Professional Documents
Culture Documents
ლექცია 9, რიდერი
ლექცია 9, რიდერი
შემდეგ ლექციაზე ჩვენ აღვწერთ მოდელს იმის ასახსნელად თუ როგორ აწესებს ფასს და
განსაზღვრავს პროდუქციის რაოდენობას მონოპოლია. შემდეგ ჩვენ გამოვიკვლევთ ფირმის
საბაზრო ძალაუფლების შედეგებს, მათ შორის განვიხილავთ მონოპოლიური ფირმების ხელთ
არსებულ ისეთ ინსტრუმენტს, როგორიცაა საფასო დისკრიმინაცია, რაც გულისხმობს
სხვადასხვა მომხმარებლებისთვის ერთი და იმავე პროდუქტზე განსხვავებული ფასის
დაწესებას.
Profit (მოგება) = Total Revenue (მთიანი შემოსავალი) - Total Cost (მთლიანი დანახარჯი) =
Quantity (რაოდენობა) x (Price (ფასი) - Average Total Cost (საშუალო მთლიანი დანახარჯი) )
მწვანე ხაზი გვიჩვენებს საბაზრო მოთხოვნას მონოპოლიის შემთხვევაში. ყვითელი ხაზი არის
ზღვრული შემოსავლის მრუდი, ხოლო შავი ზღვრული დანახარჯების. ფირმა აწარმოებს იმ
რაოდენობას, როცა ზღვრული დანახარჯები უდრის ზღრულ შემოსავალს. ფასი, რომელსაც
ფირმა აწესებს შეესაბამება მოთხოვნის ოპტიმალური რაოდენობის ფასს. საშუალო მთლიანი
დანახარჯების წითელი მრუდი კვეთს ზღვრული დანახარჯების მრუდს მაშინ, როცა საშუალო
მთლიანი დანახარჯები მინიმალურია. მოგება არის რაოდენობის ნამრავლი ფასისა და
საშუალო მთლიანი დანახარჯების სხვაობაზე.
ყურადღება მიაქციეთ რომ მონოპოლისტს შეუძლია დააწესოს ფასი, რომელიც აღემატება ფასს,
რომელიც გვაქვს მიწოდების (მოცემულია ზღვრული დანახარჯების მრუდის სახით) და
მოთხოვნის ტოლობის შემთხვევაში. ასეთი მდგომარეობა ამცირებს საერთო კეთილდღეობას
და იწვევს დანაკარგებს. შემდეგი დიაგრამა გვეხმარება რაოდენობრივად დავთვალოთ
მთლიანი დანაკარგი ეკონომიკაში:
ძირითადი კონცეფციები: საფასო დისკრიმინაცია
საფასო დისკრიმინაცია არის სიტუაცია, როდესაც მომხმარებელთა სხვადასხვა ჯგუფები
სხვადასხვა ფასს იხდიან ერთი და იგივე საქონლისთვის.