Professional Documents
Culture Documents
კლასი -მე-101
შემაჯამებლის თემა :
„შუშანიკის წამება”
პეროზ მეფის კარზე მყოფი ვარსქენი, პირადი განდიდების მიზნით, იცვლის ჭეშმარიტ
სარწმუნოებას და ღებულობს მაზდეანობას. ამასთანავე, სპარსეთის მეფეს აძლევს
პირობას, რომ ოჯახის წევრებსაც მოაქცევს მათ სარწმუნოებაზე. თავის სიძლიერეში
დარწმუნებული პიტიახში სწორედ აქ წააწყდება წინააღმდეგობას. მის ბოროტ განზრახვას
წინ აღუდგება ფიზიკურად სუსტი, მაგრამ სულიერად ძლიერი და ღვთის მოშიში
შუშანიკი.
შუშანიკის პროტესტი ვარსქენისადმი მოულოდნელია და ამ საქციელს მეუღლის
ჯიუტობად თვლის. ვარსქენმა ის ამიტომ სასტიკად დასაჯა. მან გამოიჩინა საშინელი
სისასტიკე და შეუბრალებლობა. როცა მას ნაცემი შუშანიკის შესახებ მოახსენეს ვერ
გადარჩებაო, ვარსქენი არ შეწუხებულა და ბრძანა დაე მოკვდესო.
მიუხედავად იმისა რომ შუშანიკი ამბობს რომ მას გვერდში არავინ უდგას, იაკობ ხუცესი
ყოველთვის მის გვერდითაა, ამხნევებს მას, უვლის, საჭმელი მიაქვს, ის ვარსქენისადმი
პროტესტს შუშანიკისადმი აშკარა თუ ფარული საქციელებით გამოხატავს, ისევე როგორც
სხვები, ცდილობს შუშანიკს დაეხმაროს, მაგრამ თან ვერ ბედავს ვარსქენს პირადად
შეეწინააღმდეგოს. თანაც მას ისტორიისთვის მნიშვნელოვანი მისია აკისრია, ის იწერს
სასახლეში მომხდარ ამბებს. იაკობ ცურტაველი ადრეფეოდალური პერიოდისათვის
ფრიად განსწავლული პიროვნება ჩანს. მისი ოსტატური, მხატვრული მეთოდები იმაზე
მეტყველებენ, რომ მას სხვა ნაწარმოებებიც აქვს შექმნილი. მისი დამსახურებაა რომ ამ
ნაწარმოებმა ჩვენამდეც მოაღწია და შეძრა არამარტო V საუკუნეში მცხოვრები ხალხი,
არამედ თანამედროვეობაც.
ამრიგად, „შუშანიკის წამების“ მიხედვით, ჩვენ საქმე გვაქვს ადამიანთან, რომელიც არის
ურყევი პატრიოტი. შუშანიკის ეროვნულობა კი გამოხატულია მისი სიყვარულითა და
ერთგულებით ქრისტიანული სარწმუნოებისადმი.