You are on page 1of 2

დისკის პროლაფსი არის დისკის გარეთა შრის გასკდომა და შიგნით არსებული რბილი, ჟელეს

მსგავსი ნივთიერების გარეთ გადმოსვლა.

ეს მდგომარეობა ასევე ცნობილია, როგორც დისკის პროლაფსი ან დისკოზი..

დაზიანებულმა დისკმა შესაძლოა გამოიწვიოს წნეხი მთლიანად ზურგის ტვინზე ან რომელიმე


ნერვის ღეროზე. ეს კი ნიშნავს იმას, რომ დისკის პროლაფსმა შესაძლოა გამოიწვიოს
არამხოლოდ დაზიანებული ადგილის ტკივილი, არამედ იმ რეგიონისაც, რომელსაც
აკონტროლებს ის ნერვი, რომელსაც მიაწვა გამოზნეწილი ჟელეს-მსგავსი მასა.

ყოველთვის არ არის ცნობილი, რამ გამოიწვია დისკის პროლაფსი, თუმცა ეს ხშირად


დაკავშირებულია ასაკთან. რაც უფრო ასაკში შედის ადამიანი, მისი დისკები კარგავს წყლის
შემცველობას, ხდება ნაკლებად მოქნილი და უფრო მიდრეკილი ხდება გასკდომისკენ.

დისკოზთან ასევე ასოცირებულია სიგარეტის მოწევაც, რადგან სიგარეტის მოწევა დისკს


უკარგავს ბუნებრივ მოქნილობას.

სხვა ფაქტორები, რომლებმაც ასევე შეიძლება გაზარდოს ზურგის დაჭიმვა და დისკოზის რისკი,
შესაძლებელია იყოს:

ცუდად მოხრა
სიმძიმეების აწევა ან ცუდად მოხრილმა ადგომამ
ხანგრძლივი ჯდომა, განსაკუთრებით მანქანის მართვისას
ჭარბწონიანობა ან სიმსუქნე
ძალოსნური სპორტი, მაგალითად მძლეოსნობა
ზურგის ძლიერი დაზიანება, მაგალითად დავარდნისას ან ავტოავარიისას.
ამ სიტუაციებმა შესაძლებელია დაასუსტოს დისკის ქსოვილი და ზოგჯერ გამოიწვიოს
დისკოზი.დისკოზი ყველაზე ხშირია 30-50 წლის ასაკობრივ ჯგუფში და ორჯერ უფრო ხშირად
გვხვდება მამაკაცებში ვიდრე ქალებში.

დისკოხი ხშირად ვლინდება ხერხემლის ქვედა ნაწილში.დისკის პროლაფსის დიაგნოზირებას


ექიმი ადვილად მოახდენს სიმპტომებითა და სამედიცინო ისტორიის შესწავლით.
დიაგნოზირებისთვის ექიმმა შესაძლოა ჩაგიტარონ ფიზიკური გამოკვლევებიც და შეამოწმოს:

დგომა
რეფლექსები
კუნთების სიძლიერე
სიარულის შესაძლებლობა
შეგრძნება კიდურებში
წაიკიტხეთ მეტი თუ როგორ ხდება დიაგნოზირება.დისკოზიდან გამოჯანმრთელებას შესაძლოა
ერთიდან სამ თვემდე დრო დასჭირდეს. მკურნალობა ძირითადად მოიცავს ფიზიოთერაპიის
კომბინაციას, როგორიცაა მასაჟი და ვარჟიში, ასევე, მედიკამენტებს ტკივილის
შესამსუბუქებლად.

მძიმე შემთხვევების დროს, ან იმ შემთხვევაში, როდესაც ტკივილი არ მსუბუქდება დროთა


განმავლობაში, შესაძლოა საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა, რაც გულისხმობს ნერვის
გათავისუფლებასა და დაზიანებული დისკის ნაწილის მოკვეთას.
მრავალ შემთხვევაში, დისკი თავისით დაუბრუნდება თავის ადგილს, რაც ტკივილს შეამცირებს,
რადგან ის აღარ დააწვება ნერვს. ზოგჯერ კი დისკი შესაძლოა არ დაუბრუნდეს თავის ადგილს
და გააგრძელოს ნერვზე დაწოლა, მაგრამ ტკივილი შემსუბუქდეს, რადგან ამ დროს ტვინი
სწავლობს ტკივილის მიზეზს და ამცირებს მის სიძლიერეს.

დისკოზის დროს ძალიან მნიშვნელოვანია რომ იყოთ აქტიური. შესაძლოა მოძრაობა


გაგირთულდეთ, მაგრამ რამდენიმე დღიანი დასვენების შემდეგ აუცილებლად უნდა დაიწყოთ
მოძრაობა. ეს დააჩქარებს გამოჯანმრთელებას, რადგან მოძრაობა ხელს უშლის ხერხემლის
გაშეშებას და ხერხემლის კუნთების გავარჯიშებასა და გაძლიერებას.

თუმცა, ნებისმიერი ვარჯიში, რომელსაც ჩაატარებთ უნდა იყოს მსუბუქი და არ უნდა


ტვირთავდეს ზურგს. ამ შემთხვევაში იდეალური ვარჯიში იქნება ცურვა. თავდაპირველად
მოერდიდეთ სირბილს და ძლიერ აქტიურ ვარჯიშებს, მაგალითად ხტომას, აქტიურ ცეკვას და
ა.შ.

You might also like