You are on page 1of 2

1 სლაიდი

პერტესის დაავადება წარმოადგენს ბავშვთა საკმაოდ იშვიათ დაავადებაა, რომელიც


იწვევს ბარძაყის ძვლის ზემოთ მოთავსებული ზრდის ფირფიტის სისხლმომარაგების
შემცირებას და ძირითადად გვხვდება 4დან 10წლამდე ბავშვებში. არაადეკვატური
სისხლმომარაგების გამო ვითარდება ნეკროზი.

მიუხედავად იმისა რომ სახელში დაავადება გამოიყენება პერტესი შეგვიძლია


აღვწეროთ როგორც კომპლექსური პროცესი რომელიც რამდენიმე ეტაპს მოიცავს და
წლების განმავლობაში გრძელდება.

პირველ ეტაპზე ვითარდება ოსტეონეკროზი, რომლის პროგრესირებაც იწვევს ძვლის


თავის ეტაპობრივ ჩამოშლას. გარკვეული დროის შემდეგ სისხლმომარაგება აღდგება
და ძვალი იწყებს რეოსიფიკაციას, თუმცა რეოსიფიკაციისას შესაძლებელია მან
განსხვავებული ფორმა მიიღოს, რაც მომავალში ოსტეოართრიტის რისკებს ზრდის.

პროგნოზი პერტესის დაავადების შემთხვევაში პოზიტიურია და 18-24 თვის შემდეგ


ბავშვების უმრავლესობა უბრუნდება ყოველდღიურ აქტივობებს განსაკუთრებული
სირთულეების გარეშე.

2. ეტიოლოგია

პერტესის დაავადების გაჩენის მიზეზები ცნობილი არ არის, თუმცა არსებობს


გარკვეული თეორიები როგორც მის გენეტიკურ, ისე ტრავმულ ეტიოპათოგენეზზე.

3. სიმპტომები

ყველაზე ადრეულ სიმპტომს წარმოადგენს ცვლილება ბავშვის სიარულისა და


სირბილის მანერაში, რომელიც ყველაზე ადვილად დაკვირვებადი სპორტული
აქტივობების დროსაა. ლიმიტირებული მობილობა, უცნაური სირბილის სტილი
მიუთითებს სახსრის დაზიანებაზე.

ასევე მნიშვნელოვანი სიმპტომია ტკივილი თეძოს არეში, თუმცა შესაძლებელია


ტკივილის ირადიაცია მოხდეს ბარძაყისა და მუხლის არეშიც.

ტკივილი ძლიერდება აქტივობებისას და იკლებს შესვენების დროს.

შესაძლებელია განვითარდეს კუნთის მტკივნეული სპაზმები.

ბავშვის აქტიურობის მიხედვით შესაძლებელია თვეებმა გასტანოს სიმპტომების


პირველი გამოჩენიდან ექიმთან მიყვანამდე.

4. დიაგნოსტიკა

ფიზიკალური გამოკვლევის დროს უნდა დადგინდეს range of motion მენჯ-ბარძაყის


სახსრის. პერტესის დაავადება ძირითადად ართულებს აბდუქციას და შიდა როტაციას.

რენტგენი იძლევა დიაგნოზის დაზუსტების საშუალებას. მკურნალობის კურსის


მანძილზე საჭირო ხდება რენტგენის არაერთხელ გადაღება, მკურნალობის დასაწყისში
შესაძლებელია ვიხილოთ სურთის დამძიმება სანამ ეტაპობრივი გაჯანსაღება
დაიწყება.

5. მკურნალობა

მკურნალობის მიზანს წარმოადგენს მტკივნეული სიმპტომების ალაგება, ბარძაყის


თავის ფორმის შენარჩუნება და მენჯ-ბარძაყის სახსარში ნორმალური მობილობის
აღდგენა. მკურნალობის გარეშე დარჩენის შემთხვევაში ბარძაყის თავი
დეფორმირდება და აღარ მოთავსდება აცეტაბულუმში, რაც მოგვიანებით ზრდის
ადრეული ართრიტის რისკს.

მკურნალობის რამდენიმე ფორმა არსებობს, არჩევის დროს უნდა იქნას


გათვალისწინებული 

1) ბავშვის ასაკი, 6 წლამდე ბავშვებს უკეთესი პოტენციალი აქვთ ჯანმრთელი ძვლის
განვითარების.

2) ბარძაყის თავის დაზიანების ხარისხი, თუ დაზიანებულია 50%ზე მეტი დეფორმაციის


გარეშე რეგენერაციის რისკი ძალიან დაბალია.

6. კონსერვატიული მკურნალობა

ანტი-ანთებითი პრეპარატები, (იბუპროფენი) ანთების სიმპტომების ასალაგებლად,


რომელიც შესაძლებელია პაციენტმა რამდენიმე თვის განმავლობაში მიიღოს, ბავშვის
ზრდასთან ერთად შესაძლებელია დოზის კორექტირება.

უნდა შეიზღუდოს ისეთი აქტივობები როგორიცაა სირბილი და ხტომა, რაც დაიცავს


ბარძაყის თავს, ხანდახან შესაძლებელია ჯოხის ან კასტილის გმაოყენებაც რათა
შემცირდეს დაწოლა სახსარზე.

ფიზიკური თერაპია და ვარჯიში მნიშვნელოვანია სახსრის მოძრაობის ხარისხის


აღსადგენად. ტარდება ვარჯიშები აბდუქციასა და შიდა როტაციაში.

გარკვეულ შემთხვევებში შესაძლებელია იყოს გამოყენებული კორსეტი ან სახსრის


ფიქსატორი (მაიმობილიზირებელი). მაიმობილიზირებელი აპარატის გამოყენების
დროს ექიმი ფეხებს შლის ლათინური A-ს მდგომარეობაში.

ართროგრამა გამოიყენება ამ პროცედურის დროს, დაზიანების ხარისხსის


შესაფასებლად, ართროგრამის დროს შესაძლებელია კონტრასტის გამოყენებაც.

ზოგ შემთხვევაში გრძელი მომზიდველი კუნთის დაჭიმულობის გამო შეუძლებელია


სახსრის სასურველ მდგომარეობაში მოთავსება. ამ დროს ტარდება ტენოტომია.

სახსრის მაიმობილიზირებელი ძირითადად 4-6 კვირამდე გამოიყენება, რის შემდეგაც


მას ანაცვლებს ფიზიკური თერაპია და ვარჯიში. შესაძლებელია დამჭერი ნახვევის და
ვარჯიშის ურთიერთმონაცვლეობა გამოჯანმრთელებამდე.

7. ოპერაციული მკურნალობა

ოპერაციული ჩვენებაა 8 წელს ზემოთ ასაკი.

ბარძაყის თავის 50%ზე მეტის დაზიანება და კონსერვატიული მკურნალობის


უეფექტობა.

ოსტეოტომია წარმოადგენს ძირითად ოპერაციულ პროცედურას, რომლის დროსაც


ძვალი იჭრება და ზდება რეპოზიცია ისე, რომ ბარძაყის თავი განთავსდეს
აცეტაბულუმში, ახალი პოზიციის შესანარჩუნებლად გამოიყენება ხრახნები და
ფირფიტა, რომელიც ამოღებული იქნება გამოჯანმრთელების სტადიაში. ოპერაციის
შემდგომ ხდება თაბაშირის დადება რამდენიმე კვირის განმავლობაში. თაბაშირის
მოცილების შემდეგ აუცილებელია ფიზიკური თერაპია რათა აღდგეს მოძრაობის
ხარისხი სახსარში. ასევე საჭიროა კასტილის გამოყენება და რენტგენოლოგიური
დაკვირვების გაგრძელება სრულ გამოჯანმრთელებამდე.

You might also like