Professional Documents
Culture Documents
ბიოტერორიზმი და ბიოლოგიური თავდაცვა. ლ.10
ბიოტერორიზმი და ბიოლოგიური თავდაცვა. ლ.10
იმისათვის რომ ბიოლოგიური იარაღი მაღალ ეფექტური იყოს სამი პირობა უნდა იქნას
ოპტიმიზირებული:
1.ბიოლოგიურმა აგენტმა ყოველთვის უნდა გამოიწვიოს სასურველი ეფექტი ანუ დაავადების
გავრცელება მიმდინარეობდეს შემუშავებული გეგმით. დაავადება უნდა იყოს ადვილად
გადამდები, ბაქტერიულ აგენტს უნდა ჰქონდეს მოკლე საინკუბაციო პერიოდი და მისი მცირე
რაოდენობით გამოყენებაც უნდა იყოს ეფექტური. დაავადების იდენტიფიცირება და მისი აღქმა
როგორც ტერორისტული აქტისა ძნელი უნდა იყოს.
2.შესაძლებელი უნდა იყოს ბიოლოგიური აგენტის მასიური წარმოება, მისი შენახვა, იარაღში
ჩანერგვა და მან სტაბილურობა არ უნდა დაკარგოს გავრცელების დროს.
A კატეგორიის აგენტები
ყვავლი ინფექციური დაავადებაა რომელსაც იწვევს ორი ვირუსი: Variola major და Variola
minor. ყვავილის ვირუსის სალოკაციო ადგილს წარმოადგენს კანის მცირე სისხლძზარღვები და
პირის ღრუ. კანზე თავდაპირველად წარმოიქმნება მაკულოპაპულარული გამონაყარი
რომელზეც შემდგომ ჩნდება სითხით სავსე ბუშტუკები. V. Major იწვევს უფრო მძიმე ფორმის
დაავადებას რომლის დროს სიკვდილიანობა დაახლოებით 30-35% V. Minor იწვევს უფრო
მსუბუქი ფორმის დაავადებას რომლის დროსაც იღუპება დაინფიცირებულების დაახლოებით
1%. ყვავილი პირველად გავრცელდა 10,000 წლის წინ ჩვ.წ.-მდე. მე-18 საუკუნეში ევროპაში
ყვავილით იღუპებოდა დაახლოებით 400 000 ადამიანი ყოველწლიურად და იმ პერიოდში ეს
დაავადება იყო სიბრმავის ძირითადი მიზეზი. მე-20 საუკუნეში ყვავილმა იმსხვერპლა
დაახლოებით 300-500 მილიონამდე ადამიანი. საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციის
მონაცემით 1967 წელს დაავადდა 15 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 2 მილიონი.
მოსახლეობაში საყოველთაო აცრების ჩატარების შემდეგ 1979 წელს მსოფლიო ჯანდაცვის
ორგანიზაციამ გამოაცხადა რომ ყვავილი როგორც დაავადება ლიკვიდირებულია. საინკუბაციო
პერიოდი ორგანიზმში ვირუსის მოხვედრიდან პირველ სიმპტომატიკამდე არის 12 დღე.
შესუნთქული ვირუსი ხვდება პირში, ყელში ან რესპირატორულ ეპითელურ ქსოვილში იქიდან
მიგრირებს ლიმფურ კვანძებში სადაც იწყებს აქტიურ გამრავლებას. შემდგომ სისხლით ვირუსი
ხვდება ელენთაში და ძვლის ტვინში. პროვირადული პერიოდი გრძელდება 2-4 დღე და 12-15
დღეს ჩნდება პირველი წითელი ფერის გამონაყარი პირის ღრუში, ენაზე და ყელში. ამ
პერიოდისათვის სიცხე იკლებს. წყლულები იწყებენ გასკდომას და ნერწყვში გადმოდის დიდი
რაოდენობით ვირუსი. V. Major იწვევს ოთხი ტიპის ყვავილის დაავადებას: ჩვეულებრივი,
მოდიფიცირებული, ბრტყელი (ავთვისებიანი) და ჰემორაგიული. ბოლო ორი უმეტეს
შემთხვევაში ფატალურად მთავრდება. არავაქცინირებული ადამიანების 90% უვითარდებათ
ჩვეულებრივი ყვავილის ფორმა. გამონაყარის გაჩენის მეორე დღეს კანზე ჩნდება
ამობურცულობა რომელიც მე-3-4 დღეს ივსება მღვრიე სითხით. შემდეგ ეს ამობურცულობები
იზრდებიან და ღრმად არიან ჩამჯდარი კანის დერმისში საიდანაც გამუდმებით გამოდის სითხე.
მეორე კვირის ბოლოს სითხისგან დაცლილი გამონაყარი იწყებს მოხმობას, უჩნდება ფუფხი
რომელიც ცილდება და მის ადგილას რჩება უფერო იარები. მოდიფიცირებული ყვავილის
ფორმით ავადდებიან უმეტესად ვაქცინირებული ადამიანები. ეს ფორმა ნაკლებად საშიშია.
უმეტესად ავადმყოფს გამონაყარის გაჩენის შემდეგ სიცხე უვარდება და კანზე გამონაყარი
ჩვეულებრივ ყვავილთან შედარებით გაცილებით ნაკლებია. ბრტყელი ყვავილი (ავთვისებიანი) -
მძიმე ფორმაა. პროდორმალური ფაზა ხასიათდება მაღალი სიცხით, გამონაყარი
მრავალრიცხოვანია, მკვეთრად წითელი, ბრტყელი და ნაკლებად მკვრივი სითხით. ეს ფორმა
უმეტესად ლეტალურად მთავრდება. ჰემორაგიული ფორმა - მძიმე ფორმა რომელსაც თან სდევს
კანიდან, მუკოზური მემბრანებიდან და გასტროინტესტინალური ტრაქტიდან სისხლდენა. ამ
დროს კანი არ წითლდება, პირიქით სისხლდენა მიდის კანის შიგნით და იგი შავ შეფერილობას
იღებს. ჰემორაგიული სისხლდენა იწყება მე-2-3 დღეს და თვალის თეთრი გარსი წითლდება,
შემდეგ სისხლდენები ჩნდება ელენთაში, თირკმელებში, სეროზულ გარსში, კუნთებში იშვიათ
შემთხვევებში ეპიკარდიუმში, ღვიძლში, სათესლეებში საკვერცხეებში და შარდის ბუშტში.
სიკვდილი ხშირად დგება უეცრად მეხუთე და მეშვიდე დღეებს შორის მაშინ როდესაც კანზე
უმნიშვნელო რაოდენობის მწვავე გამონაყარია. 1958 წელს საბჭოთა კავშირის ჯანმრთელობის
მინისტრმა ვიქტორ ჟდანოვმა თხოვნით მიმართა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას დაეწყო
საყოველთაო ვაქცინაცია ყვავილის აღმოსაფხვრელად. 1979 წელს მსოფლიო ჯანდაცვის
ორგანიზაციამ გამოაცხადა ყვავილის მსოფლიოში აღმოფხვრის შესახებ: „ განვიხილეთ რა
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ინიცირებული გლობალური პროგრამის შედეგები
ყვავილის აღმოფხვრის თაობაზე რომელიც დაიწყო 1958 წელს და განსაკუთრებით გაფრთოვდა
1967 წლიდან, საზეიმოდ ვაცხადებთ რომ მსოფლიო და მოსახლეობა განთავისუფლდა
ყვავილისაგან, რომელიც იყო ყველაზე უფრო დამანგრეველი ეპიდემიური დაავადება მრავალ
ქვეყანაში უძველესი დროიდან, რომელიც მის მიერ გავლილ გზაზე ტოვებდა სიკვდილს,
სიბრმავეს და მრავალ სიმახინჯეს და რომელიც მხოლოდ ათი წლის წინ მძვინვარებდა
აფრიკაში, აზიასა და სამხრეთ ამერიკაში...“ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, რეზოლუცია
WHA33.3 პირველად ყვავილის ვაქცინა შექმნა ედვარდ ჯენერმა 1798 წელს.
B კატეგორიის აგენტები
Q-ცხელება პირველად აღწერილი იქნა ავსტრალიაში და მას ეს სახელი დაერქვა იმიტომ რომ
თავიდან ამ დაავადების გამომწვევი ბაქტერია არ იყო გარკვეული. ამ დაავადებას იწვევს
რიკეთსია - Coxiella burnetti – ფართოდ გავრცელებული ზოონოზი, იგი ძირითადად ბუდობს
მსხვილფეხა რქოსან საქონელში, ცხვარში და თხებში, იშვიათად ძაღლებში, კატებში და ჩიტებში.
ინფიცირებულ ცხოველებს არ უვითარდებათ დაავადება სამაგიეროდ ისინი დიდი
რაოდენობით ატარებენ ბაქტერიულ ორგანიზმებს რძეში, შარდში და განსაკუთრებით დიდი
რაოდენობით პლაცენტაში. ადამიანი ინფიცირდება ამ დაავადებით დაინფიცირებული ჰაერის
შესუნთქვის გზით. Q-ცხელება ატიპიური ფილტვების ანთებით წააგავს მიკოპლაზმას,
ლეგიონერების დაავადებას, ქლამიდიურ პნევმონიას და ჰანტა-ვირუსულ ინფექციას. ეს
დაავადება ვითარდება მას მერე რაც ადამიანი ჩაისუნთქვს Coxiella burnetti - ბაქტერიას. ამ
დაავადების სიმპტომებია სიცხე, შემცივნება, ხველება, თავის ტკივილი, სისუსტე, უმადობა,
კოორდინაციის დაკარგვა (ატაქსია) და ზოგიერთ შემთხვევაში დიარეა და ყაბზობა. ბაქტერიის
საინკუბაციო პერიოდია 2-14 დღე და დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენი ბაქტერია ჩაისუნთქა
ადამიანმა. ფილტვების ანთება ვითარდება პაციენტების 50% , ხოლო მწვავე ჰეპატიტი - 30%-ში.
დაავადების სამკურნალოდ ეფექტურ საშუალებებს წარმოადგენს ტეტრაციკლინი ან
დოქსაციკლინი და აგრეთვე ციპროფლოქსაცინი. პროფილაქტიკისათვის ეფექტურ საშუალებას
წარმადგენს ვაქცინაცია, რომელიც 95% შემთხვევაში უზრუნველყოფს ადამიანის დაცვას ამ
დაავადებისაგან დაახლოებით 5 წლის განმავლობაში. Coxiella burnetti- ს კვლევები
მიმდინარეობდა დეტრიკში „თეთრხალათიანების“ სახელწოდებით ცნობილ ექსპერიმენტებში
მოხალისეებზე.
ბრუცელოზი - წარმოადგენს ზოონოზურ დაავადებას რომელსაც იწვევს Brucella -ს ბუნებაში
არსებული ექსვსი სახეობიდან ერთ-ერთი. ამ ბაცილის ბუნებრივი მატარებლები არიან
ძირითადად ბალახისმჭამელი ცხოველები: თხა, ცხვარი, მსხვილფეხა რქოსანი საქონელი და
ღორები. არსებული ექვსი სახეობიდან ოთხი არის პათოგენური ადამიანებში. ადამიანის
დაინფიცირება ხდება უმი ან კარგად დაუმუშავებელი ხორცის და რძის მიღებით, აგრეთვე
დაინფიცირებული ჰაერის ინჰალაციით. ბრუცელოზით დაინფიცირების დიდი პროცენტი
მოდის ჰაერიდან შესუნთქვის გზით ადამიანის დასაინფიცირებლად საკმარისია 10-100 მდე
ბაქტერიის შესუნთქვა. Brucella საკმაოდ მდგრადია ბუნებრივი პირობების მიმართ და იგი
დიდი ხნის განმავლობაში რჩება საკვებსა და ნოტიო მიწაში. ეს თვისება მათ ხელს უწყობს რომ
იყვნენ ბიოტერორიზმის პოტენციიური აგენტები. დაავდება საკმაოდ ხანგრძლივად
მიმდინარეობს რაც პაციენტს უუნაროს ხდის. გამიზნულად დიდი რაოდენობით ამ
ბაქტერიების შემცველი აეროზოლის გაშვებამ ჰაერში შეიძლება გამოიწვიოს ინკუბაციური
პერიოდის შემცირება და გაზარდოს მისი კლინიკური გამოვლინება. თუმცა სიკვდილიანობის
დონე მკურნალობის არ ასრებობის შემთხვევაში 5% არ აღემატება. ბრუცელოზი გახდა ერთ-
ერთი პირველი ბიოლოგიური იარაღი, რომელიც შექნმეს ამერიკელებმა პაინ-ბლაფის
არსენალში 1954 წელს. საერთოდ ამ დაავადების საინკუბაციო პერიოდი 8-14 დღეა თუმცა ეს
შეიძლება უფრო ხანგრძლივიც იყოს. ბრუცელოზი მიმდინარეობს როგორც არასპეციფიური
ცხელება თავის ტკივილით, სისუსტით, კუნთების ტკივილით, შემცივნებით და ხველებით.
სახსრების ტკივილი აღინიშნება შემთხვევების 60%-ში. ანორექსია, ყაბზობა, თავბრუსხვევა და
დიარეა - 70%-ში. გართულებებიდან უნდა აღინიშნოს ოსტეოარტიკულარული ინფექციები
ხერხემალსა და ძვლებში, პერიფერიული ართრიტი, გრანულომატოზური ჰეპატიტი, მენინგიტი,
ენცეფალიტი, პერიფერიული ნეიროპათია, ანემია და ლეიკოპენია. მკურნალობა საკმაოდ
ხანგრძლივია და ამ დროს გამოიყენება დოქსაციკლინი სტრეპტომიცინთან ან რიმფამიცინთან
ერთად. გართულების შემთხვევაში ქირურგიული ჩარევა აუცილებელია. პროფილაქტიკისათვის
გამოიყენება ცხოველების ვაქცინაცია, ადამიანების ვაქცინაცია არ არის რეკომენდირებული.
T-2 მიკოტოქსინები
1. ხელმისაწვდომობა;
2. მათი წარმოება ადვილია და ადვილად გავრცელებადია;
3. გააჩნიათ დაავადების გამოწვევის მაღალი პოტენციალი და სიკვდილიანობის მაღალი
პროცენტი და მნიშვნელოვნად მოქმედებენ ადამიანის ჯანმრთელობაზე.
ამ კატეგორიაში შედის: ნიპა ვირუსი, ჰანტა ვირუსი, ჰემორაგიული ცხელების ვირუსი,
ენცეფალიტის ვირუსი, ყვითელი ცხელება, წამლის მიმართ რეზისტენტული ტუბერკულოზი,
შიდსის ვირუსი.
ოქროს ურდოს მეომრები 1346 წელს კაფას ალყის დროს აწარმოებდნენ შავი ჭირით
დაინფიცირებული გვამების კატაპულტირებას გარშემორტყმულ ქალაქში
ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის მოსახლეობის დიდი ნაწილი დაინფიცირდა
ყვავილით და წითელათი ესპანელი კონკვისკადორების შეჭრის შემდეგ
მე-18 საუკუნეში ინგლისელი სამხედროები იყენებდნენ ყვავილით დაინფიცირებულ
თეთრეულს ჩრდილო ამერიკის ინდელებს შორის ამ დაავადების გასავრცელებლად
თანამედროვე ბიოლოგიური იარაღის განვითარება დაიწყო პირველი მსოფლიო ომის
დასაწყისში. იაპონელებმა ჩინეთის ქალაქებში 1930 და 1940 წლებში გაავრცელეს ჭირის
გადამტანი მწერები. 1940-1942 წლებში იაპონურმა ქვედანაყოფმა ჩინეთის ორ ქალაქში
ქუაქსიანსა და ნიგშინში ჩამოაგდეს 15 მილიონი ჭირით დაინფიცირებული მწერი
რომელმაც 120 ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. ამავე დროს წყლის რეზერვუარები
დაბინძურებული იქნა ჯილეხის, ქოლერის, შიგელას და სალმონელას ბაქტერიებით
1970 წელს ამერიკის რევოლუციურმა ჯგუფმა სცადა ბიოლოგიური აგენტების მოპოვება
დეტრიკის ლაბორატორიიდან შანტაჟის გზით, ამერიკის რამოდენიმე ქალაქის
პარალიზების მიზნით. ამ ქმედებით მათ უნდოდათ ეჩვენებინათ ფედერალური
მთავრობის უუნარობა
1972 წელს კოლეჯის სტუდენტების ერთმა ჯგუფმა, ეკოტერორისტის იდეოლოგიის
გავლენით, გადაწყვიტა მთელი მსოფლიოს მოსახლეობაზე განეხორციელებინათ
ბიოტერორისტული აქტი ტიფის, დიფტერიის, დიზინტერიის და მენინგიტის
გავრცელებით. შემდგომ მათ შეამცირეს მოქმედების არეალი ჩიკაგოს ირგვლივ მდებარე
5 ქალაქით. მცდელობა გამოაშკარავებული და აღკვეთილი იქნა
1978 წელს ბულგარელი დისიდენტი გეორგ მარკოვი მოკლული იქნა რიცინის ტოქსინით,
რომელიც მოთავსებული იყო ქოლგის წვერზე დამაგრებულ კაფსულაში.
1979 წელს სვერდლოვსკში, ბიოლოგიური იარაღის კვლევის ლაბორატორიიდან
შემთხვევით (სავარაუდოდ) გავრცელდა ჯილეხის ბაქტერის რომელმაც სვერდლოვსკში
დააინფიცირა 77 ადამიანი აქედან 60 გარდაიცვალა
1980 წელს მარქსისტული იდეოლოგიის რევოლუციურმა დაჯგუფებამ, პარიზში
არალეგალურად კონსპირაციულ სახლში აწარმოა ბოტულინის ტოქსინის კულტივირება
და გეგმავდა გერმანელი ლიდერების მიმართ ამ ბიოიარაღის გამოყენებას. საბოლოოდ ეს
ინფორმაცია არ დადასტურდა
1984 წელს ინდოელი წარმოშობის რელიგიურმა დაჯგუფებამ - რაჯნეშიმ, მიზნად
დაისახა სალმონელას ბაქტერია შეეტანათ რესტორნების ქსელში ორეგონსა და დალასში.
მათ სურდათ ამომრჩევლის მწყობრიდან გამოსვლა და ადგილობრივი მართველობის
ხელში ჩაგდება. მათ ეს ბიოტერორისტული აქტი განახორციელეს, რის შედეგადაც
დაინფიცირდა 751 მშვიდობიანი მოსახლე ხოლო 45 პაციენტი სალმონელას მწვავე
ფორმით ჰოსპიტალიზირებული იქნა. ეს გამოაშკარავდა მხოლოდ მას შემდეგ რაც
რელიგიური სექტა დაიშალა და თვით ყოფილმა წევრებმა აღიარეს თავიანთი
დანაშაული.
1991 მინესოტაში მემარჯვენე „პატრიოტების“ ორგანიზაციამ მოიპოვა რიცინის ტოქსინი.
ისინი გეგმავდნენ ამ ტოქსინის შერევას საღებავის გამხსნელში ან ხელის ნელსაცხში ანუ
ტოქსინის შეღწევა ორგანიზმში კანის საშუალებით მოხდებოდა. ეს ბიოტერორისტული
აქტი იგეგმებოდა მინესოტას საგადასახადო სამსახურის და სამართალდამცავი
ორგანოების წინააღმდეგ. დაჯგუფების ეს განძრახვა დროულად აღკვეთა ფედერალური
სამსახურის ბიურომ
1995 წელს რელიგიური დაჯგუფება „ აუმ შინრიკიო“ (ახალი საუკუნე - ქვეყნიერების
დასასრული) იაპონიაში ცდილობდა დაემკვიდრებინა თეოკრატული სახელმწიფო. ამ
დაჯგუფებამ 10-ჯერ სცადა ჯილეხის, ბოტულინის ტოქსინის და ებოლას ვირუსის
გამოყენება აეროზოლის სახით. ყველა ეს მცდელობა კრახით დამთავრდა, ხოლო
ქიმიური იაღარის გამოყენებას (ზარინის გაზი) იაპონიის რამოდენიმე ქალაქში
მსხვერპლი მოყვა. ნერვული გაზის ზარინის გაშვებამ ტოკიოს მეტროში 12 ადამიანი
იმსხვერპლა, ხოლო 55 დაშავდა.
1997 წელს ტეხასის შტატში გამიზნულად მოხდა დონატების და მაფინების
დაინფიცირება ლაბორატორიაში კულტივირებული შიგელას ვირუსით. 45
ლაბორატორიის წევრი დიზინტერიით საავადმყოფოში აღმოჩნდა
1998 წელს მემრჯვენე „პატრიოტთა“ სახელით ლარი ვეინ ჰარისი მრავალჯერადად
იმუქრებოდა ჯილეხის ბიოიარაღის გამოყენებას ლას ვეგასში. იგი დააკავეს მაშინ
როდესაც ღიად საუბრობდა ბიოტერორიზმზე
2001 წელს დაუდგენელმა პირებმა გაავრცელეს ჯილეხის სპორებით სავსე ქაღალდის
კონვერტები ამერიკის ფოსტის საშუალებით. ამ ტერორისტული აქტის შედეგად
დაიღუპა 5 ადამიანი, 22 დაინფიცირდა, ხოლო ბევრი სახელმწიფო დაწესებულება იყო
კონტამინირებული და გარკვეული დროით მწყობრიდან გამოვიდა.
2003 რიცინის წერილები. ეს იყო ერთი პიროვნების მიერ ორგანიზებული
ტერორისტული აქტი, რაც გამიზნული იყო პირადი ინტერესების
დაკმაყოფილებისათვის.