You are on page 1of 7

2.

Entrepreneurship, New Ventures and


A.TS
Business Ownership.

Facebook Case:
* 2004 წელს ცუკერბერგმა შექმნა Facebook გართობის მიზნით, მალე დაინტერესდა ხალხი
და FB-ს გაუჩნდა 1 მლნ. მომხმარებელი.
* Facebook-მა მიიღო 75 მლნ$ -იანი შემოთავაზება Viacom -ისაგან.
* 2006 წელს 1 მლრდ. $ შესთავაზა Yahoo! -მ. შემდეგ BusinessWeek -მა შეაფასა FB -ს
ღირებულება, რაც 2 მლრდ $ -ს შეადგენდა.
* 2007 წელს Microsoft -მა შეიძეინა აქციების 1.63% 240 მილიონად.
* 2012 წელს FB გავია IPO -ზე, ანუ კომანიამ თავისი აქციები გაიტანა ბირჟაზე გასაყიდად.
ბირჯაზე გატანა ნიშნავს, რომ პუბლიკას შეუძლია აქციების შესყიდვა. შემოსული ფული კი
ბიზნესის განვითარებას ხმარდება. ამ დროს FB -ს ღირებულება იყო 104 მლრდ. $.
* ახლა FB-ს ჰყავს 1.7 მლრდ. მომხმარებელი, ხოლო მისი ღირებულებაა 17.9 მლრდ.

კომპანიის ღირებულება განისაზღვრება წლიური ბრუნვით.


მაგალითად საქართველოში :

მცირე კომპანია  თუ კომპანიის წლიური ბრუნვა ნაკლებია 100 000 ლარზე ნაკლები.
მიკროკომპანია  თუ კომპანიის წლიური ბრუნვა ნაკლებია 30 000 ლარზე ნაკლები.

მაგალითად, ამერიკაში მცირე ბიზნესს არ უნდა ჰყავდეს 500 -ზე მეტი თანამშრომელი.

* ბიზნესების 85% - ზე მეტს ჰყავს 20 თანამშრომელზე


ნაკლები. თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებამ
მცირე ბიზნესების ფუნქციონირება წაახალისა. მაგ.
დიზაინი, საკონსულტაციო მომსახურები, მანქანების
ჩამოყვანა. შესაძლებელი გახდა მხოლოდ
კომპიუტერით მუშაობა/ბიზნესის დაწყება)

* ძირითადად მცირე ბიზნესები კვლავ მცირე ბიზნესებად


რჩებიან, მაგრამ არის გამონაკლისებიც, მაგ. კომპანია
Dell -ს თავიდან მხოლოდ 1 თანამშრომელი ჰყავდა,
დრეს კი ასიათასობით თანამშრომელი ჰყავს.
* წარმოებაში
მცირე ბიზნესების
წილი მხოლოდ 3,6% -ს
შეადგენს.

* მცირე ბიზნესი
გაცილებით კარგად
ერგება მომსახურების
სფეროს. (50,74%)

* ზოგადად მცირე
ბიზნესი, ბიზნესების
სრული რაოდენობის
შეადგენს 70% -ს.

ENTREPRENEURSHIP - მეწარმეობა (ანტრეპრენერშიპი)

* ინტერნეტმა და ტექნოლოგიურმა განვითარებამ შეცვალა ბიზნესის წამოწყების და მისი


მართვის პროცესი. წამოწყება უფრო გამარტივდა. (მაგ. ერთპიროვნულ მოვაჭრეთა
უმეტესობა იყენებს eBay -ს).

* მეწარმეები (ანტრეპრენერი)  არიან ადამიანები,რომლებიც იღებენ


პასუხისმგებლობას, მიდიან რისკზე, რათა წამოიწყონ ბიზნესი. (მაგ. Fred Smith, Steve Jobs)
მეწარმეობა არის ბიზნეს შესაძლებლობების ძიების პროცესი დიდი რისკების პირობებეში.
ამერიკაში წელიწადში 650 000 ახალი ბიზნესი იქმნება. ამ რაოდენობიდან იმავე წელს
550 000 კოტრდება/იხურება. ( დანარჩენი მეორე წელსო მარკოზამ <3 )

* ბიზნესის წამოსაწყებად საჭიროა ბიზნეს გეგმა. სადაც მეწარმე აღწერს თავის ბიზნეს
სტრატეგიებს ახალი წამოწყებისთვის და აკეთებს მის დემონსტრირებას.
მაგალითები: Dell, Starbucks, GovWorks.com, Facebook, Friendster.
განვიხილოთ ჯეკ მარცი, Houston -ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი. მან საკუტარი
ფირმის სხვა კომპანიასთან შეერთების შედეგად დაკარგა სამსახური. იმის ნაცვლად,რომ სხვა
მენეჯერის პოზიციები ეძებნა,მან შექმნა ასლების გამკეთებელი კომპანია ადგილობრივ
უნივერსიტეტთან. მისი მთავარი მიზანი იყო შეექმნა საკუტარი თავსათვის ნორმალური ცხოვრება
მანამ, სანამ იგი პენსიაზე გავიდოდამ ანუ 10 წელში. მცირე ბიზნესების ხანგრძლივობა
ძირითადად ამ ბიზნესის ხანგრძლივობას ჰგავს.

ხშირად მცირე ბიზნესის დამაარსებლის მიზანი სულაც არაა გახდეს ფართო ბიზნესი. მაგრამ
არსებობს შემთხვევები, როდესაც ახალი წამოწყებულ ბიზნესს გარკვეული წარმატების მიღწევის
შემდეგ უჩნდება სურვილი რომ გაფართოვდეს. ასეთი იყო დელის იდეაც, როცა ბიზნესი
წამოიწყო. მას თავიდანვე გათვლილი ჰქონდა, რომ მისი მცირე ბიზნესი უნდა გაფართოებულიყო.
ასეთი იყო ჰოვარდ სკუტლზი, რომელმაც გადაწყვიტა სტარბაქსის შეძენა და უნდოდა უბრალო
ყავის კომპანიის ფართო ბიზნესც გადაქცევა დაისახა მიზნად. არის შემთხვევები, როდესაც ვიღაც
ელოდება დიდ მოგებას, მაგრამ ბიზნესი უფლავდება,ხოლო ის ვინც არ ელის კი დიდ წარმატებას
აღწევს. მაგალითად, არც ცუკერბერგს წარმოედგინა, რომ მისი ბიზნესი ასეთ მასშტაბებს
მიაღწევდა. საპირისპიროდ, Friendster იყო ერთ-ერთი პირველი სოციალური ქსელი მაგრამ ის
ჩაგლავდა, რადგან ნიუს ფიდიც არ ჰქონდა, არადა ფრენდსტერში გუგლი იხდიდა 30 მილიონ
დოლარს რაზეც უარი განაცხადეს და ეს უდიდესი შეცდომა იყო ფრენდსტერის მხრიდან.

აგრეთვე govworks.com დააფუძნა ორმა ბავშვობის მეგობარმა. ეს კომპანია ეხმარებოდა


სახელმწიფოს, აწვდიდა მათ ინფორმაციას, იხდიდა საფასურებს და ა.შ, თუმცა დამფუძნებლებს
შორის დაპირისპირებისა და უთანხმოების გამო 2001 წელს კომპანია გაიყიდა.

ბიზნესის წამოწყება
არსებობს ბიზნესის წამოყების სხვადასხვა ვარიანტები:

* 0 -დან დაწყება  ყველაფერს იწყებ შენით. ყველაზე რისკიანი და ყველაზე იაფი.


მაგ. Dell, Apple, Microsoft, Facebook)
უარყოფითი - მაღალი რისკია, შეიძლება ბიზნესმა საერთოდ ვერ გაამართლოს, გყავდეს ძალიან
ცოტა მომხმაებელი ან საერთოდ არ გყავდეს.

* უკვე არსებული ბიზნესის შეძენა  ნაკლებრისკიანი და გაცილებით ძვირი.


მოკლე პერსპექტივაში). (მაგ. რეი კროკმა შეიძინა და გააფართოვა McDonald’s, ორმა ძმამ დაარსა,
ერთმა ძმამ გამოისყიდა წილი და გააფართოვა Dominos’s pizza).
დადებითი - თუ 0-დან დაწყება არ გვინდა, შევისყიდით არსებულ კომანიას. არის ნაკლები რისკი,
რადგან ყველაფერი უკვე აწყობილია.
უარყოფითი - არსებული კომანიის შეძენა ღირს ძვირი.

* Franchise  ძალიან დაბალრისკიანი, მაგრამ ძვირი (გრძელვადიან პერსპექტივაში)


მაგ. McDonald’s, Subway. ჭყონია წავიდა და ,,დედა“ კომპანიისგან ითხოვა უფლება გამოიყენოს ამ
კომპანიის სახელიდა გამოცდილება/ცოდნა, ანუ იყიდა ფრენჩაისზი.
ფრენჩაიზის მყიდველისათვის:
დადებითი უარყოფითი
1. ერთ ქვეყანაში რომ მუშაობს ბიზნესი, არ
1. უკვე არსებობს კომპანიის სახელი, ნიშნავს რომ იგი ყველა ქვეყანას მოერგება.
რომელსაც იცნობს ხალხი. შესაბამისად (მაგ. დომინოს პიცამ არ გაამართლა
უფრო მოთხოვნადი და ნაკლებად სარისკო იაპონიაში, არ უყვარდათ ყველი, მოუწიათ
იქნება. რეალურად ფრანჩაიზის ყიდვით პიცის რეცეპტების შეცვლა)
შენ ყიდულობ სახელს, იმიჯს, რეკლამას. 2. ფრენჩაიზის ყიდვა ძვირია და ამასთან,
ყოველთვის გიწევს მოგების წილის
გადახდა ,,დედა“ კომოანიისთვის.

ფრენჩაიზის გამყიდველისათვის:
დადებითი უარყოფითი
1. უფრო ჩქარა ვითარდება კომპანია, მალე 1. შესაძლოა ფრენჩაიზის მფლობელემა ვერ
იზრდება და შესაბამისად იზრდება მოგება. გამოიყენონ სახელი სათანადოდ, დააგდონ
მხოლოდ დამფუძვნებელმა რომ გახსნას ხარისხი და ამან ცუდად იმოქმედოს
ფილიალები ყველგან, ეს მოითხოვს დიდ კომპანიის სახელზე/იმიჯზე. (სწორედ
ენერგიას, დროს, დანახარჯს. ამიტომ ადგენენ მკაცრად გაწერილი
წესების მრავალგვერდიან ნუსხას).

ბიზნესის დაფინანსება

* 3F  მე,ოჯახი,მეგობრები,პირადი დანაზოგები (friends ,family,personal savings). ესაა


მნიშვნელოვანი წყარო ბიზნესის დასაწყებად, რადგან ინვესტორები ფულს იდეებში არ
დებენ. დაფინანსების სანაცვლოდ ინვესტორები ყიდულობენ კომპანიის წილს.

* სესხები (ბანკები, მათ არ აინტერესებს ბიზნესი გაამართლებს თუ არა)

* ინვესტორები  როდესც ხედავენ რომ კომპანიას აქვს პოეტნციალი, დაფინანსების


სანაცვლოდ ისინი ყიდულობენ კომპანიის წილს. აბანდებენ ფულს საქმეში, რათა შემდგომ
შესყიდული აქციები უფრო დიდ ფასად გაყიდონ. (მაგ. Dropbox და Y Combinator,
Y Combinator -მა იყიდა 7% Dropbox -ისაგან, 35 000$ -ად ხოლო რამდენიმე წელში ამ
აქციების ფასი გახდა 7 მლნ. )

* სახელმწიფო ორგანიზაციები და პროგრამები  სტარტაპები და მცირე ბიზნესის


ხელშეწყობები. (მაგ. Startup Georgia, Produce in Georgia)
რა იურიდიული სტატუსი უნდა ჰქონდეს კომპანიას?

* SOLE PROPRIENTORSHIP / ინდმეწარმე

სუბიექტი, რომელიც აცხადებს რომ იგი იწყებს ბიზნესს. (ძირითადად ერთპიროვნულ


მფლობელობაშია ასეთი ბიზნესები). დაახლ. 70 % ბიზნესებისა არის ინდმეწარმე.

დადებითი უარყოფითი
1. ძალიან ადვილად შეიძლება 1. შეუზღუდავი პასუხისმგებლობა.
ინდმეწარმედ დარეგისტრირება. ინდმეწარმე საკუთარი ქონებით აგებს
2. დაბალი გადასახადები. მაგ. პასუხს კომპანიის მიერ დაშვებულ
საქართველოში თუ ბიზნესის ბრუნვა შეცდომებზე, ვალებზე და ა.შ.
არის 100 000 ლარამდე, ინდმეწარმე 2. არ აქვს განგრძნობადობა, ანუ
მხოლოდ 3-5% გადასახადს, ხოლო 30 მფლობელის გარდაცვალების შემდეგ
000 -მდე თუ არის, საერთოდ არ იხდი სხვა ვერ გააგრძელებს მის საქმიანობას.
არაფერს. ინდმეწარმე ეს არის კომპანია,
რომელიც ერთ ადამიანზეა მიბმული.

* GENERAL PARTNERSHIP / სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება

(ეს არის დაახლოებით ისეთი სიტუაცია, რამდენიმე ინდმეწარმე რომ გაერთიანდეს და


ერთად დაიწყოს ფუნქციონირება).

დადებითი უარყოფითი
1. ძალიან ადვილად შეიძლება 1. შეუზღუდავი პასუხისმგებლობა.
დარეგისტრირება. პარტნიორები საკუთარი ქონებით
2. დაბალი გადასახადები. აგებენ პასუხს კომპანიის ან სხვა
3. ზრდის შესაძლებლობა აქვს, რადგან პარტნიორის მიერ დაშვებულ
რამდენიმე ადამიანია, რომელთაც შეცდომებზე, ვალებზე და ა.შ.
საკუთარი კომპეტენციები, ცოდნა აქვთ. შეიძლება მართვაში არაჩართულ
ბანკები უფრო იძლევიან სესხს როცა პარტნიორს სხვის შეცდომაზე მოუწიოს
იციან, რომ პასუხისმგებელია არა ერთი პასუხისგება საკუთარი ქონებით.
არამედ რამდენიმე ადამიანი. ასევე 2. არ აქვს განგრძნობადობა, ანუ ერთ-
შეუძლიათ ახალი პარტნიორების ერთი პარტნიორის გარდაცვალების (ან
მოძებნა მეტი რესურსებისთვის. წასვლის) შემდეგ საზოგადოება წყვეტს
შესაძლოა ყველა პარტნიორი არ იყოს არსებობას ან დანარჩენებმა უნდა
ჩართული უშუალოდ კომპანიის ჩამოაყალიბონ ახალი პარტიონორობა.
მართვაში. ერთი პარტნიორი ვერაფერს გაყიდის
სხვების გარეშე.
Limited Partnership / კომანდიტური საზოგადოება
რადგან შეიძლება, რომ მართვაში / ყოველდღიურ მენეჯმენტში არაჩართულ პარტნიორს
სხვის შეცდომაზე მოუწიოს პასუხისგება საკუთარი ქონებით, ამიტომ არსებობს Limited
Partnership ანუ კომანდიტური საზოგადოება. პარტნიორობაში ერთი არის Active
Partner, სრული პარტნიორი ანუ კომპლემენტარი, რომელიც აქტიურადაა ჩართული
კომპანიის მართვის პროცესებში და პასუხს აგებს საკუთარი ქონებით და არის Limited
Partner ანუ კომანდიტი, რომელსაც აქვს შეზღუდული პასუხისმგებლობა, არაა ჩართული
მართვის პროცესებში, შესაბამისად არ აგებს პასუხს საკუთარი ქონებით. (შესაძლებელია
იყოს ბევრი კომანდიტი, მაგრამ აუცილებელია იყოს ერთი კომპლემენტარი მაინც)

* CORPORATION / კორპორაცია
(ეს არის ამერიკული ვარიანტი, საქართველოში აქ გვაქვს კორპორაცია. საქართველოში
გვაქვს სააქციო საზოგადობა (რომელიც დაახლოებით ჰგავს C კორპორაციას და
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს), რომელიც ჰგავს S კორპორაციას).

კორპორაციის განხილვა შპს -ს მაგალითზე.


დადებითი უარყოფითი
1. შეზღუდული პასუხისმგებლობა.
მფლობელები კომპანიის ვალებზე
პასუხს არ აგებენ პირადი ქონებით. (ამ
შემთხვევაში ძირითადად ხდება 1. უფრო რთულია დარეგისტირება.
კომპანიის გაყიდვა).
2. აქვს განგრძობადობა. (სტივ ჯობსი 2. უფრო დიდი გადასახადები.
გარდაიცვალა, მაგრამ Apple კვლავ
ფუნქციონირებს).
3. შპს უფრო ზრდაზე ორიენტირებულია,
რადგან სახელმწიფოს უხდის დიდ
გადასახადებს და სურს დარჩეს მეტი
მოგება.

(საქართველოში მოგების 15 % უნდა გადაიხადოს შპს-მ)


კორპორაციის განხილვა სააქციო საზოგადოების მაგალითზე.
დადებითი უარყოფითი
1. აქციების გაყიდვით მფლობელი ყიდის
თავის მფლობელობას. შეიძლება
1. მას შეუძლია დიდი რაოდენობით გაიყიდოს საკონტროლო პაკეტი, ანუ
ფულის მოზიდვა, რადგან ყიდის 51%, ახალმა მფლობელმა კი ,,გააგდოს“
აქციებს. ამით აფართოვებს კომპანიას თავდაპირველი მფლობელი.
და ზრდის მოგებას. მაგ. Dell -ის დამფუძვნებლის ოჯახი ფლობს
14 % -ს.
2. ორმაგად იბეგრება. დივიდენდის
გაცემამდე კომანია ცალკე იხდის
მოგების გადასახადს, ხოლო შემდეგ
ცალკე აქციონერი იხდის საშემოსავლო
გადასახადს.

კორპორაციის სახეობები:
* S კორპორაცია  არ შეუძლია აქციების გაყიდვა ხალხზე, ანუ ბირჟაზე გატანა.
ასეთ კორპორაციას შეიძლება ჰყავდეს მაქს. 100 აქციონერი. იგი არ იბეგრება
ორმაგად.

* C კორპორაცია  (სააქციო საზოგადოებას ჰგავს) იბეგრება ორაგად და


შეიძლება ჰყავდეს მილიონობით აქციონერი. (მაგ. Apple, Microsoft)

* Limited liability company (LLC)  ანუ შპს. ჰგავს S კორპორაციას.


(ერთი სახის კორპორაციიდან შესაძლებელია სხვა სახეზე გადარეგისტრირდება)

* მიუხედავად იმისა, რომ


70 % ბიზნესებისა არის
ინდმეწარმე, მთლიანი
შემოსავლის მხოლოდ 5% -ს
შეადგენენ ისინი.

* 19 % (შპს, სააქციო
საზოგადოებები) ანუ
კორპორაციები ირებენ
მთლიანი შემოსვლის 85% -ს.

You might also like