Professional Documents
Culture Documents
რა არის ბიოლოგიური იარაღი - ბი ადრეულ ხანებში ლ - 1
რა არის ბიოლოგიური იარაღი - ბი ადრეულ ხანებში ლ - 1
არსებობს აგრეთვე ზოგიერთი ისტორიული ფაქტი რის მიხედვითაც ახალი ქვეყნის ინდიელები
იყენებდნენ, მართალია ძალზედ იშვიათად, ბიოლოგიურ იარაღს თეთრკანიანი
კოლონიზატორების წინააღმდეგ. 1710 წლის სექტემბერში, დედოფალ ანას მართველობის
პერიოდში, ინგლისელებმა ნიუ-იორკის შტატში გააგზავნეს 2500 კაცისაგან შემდგარი ჯგუფი,
რომელთაც ტბებ საკრამენტთან და ჩამპლეინთან უნდა განელაგებინათ კოლონიზატორული
დასახლებები. მათ თან ახლდათ ინდიელთა ტომები-იროკეზები. თუმცა ცოტა ხანში იროკეზებმა
გადაწყვიტეს რომ მათი ინგლისელი მოკავშირეები ძალზედ მომძლავრდნენ და გადაწყვიტეს
მათზე ფარული თავდასხმის განხორციელება. ისტორიული წყაროები გვამცნობენ რომ
იროკეზების ოთხმა ტომმა თანადგომა აღუთქვა ინგლისელ კოლონიზატორებს,თუმცა
სინამდვილეში მათ სხვა განზრახვა ჰქონდათ. კერძოდ ინგლისელებს უნდოდათ ინდიელების
დახმარებით განედევნათ ფრანგი კოლონიზატორები კანადიდან. მაგრამ ინდიელები კარგად
ხვდებოდნენ იმას რომ მას მერე რაც ინგლისელები ადგილობრივების დახმარებით ბრძოლებს
მოუგებდნენ ფრანგებს მათ უკვე აღარც ინდიელების ყოფნა მოუნდებოდათ ამ ტერიტორიებზე.
ამიტომ ინდიელებს ჩაფიქრებული ჰქონდათ მონრეალის განთავისუფლება ფრანგებისაგან,
ინგლისელების დახმარების გარეშე. ინდიელების და ინგლისელების ჯარები განლაგებული იყო
მდინარის სანაპიროებთან. იროკეზები მთელ დროს ნადირობაში ატარებდნენ, ხოლო
დახოცილი ცხოველების ტყავებს კი ყრიდნენ მდინარეში იმ ადგილებთან ახლოს სადაც
ინგლისელები იყვნენ დაბანაკებული. რა თქმა უნდა ამან გამოიწვია სასმელი წყლის
დაბინძურება. ინგლისელებისათვის არ იყო ცნობილი ინდიელთა ეს მზაკვრული ქმედებები,
ამიტომ ისინი აგრძელებდნენ მდინარიდან სასმელი წყლის მოპოვებას, რამაც სერიოზული
შედეგები გამოიღო. კერძოდ ინგლისელებს შორის გავრცელდა ინფექცია რამაც გამოიწვია
მაღალი სიკვდილიანობა ჯარისკაცებს შორის. დაუძლურებულმა და რაოდენობით
შემცირებულმა ინგლისელებმა ხელი აიღეს თავიანთ განზრახვაზე და მიატოვეს საბრძოლო
პოზიციები. რა თქმა უნდა იმის მტკიცება რომ ასეთი დიდი დანაკარგი ინგლისელებმა
განიცადეს იროკეზების მიერ განხორციელებული ქმედებით ცოტა ძნელია, თუმცა უნდა
აღინიშნოს რომ სასმელი წყლის დაბინძურებას, გახრწნილი ცხოველური ტყავებით,
შესაძლებელია გამოეწვია მძიმე კუჭ-ნაწლავური ინფექციები, რაც თავის მხრივ
მრავალრიცხოვან ლეთალურ შედეგში შეიძლება ასახულიყო. უნდა აღინიშნოს რომ ეს არის
ბიოლოგიური იარაღის გამოყენების პირველი მაგალითი ახალ ქვეყანაში.
ცნობილი ინგლისელი მეცნიერი ელიზაბეტ ფენნი, თავის ნარკვევებში აღწერს მრავალ ფაქტს,
თუ როგორ ცდილობდნენ ინგლისელი კოლონიზატორები ყვავილის ინფექციის გავრცელებას
კონტინენტალურ არმიაში. ზოგიერთ შემთხვევაში აღწერილია თუ როგორ ხდებოდა
გამიზნულად ყვავილით დაინფიცირება, კერძოდ ყვავილის დროს წარმოქმნილი წყლულის
საშუალებით. თუმცა უმეტეს შემთხვევებში ყვავილის ამ გზით გავრცელებას ნაკლები ზიანი
მოჰქონდა რადგანაც ამ დროს გამომუშავდებოდა იმუნიტეტი ამ დაავადების მიმართ. მაგრამ
ამავდროულად ხდებოდა ინფიცირებულებიდან ჯამრთელ ადამიანებზე ინფექციის გადაცემა
და ხშირ შემთხვევაში ადგილი ქონდა ყვავილის ეპიდემიის აფეთქებას.
არსებობს აგრეთვე მონაცემები რომ ქალაქ კვებეკის ალყის დროს, ინგლისელები ატარებდნენ
მშვიდობიანი მოსახლეობის იძულებით ვაქცინაციას და შემდეგ უშვებდნენ მათ რომ კონტაქტი
დაემყარებინათ კონტინენტალური არმიის ჯარისკაცებთან. ყვავილის ეპიდემიამ იფეთქა
ჯარისკაცებს შორის და სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა რომ კონტინენტალურმა
არმიამ ვერ მოახერხა ქალაქ კვებეკის დაკავება.
არცერთ ისტორიულ წყაროში სადაც არის აღწერილი ბიოლოგიური იარაღის გამოყენება არ არის
ოდნავი მინიშნება იმისა რომ, ამ იარაღის გამომყენებლებს ჰქონდათ რაიმე ინფორმაცია
ადრეულ მცდელობებზე ბიოლოგიური იარაღის გამოყენების. ყველა ფაქტი: მკვდარი
ცხოველების გახრწნილი სხეულების გამოყენება ტუნ ევეკუს ფორტში, შავი ჭირით
დასნეულებული გვამების გამოყენება კაფაში და რევალში, და ცხედრების გამოყენება
კარლშტაინში განპირობებული იყო ადგილობრივი მდგომარეობით და თითოეულ შემთხვევა
იყო ინდივიდუალური საბრძოლო საშუალებების გამოყენება. მონაცემების თანახმად
ბიოლოგიური შეტევა ადგილობრივ ამერიკელ ინდიელებზე განხორციელდა მხოლოდ ერთხელ,
თუმცა აგრეთვე უნდა აღინიშნოს იმ დროინდელი ისტორიული ფაქტების დოკუმენტირების
სიმწირე. ამრიგად შეიძლება დავასკვნათ რომ ბიოლოგიური ომი ევროპელ მეომართა და
ინდიელთა მიერ ჩაღდებოდა სპონტანურად უმეტეს შემთხვევაში ამას დიდი მსხვერპლი არ
მოყვებოდა, თუმცა იყო შემთხვევები როდესაც ასეთი შეტევა ფართოდ გავრცელებულ
ეპიდემიაში გადაიზარდა.