You are on page 1of 1

იოანე საბანისძის სტილი

„აბოს წამების“ განსაკუთრებულ ღირსებებს სწორედ


ავტორის მწერლური ტალანტი, მისი ფართო თვალსაწიერი
ქმნის. გაოცებას იწვევს იოანე საბანისძის თეოლოგიური
(ქრისტიანობის) ცოდნა, მით უმეტეს, დაზუსტებით ვერ
ვიტყვით იმას, მწერალი სასულიერო პირია თუ საერო.
ეს ის ტექსტია, რომელშიც ქვეყნისა და საზოგადოების
თავისუფლება პიროვნების თავისუფლებაზე გადის. როცა
ადამიანი არ არის თავისუფალი, იმ საზოგადოებაში ვერც კაცთა
ერთობა დააღწევს თავს მონობას.
„აბოს წამება“ თხრობითი ხასიათის ტექსტია, რომელშიც
მწერალი ოსტატურად რთავს დიალოგებს. სწორედ
დიალოგებში ვლინდება თითოეული პერსონაჟის ბუნება,
ხასიათი და მათი მსოფლმხედველობა.
მწერალი ტექსტში გვიჩვენებს მთავარი გმირის მიერ შიშის
დაძლევის დინამიკურ და ამაღელვებელ გზას.
სათქმელის გადმოსაცემად ავტორი გამოხატვით
სიმბოლურ-ალეგორიულ ფორმას ირჩევს. ხშირია
მეტაფორების, შედარებების, ბიბლიური ალუზიების
გამოყენებაც.

You might also like