You are on page 1of 19

ნერვული სისტემა

ნერვული სისტემა ექტოდერმისგან ვითარდება- HY

ანუ 1-ლი ნომრისგან

ნერვული ფირფიტა აყალიბებს თავისა და ზურგის ტვინს! (მაღლა ყვითლად )

*ნერვული ფირფიტა ჩაიდრიკება, მიიღება ნერვული ღარი და შემდეგ


ნერვული მილი, საიდანაც ვითარდება თავის ტვინი და ზურგის ტვინი.
ნერვული ფირფიტა ექტოდერმისგან ვითარდება.

ექტოდერმულია ასევე ეპიდერმისი, თვალი, შიგნითა ყური!

რომელი უჯრედებით არის წარმოდგენილი ნერვული ქსოვილი?

• ნეირონები

• გლიური უჯრედები (ანუ სატელიტი, თანამგზავრი უჯრედები) უჯრედების გარშემო


ნეირონები არ მრავლდება დაბადების შემდეგ, ის მცირდება.

გლიური უჯრედები მრავლდებიან.

გლიური უჯრედების ტიპები

ოლიგოდენდროციტი - უჯრედები, რომელთაც რამდენიმე მორჩი გააჩნიათ და


მორჩებით, ნეირონის გრძელ მორჩზე ქმნიან მიელინურ გარსს. ეს უჯრედები გარსს
ქმნიან ცენტრალურ ნერვულ სისტემაში (თავის ტვინში და ზურგის ტვინში ).

პერიფერიულ ნერვული სისტემის(ზურგის და თავის ტვინი მიღმა მდებარე ) გარსს


წარმოქმნის შვანის უჯრედები.

ასტროციტები, ბევრი მორჩი აქვთ და გარშემო სისხლძარღვებს ეხვევიან .

*ამ მორჩებს ეწოდება ჰემატოენცეფალური ბარიერი, რომლის წყალობითაც თავის ტვინში


ნებართვის გარეშე ვერ შემოიჭრება: ბაქტერიები, ვირუსები, სოკოების გაფილტვრა ამ
ბარიერში უნდა მოხდეს.

ეპენდიმური უჯრედები - ეპენდიმოციტები, წარმოქმნიან თავის , ზურგის ტვინის სითხე .

პარკუჭებს ამოფენენ ეს უჯრედები, წარმოქმნიან სითხეს.


მიკროგლიები - პატარა უჯრედები, ასრულებს ლეიკოციტის ფუნქციას, დაძველებულ
ნეირონებს კლავს, მკვდარ უჯრედებს აალაგებს, შთანთქავს ბაქტერიებს .
ძვლის ტვინში წარმოიქმნება.
რა ფუნქციებს ასრულებს გლიური უჯრედები?

1. გარს აკრავს ნეირონებს და მათთვის ქმნის ფიზიკურ საყრდენს ;

2. ნეირონებს აწვდის ჟანგბადსა და საკვებ ნივთიერებებს; ასტროციტები

3. წარმოქმნის თავ-ზურგ ტვინის სითხეს (ცერებროსპინურ ლიკვორს); ეპენდიმური

4. უზრუნველყოფს ქსოვილოვანი სითხის მოძრაობას ნეირონების გარშემო ;

5. გამოყოფს ნეირონებს ერთმანეთისგან;

6. მკვდარ ნეირონებს მოინელებს ფაგოციტოზის გზით;

7. აქსონების გარშემო წარმოქმნის თეთრ, ცხიმით მდიდარ, მრავალშრიან მიელინურ


გარსს;

8. არეგულირებს ნეირონების გარშემო სხვადასხვა იონების შემცველობას


(მაგალითად, თუ კალიუმი ჭარბად იქნება ნეირონის გარშემო, მას გლიური
უჯრედები აითვისებს);

9. იცავს ნეირონებს პათოგენებისგან (ვირუსებისგან, ბაქტერიებისგან, სოკოებისგან


და ა.შ.);

10. მონაწილეობს დაზიანებული ნეირონების აღდგენაში პერიფერიულ ნერვულ


სისტემაში.

რა ფუნქცია აქვს მიელინურ გარსს?


ნერვული ბოჭკო - Axon membrane

გარშემო მილეინური მრავალშრიანი(myelin sheath) გარსი. (ცხიმით მდიდარი) ფუნქციები:

1. ასრულებს იზოლატორის ფუნქციას (ხელს უშლის იმპულსის გავრცელებას ერთი


ნეირონიდან გვერდით მდებარეზე); ნეირონების გამიჯვნა

2. უზრუნველყოფს ნერვული იმპულსის უფრო სწრაფ გატარებას;

3. მიელინური გარსის წყალობით ნერვული იმპულსი ნახტომისებურად ვრცელდება


რანვიეს შევიწროებებს შორის.
უმიელინო გარსში ხდება ნელა

როგორ მიიღება გარსი? - ოლიგოდენდროციტი ან შვანის უჯრედი ბევრჯერ


შემოახვევს თავის მორჩს უშუალოდ აქსონს.

უმიელინო ნეირონში იმპულსები ნელა გადადის


იმპულსის გავლა
ბგერითი ტალღა დაეცა დაპის აპკს, შეირხა
წამწამების რხევა, რეცეპტორების აგზნება, მიიღება იმპულსი.
სმენის ნერვის საშუალებით გაიარა შუა ტვინი, შუამდებარე ტვინი (იმპულსი
დარეგისტრირდა), შემდეგ- საფეთქლის წილში
იმპულსი გადაეცა კეფის წილს
კეფის წილმა შუბლის წილს, რომელიც კუნთებს შეკუმშავს.

შუბლის წილიდან იმპულსი ზურგის ტვინში, შემდეგ მოტორული ნეირონებით კუნთებისკენ .

გულისცემა ხშირდება

როგორი აგებულება აქვს ნეირონს?


მორჩები და სხეული

პატარა მორჩები - დენდრიტები (მილიონობით) მოკლეა, ზოგჯერ გრძელი

აქედან იმპულსი გადაეცემა სხეულს, სადაც მდებარეობს ბირთვი


შემდეგ იმპულსი გადაეცემა აქსონს(ერთ ცალია, აქსის-ღერძი), რომელიც დაფარულია
მილეინური გარსით (გრძელი მორჩები იფარება გარსით, მაგრამ არა სხეული და
დენდრიტები).

აქსონი მთავრდება აქსონით დაბოლოებით, ტერმინალით.

თავის და ზურგის ტვინში ორი ნივთიერებაა - თეთრი და რუხი .

თეთრი ნივთიერება მიიღება მილეინიანი მორჩებით, დაფარული აქსონებით და


დენდრიტებით
რუხი ნივთიერება მიიღება უმიელინო აქსონებით, დენდრიტებით, სხეულებით .

პურკინიეს უჯრედები (წონასწორობის დაცვა, მდებარეობს ნათხემში)


ნეირონების ტიპები
კანი - ლორწოვანი გარსი - თვალი - ყური

მგრძნობიარე ნეირონი რომელიმე გრძნობათა ორგანოდან დაიწყება .


გააქტიურდება ფიზიკური ზემოქმედებით, დაბოლოებებზე რეცეპტორებია , რომელიც
აიგზნება, გადაეცემა მგრძნობიარე ნეირონის დენდრიტს, შემდეგ სხეულს , აქსონს ,
აქსონის დაბოლოებას. pseudounipolar

რა სინონიმებითაა ცნობილი მგრძნობიარე ნეირონი

1. სენსორული ნეირონი;

2. აფერენტული ნეირონი;

3. აღმავალი ნეირონი;

4. ცენტრისკენული ნეირონი

მამოძრავებელი ნეირონი multipolar

სხეული და მის გარშემო დენტრიტები


გამოდის ერთი გრძელი მორჩი - აქსონი

ეს ნეირონი მთავრდება მამოძრავბელ აპარატზე, კუნთზე


რა სინონიმებითაა ცნობილი მამოძრავებელი ნეირონი?

1. მოტორული ნეირონი;

2. ეფერენტული ნეირონი;

3. დაღმავალი ნეირონი

4. ცენტრიდანული ნეირონი

ჩართული ნეირონი bipolar

მგრძნობიერე და მამოძრავებელ ნეირონს შორის ჩართულ ნეირონია .

რომელიც მგრძნობიარე ნეირონიდან წამოსულ იმპულსებს გადასცემს მამოძრავებელს .

პატარა ნეიორნია, გააჩნია სხეული, დენდრიტები, აქსონი.


ორ ნეირონს შორის მდებარეობს.

რა სინონიმებითაა ცნობილი ჩართული ნეირონები?


1. ინტერნეირონი;

2. შუამდებარე ნეირონი.

3. ასოციაციური ნეირონი;

White matter - გარშემო


grey matter

Dorsal horn - უკანა რქა


lateral horn გვერდითი რქა
ventral horn წინა რქა

როგორ ნივთიერებებს განარჩევენ ნერვულ სისტემაში?

• თეთრი ნივთიერება

• რუხი ნივთიერება

• თეთრი ნივთიერება მიიღება:

მიელინური აქსონებით და დენდრიტებით.

• რუხი ნივთიერება მიიღება:

ნეირონების სხეულებით და უმიელონო აქსონებით/დენდრიტებით


ზურგის ტვინი

Sensory neuron (ლურჯად) - მგრძნობიარე ნეირონის დენტრიტი, რომელიც შემოიტანს


იმპულს უკანა ფესვის კვანძში, აქ მდებარეობს მგრძნობიარე ნეირონის სხეული და უკანა
ფესვის საშუალებით აქედან გავრცელდება (აქსონი) და ცენტრალურ ნერვულ სისტემაში ,
ზურგის ტვინში შემოიტანს იმპულსს.

წითლად - motor neuron მამოძრავებელი


მათ შორის თეთრად - ჩართული, რომლის სხეული მდებარეობს უკანა რქაში
ჩართული ნეირონი თავიდან ბოლომდე მდებარეობს რუხ ნივთიერებაში და არ გამოდის.
წინა რქაში მდებარეობს მამოძრავებელი
გამოსული აქსონი გაივლის წინა ფესვს და ქმნის ზურგის ტვინის ნერვს .

რუხ ნივთიერებას ქმნის ჩართული ნეირონის დენტრიტები, სხეული , აქსონი .


მამოძარავებელის დენტრიტები და სხეული. (უმილეინო, რადგან მოკლეა )

თეთრ ნივთიერებას ქმნის მამოძრავებლის და მგრძნობიარეს აქსონები და დენტრიტები


(დაფარული მილეინური გარსით)

სად მდებარეობს მგრძნობიარე, ჩართული და მამოძრავებელი ნეირონების სხეულები ?


A (უკანა რქა) - ჩართული ნეირონების სხეულები ზურგის ტვინის რუხი ნივთიერების
უკან რქებშია განთავსებული.

B(უკანა ფესვის კვანძი) - მგრძნობიარეს სხეულები


D(წინა რქა) - მამოძრვებელის სხეულები
C(გვერდითი რქა) - ავტონომიური , ვეგეტატური ნერვული სისტემის სხეულები (მაგ .
სიმპათიკის).

რა და რა სახის ნეირონები ქმნის რუხ ნივთიერებას?

რუხი ნივთიერება ცენტრშია, თეთრი გარშემო.


თეთრ ნივთიერების ფუნქცია - გამტარი, ანუ იმპულსებს ატარებს ზურგის ტვინიდან
თავის ტვინისკენ და პირიქით
რუხის - რეფლექსური

 თავის ტვინში - თეთრი ცენტრში, რუხი გარშემო


 ზურგის ტვინში - რუხი ცენტრში, თეთრი გარშემო
 თავის ტვინის დიდ ჰემისფეროებს გარედან აკრავთ რუხი ნივთიერება

რა და რა ნაწილებს მოიცავს ნერვული სისტემა?

• ცნს: თავის ტვინი და ზურგის ტვინი

• პნს: თავის ტვინიდან გამომავალი 12 წყვილი ნერვი და ზურგის ტვინიდან


გამომავალი 31 წყვილი ნერვი
სომატური, ავტონომიური ნერვული სისტემა - პერიფერიული!!!!!!!!!!

რას გულისხმობს სომატური ნერვული სისტემა და რას გულისხმობს ვეგეტატური


(ავტონომიური) ნერვული სისტემა?

სომატური

 ემორჩილება ნებას

 აკონტროლებს ჩონჩხის განივზოლიან კუნთებს

 არის ერთნეირონიანი
 მიეკუთვნება პერიფერიულ ნერვულ სისტემას

 გამოდის ზურგის ტვინის წინა რქიდან(გამოდის მხოლოდ ერთი ნეირონი და


მთავრდება ჩონჩხის განივზოლიან კუნთზე)

ავტონომიური

 არ ემორჩილება ნებას

 აკონტროლებს გლუვ კუნთებს, გულს და ჯირკვლებს

 არის ორნეირონიანი ( მეორე კვანძის-ნეირონების სხეულების გროვის განგლის


შემდეგ)

 მიეკუთვნება პერიფერიულ ნერვულ სისტემას

 გამოდის ზურგის ტვინის გვერდითი რქიდან

რომელ ქსოვილებს აქვთ აგზნებადობის უნარი?

ნეირონს; აიგზნება და გამოყოფს მედიატორს

კუნთს; აიგზნება და შეიკუმშება

გულს. აიგზნება და შეიკუმშება

ჯირკვლები, აიგზნება და გამოყოფს ჰორმონს ან ფერმენტს.

რა მიმართულებით ატარებს ნერვები იმპულსებს?


კანი
მგრძნობიარე ნეირონი
ცენტრალური ნერვული სისტემა
ჩართული ნეირონი
მამოძრავებელი ნეირონი
ეფექტორი - შემსრულებელი ორგანო

როგორ აღმოცენდება ნეირონში ელექტრული იმპულსი?

∞ მოსვენების პოტენციალი - როდესაც ნეირონი მოსვენებულია, ნეირონების გარე


ზედაპირზე ბევრი ნატრიუმის კატიონია, ამიტომ ზედაპირი დადებითად
დამუხტული. ხოლო ნეირონის შიგნითა ზედაპირი(ციტოპლაზმის მხარეს ) აქ
ძალიან ბევრი კალიუმის კატიონია, ასევე ბევრი ცილებია, რომელთაც უარყოფითი
მუხტი აქვთ. (ცილების რაოდენობა ბევრად მეტია, ამიტომ შიგნით უარყოფითი
მუხტია)

∞ მოქმედების პოტენციალი (დეპოლარიზაცია) - შეხების, დანახვის და ა .შ დროს


მოქმედდება მოქმედების პოტენციალი, ამისათვის ნატრიუმის იონებს ეხსნებათ
ცილოვანი არხები და ნატრიუმი პასიურად შემოდის, მაღალი კონცენტრაციდაან
დაბლისკენ და შემოაქვთ დადებითი მუხტი შიგნითა ზედაპირში , გახდება
დადებითი მუხტი.

∞ მოქმედების პოტენციალი (რეპოლარიზაცია) - იგივენაირი პროცესით . ცილოვანი


არხების გახსნით კალიუმის იონები გარეთ გავა და დადებით მუხტს გაიტანს და
შიგნით კვლავ უარყოფითი მუხტი აღდგება.

მოსვენების პოტენციალის აღდგეანა - ნატრიუმ/კალიუმის ტუმბო, რომელიც 3


ნატრიუმს გაიტანს გარეთ, ორ კალიუმს შემოიტანს შიგნით. ეს აქტიური ტრანსპორტია
და იხარჯება 1 ატფ.
როგორაა განაწილებული ნეირონის პლაზმური მემბრანის სხვადასხვა მხარეს Na-ის და K-
ის იონები?

• მოსვენებულ მდგომარეობაში მემბრანის გარეთ და შიგნით იონები არათანაბრად


არის განაწილებული.

• პლაზმური მემბრანის გარეთა მხარეს ძალზე ჭარბადაა ნატრიუმის დადებითად


დამუხტული იონები (კატიონები), პლაზმური მემბრანის შიგნითა მხარეს კი ძალზე
ჭარბადაა კალიუმის დადებითად დამუხტული იონები (კატიონები).

• ამის გარდა, მემბრანის გარეთ ბევრია უარყოფითად დამუხტული ქლორის იონები


(ანიონები), მემბრანის შიგნით კი მეტია უარყოფითად დამუხტული ცილები.

• რადგან იონები და მუხტები არათანაბრად არის განაწილებული, ამიტომაც იქმნება


პოტენციალთა სხვაობა, რომელიც -60 მილივოლტის ტოლია.
როგორც კი აგზნება აქსონის დაბოლოებისკენ მოვა, სადაც დაგროვებულია
მედიატორები, შედეგად კალციუმი შევა აქსონის დაბოლოებაში და აქ დამარაგებულ
ვეზიკულებს ეგზოციტოზურად გამოათავისუფლებს.

რა მიმართულებით ვრცელდება ელექტრული იმპულსი?

• რეცეპტორი- დენდრიტი- სხეული- აქსონი - აქსონის დაბოლოება - მაგ.სამიზნე


ორაგანო სხვა ნეირონი, ჯირკვალი და ა.შ.
რას წარმოადგენს სინაფსი და რა და რა სტრუქტურებს განარჩევენ მასში?

აქსონის დაბოლოება სინაფსი - ნაპრალი, მოიცავს პრესინაფსურ მემბრანას , აქ


დამარაგებულია ბევრი მიტოქონდრია და ვეზიკულა. ვეზიკულებში ნეირომედიატორებია
(მედიატორი-შუამავალი), როცა აგზნება მოაღწევს დაბოლოებამდე, მოხდება
დეპოლარიზაცია, კალციუმი შემოვა შიგნით, იწყება ეგზოციტოზი, ვეზიკულები შეერწყმება
პრესინაფსურ მემრანაში და გამოთავისუფლდება ნეირომედიატორი სინაფსში . სინაფსში
მყოფი მედიატორი, შემდეგ აღმოჩნდება პოსტსინაფსურ მემბრანაზე, სადაც ბევრი
რეცეპტორია და ისინი აიგზნებიან, აგზნება სამიზნეზე გადავა.

რომელი მედიატორები გვხვდება ნერვულ სისტემაში?

• აცეტილქოლინი (ნერვსა და კუნთს შორის)

• ნორადრენალინი (სიმპათიკური ნერვული სისტემა)

• სეროტონინი (დეპრესიის დროს ცოტაა) განწყობის ფორმირება

• გამა-ამინოერბოს მჟავა, GABA (შემაკავებელი ნეირომედიატორია)

• დოპამინი (მეტობა უკავშირდება შიზოფრენიას)


1) ზრდის სეროტონინის რაოდენობა
2) აცეტილქოლინი
3) ზარინი ბლოკავს იმ ფერმენტს, რომელიც აცეტილქოლინს შლის, თუ არ დაიშლება ,
იგი სულ იმოქმედებს და მათ შორის დაიფრაგმაც მუდმივად შეიკუმშება
4) ზოგადად, მედიატორი რომ იმოქმედებს ხდება აგზნების ფორმირება და ნატრიუმი
შევა, კალიუმი გამოვა.
5) ნატრიუმის მოქმედებას ბლოკავს ტოქსინი ტეტროდოტოქსინი .
6) თევზი ფუგუს ტოქსინი, კუნთებს ადუნებს და აღარ ემორჩილება ადამიანის
ნებას. მგრძნობელობა ჩართულია.

You might also like