You are on page 1of 2

1. ვეფხისტყაოსნის ამ თავში აღწერილია ავთანდილისა და ტარიელის კამათი .

2. ავთანდილის აზრით ადამიანს ტანჯვამ ფარ-ხმალი არ უნდა დააყრევინოს, არამედ


პირიქით, უნდა გააძლიეროს და სწორედ ამას ეფუძნება მისი
მსოფლმხედველობაც.
3. ადამიანი ბედნიერებისთვის დაიბადა, ბედნიერი უნდა იყოს ორივე სამყაროში ,
ამიერშიც და იმიერშიც, მაგრამ ამ ბედნიერებას დამსახურება სჭირდება , რაც
ტანჯვის გაძლებით მიიღწევა: „რად სატანას...“
4. მას დანებება მიაჩნია ძალიან დიდ დანაშაულად და ცოდვად იმიტომ, რომ
ადამიანი არ არის გაჩენილი დანებებისთვის, ის გაჩენლია ბრძოლისთვის და ამ
ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვებისთვის: „თუ ბრძენი ხარ“ 3 სტროფი
5. მიჯნური ბრძენიც უნდა იყოს, რადგან მიჯნურობა სულიერი ღირებულებების ძიების
გზაა და ამ გზაზე მხოლოდ ის ბრძენი ადამიანი უნდა შედგეს, რომელიც იაზრებს,
რომ ტანჯვას უნდა გაუძლოს: „თავისისა ცნობისაგან“
6. ზოგჯერ ადამიანი იმიტომ არის უბედური, რომ საკუთარ მდგომარეობა აქვს
გაცნობიერებული. ტარიელი იაზრებს თავისი მდგომარეობის სიმძიმეს და სწორედ
ეს აბრკოლებს მას, ეს არ აძლევს მოქმედების საშუალებას. ტანჯვაზე ფიქრი
ტანჯვაზე უარესია.
7. ამას საყვედურობს ავთანდილი: „მინდორ სტირ....“
8. უმოქმედობითა და ტანჯვაზე ფიქრით ის წარმატებას ვერასდროს მიაღწევს და
ტკივილს უფრო გაიღრმავებს.
9. ტარიელი ამაყობს თავისი ტანჯვით, რომ მარტო ის არის ამ დღეში, ავთანდილი კი
ეუბნება, რომ ეს ყველა მიჯნურის ბედია: 886
10. ღირებული არ არის ის, რაც ადვილად მიიღწევა. მიჯნურობა ღირებული არ
იქნებოდა დიდი ძალისხმევა რომ არ სჭირდებოდეს. ტარიელი ასე დანებებით
თავის თავთან ერთად სხვებსაც წირავს. მიჯნურობა ტანჯვისა და ჭირის მომტანია
და ამიტომ არის მიჯნური ვალდებული, ამ ტანჯვას გაუძლოს: „ნუ მიჰყოლიხარ....
ნებასა“
11. სურვილებზე უარის თქმა არის ის, რაც აძლევს ადამიანს ძალას ამ ტანჯვის
გაძლებისთვის. ადამიანის სულის სიღრმე სწორედ ამით იზომება, თუ რამდენად
შეუძლია საკუთარ თავზე გაბატონება. ეს არის ერთადერთი ჭეშმარიტი
თავისუფლება, ყველაზე დიდი გამარჯვება საკუთარ თავზე გამარჯვებაა .

12. ავთანდილის ამქვეყნიური ბედნიერების პათოსს უპირისპირდება ტარიელის


იმქვეყნიური ბედნიერების პათოსი.
13. იგი ეუბნება ავთანდილს, რომ მას ადვილად მიაჩნია მისი ტანჯვის მოთმენა : „რად
ადვილად გიჩს....“
14. არ არსებობს მიჯნური, რომელსაც ტანჯვის გადატანა არ უწევს, მაგრამ ტარიელი
უკვე მრავალი წელია სატრფოს უშედეგოდ დაეძებს. ნესტანი არსად არ არის, მზე
ზღვაში ჩაეშვა, სამყარო დაბნელდა და ამ ბნელ სამყაროში ეს კაცი სხივს ვეღარ
პოულობს, ნათელს ვეღარ ხედავს და ამიტომ ეს სიბრძნე, რომელსაც ავთანდილი
მისგან ითხოვს, მისთვის უცხოა: „ბრძენი ვინ ბრძენი....“
15. ტარიელი არ უარყოფს, რომ ტანჯვა ბედნიერების წინაპირობაა, მაგრამ მას
ამქვეყნიური ტანჯვა მარადიული ბედნიერების საფასურად მიაჩნია : „აქა ...
გავიხარენით“
16. მისი მსოფლმხედველობა ამას ეყრდნობა, რომ წუთისოფელი ხანმოკლეა,
დაუნდობელი და ცვალებადია, და ამიტომ არ შეიძლება რაიმე სიკეთე გაიმეტოს
და ბედნიერება მოუტანოს.

17. მან ეძება, იბრძოლა, ელოდა, იარა, საბოლოოდ კი ამ დიდხნიანმა ძიებამ იმ


დასკვნამდე მიიყვანა, რომ ნესტანს ცოცხალს ვეღარ იპოვის და სწორედ ამაზე
ფიქრმა ჩააგდო ის სასოწარკვეთილებაში.
18. მიჯნურთან შეყრის და იმქვეყნიური ბედნიერების მოლოდინში მასში სიკვდილის
შიშიც დაითრგუნა იმიტომ, რომ სიკვდილი არის ბილიკი მიმავალი მისი
ბედნიერებისკენ.
19. მისმა ამ უიმედო მდგომარეობამ საბოლოოდ მაინც ვერ ჩაკლა მასში იმედი, რომ
მომავალში უკეთეს სამყაროში მან შეიძლება ბედნიერება იპოვოს.

20. ვეფხისტყაოსნის ენა განსხვავებულია როგორც წინადროული, ისე


მისდროინდელი საეკლესიო მწიგნობრული ქართული ენისაგან, იგი უფრო მეტად
ახლოსაა ხალხის სამეტყველო ენასთან, გვხვდება ერთი და იმავე სიტყვის
როგორც ახალი, ისე ძველი ფორმები და იმდროინდელი სალიტერატურო ენის
დამახასიათებელი დიალექტიზმები.
21. პოეტი ხშირად იყენებს ისეთ მხატვრულ ხერხებს, როგორიცაა მეტაფორა ,
შედარება, ეპითეტი და სხვა. ამასთან ერთად რუსთველის ენისთვის
დამახასიათებელია აფორიზმების სიმრავლე.
22. ეპითეტია, „მხიარული“
23. იმედგადაწურულ ტარიელს ნესტანთან მხოლოდ იმქვეყნად შეხვედრაზე შეუძლია
ოცნება და შესაბამისად მხოლოდ იმქვეყნიური ბედნიერების სჯერა .
24. შედარებაა: „ჭირსა....“
25. ამ შედარებით ავთანდილი ტარიელს ეუბნება, რომ ბრძენი ადამიანის თვისებაა
ჭირისა და ტანჯვის მოთმენა და მხოლოდ ასეთ ადამიანს შეუძლია გადალახოს
მიჯნურობის გზაზე შეხვედრილი დაბრკოლებები
26. აზრის გამოხატვის მეტაფორული ხერხი ვეფხისტყაოსანში ყველაზე ხშირად
გვხვდება
27. მეტაფორაა: „ვარდი უეკლოდ...“
28. ყველაფერი, რისი მიღწევაც ადვილად შეიძლება, ასევე ადვილად და
დაუნანებლად იკარგება. მოპოვების სირთულე არის ის, რაც გამოარჩევს
ღირებულს უბრალოსგან და სწორედ ამიტომ ყველაფერი ღირებულსთვის
ბრძოლა არის საჭირო.

You might also like