You are on page 1of 19

სწორი ნაწლავისა და ყითას

განვითარების მანკები
თსსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის
V კურსის მე-3 ჯგუფის სტუდენტი:
მეგი ბერიძე
სწორი ნაწლავისა და ყითას განვითარების მანკები.

• სწორი ნაწლავისა და ყითას განვითარება


დაკავშირებულია კლოაკის გარდაქმნასთან.კლოაკა
წარმოადგენს საერთო ღრუს, სადაც იხსნება უკანა
ნაწლავის საშარდე და სასქესო გზები.მას აქვს ბრმა
პარკის სახე და გარედან დახურულია კლოაკის
აპკით.
სწორი ნაწლავისა და ყითას განვითარების
მანკების კლასიფიკაცია :

• 1) სრული ატრეზიები
2)ატრეზიები ხვრელ–მილებით
3)ხვრელ–მილები ნორმალურად ფორმირებული
უკანა გასავლის დროს.
4)უკანა გასავლის ექტოპია
5) სწორი ნაწლავისა და ყითას შევიწროება.
6) კლოაკა
სრული ატრეზიები
ამ ჯგუფში აღინიშნება მიფარებული უკანა გასავალი
(ანუსი), ყითას ატრეზია, სწორი ნაწლავის ატრეზია,
სწორი ნაწლავისა და ყითას ატრეზია.
ახალშობილი კარგად წოვს, შარდავს. დაბადებიდან 12
საათის შემდეგ ხშირად იღვიძებს ,ყვირის, წუხს,
იჭინთება. ვითარდება მუცლის შებერილობა, ღებინება
კუჭის შიგთავსით, შემდეგ კი მეკონიუმით.
გართულება

• რთულდება ასპირაციული პნევმონიით და


პერიტონიტით.
დიაგნოსტიკა

• საჭიროა პროფილაქტიკური გასინჯვა. ბავშვს არ


აღენიშნება უკანა გასავალი. მიფარებული უკანა
გასავლის შემთხვევაში აღინიშნება გათხელებული
კანი აპკის სახით.სწორი ნაწლავისა და ყითას
ატრეზიის დროს არის ყრუთ დახურული შუა ნაკერის
ამობურცულობა.სწორი ნაწლავის იზოლირებული
ატრეზიის დროს უკანა გასავალი სწორადაა
ფორმირებული და დაბრკოლება აღინიშნება
სიღრმეში.
დიაგნოსტიკა

ატრეზიის სიმაღლის დადგენა. მაღალ ატრეზიად


ითვლება მანკი, რომელიც მდებარეობს ბოქვენ–
სწორნაწლავის კუნთის ზემოთ.
ატრეზიები ხვრელ -მილებით.

• ხვრელ–მილები სასქესო სისტემაში– გვხდება


უპირატესად გოგონებში. უკანა გასავალი არ
არსებობს.ხოლო სწორი ნაწლავი ხვრელ–მილის
საშუალებით იხსნება საშოს კარიბჭეში.
დიაგნოსტიკა

• რექტოვაგინალური ხვრელ–მილის დროს , მისი


გარეთა ხვრელი იხსნება საქალწულე აპკის წინ ან
ზემოთ. ატრეზიის სიმაღლის დასადგენად
მიმართავენ პალპატორულ მეთოდს. მილში შეგვყავს
ურეთრალური კათეტერი , შორისის მხრიდან თითით
მოიძებნება მისი ბოლო. კათეტერის ბოლოსა და
თითს შორის ქსოვილის სისქით განისაზღვრება
სიმაღლე.
კლინიკა

• აღინიშნება მეკონიუმისა და აირების გამოსვლა


სასქესო ნაპრალიდან. საკვების მიცემის შემდეგ
ფეკალური მასები ბლანტია და ვითარდება
ყაზბობა.დეფეკაციის დროს ეტყობა
მოუსვენრობა,ჭინთვები. ნაწლავის სანათურში
გროვდება ფეკალური მასები.ვითარდება
მეგაკოლონი : მუცლის მოცულობითი გადიდედა,
ანემია, ინტოქსიკაცია.
ხვრელ–მილები საშარდე სისტემაში

• გვხდება ბიჭებში. უკანა გასავალი არ არსებობს და


სწორი ნაწლავი შეერთებულია შარდის გამომტან
სისტემასტან.
კლინიკა

• მეკონიუმისა და აირების გამოსვლა შარდსადინარის


გარეთა ხვრელიდან. თუ ხვრელ–მილი იხსნება
შარდის ბუშტში აირები და მეკონიუმი შედის შარდის
ბუშტში და შარდი არის მომწვანო.
• თუ ხვრელ–მილი იხსნება შარდსადინარში
დასაწყისში მეკონიუმი გამოიყოფა უცვლელი, ხოლო
აირების გამოყოფა ხდება მოშარდვის გარეშეც.
დიაგნოსტიკა

• რენტგენოგრამა და ურეთროცისტოგრაფია.
ხვრელ–მილები შორისის არეში

• ფართე და მოკლე ხვრელ–მილის დროს ნაწლავის


ფუნქცია კომპენსირებულია, განავალი გროვდება
მსხვილ ნაწლავში და ვითარდება ინტოქსიკაცია.
• ვიწრო და გრძელი ხვრელ–მილის დროს
დაბადების თანავე აღინიშნება გაუვალობა.
სწორი ნაწლავისა და ყითას შევიწროვება

• დამატებით კვებაზე გადაყვანასთან დაკავშირებით


განავალი ხდება მკრივი და დეფეკაციის აქტი
ძნელდება. განავალი გამოიყოფა გაჭირვებით.
ერთვის ტკივილი. , მუცლის შებერილობა ,
დიზბაქტერიოზი, ანემია და სხვა.
დიაგნოსტიკა

• დათვალიერების დროს აღინიშნება ყითას


შევიწროვება. სწორი ნაწლავის სტენოზის დროს
შეინიშნება ელასტიკური რგოლი.
მკურნალობა

• მკურნალობას იწყებენ ბუჟირებით. იყენებენ ჰეგარის


ჩხირებს, რომელსაც უსმევენ ვაზელინის ზეთს და
შეყავთ შევიწრვებულ ნაწილში
ხვრელ–მილები სასქესო ორგანოებში

• საშოს კარიბჭეში და საშოში არსებული ხვრელ–


მილის დროს აღინიშნება სასქესო ნაპრალიდან
თხიერი განავლისა და აირების უნებლიე გამოსვლა,
რის შედეგადაც ვითარდება
ვულვოვაგინიტი.ხვრელ–მილის გარეთა ხვრელი
იხსნება საშოს კარიბჭეში ან საშოს უკანა კედლის
არეში.
კლოაკა

• შარდის ბუშტისმიერი კლოაკას დროს აღინიშნება


უკანა გასავლის არ არსებობა, რომელიც
შერწყმულია შარდის ბუშტის ექსტროპიასთან.
საშოსმიერი კლოაკას დროს ნაწლავი იხსნება
შარდსადინარსა და საშოს საერთო არხში

You might also like