You are on page 1of 2

ის ვინც უსამართლობაზე თვალს ხუჭავს,

თვითონაც დამნაშავეა
ცხოვრება სავსეა დანაშაულით და უსამართლობით.ეს ორი რამ
კაცობრიობის განუყოფელი ნაწილია. ჩვენ არ უნდა დავხუჭოთ თვალი
უსამართლობაზე და გამოვააშკარაოთ ყველაფერი რაც უკანონობად
მიგვაჩნია. სამწუხაროდ ყველა ამას არ აკეთებს და ხშირ შემთხვევებში
არ უნდა ყველაფრის თქმა რასაც ხედავეს, იმ მიზეზების გამო
როგორიცაა: უსიამოვნება, კონფლიქტი და სხვა. ასეთ ადამიანებს
ცხოვრებაში ერთხელ მაინც დაუშვიათ მსგავსი დანაშაული, ამიტომაც
იციან რა შეგრძნებაა, როცა ვინმე გამოგააშკარავებს. სწორედ ესაა
მიზეზი მსგავს ქმედებათა იგნორირებისა. მე ვეთანხმები მოცემულ
თეზისს,რომ ის ვინც უსამართლობაზე თვალს ხუჭავს, თვითონაც
დამნაშავეა.
მსგავს ქმედებას, როგორც დადებითი ისე უარყოფითი თვისებაც
აქვს, მაგრამ რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში უარყოფითი არგუმენტები
უფრო მეტია ვიდე დადებითი. უსამართლობაზე თვალის დახუჭვის
ერთადერთი დადებითი თვისება ის არის, რომ ამ დროს ადამიანი
პასუხისმგებლობას თავიდან იხსნის, ერიდება კონფლიქტს,
უსიამოვნებებს, არასასიამოვნო საუბარს და ვალდებულებებს.
როგორც უკვე აღვნიშნე უსამართლობის იგნორირებას ბევრი
უარყოფითი თვისება გააჩნია. როგორიცაა მაგალითად:
დაზარალებული ადამიანის ფსიქოლოგიური და ფიზიკური ტრამვა,
ზოგჯერ კი ფატალური შედეგიც. ჩემმ მიერ მოყვანილი მოსაზრების
გასამტკიცებლად მოვიყვან რამდენიმე არგუმენტს. პირველ რიგში არ
შეიძლება არ ვახსენოთ გიორგი ლეონიძის ნაწარმოები ,,მარიტა“,
სადაც მკაფიოდ ჩანს ადამიანის უფლებების დარღვევაზე
საზოგადოების იგნორირება და მისი უგულებელყოფა , ასევე
შეგვიძლია გავიხსენოთ მიხეილ ჯავახიშვილის ,,ეშმაკის ქვა“, სადაც
გატარებულია იგივე მოსაზრება, რომ ბრბოდ ქცეულ საზოგადოებას
დაკარგული აქვს განსჯის უნარი, ადამიანის უფლებების დარღვევას
არა მხოლოდ აიგნორებს ასევე ხელსაც უწყობს. უსამართლობაზე
თვალის დახუვა ასევე უარყოფითად მოქმედებს დამზარალებელ
მხარეზეც, ასეთმა ქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს მისი წაქეზება და
კიდევ უფრო დააზარალოს საზოგადოება.
ის ვინც თვალს ხუჭავს უსამართლობაზე და დანაშაულზე, თვითონაც
დამნაშავეა. ასეთ პიროვნებას არ უნდა ისეთ მდგომარეობაში
ჩააყენოს დამზარებელი რომელშიც ერთ დროს თვითონ იყო. იგი
კარგად აფასებს სიტუაციას და ესმის დამნაშავის. ერთი მხრივ ეს
ჰუმანური საქციელიცაა, მაგრამ დანაშაულის სიმძიმეს ვერანაირი
გამართლება ვერ გადაწონის.
ზემოთ მოყვანილი არგუმენტებიდან გამომდინარე მე კიდევ ერთხელ
ვეთანხმები მოსაზრებას, ის ვინც დანაშაულზე თვალს ხჭავს ,თვითონაც
დამნაშავეა.

You might also like