You are on page 1of 5

სახელმწიფო:

წიგნი 1:

● სოკრატე და კეფალე საუბრობენ მოხუცებულობაზე. კეფალეს აზრით იმისთვის რომ სიბერე


გაგიმარტივდეს უნდა გახასიათებდეს: წესიერება, თავდაჭერილობა, თვინიერება.
● ადამიანები რომლებიც მემკვიდრეობით იღებენ ფულს დიდად არ არიან მისით
დაინტერესებულები, ხოლო ვინც თვითონ შოულობს - პირიქით. ადამიანებს უყვართ სიმდიდრე,
როგორც პოეტებს ლექსები, მამებს შვილები , იმიტომ კი არა რომ ფული საჭიროა, არამედ
იმიტომ რომ სიმდიდრეს საკუთარ ქმნილებად თვლიან.
● სიმდიდრის საუკეთესო მხარე, კეფალეს აზრით, არის ის, რომ არ მოაკლონ ღმერთებს
მსხვერპლშეწირვა, ხოლო კაცებს შემწეობა, ვინც კეთილად ცხოვრობს მშვიდად კვდება და არ
იდარდებ იმაზე, რომ სიკვდილის შემდეგ ვალები დაგრჩება.
● სოკრატეს არ მოსწონს სამართლიანობის ისეთი განმარტება როგორიცაა სიმართლის თქმა და
მიღებულის უკან დაბრუნება. (მეგობარი გაგიჟდა და ადრე ნათხოვარი იარაღი უკან მოითხოვა.
არც იარაღი უნდა დავუბრუნოთ და არც გულწრფელი ვიყოთ მასთან, ანუ არ უნდა ვუთხრათ, რომ
გიჟია)
● ლაპარაკში ერთვება პოლემარქეეე. ის ამბობს, რომ სიმონიდეს აზრით სამართლიანობაა ის,
რომ ადამიანს მიაგო კუთვნილი.
● პოლემარქე: მეგობარმა მეგობარს კუთვნილი კარგი უნდა მიუზღოს და არა ცუდი.
სამართლიანობას მართებს მეგობარს კარგი/სიკეთე მიუზღოს, მტერს კი ცუდი/ბოროტება. სად
შეიძლება ეს ყველაზე კარგად? ომში. როცა მტრის წინააღმდეგ იბრძვი, მეგობართან კი პირი
გაქვს შეკრული.
● სოკრატე ამბობს: თუ ვინმე ჯანმრთელია ექიმი გამოუსადეგარია; თუ არაა მგზავრი არც მესაჭეა
გამოსადეგი. კითხავს ანუ სამართლიანობა უსარგებლოა, როცა ომი არ არისო?
● სამართლიანი კაცი საჭიროა მშვიდობის დროსაც, ურთიერთობებში (თანამშრომლობა და
თანამდგომლობა).
● პოლიმარქე სამართლიან კაცს თავისი საქმის პროფესიონალს ამჯობინებს. მაგ. კარგი მოშაშე.
● პოლიმარქე იძახის სამართლიანი კაცი მაგალითად ფულთან დაკავშირებულ საკითხებში
(აღებ-მიცემობისას) განსაკუთრებით ფულის შესანახად გვარგიაო. სოკრატე: ანუ სამართლიანი
კაცი მხოლოდ მაშინაა საჭირო როცა საგნებს არ ვიყენებთ?
● ვინც საუკეთესო შემნახველია, ის შეიძლება ყველაზე გაქნილი ქურდიც იყოს.
● სოკრატე ამბობს რომ ჰომეროსის და სიმონიდეს აზრით სამართლიანობა ერთგვარი ქურდობაა
მეგობრების დასახმარებლად.
● სოკრატე ამბობს, რომ ადამიანები ხშირად ცდებიან მეგობრებში/მტრებში. მაშინ
სამართლიანობა გამოდის მეგობრისთვის ზიანის მოტანა, ხოლო მტრისთვის კარგის კეთება
(რადგან მეგობრები გამოდიან უღირსნი, მტრები ღირსეულნი).
● პოლიმარქე: მეგობარია ის ვინც ჩანს კარგი (ჩვენი აზრით) და მართლაც კარგია და პირიქით
მტრებზე.
● სამართლიან კაცს არ შეუძლია ავნოს ვინმეს, სულერთია მეგობარი იქნება თუ მტერი, რადგან ეს
იმის თვისებაა ვინც მისი საპირისპიროა - უსამართლო ადამიანის. (რადგან სამართლიანობა
ვერ გამოიწვევს მეორეს უსამართლობას). ეს საპირისპიროს დანიშნულებაა: მაგალითად,
როგორც სითბო ვერ გაცივდება (მისი თვისება არაა) და სიმშრალეს დასველება არ შეუძლია.
თრასიმაქე და სოკრატე სამართლიანობაზე:
● თრასიმაქე განმარტავს სამართლიანობას, როგორც ხელსაყრელს ყველაზე ძლიერისთვის.
● თრასიმაქე სოკრატეს ადანაშაულებს იმაში, რომ სხვებისგან სულ სწავლობს, თვითონ კი
არაფერს უბრუნებს (თვითონ თრასიმაქეს ფული უნდა სამართლიანობის განმარტების
სანაცვლოდ) სოკრატე ეუბნება ფული არ მაქვს მაგრამ სიბრძნის შექება შემიძლიაო.
● სამართლიანია კანონები, რომლებიც ხელსაყრელია მმართველისთვის (თრასიმაქე.)
● ნამდვილი მმართველია ის, ვინც არ ცდება (თრასიმაქე)
● ნებისმიერი ხელოვნება განიხილავს იმას კი არა რაც თავად მისთვისვეა ხელსაყრელი, არამედ
იმას, რაც ხელსაყრელია მისი საგნისთვის (მაგ. ცხენოსნობის ხელოვნება - ცხენი; მკურნალობა
ანუ მედიცინა - სხეული)
● სოკრატე ამბობს, რომ ნამდვილი მმართველი არ ზრუნავს იმაზე თუ რა არის ხელსაყრელი
მისთვის, არამედ ყოველთვის ისე იქცევა როგორც სასარგებლო იქნება მისი ქვეშევრდომისთვის
ანუ აკეთებს იმას რაც ხელსაყრელია არა მისთვის, არამედ უფრო სუსტისთვის.(ექიმის, მესაჭის
მაგალითი)
● თრასიმაქე აღნიშნავს, რომ სამართლიანი კაცი ყოველთვის წაგებულია უსამართლოსთან
შედარებით.
● სოკრატეს თქმით, ყველა ხელოვნება განსხვავდება ერთმანეთისგან თავისი დანიშნულებით,
შესაბამისად ყველას თავისებური სარგებელი მოაქვს, და არა ზოგადად სარგებელი.
● სოკრატეს თქმით ერთადერთი რაც საერთო აქვთ სხვადასხვა დისციპლინებს ისაა, რომ
თითოეული მოიცავს შრომის ანაზღაურებას. თუმცა უშუალოდ თავისი პროფესიისგან არ იღებენ
სარგებელს. ესაა საზოგადო სიკეთეს + ანაზღაურება. (ოსტატს არანაირი სარგებელი არ აქვს
როცა მუქთად მუშაობს)
● ასევე აღნიშნავს სოკრატე რომ მმართველობას არ მოაქვს პირადი სარგებელი, წახალისება
სჭირდება: ფულით, პატივისცემით ან შიშით თუ ადამიანი უარს იტყვის მმართველობაზე.
● ნამდვილად ღირსეულ ვინც ჩვენ გვსურს მართველებად არ აინტერესებთ ფული და პატივი. მათი
ერთადერთი მოტივაციაა სასჯელის შიში. ყველაზე საშინელი სასჯელი კი ისაა, რომ შენზე
უარესი გახდეს შენი მბრძანებელი.
● თრასიმაქესთვის სამართლიანობა არის კეთილშობილური მიამიტობა, ხოლო უსამართლობა -
კეთილგონიერებაა. (რადგან სრული უსამართლობა უფრო სასარგებლოა მისი აზრით, ვიდრე
სრული სამართლიანობა).
● სამართლიანი კაცი მხოლოდ იმაზე უპირატესად თვლის თავს ვინც მისგან განსხვავებულია
(საპირისპირო) და არ ცდილობს აღემატოს თავისსავე მსგავსს. სწორედ ამიტომაა ღირსეული და
ბრძენი.
● უმეცარი ცდილობს თავისივე მსგავსსაც აღემატოს და მცოდნესაც (ანუ მის საპირისპიროს)
● თანხმდებიან, რომ უსამართლობა იწვევს უთანხმოებას, რაც ხელს უშლის ერთიანობას.
● ღირსების გარეშე ობიექტი თავის საქმეს კარგად ვერ გააკეთებს, მაგალითად თვალის ღირსებაა
მხედველობა.
● სამართლიანობა არის სულის ღირსება, მისი ნაკლი კი უსამართლობა. (როგორც თვალის
ღირსებაა მხედველობა, ნაკლი კი - სიბრმავე) ღირსეულად ცხოვრება არის ბედნიერების
გარანტი. უსამართლო კაცი ვერასდროს იცხოვრებს სამართლიანზე უკეთესად.
წიგნი 6:
სოკრატე და გლავკონი
● ფილოსოფოსები ის ხალხია, ვისაც იმის შეცნობის უნარი აქვს რაც მარად უცვლელია და
იგივეობრივი. სხვები საგანთა სიმრავლეში და ცვალებადობაში დაბორიალობენ.
● არაფილოსოფოსებს სოკრატე ადარებს ბრმებს და ამბობს, რომ ისინი არ უნდა დავაყენოთ
ქვეყნის სათავეში.
● სოკრატეს აზრით ფილოსოფოსები მიელტვიან ცოდნას. ფილოსოფოსს უნდა ახასიათებდეს:
გულწრფელობა, სიცრუის სიძულვილი და მისი გადაჭრით უარყოფა, ჭეშმარიტების სიყვარული
● სიბრძნის სიყვარული გამორიცხავს ხორციელ მიდრეკილებებს (მაგალითად
ვერცხლისმოყვარეობა)
● ადამიანის სულის მტერი სულმოკლეობაა. თუ ადამიანი დიდსულოვანია ის არც სიცოცხლეს
ანიჭებს გადამეტებულ მნიშვნელობას და არც სიკვილი მიაჩნია საშინელებად.
● ფილოსოფოსს უნდა გააჩნდეს სწავლის უნარი და კარგი მახსოვრობა; ზომიერება.

საუბარში ერთვება ადიმანტე სოკრატეს საყვედურობს რომ შენი მსმენელები ყოველთვის ჩიხში შეგყავს
და აშორებ ჭეშმარიტებასო. ვინც ფილოსოფიას უძღვნის მთელ ცხოვრებას (და არა ახალგაზრდობის
გარკვეულ წლებს რათა ცოდნა მიიღოს) ყველა უცნაური, უქნარა და სახელმწიფოსთვის
გამოუსადეგარიაო. სოკრატე დაეთანხმება.

● სოკრატეს მოყავს მესაჭის მაგალითი. ზღვაოსნები ერთმანეთს დაერევიან რათა ხელთ იგდონ
ხომალდი, თუმცა არცერთს არ აქვს წარმოდგენა იმაზე რომ მესაჭეობას სხვა ტიპის ცოდნა
სჭირდება ვიდრე უბრალოდ საზღვაო საქმის ცოდნაა. ასეთი ზღვაოსნები გააბრუებენ გემის
პატრონს და თავის ნებაზე მიჰყავთ ხომალდი, ხოლო ჭეშმარიტი მესაჭე კი უქნარად და ყბედად
მიაჩნიათ. სწორედ ასე არიან ფილოსოფოსებიც სახელმწიფოში.
● ის რომ ფილოსოფოსები გამოუსადეგარი ხალხია სახელმწიფოსთვის ფილოსოფოსების ბრალი კი
არაა, არამედ იმათი ვინც ვერ იყენებს მათ ამ საქმისთვის.
● ფილოსოფოსს არ აკმაყოფილებს საგანთა სიმრავლე, რადგან ის მოჩვენებითია და უნდა რომ
საგანთა არსზე მოიპოვოს წვდომა. მხოლოდ ამის შეცნობის შემდეგ შეუძლია მას ჭეშმარიტად
ცხოვრება.
● ფილოსოფოსებს ყველაზე მეტად სახელს ისინი უტეხენ ვინც ფიქრობს, რომ ფილოსოფია მათი
საქმეა ანუ ფსევდოფილოსოფოსები.
● ადამიანებს რომელთაც ახასიათებთ ფილოსოფოსისთვის აუცილებელი თვისებები ბუნება
იშვიათად ბადებს, თუმცა სწორედ ეს თვისებები თავადვე უწყობს ხელს ასეთი ბუნების
გადაგვარებას. ასევე ხრწნის ფილოსოფოსის სულს ყველაფერი რაც ბრბოს მიაჩნია სიკეთედ.
● უკეთესი ბუნება მისთვის შეუფერებელი საზრდოობით უფრო მეტს კარგავს, ვიდრე უარესი ბუნება.
● სოფისტებს ადანაშაულებს იმაში, რომ ისინი ღიად იწუნებენ ან იწონებენ ყმაწვილების აზრებს და
ეს არასწორი მიდგომააო ამბობს სოკრატე.
● შეუძლებელია ბრბოს ფილოსოფოსობა, რადგან მათ ვერ დაარწმუნებ რომ მაგალითად
მშვენიერება არსებობს თავისთავად, განყენებულად, საგნებისგან დამოუკიდებლად.
შესაბამისად, ვინც ფილოსოფოსობს მას აუცილებლად დაგმობს ბრბო და ის კერძო პირებიც ვინც
ბრბოს ერევა და ცდილობს თავი მოაწონოს მას. (სოფისტები და სხვა თვითმარქვია
ფილოსოფოსები)
● ეს ბრბო უეჭველად შეაცდენს ხოლმე ფილოსოფოსის თვისებებით დაჯილდოებულ სულს და
ფილოსოფია ობლად რჩება. მას ფსევდოფილოსოფოსები ეპატრონებიან, რადგან
ფილოსოფოსობა კაი ტიპობად მიაჩნიათ. ასე უშინაურდება სოფისტებისნაირი უღირსი და უვიცი
ხალხი ფილოსოფიას.
● ფილოსოფოსი თავისი სიმყუდროვიდან იმიტომ აკვირდება უკანონობას, რომ იცის ბრბოს რომ
დაუპირისპირდეს მანამდე წააგებს საკუთარ თავს ვიდრე სახელმწიფოს და მეგობრებს არგებდეს
რამეს.
● ჭეშმარიტი ფილოსოფოსი მეტს მიაღწევდა ცხოვრებაში, პირად ბედნიერებასთან ერთად
საზოგადო კეთილდღეობასაც მოუტანდა ხალხს სათანადო წყობა რომ ყოფილიყო სახელმწიფოში.
● სოკრატეს აზრით, არცერთი დღევანდელი სახელმწიფო წყობილება არაა ფილოსოფიისთვის
შესაფერისი.
● ფილოსოფიის ყველაზე ძნელი ნაწილი, სოკრატეს აზრით, არის დიალექტიკა.
● ბრბო კი არ უნდა გალანძრო არამედ იზრუნო იმაზე რომ მან (ბრბომ) აზრი შეიცვალოს. ამისთვის
მშვიდად უნდა უარყო ყველა ის ბრალდება რომელსაც უყენებენ ფილოსოფიას.
● სოკრატესთვის სიკეთის იდეაა ყველაზე მნიშვნელოვანი. სიკეთე არის ცოდნა.
● უბადრუკია ყველა აზრი, რომელიც ცოდნას არ ემყარება.
● ხილულ საგნებს მზერის საშუალებით აღვიქვამთ და არა აზრით, ხოლო იდეები პირიქით აზრით
აღიქმებიან და არა მზერით.
● ზოგიერთი შეგრძნებისთვის (მაგალითად მზერისთვის) დამკვირვებლისა და დასაკვირვებელი
ობიექტის გარდა საჭიროა რაღაც მესამეც. მზერის შემთხვევაში ესაა სინათლე.
● ის უნარი რასაც ფლობს მზერა სწორედ მზისგან ეძლევა მას.
● სიკეთის იდეად (ცოდნისა და ჭეშმარიტების მიზეზი) უნდა მივიჩნიოთ ის, რაც ჭეშმარიტებას
ანიჭებს შეცნობად საგნებს, ადამიანს კი - შეცნობის უნარს.
● როგორც მზე ბადებს მზერას, ასევე ბადებს სიკეთის იდეა ცოდნასა და ჭეშმარიტებას. გონებით
საწვდომი საგნები სწორედ სიკეთის მეშვეობით ეზიარებიან თავიანთ არსებობას ან
არარსებობას. (როგორც მზე ასაზრდოვებს ყველაფერს, მაგრამ თვითონ არ არის არც დაბადება
და არც ქმნადობა, ასევე სიკეთეც არ არის არსებობა, არამედ არსებობის მიღმიურია).
● არსებობს საგანთა 2 სამეფო: ხილული და გონით საწვდომი (იდეების).

ლანდები შესატყვისი საგნები ჰიპოთეზები ის რასაც აღწევს გონება დიალექტიკური სწავლებით

ხილული საგნები იდეების სამყარო

● ხატი (ლანდი) ისე ეთანაფარდება შესატყვის საგანს, როგორც წარმოდგენა - ცოდნას.


● ამ ოთხ დანაყოფს შეესაბამება სულის ქმედითობის ოთხი უნარი: გონება, გონივრული განსჯა,
რწმენა, წარმოსახვა. (მარჯვნიდან მარცხნივ)

წიგნი 7 :
გამოქვაბულის იგავის ამბის ნახვა შეგიძლიათ აქ:
https://www.youtube.com/watch?v=1RWOpQXTltA&feature=share&fbclid=IwAR386U_zXBkLv4lfXqi
s8YZJsK9y_iOUCf2pKhZP4H6MfokOyVHiKfCCfMk
● მღვიმე არის ხილული სამყარო, ხოლო სინათლე, რომელსაც ცეცხლი ასხივებს, მზის ნათელს
ედარება. მღვიმიდან გამოსვლა - სულის აღმასვლაა იდეების სამყაროსკენ.
● გონით საწვდომი სამყაროს ზღვარი სიკეთის იდეაა. სიკეთის იდეა არის ყოველივე მშვენიერის
და ჭეშმარიტების მიზეზი.
● ვინც ამ სიმაღლეს მიაღწევს (იდეების სამყაროს შეიცნობს) მას აღარ შეუძლია ჩვეულებრივი
ადამიანების საქმიანობას მიჰყოს ხელი.
● მზერას ორი სხვადასხვა მიზეზი ამღვრევს: როცა სინათლიდან სიბნელეში გადავდივართ, ანდა
პირიქით, სიბნელიდან სინათლეში. იგივე ითქმის სულზეც.
● განათლება ის არაა რაც ბევრს ჰგონია, თითქოს, შეიძლებოდეს გაუნათლებელ სულს ისე
ჩაუნერგო განათლება, როგორც უსინათლო თვალს - ხედვის უნარი.
● ცოდნის უნარი, იმის მიხედვით თუ რისკენაა მიმართული შეიძლება ან სასიკეთო იყოს, ანდაც
უსარგებლო. ადამიანის მოქცევის ხელოვნებაც სწორედ ესაა - შეუცვალო მის მზერას
მიმართულება.
● სახელმწიფო მმართველობისთვის გაუნათლებელნი იმიტომ არ გამოდგებიან, რომ არ გააჩნიათ
მტკიცედ დასახული მიზანი, რომლისკენ სწრაფვასაც შეალევდნენ ცხოვრებას. ზემოთ
გამოთქმული მსჯელობით არც განათლებულები დათანხმდებიან სახელმწიფოს მართვას, რადგან
მათ სიცოცხლეშივე დაიმკვიდრეს ნეტართა კუნძულები.
● სოკრატე გამოსავალს იმაში ხედავს, რომ არ მივცეთ ასეთ ადამიანებს უფლება დარჩნენ ამ
სიმაღლეზე. ჩვენი მეტაფორით რომ ვთქვათ ვაიძულოთ ისინი, რომ დაუბრუნდნენ გამოქვაბულს.
(მოკლედ, სოკრატე იმის მომხრეა, რომ სახელმწიფო მმართველები სპეციალურად აღზარდონ
ფილოსოფოსებად. შესაბამისად, ასეთი ულტიმატუმიც სამართლიანი ჰგონია.)
● სადაც ძალაუფლებას ყველაზე ნაკლებად მიელტვიან ისინი, ვინც უნდა მართავეს ქვეყანას,
სახელმწიფო სწორედ იქ იმართება ყველაზე უკეთ.
● თანამდებობები არ უნდა დაიკავონ ისეთებმა ვისაც სული ელევათ მათზე (ანუ თანამდებობაა მათი
თვითმიზანი) თორემ მათი ჯიბრი და მეტოქეობა გადაგვიყოლებს, არამედ ფილოსოფოსების
ხელში უნდა იყოს ხელისუფლება.

You might also like