You are on page 1of 12

პლანეტა დედამიწა

გიორგი მოკვერაშვილი

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი

შესავალი ასტრონომიაში

ხელმძღვანელი: გიორგი რამიშვილი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისი, 2020
სარჩევი
შესავალი ............................................................................................................... 1
1. დედამიწის ჩამოყალიბების ისტორია და აგებულება................................ 2
1.1 შექმნის ისტორია .............................................................................................................. 2
1.2 დედამიწა შიგნით .......................................................................................................... 3
1.3 ზედაპირი ............................................................................................................................. 4

2. ატმოსფერო ............................................................................................................................... 4

2.1 რა არის ატმოსფერო? ...................................................................................................... 4


2.2 რა საჭიროა ატმოსფეროს არსებობა? ........................................................................... 6

3. დედამიწის გამოწვევები და კოსმოსური ტექნოლოგიები ........................ 6


3.1 გლობალური დათბობა .................................................................................................. 6
3.2 კოსმოსურ ტექნოლოგიების როლი დედამიწის გამოწვევებში............................... 7

შეჯამება ............................................................................................................... 9
ბიბლიოგრაფია ......................................................................................................
შესავალი

ჩვენი პლანეტა მზიდან მესამეა და დღევანდელი ინფორმაციის მიხედვით იგი


ერთადერთია, სადაც სიცოცხლე არსებობს. დედამიწა სიდიდით მეხუთეა მზის
სისტემში და ასევე ერთადერთია, რომლის ზედაპირზეც არსებობს წყალი.
ტემპერატურა დედამიწაზე საკმარისად მაღალია და ამის გამო წყალი თხევად
მდგომარეობაში გვხვდება, მაგრამ არც ისე ცხელია, რომ მთლად აორთქლდეს(ასე
ხდება ვენერაზე, მაღალი ტემპერატურის გამო წყალი მთლად ორთქლდება). დედამიწა
შიდა პლანეტებს მიეკუთვნება, რომელიც შედგება ქვებისა და მეტალისგან, და მათგან
უდიდესია.

დაახლოებით 220 მლნ წლის წინ ყველა კონტინეტი შეერთებული იყო და ქმნიდა
უდიდეს ზეკონტინენტს სახელად ,,პანგეას“. დროთა განმავლობაში იგი დაიშალა
სხვადასხვა კონტინენტებად. მოცემული თეორემა მეცნიერებმა დაასკვნეს იმის
შემდეგ, რაც პრეისტორიული ეპოქის მცენარეებისა და ცხოველების მსგავსი
განამარხები აღმოაჩინეს აფრიკაში, ინდოეთში, სამხრეთ ამერიკასა და ანტარქტიდაზე.
დღესდღეობით დედამიწის ზედაპირის ფორმას კიდევ ემუქრება საშიშროება, რადგან
მიმდნარეობს გლობალური დათბობა და ამის შედეგად წყლით დაიფარება ხმელეთის
დიდი ნაწილი. მეცნიერები ყველაფერს ცდილობენ ამ პროცესის შესანელებლად.
კოსმოსში უშვებენ ძალიან ბევრ სატელიტს, რათა მუდმივი დაკვირვების ქვეშ იყოს
ჩვენი პლანეტა და მზად იყვნენ თავიდან აიცილონ მოულოდნელი კატასტროფები.

რეფერატში მიმოხილული იქნება პლანეტა დედამიწა, მისი ფორმირება,


აგებულება. მოცემული ნაშრომის მიზანია დაეხმაროს ადამიანებს, გაიგონ მეტი
თავიანთი პლანეტის შესახებ და ისინი დააინტერესოს იმ პროცესებით და
გამოწვევებით რის წინაშეც დედამიწა დგას. რეფერატი ახსნის თუ რატომ იხარჯება
დღესდღეობით დიდძალი თანხა კოსმოსურ მისიებში. ნაშრომი დაფუძნებული იქნება
მეცნიერულ კვლევებზე.

1
1. დედამიწის ჩამოყალიბების ისტორია და აგებულება

1.1 შექმნის ისტორია

დედამიწის ისტორიის დასაბამი დაახლოებთ 4,6 მლრდ წლის წინ დაიწყო,


როდესაც ახალშობილი მზის გარშეო წრიულად მოძრავმა მტვერმა
პლანეტიზიმალებთან დაიწყო შერწყმა. ეს ყველაფერი მოხდა იმიტომ, რომ
პლანეტიზიმალებს გააჩნდათ მიზიდულობის ძალა. დედამიწის პირვანდელი სახე
გავარვარებული ბურთი იყო. დედამიწის წარმოქმნის საწყისში, მასზე ძალიან ბევრი
ვულკანი იფრქვეოდა. ლავა ხმელეთზე წითლად გავარვარებულ ოკიანეებად
მიედინებოდა. პლანეტას გარს ეკრა ატმოსფერო, რომელიც სავსე იყოს მომწამვლელი
აირებით(ამიაკი, წყალბადი, მეთანი). მათ ვულკანები უშვებდნენ. მაგრამ, მიახლოებით
1 მლრდ წლის წინ ატმოსფეროში ჰაერი ისე გაიწმინდა, რომ ღრუბლებში აირის სახით
დაგროვილი წყალი წვიმად წამოვიდა, რამაც შემდეგ განაპირობა დედამიწაზე
ოკიანეების ჩამოყალიბება. ატმოსფერო მომწამვლელი ნივთიერებებისგან გაწმინდეს
უძველესმა მიკროსკოპულმა მცენარეებმა. კოსმოსიდან დედამიწა ოკე+ანეების
პლანეტას მიაგავს, რადაგან ხმელეთი მისი 29%-ია და დანარჩენი სულ წყალია. პასუხი
კითხვაზე: როგორ დაერქვა ჩვენს პლანეტას დედამიწა? -უცნობია. სახელი ,,დედამიწა“
მომდინარეობს ინგლისური და გერმანული ენებიდან, რაც ნიშნავს მიწას და ასევე მისი
ავტორი უცნობია. გასაოცარი ისაა, რომ დედამიწა ერთადერთი პლანეტაა, რომელსაც
არ ქვია ბერძენი ან რომაელი ღმერთების ან ქალღმერთების სახელი. მაგალითად,
როგორც სატურნს დაარქვეს რომაული მეურნეობის ღმერთის სახელი.

1.2 დედამიწის შიგნით

50 მლნ წლის წინ დედამიწას მყარი სხეული შეეჯახა. ამ დროს სხეული ჩვენი
პლანეტის გავარვარებულ ლავაში ამოევლო, გაცივების შემდგომ წარმოქმნილ სხეულს
დღეს ჩვენ მთვარეს ვუწოდებთ. დაჯახების სიმძლავრე ისეთი დიდი იყო, რომ
დედამიწის შემადგენელი ელემენტები განცალკევდნენ. მძიმე ლითონები, რკინა და

2
ნიკელი ცენტრში ჩავიდნენ და ბირთვი წარმოქმნეს. იგი ზომით სიგანეში მთვარის 70
პროცენტს წარმოადგენს და დედამიწის ზედაპირიდან 5000 კმ-ის სიღრმეში
მდებარეობს.. ისეთივე ცხელია, როგორც მზის ზედაპირი. ის საკუთარი ტემპით
ტრიალებს, რაც წელიწადში გრძივი 0.2 გრადუსია. ასევე იგი შექმნიდან დღემდე
იზრდება. ყოველწლურად 0.5 მილიმეტრით.

სურათი.1

ბირთვის გარშემო გამდნარი რკინის და ნიკელის ოკეანეა, რომელსაც გარე ბირთვი


ეწოდება, სადაც ტემპერატურა 6000˚C-ია. შემდეგი ნაწილია მანტიაა, რომელიც
დედამიწის ბირთვსა და ქერქს შორის არის მოთავსებული. იგი სისქეში დაახლოებით
2900 კილომეტრია და ჩვენი პლანეტის მთლიანი მოცულობის 84%-ს შეადგენს. მისი
ტემპერატურა 4500 ˚C-სს აჭარბებსს. მანტიის ზედა ფენასა და დედამიწის ქერქს
ერთად ლითოსფერო ეწოდება, რაც ბერძნულად ,,ქვის სფეროს“ ნიშნავს . მისი სიქეა 50-
200 კმ.

3
1.3 ზედაპირი

ჩვენი პლანეტის ზედაპირი არაერთგვაროვანია. დედამიწის რელიეფი წარმოიქმნა


ენდოგენური და ეგზოგენური ძალების ზემოქმედებით. დედამიწის ქერქი ორი
სახისაა: კონტინენტური და ოკეანური. ოკეანური ქერქი თხელია, იგი ყველაზე სქელ
ადგილას საშუალოდ 7 კმ-ის სისქისაა. იგი კონტინენტურ ქერქზე ახალგაზრდაა. მისი
ასაკი მხოლოდ 200 მლნ წელს შეადგენს. რაც შეეხება კონტინენტურ ქერქს, იგი
კონტინენტებს ქვეშ მდებარეობს და სისქით 50 კმ-ია.

2. ატმოსფერო

2.1 რა არის ატმოსფერო?

დედამიწაზე არსებული აირების ფენას, რომელიც გარს აკრავს ჩვენს პლანეტას


ატმოსფერო ეწოდება. მას დედამიწის მიზიდულობა აკავებს და ამიტომ აირების დიდი
ნაწილი ხმელეთთან ახლოსაა. ატმოსფერო შედგება ჟანგბადის, აზოტისა და მცირე

სურათი2. რაოდენობით სავა აირებისგან, რომლებიცაა

არგონი, ნახშირორჟანგი, ნახშირჟანგი, წყალბადი,

მეთანი, ჰელიუმი, ნეონი, კრიპტონი და ქსენონი.

ატმოსფეროს მთავარი აირი ჟანგბადია, რადგან

იგი ყოველ ცოცხალ ორგანიზმს სჭირდება

საარსებოდ. როდესაც ორგანიზმი ჩაისუნთქავს,

შემდეგ ნახშირორჟანგს ამოისუნთქავს. ამ აირს


მცენარეები შეიწოვენ და ჟანგბადს გამოყოფენ. მოცემულ პროცეს ფოტოსინთეზი
ეწოდება. ატმოსფერო ხუთ ფენად იყოფა, ესენია: ტროპოსფერო, სტრატოსფერო,
მეზოსფერო, თერმოსფერო და ეგზოსფერო.

4
ფენები გავრცელების რადიუსი აღწერა

1.ტროპოსფერო 0-10 კმ შეიცავს ატმოსფეროს


აირების მასის 70%-ზე
მეტს და თითქმის მთელ
წყალს. 6.5˚C-ით იკლებს
ტემპერატურა ყოველი
კილომეტრის დაშვებისას.
2.სტრატოსფერო 10-50 კმ აქ მდებარეობს ოზონის
შერე,რომელიც ირეკლავს
ულტრაიისფერ სხივებს.
წყალი დაბალი
რაოდენობით გვხვდება და
ამინდი მუდამ უცვლელია.

3.მეზოსფერო 50-80 კმ ის მეტისმეტად თხელია და


მთელ სითბოს ვერ იწოვს,
მაგრამ საკმარისად სქელია,
რომ კოსმოსიდან შემოსული
მეტეორიტები დაწვას.

4.თერმოსფერო 80-500 კმ მისი ტემპერატურა 1800˚C-


ია, მაგრამ აირების სიმცირის
გამო სიცხე საერთოდ არ
იგრძნობა.

5.ეგზოსფერო 500-800 კმ აირები მინიმაური


დოზითაა და აქ დაბალი
ორბიტის თანამგზავრები
გარემოექცევა.

გრაფიკი 1.

5
2.2 რა საჭიროა ატმოსფეროს არსებობა?

როგორც ზემოთ აღვნიშნე, ატმოსფეროში არსებობს ჟანგბადი, რომელიც ნებისმიერ


არსებას სჭირდება სიცოცხლისთვის. სწორედ ესაა ერთ-ერთი პირველი და უმთავრესი
მიზეზი, თუ რატომ უნდა არსებობდეს ატმოსფერო. ჩვენი მზის სისტემის პლანეტების
დიდ ნაწილს აქვს ატმოსფერო. მაგალითად ვენერას ძალიან სქელი ატმოსფერო აქვს,
რითაც ძალიან ბევრ მზის ენერგიას აკავებს, მაგრამ მისი ზედაპირის ტემპერატურა
მაინც 872 F-ია. ასევე მარსსაც აქვს ატმოსფერო, მაგრამ ზედეპირის ტემპერატურა -81
F-ის უდრის. ჩვენი პლანეტა მზისგან იღებს საკმარის სითბოს და რაც არ ჭირდება უკან
კოსმოსში აბრუნებს. როგორც უკვე მივხვდით, ატმოსფერო დედამიწისთვის
საიზოლაციო ფენაა. იგი როგორც მზის მავნე სხივებს არ უშვებს ჩვენს პლანეტაზე,
ასევე აკავებს კოსმოსიდან შემოსულ სხეულებს, ანადგურებს და არ აძლევს ზედაპირზე
დაცემის უფლებას. ასევე ატმოსფეროოს ზედა ფენებში ყოველდღიურად 100 ტონაზე
მეტი მტვერი და ქანი შემოდის, მაგრამ იქვე იწვებიან.

საბოლოოდ, ვხვდებით, რომ არა ატმოსფერო დედამიწაზე სიცოცხლე არ


იქნებოდა, ვერ მოხდებოდა წყლის კონდენსაცია, დღის განმავლობაში მრავალი
მეტორიტი ჩამოვარდებოდა და მისი არ არსებობის შემთხვევაში დედამიწის
ზედაპირის ტემპერატურა 0 F-ს ტოლი იქნებოდა.

3.დედამიწის გამოწვევები და კოსმოსური ტექნოლოგიები

3.1 გლობალური დათბობა

დღესდღეობით ჩვენი პლანეტა მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, მაგრამ მათგან


ყველაზე პრობლემური და მნიშვნელოვანია გლობალური დათბობაა. გლობალური
დათბობა არის ჩვენი პლანეტის საშუალო ტემპერატურსი მატება. ბოლო 100 წლის
განმავლობაში ტემპერატურა 0,3˚C-დან 0,8˚C-მდე გაიზარდა. გლობალური დათბობის
გამომწვევი მიზეზი სათბურის ეფექტია, რაც ადამიანთა საქმიანობის შედეგია. სათბურ ეფექტს
განაპირობებს ზედმეტი ნახშირორჟანგი, რომელიც გამოყოფილია ქვანახშირის, ნავთობისა და

6
ბუნებრივი აირის წვით. სათბურის ეფექტი ჰაერში რამდენიმე აირის, უმეტესად,
ნახშირორჟანგის დაგროვებას იწვევს, რაც დედამიწის ზედაპირამდე სითბოს რაღაც ნაწილს
აღარ უშვებს.

სურათი 3.

გლობალური დათბობის შედეგად მრავალი ადგილი უდაბნოებად იქცევა. ასევე იგი


პოლარულ რეგიონებში დაადნობს ყინულს, რაც გამოიწვევს ოკეანეების დონის აწევას
და წყლით დაიფარება ზოგიერთი ქვეყანა და ქალაქი, მაგალითად, ნიუ ორკი და
ბანგლადეში მთლად დაიტბორება. ამასთანავე მეცნიერები ვარაუდობენ, რომ
ყინულის დნობა გამოიწვევს მრავალ დაავადებებს, რის შედეგადაც ურიცხვი
მოსახლეობა დაიღუპება, რადგან ყნიულებში გაყინულია ისეთი ვირუსების
ბაქტერიები, რომლებიც ჩვენს პლანეტას საერთოდ არ უნახავს.

3.2 კოსმოსურ ტექნოლოგიების როლი დედამიწის გამოწვევებში


კლიმატის ცვლილება ცვლის გარემოს მთელს მსოფლიოში, რაც იწვევს მკაცრ
შტორმებსა და ამინდს, რომლებსაც შეუძლია ადამიანებს ავნოს. კოსმოსურ
თანამგზავრებს შესწევთ ძალა გააკეთონ იმაზე მეტი, ვიდრე ყოველდღიური ამინდის

7
პროგნოზირება. კოსმოსურ ტექნოლოგიებს შეუძლიათ ათასობით ადამიანის
გადარჩენა უკიდურესად საშინელი ამინდისგან. სატელიტური ტექნოლოგიების
დაწყებამდე, გალვესტონში 1900 წელს მომხდარმა დიდმა უბედურმა ინციდენტმა
6000-დან 1200-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, რადგან არ იყო ადრეული
გამაფრთხილებელი საშუალებები, რომლებიც ხალხს ამცნობდა მოსალოდნელ
კატასტროფას და მისცემდა საშუალებას თავი დაეღწიათ ამ შტორმისგან. პირველდ
ნასას თანამგზავრული მონაცემებით გამოვლინდა ოზონის ფენის მასიური ხვრელი,
რის შედეგადაც გაირკვა, რომ მას ათხელებდა ქლორფტორნახშირწყალბადები.
შემდგომ, დაიწყო ამ პრობლემასთან ბრძოლა. ეს აირები გვხვდება მაცივრებსა და
ჰაერის აეროზოლებში, რომელთა გამოყენებაც 1996 წლიდან აიკრძალა. ასევე
დედამიწის სადამკვივებლო თანამგზავრები საშუალებას გვაძლევს თვალი ვადევნოთ
და შევძლოთ იდენტიფიცირება ეკოლოგიურად მავნე მოქმედებებისა, როგორიცაა
ტყის ჭრა, ბრაკონიერობა, ხანძარი და ა.შ. რაც უფრო განვითარებულია ეს
მონიტორინგი მით უფრო ადრე შეგვიძლია ხელი შევუშალოთ ამ მოვლენებს.
სატელიტებს ადამიანების იცავე არა მხოლოდ კლიმატისგა, არამედ მათ შეუძლიათ
გააუმჯობესონ საზოგადოებრივი ჯანმრთეობისა და ეროვნული უსფრთხოების
სექტორები. მაგალითად მსოფლიოში შიმშილი ერთ-ერთი წამყვანი ჰუმანიტარული
კრიზისია. მაგრამ სატელიტებს შეუძლიათ წინასწარ განსაზღვრონ მოსავლის
მოსავლიანობა თითოეული პიქსელის გადიდებული ხედვის საშუალებით, შემდეგ ეს
საშუალებას აძლევს ფერმერებს გაიგონ, როდის უნდა მორწყონ ან გადარგონ მოსავლის
ნერგები. თანამგზავრებს ცალსახად შეუძლიათ შეაგროვონ მონაცემები სასოფლო-
სამეურნეო ტერიტორიებზე, რომლებიც დედამიწის მიწის ნაკვეთის 37 პროცენტს
შეადგენს. ყველა მეცნიერი თანხმდება იმაზე, რომ აუცილებელია კოსმოსური
ტექნოლოგიების არსებობა და მათი გაუმჯობესება, რათა დედამიწამ და ჩვენ,
ადამიანე, დაცულად ვიყოთ. მხოლოდ NASA-ს 2020 წლის ბიუჯეტი 20 მილიარდ
დოლარზე მეტია.

8
შეჯამება

რეფერატში შევეცადე მომეყოლა ჩვენი პლანეტის ისტორია, თუ როგორი იყოს მისი


ჩამოყალიბების საწყისი, მისი პირვანდელი სახე. ვნახეთ თუ რა გამოწვევების წინაშე
დგას დედამიწა და მათგან ყველაზე პრობლემურია გლობალური დათბობა, რომელიც
დიდ საფრთხეს შეუქმნის ახლო მომავალში დედამიწას. გავიგეთ ის, რომ არა
ატმოსფერო დედამიწაზე არ იქნებბოდა სიცოცხლე. ასევე გავიგეთ თუ რატომაა
აუცილებელი კოსმოსური სატელიტების, რომლებიც ადამიანებს იციავენ მრავალი
ბუნებრივი კატასტროფებისგან ასევ ასრულებენ სხვა მრავალ საქმიანობას, არსებობა
დედამიწის გარშემო.

ჩემი აზრით, ადამიანებმა მეტად უნდა დავაფასოთ და გავუფრთხილდეთ ჩვენს


პლანეტას. აუცილებელიია გავაანალიზოთ ის, რომ ჩვენმა ერთმა ქუჩაში
გადაგდებულმა პოლიეთილენის პარკმა შეიძლება მომავალშ ვღაცას ან რაღაცას
ცხოვრება მოუსწრაფოს ან დააჩქაროს რაიმე ბუნებრივი კატასტროფა.
დღევანდელობაში ადამიანები არ აფასებენ და სათანადოთ არ უყვართ ჩენი პლანეტა.
ზოგიერთი ფიქრობს კიდეც, რომ მალე მეცნიერები სხვა პლანეტაზე აღმოაჩენენ
სიცოცხლეს და დედამიწა საჭირო აღარ იქნება, მაგრამ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ
ჯერ-ჯერობით მოცემული თეორია დაუმტკიცებელი და სიმართლეს არ
ექვემდებარება.

9
გამოყენებული ლიტერატურა:

Holly Zell. 2012. Cut-away Diagram of Earth's Interior.

URL: https://go.nasa.gov/2XwAA0W

Michelle Bryner. 2012. How Did Earth Get Its Name?.

URL: https://bit.ly/3bYfFsO

NASA. Earth’s overview and in depth.

URL: https://go.nasa.gov/3cY2BVq (05.24.2020)

NATIONAL GEOGRAPHIC. RESOURCE LIBRARY | ENCYCLOPEDIC ENTRY. Mantle.

URL: https://bit.ly/3d0YBnh (05.24.2020)

You might also like