადი უფლება, ესენია: სიცოცხლის, საკუთრებისა
და თავისუფლების. როგორც ჯონ ლოკი იძახის არავის ძალუძს ერთი მათგანის
შეზღუდვაც კი, რადგან ისინი ერთმანეთთან დაკავშირებულნი არიან და ერთის
შეზღუდვა გულისხმობს სამივეს ერთდროულად განადგურებას.

სწორედ ბიუროკრატები ანუ მაღალჩინოსნები არიან ის პიროვნებები, ვინც გეგმიური


ეკონომიკის სათავეში დგანან. ისინი უგულებელყოფენ ,,ბაზრის უხილავ ხელს“ და
თვითონ ცდილობენ დაარეგულირონ ბაზარი. მათი ერთპიროვნული გადაწყვეტილებები
განაპირობებს თუ ქვეყანამ რამდენი კილოგრამი ფქვილი უნდა აწარმოოს დროის
გარკვეულ მონაკვეთში. მაღალჩინოსნები საზღვრავენ მოცემული პროდუქტის
რაოდენობას, რასაც შემდეგ, ჰაიეკის აზრით, მივყავართ მის დეფიციტამდე. ამისი
ნათელი მაგალითია საბჭოთა კავშირი, რომლის ეკონომიკა იდგა წინასწარ გაწერილ
გეგმაზე. საბჭოთა ეკონომისტები წინასწარ ითვლიდნენ თუ შემდეგი 3 წელიწადის
განმავლობაში თითოეულ წელს რამდენი კილოგრამი ფქვილი უნდა ეწარმოათ. მაგრამ
ისინი არ ითვალისწინებდნენ და ფაქტიურად ვერც შეძლებდნენ მიმხვდარიყვნენ იმას,
რომ ამ სამი წლის განმავლობაში შესაძლებელი იყო, მომხდარიყო ისეთი რამ რაც

2
გაზრდიდა ფქვილის მყიდველთა რაოდენობას. ამ შედეგს იღებდნენ იმის გამო რომ
მთავრობა უარს იძახდა სამეწარმეო საქმიანობის თავისუფლებაზე. აქ ნათლად ჩნდება
ბიუროკრატიის სრული ძალაუფლება, რაც იწვევს პროდუქციის არასაკმარისობას.

როგორც უკვე ვიცით გეგმიური ეკონომიკა განაპირობებს პროდუქტთა დეფიციტს.


რასაც შემდეგ ადამიანი უნებლიედ მიჰყავს ქურდობამდე. რადგან ყველა ადამიანს
გააჩნია ეგოისტრური გრძნობა, გახდეს მდიდარი და ამ გზაზე იგი არავის არ
ითვალისწინებს. ასევე დეფიციტი განპირობებულია იატაკქვეშეთის ვაჭრობის გამო.
გადამყიდველები პროდუქციას გაორმაგებული ფასებით ყიდიან. ჰაიეკი წერს, რომ
კაპიტალიზმში ადამიანი სრულიად თავისუფალია, იმის მიუხედავად, რომ რესურსები
არა თანაბრადაა გადანაწილებული. ადამიანის ნება იმდენად თავისუფალია, რომ
შეუძლია შექმნას რაც სურს. მაგალითად, შეუძლია შექმნას ახალი ტიპის ტელეფონი,
მოწყობილობა, რომელიც არ არსებობს საბჭოთა კავშირში და მის შექმნას ვერავინ ვერ
გაბედავს თუ ბიუროკრატიამ არ ისურვა. ამ დროს ადამიანები მუდმივი კონტროლის ქვეშ
არიან, რომ თავისი ნებით არ აწარმოონ რაიმე სიახლე, იქნება ეს ახალი ხელსაწყო,
ტანსაცმელი და ა.შ. სწორედ ამ კონტროლს მივყავართ დიქტატურამდე, როდესაც
იმდნად გაკონტროლებენ, რომ არ გაქვს უფლება მიჰყვე შენივე ინტრესებს.

ყგყგყგყგყგყუგუყგუყ

3
გამოყენებული ლიტერატურაგუყგ

1.ჰაიეკი ფრიდრიხ. 2018. ,,გზა ბატონყმობისკენ“. წიგნში შესავალი თანამედროვე

აზროვნებაში II, 219 თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

You might also like