You are on page 1of 12

ცოფის ვირუსი

პრეზენტატორი:ნინი
მიქელაძე.
• ცოფის ინფექციას იწვევს ნეიროტროპული ვირუსი, რომელიც
აზიანებს მასპინძელი ორგანიზმის ნერვულ ცენტროებს და თავის
ტვინის ქერქს. ძაღლების ცოფით დაავადების შესახებ ჯერ კიდევ
უხსოვარი დროიდან იცოდნენ. ჯერ კიდევ ჰომეროსის 
„ილიადაში“ ბერძნები ჰექტორს ცოფიან ძაღლს
უწოდებდნენ. ძვ.წ I საუკუნეში კ. ცელსმა აღწერა ცოფი ადამიანში
და შემოიტანა ამ დაავადების დასახელება ჰიდროფობია. ეს
სახელწოდება ამ დაავადებას მან უწოდა მთავარი და ყველაზე
უფრო დამახასიათაბელი სინდრომის მიხედვით: წყლის არა
მარტო შეხედვამ, არამედ მისმა ხმაურმა, ხოლო ზოგჯერ სიტყვა
წყლის გაგონებამაც კი შეიძლება ავადმყოფში უძლიერესი
შეტევა გამოიწვიოს. 1770 წელს ვან სვიტენმა პირველად აღწერა
ცოფის პარალიზური ფორმა. 1884 ცინკემ დაამტკიცა დაავადების
გადატანის შესაძლებლობა დაავადებული ცხოველის ნერწყვით.
ცოფის ვირუსული ეტიოლოგია 1903 წელს დაამტკიცა 
პოლ რემლენჟემ. 1892 წელს ვ.ბაბოშმა, ხოლო 1903
 წელს ა.ნეგრიმ განგლიოზურ უჯრედებში აღწერეს სპეციფიკური
ჩანართები, განსაკუთრებული ციტოპლაზმური სტრუქტურები,
რომელთაც შემდგომში ბებეშ-ნეგერის სხეულაკები ეწოდა. მათი
აღმოჩენა უჯრედში ცოფის არსებობის უდავო დასტურია.
• ცოფი ან ჰიდროფობია[1] (ლათ. rabies — სიგიჟე) — ტეტანუსის
 მსგავსად მწვავე ქირურგიული სპეციფიკური ინფექციაა, რომელიც
მიმდინარეობს ცენტრალური ნერვული სისტემის მძიმე, აღუდგენელი
დაზიანებით და, როგორც წესი, სიკვდილით მთავრდება. მისი თავიდან
აცილების ერთადერთი გზა ანტირაბიული (ცოფის საწინააღმდეგო)
აცრების დროული და კვალიფიციური ჩატარებაა, გამოცდილი
ქირურგ-რაბიოლოგის ზედამხედველობით.
• სხვა ინფექციური დაავადებებისაგან განსხავებით ცოფი თითქმის არ
ვრცელდება, რადგან ამ დაავადების თანამედროვე სპეციფიკური
პროფილაქტიკის მეთოდი ძლიერ ეფქტიანია და ავადობის
შემთხვევები გვხვდება მხოლოდ იმ პირებში, რომლებსაც არ
ჩაუტარებიათ ანტირაბიული აცრები ან ჩაიტარეს არასრულყოფილად.
• ცოფის შესწავლის საქმეში და მის საწინააღმდეგო 
პრევენციული ღონისძიებების შემუშავებაში უდიდესი ღვაწლი
მიუძღვის ლუი პასტერს. პასტერმა ცოფის საწინააღმდეგო პირველი 
აცრა ჩაატარა 1885 წლის 6 ივნისს და სრული წარმატებით
დამთავრდა. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერმა ვერ აღმოაჩინა ამ
დაავადების გამომწვევი აგენტი, მან შეიმუშავა პროფილაქტიკური
აცრების შესანიშნავი მეთოდი, ხოლო თვით
პრეპარატს ე.ჯენერის პატივსაცემად „ვაქცინა“ უწოდა.
• ნებისმიერი ძუძუმწოვარი შეიძლება დაავადდეს ცოფით, თუმცაღა 
ბალახისმჭამელებში ცოფი იშვიათად შეიმჩნევა. ბევრი ცხოველი ვირუსის
მატარებელია. ამ მხრივ ადამიანთათვის განსაკუთრებით საშიშნი არიან : 
ღამურები, ვირთხები, მაწანწალა ძაღლები და კატები, მელიები, სკუნსები.
• ვირუსი დაავადებულ ცხოველში განთავსებულია ნერვულ დაბოლოებებზე და
ნერწყვში. ცოფის ვირუსი ადამიანის ორგანიზმში შეიძლება მოხვდეს
დაავადებული ცხოველის ნერწყვიდან არა მხოლოდ თვალით შესამჩნევი
ჭრილობებიდან (ნაკბენი, ნაკაწრი), არამედ მიკროტრავმებიდანაც
(დადორბვლისას), თუმცა დიდი მნიშვნელობა აქვს ნაკბენის და  ნერწყვის კანზე
მოხვედრის ხარისხს.
• განსაკუთრებით საშიშია ნაკბენი ჭრილობები თავის, სახისა და კისრის არეში ,
რადგან ასეთ შემთხვევაში დაავადების საინკუბაციო პერიოდი მოკლდება!
დაავადებული ცხოველი განსაკუთრებულად აგრესიულია , პირიდან სდის
დორბლი და შეიძლება ეცეს ადამიანს პროვოცირების გარეშეც .
• იშვიათად, მაგრამ ვირუსით დაინფიცირება შეიძლება საჰაერო გზებითაც
სხეულის ლორწოვანი გარსის გავლით. მსგავს შემთხვევებს შეიძლება შევხვდეთ
ძირითადად გამოქვაბულებში, სადაც ბუდობენ ცოფით ინფიცირებული ღამურები .
• გაცილებით იშვიათია ადამიანებს შორის ურთიერთდაინფიცირება. ცოფით
დაავადებული ადამიანის უხვი ნერწყვით დაზიანებული საფარვლის ინფიცირების
შემდეგად დასაშვებია ერთი ადამიანიდან მეორეზე ჰიდროფობიის გავრცელება ,
რის გამოც უნდა ჩატარდეს ანტირაბიული პროფილაქტიკური მკურნალობა .
ძალზე იშვიათია ორგანოთა გადანერგვისას დაინფიცირების შემთხვევები .
• დაავადებული ადამიანის ერთ-ერთი უმთავრესი სიმპტომია
— წყლის შიში(აქედან მოდის სახელი — ჰიდროფობია)
საყლაპავი კუნთების თანმხლები სპაზმებით: საკმარისია
წყლის ან საჭმლის დანახვაც, რომ ეს შეუძლებელს ხდის
დაავადებულისთვის ერთი ჭიქა წყლის მიღებასაც კი.
• არა ნაკლებ მნიშვნელოვანია აეროფობიის სიმპტომი —
ჰაერის მცირე მოძრაობაზეც კი კუნთების რეფლექსური
სპაზმი. სახასიათოა ასევე გაძლიერებული ნერწყვის და 
ცრემლის გამოყოფა, ზოგიერთ პაციენტს გამუდმებით სდის
ნერწყვი პირიდან თხელ ნაკადად.
• დაავადებიდან მე–2 მე–3 დღეს მეტყველება გაუგებარი
ხდება, ჰალუცინაციების შედეგად ავადმყოფი ადგილს ვერ
პოულობს, აგრესიულია და ცდილობს სადღაც გაიქცეს.
• როგორც წესი დაავადების გამოვლენა ლაბორატორიულ
დამოწმებას არ საჭიროებს, თუმცა ეს შესაძლებელია, მათ
შორის ბოლო დროს შემუშავებული მეთოდითაც: თვალის
გარსიდან აღებული ნაცხში ხდება ვირუსის ანტიგენის
აღმოჩენა.
• სიმპტომური ცოფი პრაქტიკულად არ იკურნება .
თანამედროვე მედიცინას არ გააჩნია პრეპარატი ,
რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა უკვე
დაავადებული პაციენტის განკურნება . არსებობს
მხოლოდ 6 შემთხვევა დაფიქსირებული  2007 წელს,
როდესაც პაციენტი სიმპტომების გაჩენის მერე
გამოჯანმრთელდა .[7] მკურნალობა სიმპტომურია,
მსგავსად სხვა ვირუსული დაავადებებისა – იფარგლება
სიმპტომების მოხსნით, რაც პაციენტის მდგომარეობას
მეტნაკლებად ამსუბუქებს. კუნთების სპაზმები იხსნება
დამაწყნარებელი და საძილე საშუალებებით , სუნთქვით
მოშლილობებს აკომპენსირებენ ტრაქეატომიით და
ხელოვნური სუნთქვის აპარატით.
• მიუხედავად განუკურნებადობისა , შესაძლებელია
ავადობის პრევენცია, რაც მნიშვნელოვანწილად
დამოკიდებულია ვაქცინაციის დროულად დაწყებაზე .
• ცხოველებში ცოფი მთელ მსოფლიოშია გავრცელებული .
ბუნებრივ პირობებში ავადდება როგორც შინაური, ისე გარეული
ცხოველი. სასოფლო–სამეურნეო ცხოველები ავადდებიან
გარეული ცხოველების დაკბენით.
• ცხოველებში განარჩევენ ცოფის 5 კლინიკურ
ფორმას: აბორტულს, შებრუნებითს, ატიპურს, აგზნებითს, წყ
ნარს. მაგ.: ძაღლებში ცოფის მიმდინარეობა ატიპურია, კატებში
– აგზნებითი, წვრილ და მსხვილფეხა რქოსან საქონელში
– აგზნებითი და წყნარი, ღორებში – მკვეთრად აგზნებითი.
• ძაღლის ცოფით დაავადების ერთ-ერთი სიმპტომი — დორბლის
დენა პირიდან
• ძაღლებში ცოფს ხანგრძლივი ისტორია აქვს. პირველი
წერილობითი ცნობები ცოფის შესახებ გადმოცემულია  ეშნუნას 
კოდექსში, დაწერილი ძვ. წ. 1930 წ (ხამურაბის კანონებზე 3 ს.–
ით ადრე ), რომელიც ამბობს, რომ ცოფის სიმპტომების მქონე
ძაღლის მეპატრონემ უნდა მიიღოს პრევენციული ზომები
კბენისგან დასაცავად. თუ ცოფით დაავადებული ძაღლის
კბენის შედეგად დაიღუპება ადამიანი, მეპატრონე სასტიკად
დაისჯება.
• ცოფის ვირუსს ტყვიისებრი ფორმის სხეული აქვს, სიგრძით
— 180 ნანომეტრი და განივკვეთის დიამეტრით — 75 ნმ. ერთი
ბოლო კონუსურია, ხოლო მეორე — ბრტყელი ან
ჩაღრმავებული. ლიპოპროტეინის კაფსიდი[2] დაფარულია 
გლიკოპროტეინის ურიცხვი ღეროთი, თუმცა ისინი არ
ფარავენ ბრტყელ (ჩაღრმავებულ) ბოლოს. კაფსიდის  ქვემოთ
არის მატრიქს[3]-პროტეინის ფენა, რომელიც შესაძლოა 
ინვაგინირებულ[4] იქნეს ბრტყელ ბოლოზე.
• ადამიანის ვირუსებს ახასიათებთ კუბური
სიმეტრია, თუმცა ცოფის ვირუსის კაფსიდს
აქვს მცენარეთა ვირუსებისთვის სახასიათო
– სპირალური სიმეტრია, ამითაა
გამოწვეული მისი ცილინდრული ფორმაც.
ვირუსის ბირთვი შედგება სპირალურად
დალაგებული რიბონუკლეოპროტეინისგან[5]
. გენომი წარმოდგენილია დაუნაწევრებელი
ხაზოვანი რიბონუკლეინის მჟავ-ით.გარდა
ამისა, გენომში გვხვდება ტრანსკრიპტაზა[6]
 და ზოგიერთი სტრუქტურული პროტეინი.
• 2005 წელს უისკონსინის შტატში, აშშ-ში, დაფიქსირდა უპრეცედენტო
შემთხვევა, 15 წლის გოგონა ჯინა გისი სრულად განიკურნა ცოფისგან
ვაქცინაციის გარეშე, მკურნალობა კი სიმპტომების გაჩენის შემდეგ
დაიწყო[8]. მკურნალობისას ჯინა შეიყვანეს ხელოვნურ კომაში და 
გაუკეთეს ორგანიზმის იმუნური აქტივობის მასტიმულირებელი
პრეპარატები. მეთოდი ემყარებოდა მოსაზრებას, რომ ვირუსი კი არ
ანადგურებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, არამედ იწვევს მისი
ფუნქციის დროებით მოშლას. თუ თავის ტვინის ფუნქციონირებას
დროებით შეაჩერებდნენ ხელოვნური კომით, ამით ტვინს დაიცავდნენ
ზიანისგან, ხოლო ორგანიზმი ამასობაში შეძლებდა ანტისხეულების
გამომუშავებას და ვირუსის დამარცხებას. ერთი კვირა  კომაში ყოფნის და
რამდენიმე თვიანი მკურნალობის შედეგად ჯინა გისი ჯანმრთელი
გაწერეს ჰოსპიტალიდან.
• ეს მეთოდი შესაბამის წყაროებში ცნობილია, როგორც  „ჯინას
მკურნალობა“. ჯინას პირველადი დახმარების ერთ-ერთი ექიმი , 2007 წ.
ჟურნალ „საენტიფიქ ამერიქენ“-ში ამ მეთოდს მოიხსენიებს : „მილუოკის
პროტოკოლად“[9].
• მიუხედავად წარმატებისა, ყველა სხვა შემთხვევაში მეთოდმა არ
გაამართლა. ამასთან დაკავშირებით დღემდე მიმდინარეობს კამათი
სამედიცინო წრეებში, თუ რატომ გამოჯანმრთელდა ჯინა . ზოგიერთის
აზრით ჯინას ჰქონდა არაჩვეულებრივად ძლიერი იმუნიტეტი და
ინფიცირება მოხდა საკმაოდ სუსტი ვირუსით.
გმადლობთ
დაინტერესებისთვის

You might also like