You are on page 1of 2

ტარიელისა და ნესტან-დარეჯანის თათბირი და ამორჩევა

(განხილვა)
" ტარიელისა და ნესტან-დარეჯანის თათბირი და არჩევა" ვეფხისტყაოსანის ერთ-
ერთი მნიშვნელოვანი თავია. სწორედ ამ თავში ვხვდებით ნაწარმოების სათაურის
იდეურ დატვირთვას , თუ ვინ მოიაზრება "ვეფხისტყაოსანში" და ამავე თავში
წყდება ნაწარმოების სიუჟეტის გაგრძელება და პერსონაჟების ბედი.
ამირბარისა და ნესტანის ამ შეხვედრის მიზეზად იქცა წინარე გარემოება ,
კონკრეტულად კი ის რომ კრებაზე მეფე დედოფალმა გამოაცხადეს
გადაწყვეტილება, ხვარაზმშაჰის ვაჟი მოეყვანათ ნესტანის საქმროდ. ეს
იმდენად მოულოდნელი და თავზარდამცემი იყო ტარიელისთვის რომ ის
ვერაფერს ამბობს გარდა იმისა რომ უბრალოდ ეთანხმება ამ ყოველივეს.
საღამო ჟამს მწუხარებისგან გახელებულ ტარიელთან მიდის ასმათის მონა და
წერილი მოაქვს ჭაბუკთან, რომელშიც ასმათი დაუყოვნებლივ მისვლას სთხოვდა
მას.
ტარიელი გახარებული გაეშურა სატრფოსკენ, თუმცა როდესაც კოშკთან მისულმა
ნამტირალევი ასმათი შენიშნა დაღონდა და დაიბნა. კოშკში შესვლისთანავე
როგორც კი ნესტან-დარეჯანი დაინახა ყოველგვარი მწუხარება დაავიწყდა და
სიხარულმა გული გაუთბო.
თუმცა ეს ყოველივე წუთიერი გახლდათ რადგან ამბობს " იგი ვნახე დაღრეჯილი
ესე მეტად დამიმძიმდა". რაღათქმაუნდა ნესტან დარეჯანმა როცა გაიგო რომ
ტარიელი დასთანხმდა მისი გათხოვების ამბავს განრისხდა და ეს რისხვა
შემდგომში ტარიელს მოუვლინა .
"ქვე წვა ვით კლდისა ნაპრალსა ვეფხი პირ გამეხებული" აქ ჩნდება სათაურში
მოხსენებული ვეფხი ნესტანის სახით ანუ ავტორმა სწორედ განრისხებული
გამკაცრებული ნესტანი ვეფხვს შეადარა რომელიც ტარიელს ემუქრებოდა.
ის ტარიელს შემდეგი ეპითეტებით მიმართავს "მხსნელი პირისა მტკიცისა",
"გამწირავი და მუხთალი " და" გამტეხელი ფიცისა". ტარიელი ვერ ხვდება
დაიკითხება თუ რატომ რით დაიმსახურა ეს რისხვა და ამ ყველაფერს ასული
დაცინვით პასუხობს, როგორ ნუთუ არ იცი რომ ხვარაზმშაჰის ვაჟი ჩემს საქმროდ
მოჰყავთო. ეუბნებოდა რომ ვინც არ უნდა გამხდარიყო მისი ქმარი მაინც ის
იქნებოდა ინდოეთის მმართველი და ტარიელს აუცილებლად მოკლავდა. ეს
მრისხანება ტარიელს მოსწონს ' მეიმედა მეტისმეტად" რადგან აქ ჩანს რაოდენ
უყვარს ასულს ჭაბუკი. ამის შემდეგ ტარიელმა გადაშლილი ყურანი აიღო ნესტანი
დაიფიცა და სთხოვა მისთვისაც მოესმინა. აუხსნა და უთხრა რომ ჩემს მიერ
შეწინააღმდეგება უვიცობა იქნებოდა და იმ დროისთვის თანხმობის გარდა
არაფერი იყო გამოსადეგი. ის წუხდა მეფემ რომელმაც ტარიელი ბავშვობიდან
მემკვიდრედ გაზარდა ,თვითონ რატომ ვერ მიმხვდარიყო რომ მისი სახით ჰყავდა
ნამდვილი ინდოეთის ტახტის მემკვიდრე . ნესტან-დარეჯანი გაერკვა საქმის
ვითარებაში მოლბა და ამბობს " არ დავიჯერებ მე შენსა ღალატსა ორგულობასა".
მიხვდა რომ ჟაბუკი არაფერ შუაში იყო და გვერდით დაისვა.
ამის შემდგომ იწყებენ გეგმის დასახვას თუ რა უნდა მოიმოქმედონ. ქალმა უთხრა
რომ სასიძოს თუ არ შემოუუშვებდნენ,მეფე გაბრაზდებოდა და ისინი ერთმანეთს
შეებრძოლებოდნენ, მეორეს მხრივ კი თუ სიძეს შემოუშვებდნენ, საქმე იქამდე
მივიდოდა, რომ მიჯნურები დაშორდებოდნენ და ამავდროულად გამარჯვებული
და გალაღებული ივლიდნენ სპარსები ინდოეთში. ტარიელი თავის გეგმასაც
სთავაზობს და ამბობს რომ ძალაუფლებას უჩვენებს და დახვდება რაზმით, მაგრამ
ნესტანი საბოლოოდ დიდ ცოდვას სთავაზობს ყმას, რომელიც ასევე უერთდება ამ
გეგმას .
უცოდველი და უდანაშაულო ადამიანის მოკვლას გადაწყვეტენ და ამასთანავე
ნესტანი ეუბნება რომ "დიდსა სისხლსა ვერ შეგაქმნევ, ვერ ვიქმნები შუა
კედლად!"-ო და სთხოვს რომ მხოლოდ სიძე მოკლას.
თავს იმითაც იმართლებს რომ "ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა
ნედლად" ანუ გამოსავალი ერთია, რომ ტარიელმა მიპარვით უნდა მოკლას
სასიძო. ეს არის „მართალი სამართალი“ , რომელსაც მხოლოდ უფალი სჯის,
ამგვარი მოქმედებით ხე შეიქნება ნედლი. ე.ი უფალი მოხედავს წყალობით
ნესტანსა და ტარიელს, ასრულდება მიჯნურთა ნატვრა:
„მე და შენ დავსხდეთ ხელმწიფედ, სჯობს ყოვლსა სიძე-სძლობასა“
ამგვარად ეს თავი მართლაც უდიდეს როლს თმაშობს პოემის სიუჟეტის
შემდგომ განვითარებაში და პერსონაჟთა ბედსაც საზღვრავს. .მათი
გადაწყვეტილება უდანაშაულო კაცის მოკვლა, რომელიც უდიდესი ცოდვაა,
შეგვიძლია იმას დავაბრალოთ რომ ისინი ნორჩები და გამოუცდელები არიან
ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად, ამავდროულად ამ ორი
ადამიანის მგზნებარე მიჯნურობას, მათ დიდ სიყვარულს ერთმანეთის მიმართ.

You might also like